შავბალახას(პუსტირნიკი)ნაყენი 25მლ.

1,38 GEL
მარაგშია
SKU
1929_966

ჩვენება: გულსისხლძარღვოვანი სისტემის მუშაობის ფუნქციური აშლილობები.

სამკურნალწამლო საშუალების სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია

შავბალახას ნაყენი
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: შავბალახას ბალახი (Lეონური ცარდიაცაე ჰერბა) (1:5) (ექსტრაგენტი - ეთანოლი 70 %);
1 ფლაკონი შეიცავს შავბალახას ბალახის ნაყენს (Lეონური ცარდიაცაე ჰერბა) (1:5) (ექსტრაგენტი - ეთანოლი 70 %) – 25 მლ.
დამხმარე ნივთიერება: ექსტრაგენტის გარდა არ არსებობს.

სამკურნალწამლო ფორმა. ნაყენი პერორალური გამოყენებისთვის.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: მომწვანო-ყავისფერი გამჭვირვალე სითხე. შენახვისას დასაშვებია ნალექის წარმოქმნა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. სედატიური და საძილე საშუალებები.

ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა. სამკურნალწამლო საშუალება ახდენს დამამშვიდებელ მოქმედებას. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებსაც შეიცავს შავბალახას ბალახი (სტეროიდული და ფლავონიდური გლიკოზიდები, ეთერზეთი, სტაქიდრინი, ალკალოიდი ლეოპურინი, საპონინები, დუბილური ნივთიერებები), აძლიერებენ ინჰიბირების პროცესს ან აქვეითებენ აღგზნებადობის პროცესს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. არ ახდენს საძილე მოქმედებას, მაგრამ ამსუბუქებს ფიზიოლოგიური ძილის დადგომას და აღრმავებს მას. არ იწვევს შეჩვევის, ფსიქიკური დამოკიდებულების მოვლენებს.
ფარმაკოკინეტიკა. არ იყო განსაზღვრული.

კლინიკური მაჩვენებლები.
ჩვენებები.
გულსისხლძარღვოვანი სისტემის მუშაობის ფუნქციური აშლილობები (ჰიპერტონიული ტიპის ნეიროცირკულატორული დისტონია), არტერიული ჰიპერტენზიის საწყისი სტადიები, ასევე მომატებული ემოციური აღგზნებადობა, გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევის მსუბუქი ფორმები.

უკუჩვენებები.
გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია (დაწეული არტერიული წნევა), ბრადიკარდია. მომატებული ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები.
პრეპარატის გამოყენება რეკომენდირებული არ არის ხანგრძლივი დროის განმავლობაში ეთანოლის შემცველობის გამო.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.
შავბალახას ნაყენმა შეიძლება გააძლიეროს სედატიური, საძილე, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების და გულის გლიკოზიდების ფარმაკოლოგიური ეფექტები, ასევე აძლიერებს ალკოჰოლის მოქმედებას.
რომელიმე სხვა სამკურნალწამლო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას უნდა აცნობოთ ექიმს.

გამოყენების თავისებურებები.
გამოყენების წინ შეანჯღრიეთ.
შავბალახას ნაყენი არის ტრადიციული სამკურნალწამლო საშუალება ხანგრძლივი გამოყენებით დადასტურებული ჩვენებების შესაბამისად გამოსაყენებლად.

გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.
ვინაიდან პრეპარატის შემადგენლობაში შედის ეთანოლი, შავბალახას ნაყენი არ უნდა მიიღონ ქალებმა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

 

რეაქციის სიჩქარეზე ზეგავლენის უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას.
პრეპარატის გამოყენებისას თავი უნდა შეიკავოთ პოტენციურად სახიფათო სახის საქმიანობისგან, რომლებიც მომატებულ ყურადღებას მოითხოვს (ავტოტრანსპორტის მართვა, მექანიზმებთან მუშაობა).

გამოყენების წესი და დოზები.
შავბალახას ნაყენს იღებენ პერორალურად ჭამის შემდეგ.
მოზრდილებს უნიშნავენ ნაყენის 30-50 წვეთს 3-4-ჯერ დღე-ღამეში, 12 წლიდან ასაკის ბავშვებში - 1 წვეთი სიცოცხლის 1 წელზე გაანგარიშებით.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის პათოლოგიური პროცესის ხასიათის, სიმძიმის ხარისხის, დაავადების მიმდინარეობის თავისებურების, პრეპარატის ამტანობის და მიღწეული სამკურნალო ეფექტის სტაბილურობის გათვალისწინებით.
პაციენტმა უნდა გაიაროს კონსულტაცია ექიმთან, თუ დაავადების სიმპტომები არ გაქრა სამკურნალწამლო საშუალების გამოყენების დროს ან აღინიშნება რაიმე გვერდითი რეაქციები.

ბავშვები.
12 წლამდე ასაკის ბავშვებმა არ უნდა გამოიყენონ პერორალუად ეთანოლის შემცველობის გამო.

ჭარბი დოზირება.
პრეპარატის რეკომენდირებული დოზების გადაჭარბებისას შეიძლება აღინიშნოს თავბრუსხვევები, ძილიანობა, არტერიული წნევის დაწევა. ჭარბი დოზირების შემთხვევაში უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიიღოთ სიმპტომატური და შემანარჩუნებელი თერაპიის ზომები (პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად).
შესაძლებელია პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის განვითარება.

გვერდითი რეაქციები.
პრეპარატის მიმართ ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობისას შესაძლებელია ადგილობრივი ალერგიული რეაქციების განვითარება (კანის შეწითლება და შეშუპება, გამონაყარი, ქავილი), ასევე თავბრუსხვევა, ძილიანობა, დაღლილობის შეგრძნება, გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება.

ვარგისიანობის ვადა. 4 წელი.

შენახვის პირობები.
შეინახეთ ორიგინალური შეფუთვით არაუმეტეს 25 0ჩ ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა. 25 მლ შუშის ფლაკონებში.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი.
შპს „დკპ „ფარმაცევტული ფაბრიკა“.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის ჩატარების ადგილის მისამართი.
უკრაინა, 12430, ჟიტომირის ოლქი, ჟუიტომირის რ-ნი, ს. სტანიშოვკა, კოროლიოვის ქ., ს. 4.

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy