Biosedat - ბიოსედატი 20 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 33,98 GEL რეგულარული ფასი 48,28 GEL
მარაგშია
SKU
28554_1443
ჩვენებები - უძილობა, ძილის დარღვევები - ასთენონევროზული სინდრომი (ნერვული გადაძაბვა, გაღიზიანებადობა, შფოთვა, შიში, ხელების ტრემორი) - ქრონიკული სტრესი, ნევროზი, ნევრასთენია - ჰიპერტონული ტიპის ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია ...

შემადგენლობა

პასიფლორას ექსტრაქტი - 190 მგ
მაგნოლიის ექსტრაქტი - 25 მგ
უნაბის ექსტრაქტი - 100 მგ
ბარამბოს ექსტრაქტი - 100 მგ
მელატონინი - 5 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
მელატონინი - წარმოადგენს ეპიფიზის ჰორმონს, რომელიც აწესრიგებს ძილის ფაზებს, ხსნის უძილობას, აქვს სედაციური მოქმედება. მელატონინი ასევე ამაღლებს იმუნიტეტს. აქვს ნოოტროპული მოქმედება, აუმჯობესებს მეხსიერებას, კონცენტრაციის უნარს. პასიფლორა (Passiflora incarnata) - აქვს დამამშვიდებელი, მსუბუქი საძილე, ასევე შფოთვის საწინააღმდეგო მოქმედება. ხსნის შინაგანი ორგანოების ნეიროგენული წარმოშობის სპაზმს.
მაგნოლია (Magnolia officinalis) - აფართოებს სისხლძარღვებს და ამცირებს არტერიულ წნევას. აქვს გლუვ მუსკულატურაზე სპაზმოლიზური მოქმედება. 
ბარამბო (Melissa officinalis) - აქვს სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, სედაციური და ჰიპოტენზიური მოქმედება. 
უნაბი (Zyzyphus) - აქვს სუსტი შარდმდენი, ჰიპოტენზიური, სედაციური მოქმედება.

ჩვენებები
- უძილობა, ძილის დარღვევები
- ასთენონევროზული სინდრომი (ნერვული გადაძაბვა, გაღიზიანებადობა, შფოთვა, შიში, ხელების ტრემორი)
- ქრონიკული სტრესი, ნევროზი, ნევრასთენია
- ჰიპერტონული ტიპის ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია 
- პრემენსტრუალური, კლიმაქტერული სინდრომი
- ანორექსია, ბულემია
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
- ქავილით მიმდინარე დერმატოზები

მიღების წესები და დოზები
1-2 კაფსულა დღეში, დაძინებამდე 1 საათით ადრე.

უკუჩვენება
არტერიული ჰიპოტონია, ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ; 15 წლამდე ასაკი. არ არის რეკომენდებული ორსულებში.

განსაკუთრებული მითითებები
შეინახეთ მშრალ და ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy