Nevrostim - ნევროსტიმი წვეთები 50მლ

განსაკუთრებული ფასი 5,23 GEL რეგულარული ფასი 7,27 GEL
მარაგშია
SKU
85777_3349

ჩვენება: გამოიყენება როგორც დამხმარე სედაციური საშუალება ნევროზის და უძილობის სამკურნალოდ.

ნევროსტიმი

Nevrostim

შიგნით მისაღები ნაყენი

გამოყენების ინსტრუქცია

პარასამკურნალო საშუალება ნევროსტიმი წარმოადგენს შიგნით მიასაღებ მცენარეულ ნაყენს. ნევროსტიმი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია.

შემადგენლობა:

კატაბალახას ფესვების ნაყენი     5.0 მლ

კატაბალახას ფესვები : ექსტრაგენტი (95% ეთანოლი : წყალი - 1 : 10) _ 1 : 3

(სფ. ტ. 2, გვ. 433)           

შავბალახას ბალახების ნაყენი    5.0 მლ

შავბალახას ბალახები : ექსტრაგენტი (95% ეთანოლი : წყალი - 1 : 10) _ 1 : 3  

(სფ. ტ. 2, გვ. 393)

ბაღის პიტნის ფოთლების ნაყენი               5.0 მლ

ბაღის პიტნის ფოთლები : ექსტრაგენტი (95% ეთანოლი : წყალი - 1 : 10) _ 1 : 3

(სფ. ტ. 2, გვ. 311)           

კუნელის ნაყოფების ნაყენი    5.0 მლ

კუნელის ნაყოფები : ექსტრაგენტი (95% ეთანოლი : წყალი - 1 : 10) _ 1 : 3

(სფ. ტ. 2, გვ. 285)                                         

კვლიავის ნაყოფების ნაყენი 5.0 მლ

კვლიავის ნაყოფები : ექსტრაგენტი (95% ეთანოლი : წყალი - 1 : 10) _ 1 : 3

(სფ. ტ. 2, გვ. 339)

სვიის გირჩების ნაყენი  5.0 მლ

სვიის გირჩები : ექსტრაგენტი (95% ეთანოლი : წყალი - 1 : 10) _ 1 : 3

(სახ. სტანდარტი# 528)                             

ქინძის ნაყოფების ნაყენი  5.0 მლ

ქინძის ნაყოფები : ექსტრაგენტი (95% ეთანოლი : წყალი - 1 : 10) _ 1 : 3

(სახ. სტ. # 29055-91)

დიდი კამას ნაყოფების ნაყენი   5.0 მლ

დიდი კამას ნაყოფები : ექსტრაგენტი (95% ეთანოლი : წყალი - 1 : 10) _ 1 : 3

(სფ. ტ. 2, გვ. 344)                                                        

გვირილას ყვავილების ნაყენი 5.0 მლ

გვირილას ყვავილები : ექსტრაგენტი (95% ეთანოლი : წყალი - 1 : 10) _ 1 : 3

(სფ. ტ. 2, გვ. 283)

ბექონდარას ბალახების ნაყენი 5.0 მლ

ბექონდარას ბალახები : ექსტრაგენტი (95% ეთანოლი : წყალი - 1 : 10) _ 1 : 3

(სფ. ტ. 2, გვ. 404)                          

აღწერა:

მოყავისფრო-ჩალისფერი სითხე, სპეციფიური სუნით.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ახასიათებს სედაციური მოქმედება.

ჩვენებები:

გამოიყენება როგორც დამხმარე სედაციური საშუალება ნევროზის და უძილობის სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებისთვის (18 წლიდან): მცირე რაოდენობის წყალში (25 მლ) გახსნილი 25-30 წვეთი დღეში 3-ჯერ

მოზარდები (11 წლიდან 18 წლამდე): მცირე რაოდენობის წყალში (25 მლ) გახსნილი 10-15 წვეთი დღეში 3-ჯერ

მკურნალობის ხანგრძლივობა: 2-3 კვირის განმავლობაში.

უკუჩვენებები: არ არის დადგენილი

გვერდითი მოვლენები: არ არის დადგენილი

სიფრთხილის ზომები: არ არის დადგენილი

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატი არ ახდენს ზემოქმედებას ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან, თამბაქოსთან, ალკოჰოლთან, საკვებ პროდუქტებთან:

არ ახდენს გავლენას პრეპარატის მოქმედებაზე.

ქალებს ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: არ გამოიყენება

ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში: მიიღეთ 0.5 ლიტრამდე წყალი.

გამოშვების ფორმა:

პირველადი შეფუთვა:

50 მლ. ნაყენი, პოლიეთილენტერაფტალაფტის მასალის ნარინჯისფერ ფლაკონში

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი

შენახვა:

ინახება მჭიდროდ თავდახურული, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.

პრეპარატი დროთა განმავლობაში იკეთებს მცირეოდენ ნალექს რაც მისთვის დამახასიათებელია.

ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ პრეპარატის გამოყენება აკრძალულია.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III _ გაიცემა რეცეპტის გარეშე

მეტი ინფორაცია
Units1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy