ბენოსენი 20 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 24,83 GEL რეგულარული ფასი 32,76 GEL
მარაგშია
SKU
35545_1517

ჩვენება: რთულად ჩაძინება, ღამე გაღვიძების ეპიზოდები, უძილობა სტრესი, ფიზიკური და გონებრივი გადაღლა.

შემადგენლობა
სვიის ექსტრაქტი  (Humulus lupulus)-150 mg., L-თეანინი-100 mg., ვალერიანის ექსტრაქტი(Valeriana Officinalis)-50 mg. 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:  ბენოსენი მცენარეულ კომპონენტებზე დამზადებული დამამშვიდებელი და საძილე საშუალებაა, რომელიც  ხელს უწყობს დაღლილობისა და სტრესის მოხსნას, ორგანიზმის მოდუნებას, აადვილებს ჩაძინებას და უზრუნველჰყოფს მშვიდ ძილს.  ამცირებს ღამით გამოღვიძებების სიხშირეს.  

ფარმაკოლოგიური თვისებები
L-თეანინი -ამინომჟავაა, რომელიც მიიღება მწვანე ჩაის ფოთლებიდან.  L-თეანინი არის გამა-ამინო-ბუტირის მჟავას წინამორბედი, მონაწილეობს შეკავების რეაქციებში და იცავს ნერვულ სისტემას გადატვირთვისგან. ვალერიანის ექსტრაქტი - ხასიათდება სპაზმოლიზური, სედაციური და კარდიოტონური მოქმედებით. სვიის ექსტრაქტი (Humulus lupulus) - მოქმედებს, როგორც დამამშვიდებელი საშუალება უძილობისა და ზომიერი დეპრესიების დროს. ვალერიანისა და სვიის ექსტრაქტების მოქმედება აძლიერებს პრეპარატის სედაციურ ეფექტს. 

ჩვენებები
*რთულად ჩაძინება, ღამე გაღვიძების ეპიზოდები, უძილობა  
*სტრესი, ფიზიკური და გონებრივი გადაღლა 
 *შფოთვა, ნევროზი, მომატებული  აგზნებადობა და გაღიზიანებედობა  
*დეპრესია (კომპლექსური თერაპია)  
*მენოპაუზასთან დაკავშირებული  ნერვული  და  ემოციური  დაძაბულობა  
*მშობიარობისშემდგომი  ნევროზები; 
აუმჯობესებს ძილის ხარსხს; გააჩნია რელაქსაციური ეფექტი; ხანგრძლივი გამოყენებისას ხსნის მუდმივ ფსიქიკურ დაძაბულობას;
 
უკუჩვენებები
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა ცალკეული კომპონენტების მიმართ; ორსულობა და ლაქტაცია.
მიღების წესი და დოზირება: 12 წლიდან 1-2 აბი დღის განმავლობაში ან 1-2 აბი ძილის წინ ნახევარი საათით ადრე,  მცირე რაოდენობით წყალთან ერთად.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25 0С ტემპერატურაზე. 

აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy