ზანიდიპი - Zanidip რეკორდატი ტაბ.20მგN28

21,40 GEL
მარაგშია
SKU
91366_3483

ჩვენება: არტერიული ჰიპერტენზია მოზრდილ პაციენტებში.

ზანიდიპი® -რეკორდატი

ZANIDIP®-RECORDATI

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ზანიდიპი®-რეკორდატი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ლერკანიდიპინი

წამლის ფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

შემადგენლობა:

ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ლერკანიდიპინის ჰიდროქლორიდი 10,0 მგ ან 20,0 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური

ცელულოზა (ტიპი 101), ნატრიუმის კარბოქსიმეთილ სახამებელი (ტიპი A), პოვიდონი-K30

მაგნიუმის სტეარატი;

გარსის შემადგენლობა:

10მგ დოზა - მზა აპკიანი საფარი [ჰიპრომელოზა, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171),

მაკროგოლი-6000, საღებავი რკინის ოქსიდი ყვითელი (E172)];

20მგ დოზა - მზა აპკიანი საფარი [ჰიპრომელოზა, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171),

მაკროგოლი-6000, საღებავი რკინის ოქსიდი წითელი (E172)];

აღწერილობა:

10მგ დოზა: მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები, ღია ყვითელი ფერის გარსით,

ერთ მხარეზე ნაჭდევით, გასატეხ ხაზზე ღია ყვითელი შეფერილობით.

20მგ დოზა: მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები, ვარდისფრიდან მუქ

ვარდისფრამდე ფერის გარსით, ერთ მხარეზე ნაჭდევით, გასატეხ ხაზზე ღია ყვითელი

შეფერილობით.

ასევე, იხილეთ სხვა დოზა: ზანიდიპ-რეკორდატი 10მგ 28ტაბლეტი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

კალციუმის “ნელი” არხების ბლოკატორი.

ათქ კოდი: C08CA13

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა.

ლერკანიდიპინი არის დიჰიდროპირიდინის ჯგუფის კალციუმის არხის მაღალსელექციური ბლოკატორი. ის ბლოკავს კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ დენს სისხლძარღვის კედლისა და კარდიომიოციტების გლუვკუნთოვან უჯრედებში.

ლერკანიდიპინის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება განპირობებულია სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე პირდაპირი დამამშვიდებელი ეფექტით, რაც ამცირებს მთლიან პერიფერიულ წინააღმდეგობას.

მიუხედავად ხანმოკლე ნახევარგამოყოფის პერიოდისა, ლერკანიდიპინს აქვს ხანგრძლივი ანტიჰიპერტენზიული მოქმედება, მემბრანული განაწილების მაღალი კოეფიციენტის გამო. მაღალი სელექციურობის გამო სისხლძარღვის კედლის გლუვი კუნთოვანი უჯრედების მიმართ, ლერკანიდიპინი მოკლებულია უარყოფით ინოტროპულ ეფექტს.

Zanidip®-Recordati-ის მიღებით გამოწვეული სისხლძარღვების გაფართოვება ხდება თანდათან, ამიტომ მწვავე არტერიული ჰიპოტენზია რეფლექსური ტაქიკარდიით არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში იშვიათად აღინიშნება.

ლერკანიდიპინის ანტიჰიპერტენზიული აქტივობა, ისევე როგორც სხვა ასიმეტრიული 1,4-დიჰიდროპირიდინებისა, განპირობებულია მისი (S) -ენანტიომერით. ლერკანიდიპინის დოზის 10-20მგ დღეში ერთხელ ეფექტურობა და უსაფრთხოება შეფასებული იყო ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, მსუბუქი, საშუალო ან მძიმე არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტების მონაწილეობით, ასევე იზოლირებული სისტოლური ჰიპერტენზიის მქონე (მათ შორის ხანდაზმულ პაციენტებში და შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში), რომლებიც მკურნალობენ ლერკანიდიპინით, როგორც ცალკე ასევე აგფ - ინჰიბიტორებთან, დიურეტიკებთან და ბეტა-ბლოკატორებთან კომბინაციაში.

მძიმე არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებიდან (საშუალო დიასტოლური წნევა - 114,5 ± 3,7 მმ Hg), არტერიული წნევა ნორმას დაუბრუნდა 56%-ს 10მგ Zanidip®-Recordati დღეში ერთხელ მიღებისას და 40%-ს პრეპარატის 20მგ მიღებისას. და პაციენტებში იზოლირებული სისტოლური ჰიპერტენზიით, სისტოლური არტერიული წნევა ეფექტურად შემცირდა საწყისი მნიშვნელობებიდან 172.6 ± 5.6 მმ Hg. 140,2 ± 8,7 მმ Hg-მდე.

კლინიკური კვლევები პედიატრიულ პოპულაციაში არ ჩატარებულა.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

ლერკანიდიპინი მთლიანად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა 1,5-3 საათის შემდეგ და არის 3,3 ± 2,09 ნგ/მლ და 7,66 ± 5,90 ნგ/მლ ლერკანიდიპინის 10 და 20 მგ მიღების შემდეგ შესაბამისად.

ლერკანიდიპინის ორივე ენანტიომერი აჩვენებს მსგავს ფარმაკოკინეტიკურ პროფილს: მათ აქვთ იგივე დრო.

მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევა (TCmax), იგივე ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2); Cmax-ისა და მრუდის ქვეშ არსებული ფართობის მნიშვნელობები - "კონცენტრაცია-დრო" (AUC) 1,2-ჯერ მეტია (−)-S ენანტიომერისთვის. ენანტიომერების ინტერკონვერსიები არ იყო დაფიქსირებული in vivo პირობებში.

ღვიძლში მნიშვნელოვანი “პირველადი გავლის მეტაბოლიზმის გამო, ლერკანიდიპინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა პაციენტებში პერორალურად მიიღებისას ჭამის შემდეგ, შეადგენს დაახლოებით 10%-ს; ამავე დროს ჯანმრთელ მოხალისეებში ლერკანიდიპინის მიღებისას უზმოზე, ბიოშეღწევადობა მცირდება 1/3-ით.

ცხიმიანი საკვების მიღებიდან არაუგვიანეს 2 საათისა ლერკანიდიპინის მიღებისას მისი ბიოშეღწევადობა იზრდება 4-ჯერ.

ამასთან დაკავშირებით პრეპარატი Zanidip®-Recordati უნდა იქნას მიღებული ჭამის წინ. დისტრიბუცია

სისხლის პლაზმიდან ქსოვილებსა და ორგანოებში განაწილება ხდება სწრაფად და ფართოდ. სისხლის პლაზმის ცილებთან კავშირი აღემატება 98%-ს. პაციენტებში თირკმლის და/ან ღვიძლის მძიმე უკმარისობით სისხლის პლაზმაში ცილის კონცენტრაციის დაქვეითების გამო ლერკანიდიპინის საერთო ფრაქცია შეიძლება გაიზარდოს.

მეტაბოლიზმი

ლერკანიდიპინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება CYP3A4 იზოფერმენტის მონაწილეობით; უცვლელი აქტიური ნივთიერება არ გვხვდება არც შარდში და არც განავალში. პრეპარატი ძირითადად გარდაიქმნება არააქტიურ მეტაბოლიტებად.

ადამიანის ღვიძლის მიკროსომებით in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ლერკანიდიპინი გარკვეულწილად თრგუნავს ფერმენტებს CYP3A4 და CYP2D6 კონცენტრაციებში 160 და 40-ჯერ, შესაბამისად მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციების გადაჭარბებით 20 მგ დოზის მიღების შემდეგ. უფრო მეტიც, ადამიანებში პრეპარატების ურთიერთქმედების კვლევებმა აჩვენა, რომ

ლერკანიდიპინი არ ცვლის CYP3A4 ტიპიური სუბსტრატის მიდაზოლამის, ან CYP2D6 ტიპიური სუბსტრატის მეტოპროლოლის პლაზმურ კონცენტრაციებს. ამიტომ, CYP3A4-ით და CYP2D6-ით მეტაბოლიზებული პრეპარატების ბიოტრანსფორმაციის დათრგუნვა მოსალოდნელი არ არის ლერკანიდიპინის თერაპიულ დოზებში გამოყენებისას.

გამოყოფა

ელიმინაცია ხდება ძირითადად ბიოტრანსფორმაციის გზით. მიღებული დოზის დაახლოებით 50% გამოიყოფა თირკმელებით. T1/2-ის საშუალო მნიშვნელობა შეადგენს 8-10 საათს. თერაპიული მოქმედების ხანგრძლივობა (24 საათი) განპირობებულია ლერკანიდიპინის ლიპიდურ მემბრანებთან შეკავშირებით. ლერკანიდიპინის კუმულაცია განმეორებითი პერორალური მიღებისას არ შეინიშნება.

ხაზოვანი/არახაზოვანი ფარმაკოკინეტიკა

ლერკანიდიპინის ფარმაკოკინეტიკა თერაპიული დოზების დიაპაზონში არახაზოვანი ხასიათისაა. ლერკანიდიპინის 10მგ, 20მგ და 40მგ დოზებით მიღებისას Cmax სისხლის პლაზმაში განისაზღვრებოდა 1:3:8 თანაფარდობით, შესაბამისად AUC - 1:4:18 თანაფარდობით, რაც გულისხმობს პროგრესულ გაჯერებას ღვიძლზე "პირველადი გავლისას“. ამრიგად, ლერკანიდიპინის ბიოშეღწევადობა იზრდება დოზის მატებასთან ერთად.

ფარმაკოკინეტიკა პაციენტების სპეციალურ ჯგუფებში

ხანდაზმული პაციენტები

ნაჩვენებია, რომ ლერკანიდიპინის ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულ პაციენტებში, მსგავსია პაციენტების ზოგადი პოპულაციის ფარმაკოკინეტიკისა.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

ნაჩვენებია, რომ ლერკანიდიპინის ფარმაკოკინეტიკა პაციენტებში თირკმლის მსუბუქი და ზომიერი ხარისხის უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი (KK)) 30 მლ/წთ-ზე მეტი) მსგავსია პაციენტების ზოგადი პოპულაციის ფარმაკოკინეტიკისა.

პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (KK 12 მლ/წთ ნაკლები) და პაციენტებში

რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე, ლერკანიდიპინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იზრდება დაახლოებით 70%-ით.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ნაჩვენებია, რომ ღვიძლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში ლერკანიდიპინის ფარმაკოკინეტიკა (ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით კლასი A) მსგავსია პაციენტების ზოგადი პოპულაციის ფარმაკოკინეტიკისა.

პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით (ზომიერიდან მძიმემდე), ლერკანიდიპინის სისტემური ბიოშეღწევადობა სავარაუდოდ იზრდება, რადგან ლერკანიდიპინი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში.

ჩვენება

I-II ხარისხის არტერიული ჰიპერტენზია მოზრდილ პაციენტებში.

უკუჩვენებები

• ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, დიჰიდროპირიდინის სერიის სხვა წარმოებულების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერებების მიმართ;

• მარცხენა პარკუჭის გამომავალი ტრაქტის ობსტრუქცია;

• გულის ქრონიკული უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში;

• არასტაბილური სტენოკარდია;

• მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი და პერიოდი გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტიდან 1 თვის განმავლობაში;

• ღვიძლის მძიმე უკმარისობა;

• თირკმელების მძიმე უკმარისობა (GFR <30 მლ/წთ), მათ შორის პაციენტები, რომლებიც გადიან დიალიზს;

• ერთდროული მიღება შემდეგ პრეპარატებთან:

o CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორები

o ციკლოსპორინი

• გრეიფრუტთან ან გრეიფრუტის წვენთან ერთად მიღება;

• ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი;

• გამოყენება რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ იყენებენ საიმედო კონტრაცეფციას;

• 18 წლამდე ასაკის ბავშვები (ეფექტურობა და უსაფრთხოება შესწავლილი არ არის);

• ლაქტაზას დეფიციტი, ლაქტოზის აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია.

სიფრთხილით მიიღება შემდეგ შემთხვევებში :

• სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომი (კარდიოსტიმულატორის გარეშე);

• გულის მარცხენა პარკუჭოვანი დისფუნქცია

• გულის იშემიური დაავადება;

• ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო ხარისხის დარღვევები;

• თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო ხარისხის დარღვევები;

• პერიტონეალური დიალიზი;

• ერთდროული მიღება CYP3A4 ინდუქტორებთან/სუბსტრატებთან, მიდაზოლამთან, მეტოპროლოლთან, დიგოქსინთან;

• გულის ქრონიკული უკმარისობა;

• ხანდაზმული ასაკი.

გამოიყენება ორსულობისას და ძუძუთი კვების დროს

ორსულობა

არ არსებობს მონაცემები ორსულ ქალებში ლერკანიდიპინის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა ტერატოგენული ეფექტები, მაგრამ ასეთები შეინიშნებოდა დიჰიდროპირიდინის სხვა წარმოებულების გამოყენებისას.

ლერკანიდიპინის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის დროს და რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ იყენებენ საიმედო კონტრაცეფციებს.

ძუძუთი კვება

ვინაიდან არ არსებობს მონაცემები ლერკანიდიპინის/მისი მეტაბოლიტების დედის რძეში ექსკრეციის შესახებ, ახალშობილებისთვის/ჩვილებისთვის რისკის ფაქტორი არ გამოირიცხება. ლერკანიდიპინი უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების დროს.

ფერტილობა

არ არსებობს კლინიკური მონაცემები ლერკანიდიპინის გავლენის შესახებ რეპროდუქციულ ფუნქციაზე. კალციუმის არხების "ნელი" ბლოკატორების გამოყენების ფონზე ერთეულ პაციენტებში დარეგისტრირდა შექცევადი ბიოქიმიური ცვლილებები სპერმატოზოიდების თავებში, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს განაყოფიერებას. იმ შემთხვევებში, როდესაც

განმეორებითი ინ ვიტრო განაყოფიერება უშედეგოა და როცა სხვა ახსნის პოვნა შეუძლებელია, შესაძლო მიზეზად შეიძება განხილულ იქნეს კალციუმის არხების „ნელი“ ბლოკატორების გამოყენება.

გამოყენების წესი და დოზირება

დოზირების რეჟიმი

Zanidip®-Recordati მიიღება პერორალურად 10მგ ერთხელ დღეში ჭამამდე სულ მცირე 15 წუთით ადრე, დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის წყის მიყოლებით; დოზა შეიძლება გაიზარდოს 20მგ-მდე ანტიჰიპერტენზიული ეფექტურობის მიხედვით.

დოზის მატება თანდათან უნდა მოხდეს, რადგან მაქსიმალური ანტიჰიპერტენზიული ეფექტის გამოვლენამდე შეიძება გავიდეს 2 კვირამდე.

Zanidip®-Recordati არ უნდა იქნას მიღებული გრეიფრუტის წვენთან ერთად.

Zanidip®-Recordati შეიძლება დაინიშნოს დამატებით ბეტა-ბლოკატორებთან (ატენოლოლი), შარდმდენებთან (ჰიდროქლორთიაზიდი) ან ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან (კაპტოპრილი ან ენალაპრილი) მათი მიღების არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში.

ხანდაზმული პაციენტები: მიუხედავად იმისა, რომ ფარმაკოკინეტიკური მონაცემები და კლინიკური გამოცდილება მოწმობს იმაზე, რომ დღიური დოზის კორექცია საჭირო არ არის, ხანდაზმულ პაციენტებში მკურნალობის დაწყება საჭიროა სიფრთხილით.

პედიატრიული პაციენტები: Zanidip®-Recordati-ის უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის შესწავლილი.

პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევით: განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მკურნალობის დაწყებისას პაციენტებში თირკმელების ან ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი დისფუნქციით. თუმცა დოზირების ჩვეულებრივი რეკომენდებული სქემაკარგად გადაიტანება ამ ქვეჯგუფებში, დღეში 20მგ-მდე დოზას სიფრთხილით უნდა მიუდგეთ.

ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით, ამიტომ, გასათვალისწინებელია დოზის კორექტირების აუცილებლობა.

Zanidip-Recordati უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით, ან პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (GFR <30 მლ/წთ), მათ შორის პაციენტები, რომლებიც გადიან დიალიზს (იხ "უკუჩვენებები" და "განსაკუთრებული მითითებები").

ვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის მიმოხილვა

ლერკანიდიპინის დღეში ერთხელ 10-20მგ უსაფრთხოება, შეფასებული იყო ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში (ლერკანიდიპინის ჯგუფი - 1200 პაციენტი, პლაცებო ჯგუფი - 603 პაციენტი), ასევე კონტროლირებად და უკონტროლო გრძელვადიან კლინიკურ კვლევებში, არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებული 3676 პაციენტის მონაწილეობით. ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქციები კლინიკურ კვლევებში და გამოყენებისას პოსტმარკეტინგული გამოცდილებიდან მიღებული მონაცემების შეჯამებისას შემდეგია:

პერიფერიული შეშუპება, თავის ტკივილი, სიწითლე, ტაქიკარდია და პალპიტაცია.

არასასურველი მოვლენები:

ქვემოთ მოცემულ ცხრილში არასასურველი რეაქციები, დარეგისტრირებული კლინიკურ კვლევებში და მასში პოსტმარკეტინგული გამოცდილების მონაცემების განზოგადება, რისთვისაც არსებობს საფუძვლიანი მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირი, ჩამოთვლილი MedDRA ორგანოთა სისტემის კლასებისა და სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი

(≥1/100-დან <1/10-მდე); არახშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10000), უცნობია (არ არის შეფასებული არსებული მონაცემების მიხედვით). სიხშირის თითოეულ ჯგუფში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია

სიმძიმის კლებადი თანმიმდევრობით.

სისტემურ-ორგანული კლასი MedDRA

ხშირი

არახშირი

იშვიათი

უცნობია

დარღვევა იმუნური სისტემის მხრივ

   

ჰიპერმგრძნობელობა

 

დარღვევა ნერვული სისტემის მხრივ

თავის ტკივილი

თავბრუსხვევა

ძილიანობა გულღონება

 

დარღვევა გულის მხრივ

ტაქიკარდია

გულისცემა

 

სტენოკარდია

მიოკარდიუმის ინფარქტი, სიხშირის გაზრდა

დარღვევა სისხლძარღვების მხრივ

სიწითლე

არტერიული ჰიპოთენზია

   

დარღვევა კუჭ-ნაწლავის მხრივ

 

დისპეპსია

ღებინება

ტკივილი მუცლის ზედა არეში

გულისრევა

დიარეა

გინგივალური დისპლაზია 1 მღვრიე პერიტონეალური ექსუდატი 1

დარღვევა ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ

     

შრატში ტრანსამინაზის დონის გაზრდა 1

დარღვევა კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

 

კანის გამონაყარი

კანის ქავილი

ჭინჭრის ციება

ანგიონევროზული შეშუპება 1

დარღვევა ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ

 

მიალგია

   

დარღვევა თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ

 

პოლიურია

გახშირებული შარდვა

 

ზოგადი ხასიათის დარღვევები და რეაქცია ინექციის ადგილას

პერიფერიული შეშუპება

ასთენია

მომატებული დაღლილობა

ტკივილი გულმკერდის არეში

 

1 არასასურველი რეაქციები სპონტანური შეტყობინებებიდან მსოფლიო პოსტმარკეტინგულ გამოცდილებაში

გვერდითი რეაქციების აღწერა

პლაცებოზე კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში პერიფერიული შეშუპების სიხშირე იყო 0.9% ლერკანიდიპინი 10-20მგ დოზით მიღებისას და 0,83% პლაცებოს მიღებისას. ეს სიხშირე აღწევდა 2%-ს პაციენტების ზოგად პოპულაციაში, რომლებიც ჩართულები იყვნენ კლინიკურ კვლევებში, მათ შორის ხანგრძლივ.

ლერკანიდიპინი არ მოქმედებს გლუკოზისა და პლაზმური ლიპიდების კონცენტრაციაზე.

დოზის გადაჭარბება

ლერკანიდიპინის პოსტმარკეტინგულ გამოცდილებაში, დაფიქსირდა დოზის გადაჭარბება დიაპაზონით 30-40 მგ-დან 800 მგ-მდე, თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ შეტყობინებების ჩათვლით.

სიმპტომები

როგორც სხვა კალციუმის არხის „ნელი“ დიჰიდროპირიდინის ბლოკატორების შემთხვევაში, ლერკანიდიპინი დოზის გადაჭარბება იწვევს პერიფერიული სისხლძარღვების გადაჭარბებულ გაფართოებას მძიმე არტერიული ჰიპოტენზიით და რეფლექსური ტაქიკარდიით. თუმცა, ძალიან მაღალი დოზებით, პერიფერიული სელექციურობა შეიძლება დაიკარგოს ბრადიკარდიისა და უარყოფითი ინოტროპული ეფექტის განვითარებით. ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქციები, დოზის გადაჭარბების შემთხვევებთან ასოცირებული იყო არტერიული ჰიპოტენზია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და პალპიტაცია.

მკურნალობა

კლინიკურად მნიშვნელოვანი არტერიული ჰიპოტენზია საჭიროებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის აქტიურ მხარდაჭერას: გულისა და სუნთქვის ფუნქციის მონიტორინგი, ქვედა კიდურების აწევა, მოცირკულირე სისხლის მოცულობისა და დიურეზის კონტროლი.

ლერკანიდიპინის ხანგრძლივი ფარმაკოლოგიური ეფექტის გამო, მნიშვნელოვანია, რომ არტერიული ჰიპოტენზიის მქონე პაციენტის გულ-სისხლძარღვთა სტატუსი კონტროლდებოდა სულ მცირე 24 საათის განმავლობაში. ვინაიდან პრეპარატს აქვს ცილებთან შეკავშირების მაღალი ხარისხი, დიალიზი არაეფექტურია. ზომიერი ან მძიმე დოზის გადაჭარბების მქონე პაციენტები დაკვირვება უნდა მოხდეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

უკუჩვენებები ერთდროული გამოყენებისას

CYP3A4 ინჰიბიტორები

ცნობილია, რომ ლერკანიდიპინი მეტაბოლიზდება CYP3A4 ფერმენტით და ამიტომ CYP3A4 ინჰიბიტორები, რომლებიც გამოიყენება ერთდროულად შეიძლება ურთიერთქმედდეს ლერკანიდიპინის მეტაბოლიზმთან და ელიმინაციასთან. ნაჩვენები იყო რომ CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორების დახმარებით კეტოკონაზოლის ერთდროული გამოყენება ზრდის ლერკანიდიპინის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში (15-ჯერ გაიზარდა AUC და 8-ჯერ გაიზარდა C max S-ლერკანიდიპინის ენატიომერისთვის).

უკუნაჩვენებია ლერკანიდიპინის ერთდროული გამოყენება CYP3A4 ინჰიბიტორებთან (მაგ., კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, რიტონავირი, ერითრომიცინი, ტროლეანდომიცინი, კლარითრომიცინი) (იხ. ნაწილი "უკუჩვენებები").

ციკლოსპორინი

კომბინირებული მიღებისას სისხლის შრატში აღინიშნა როგორც ლერკანიდიპინის ასევე ციკლოსპორინის კონცენტრაციების მატება. ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ციკლოსპორინის გამოყენებისას ლერკანიდიპინის მიღებიდან 3 საათის შემდეგ, ლერკანიდიპინის პლაზმური კონცენტრაცია არ შეცვლილა, იმ დროს როცა AUC ციკლოსპორინი გაიზარდა 27%-ით. თუმცა, ლერკანიდიპინის ციკლოსპორინთან ერთად მიღებამ გამოიწვია ლერკანიდიპინის პლაზმური კონცენტრაციის 3-ჯერ ზრდა და ციკლოსპორინის AUC 21%-ით მომატება.

ციკლოსპორინი და ლერკანიდიპინი არ უნდა იქნას გამოყენებული ერთად (იხ. პუნქტი "უკუჩვენებები").

გრეიფრუტი ან გრეიფრუტის წვენი

ლერკანიდიპინი არ უნდა იქნას მიღებული გრეიფრუტთან ან გრეიფრუტის წვენთან ერთად, ვინაიდან ერთდროულმა მიღება შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატის სისტემური ხელმისაწვდომობის გაზრდა და ანტიჰიპერტენზიული ეფექტის ზრდა (იხ. პუნქტი "უკუჩვენებები").

ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული

CYP3A4 ინდუქტორები

ლერკანიდიპინის ერთდროული გამოყენება CYP3A4 ინდუქტორებთან, როგორიცაა ანტიკონვულსანტები (მაგ., ფენიტოინი, ფენობარბიტალი, კარბამაზეპინი) და რიფამპიცინი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით, რადგან ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება შემცირდეს და ამ შემთხვევაში არტერიული წნევის კონტროლი უნდა განხორციელდეს ჩვეულებრივზე ხშირად (იხ. პუნქტი „სიფრთხილის ზომები“).

ეთანოლი (ალკოჰოლი)

ვაზოდილატაციური ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მიღებისას თავიდან უნდა იქნას აცილებული ალკოჰოლის გამოყენება, რადგან მას შეუძლია გააძლიეროს მათი ეფექტი.

სიფრთხილის ზომები დოზის კორექციის ჩათვლით

CYP3A4 სუბსტრატები

სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ლერკანიდიპინი გამოიყენება სხვა CYP3A4 სუბსტრატებთან ერთად, როგორიცაა ტერფენადინი, ასტემიზოლი, III კლასის ანტიარითმული საშუალებები, როგორიცაა ამიოდარონი, სოტალოლი (იხ. პუნქტი „სიფრთხილის ზომები“).

მიდაზოლამი

20მგ მიდაზოლამის პერორალური მიღებისას ხანდაზმულ მოხალისეებში ლერკანიდიპინის შეწოვა გაიზარდა (დაახლოებით 40%) და შეწოვის სიჩქარე შემცირდა (t max გადაიდო 1,75-დან 3 საათამდე) (იხ. პუნქტი "სიფრთხილის ზომები"). მიდაზოლამის კონცენტრაცია არ შეცვლილა.

მეტოპროლოლი

როდესაც ლერკანიდიპინი ერთდროულად გამოიყენება მეტოპროლოლთან (ბეტა-ადრენობლოკატორი, რომელიც ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში), მეტოპროლოლის ბიოშეღწევადობა არ შეცვლილა, ხოლო ლერკანიდიპინის ბიოშეღწევადობა შემცირდა 50%-ით. ეს ეფექტი შეიძლება დაკავშირებული იყოს ღვიძლში სისხლის ნაკადის შემცირებასთან, რომელიც გამოწვეულია ბეტა-ადრენობლოკატორებით და შეიძლება შეგვხვდეს ამ კლასის სხვა პრეპარატების მიღებისას. ამიტომ, ლერკანიდიპინი შეიძლება უსაფრთხოდ იქნას გამოყენებული იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ბლოკავს ბეტა-ადრენობლოკატორებს, მაგრამ შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია (იხ. განყოფილება "სიფრთხილის ზომები").

დიგოქსინი

ლერკანიდიპინის (20მგ) დიგოქსინთან ერთდროულმა გამოყენებამ არ გამოავლინა ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების ნიშნები. თუმცა, იყო დიგოქსინის C max საშუალო ზრდა 33%-ით, იმ დროს როცა AUC და თირკმლის კლირენსი ოდნავ შეიცვალა. ამრიგად, პაციენტები, რომლებიც იღებენ პარალელურად დიგოქსინს, უნდა იყვნენ დიგიტალისის ტოქსიკურობის მონიტორინგის ქვეშ (იხილეთ „სიფრთხილის ზომები“).

სხვა პრეპარატებთან კომბინირებუი გამოყენება

ფლუოქსეტინი

ფლუოქსეტინთან (CYP2D6 და CYP3A4 ინჰიბიტორთან) ურთიერთქმედების კვლევამ, რომელიც ჩატარდა ასაკოვან მოხალისეებში 65 ± 7 წელი (საშუალოდ მნიშვნელობა ±CO), არ აჩვენა ლერკანიდიპინის ფარმაკოკინეტიკის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები.

ციმეტიდინი

ციმეტიდინის (800 მგ/დღე) ერთდროული მიღება არ იწვევს ლერკანიდიპინის კონცენტრაციის მნიშვნელოვან ცვლილებებს სისხლის პლაზმაში, მაგრამ უფრო მაღალი დოზებისას, სიფრთხილეა საჭირო, ვინაიდან ბიოშეღწევადობა და ლერკანიდიპინის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება გაიზარდოს.

სიმვასტატინი

20მგ ლერკანიდიპინის განმეორებითი დოზების ერთდროული მიღებისას 40 მგ სიმვასტატინთან ერთად, ლერკანიდიპინის AUC მნიშვნელოვნად არ შეიცვლილა, იმ დროს როცა სიმვასტატინის AUC გაიზარდა 56%-ით და მისი აქტიური ბეტა-ჰიდროქსიკილირებული მეტაბოლიტის AUC 28%-ით. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთ ცვლილებებს კლინიკური მნიშვნელობა ჰქონდეს. თუმცა როდესაც ლერკანიდიპინის მიღება გადააქვთ დილის საათებში, ხოლო სიმვასტატინი საღამოს, მედიკამენტოზური ურთიერთქმედება არ შეინიშნება.

ვარფარინი

20მგ ლერკანიდიპინის ერთდროულმა მიღებამ უზმოზე ჯანმრთელ მოხალისეებში არ შეცვალა ვარფარინის ფარმაკოკინეტიკა.

დიურეტიკები და აგფ ინჰიბიტორები

ლერკანიდიპინი შეიძლება დაინიშნოს დიურეტიკებთან და აგფ ინჰიბიტორებთან ერთად.

სხვა პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ არტერიულ წნევაზე

გაძლიერებული ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება შეინიშნოს ლერკანიდიპინის ალფა-ადრენობლოკატორებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან და ანტიფსიქოტიკებთან ერთდროული გამოყენებისას. პირიქით, ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შემცირება შეიძლება შეინიშნოს გლუკოკორტიკოსტეროიდებთან ერთდროული გამოყენებისას.

სპეციალური მითითებები

სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომი

სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომის მქონე პაციენტებში (ელექტროკარდიოსტიმულატორის გარეშე) ლერკანიდიპინი უნდა დაინიშნოს სიფრთხილით.

მარცხენა პარკუჭის დისფუნქცია

მიუხედავად იმისა, რომ კონტროლირებადმა კვლევებმა არ აჩვენა მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევა, აუცილებელია სიფრთხილე პაციენტებში, რომლებსაც უკვე აქვთ მარცხენა პარკუჭის დისფუნქცია.

გულის იშემიური დაავადება

სავარაუდოა, რომ ზოგიერთი ხანმოკლე მოქმედების დიჰიდროპირიდინი შეიძლება დაკავშირებული იყოს გულ-სისხლძარღვთა რისკის მომატებასთან გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში. მიუხედავად იმისა, რომ ლერკანიდიპინს აქვს გახანგრძლივებული მოქმედება, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ასეთი პაციენტების მკურნალობისას. დიჰიდროპირიდინების კლასის ზოგიერთი პრეპარატების მიღების ფონზე შეიძლება აღინიშნოს გულმკერდის ტკივილი სტენოკარდიის სახით. ძალიან იშვიათად პაციენტებში არსებული სტენოკარდიით შეიძლება აღინიშნოს მათი სიხშირის, ხანგრძლივობის ან სიმძიმის მატება. შეიძლება აღინიშნოს მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების ცალკეული შემთხვევები (იხ. ნაწილი "გვერდითი მოვლენები").

აორტის სტენოზი/მიტრალური სტენოზი/ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია

ვაზოდილატაციური ეფექტის მქონე სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ლერკანიდიპინი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით აორტის სტენოზის, მიტრალური სტენოზის ან ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათიის მქონე პაციენტებში. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მარცხენა პარკუჭის გადინების ტრაქტის ჰემოდინამიურად მნიშვნელოვანი ობსტრუქცია (მაგალითად, მძიმე აორტის სტენოზის დროს), ლერკანიდიპინის გამოყენება უკუნაჩვენებია.

გულის ქრონიკული უკმარისობა

გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში ლერკანიდიპინი უნდა იქნას გამოყენებული უკიდურესი სიფრთხილით.

პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე აუცილებელია გულის ქრონიკული უკმარისობის კომპენსაციის მიღწევა.

არასტაბილური სტენოკარდია/მიოკარდიუმის ინფარქტი

ლერკანიდიპინის კლინიკური გამოცდილება მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტისა და არასტაბილური სტენოკარდიის დროს არ არსებობს და ამიტომ ამ დაავადებების დროს პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

გამოიყენეთ თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის დროს

განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მკურნალობის დაწყებისას პაციენტებში თირკმელების მსუბუქი და ზომიერი უკმარისობით. თუმცა ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზები 10მგ, ზოგადად კარგად გადაიტანება პაციენტების მიერ, დღიური დოზის 20 მგ-მდე გაზრდა სიფრთხილით უნდა იქნას მიღებული.

ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს, ამიტომ, გასათვალისწინებელია დოზის კორექტირების აუცილებლობა.

ლერკანიდიპინი უკუნაჩვენებია ღვიძლის მძიმე უკმარისობის ან თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (GFR<30მლ/წთ), ისევე როგორც პაციენტებში, რომლებიც გადიან ჰემოდიალიზს (იხ. ნაწილი "გამოყენების მეთოდი და დოზები" და "უკუჩვენებები").

(GFR <30 მლ/წთ), ისევე როგორც პაციენტები, რომლებიც გადიან ჰემოდიალიზს (იხ. ნაწილი "გამოყენების მეთოდი და დოზები" და "უკუჩვენებები").

პერიტონეალური დიალიზი

პერიტონეალურ დიალიზზე მყოფ პაციენტებში შეიძლება აღინიშნებოდეს მღვრიე პერიტონეალური ექსუდატი, რომელიც გამოწვეულია ტრიგლიცერიდების მომატებული კონცენტრაციია გამო. მიუხედავად იმისა, რომ მექანიზმი უცნობია, ლერკანიდიპინის შეწყვეტის შემდეგ მალევე ქრება ექსუდატის სიმღვრივე. ეს მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რადგან მღვრიე პერიტონეალური ექსუდატი შეიძლება შეცდომით ჩაითვალოს ინფექციური პერიტონიტის ერთ-ერთ სიმპტომად, რასაც მოჰყვება ჰოსპიტალიზაცია და ანტიბიოტიკების ემპირიული შეყვანა.

CYP3A4 ინდუქტორები

CYP3A4 ინდუქტორებმა, როგორიცაა ანტიკონვულსანტები (მაგ., ფენიტოინი, კარბამაზეპინი) და რიფამპიცინი, შეიძლება შეამცირონ ლერკანიდიპინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში; შესაბამისად ლერკანიდიპინის ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს.

ალკოჰოლი

თავიდან უნდა იქნას აცილებული ალკოჰოლის გამოყენება, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს სისხლძარღვების გამაფართოვებელი ანტიჰიპერთენზიული პრეპარატების მოქმედება.

ლაქტოზა

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ მისი გამოყენება იშვიათი მემკვიდრეობითი ლაქტოზას აუტანლობის, ლაქტაზას დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომის მქონე პაციენტებში, უკუნაჩვენებია.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

ლერკანიდიპინი მცირე გავლენას ახდენს ტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, რადგან გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს თავბრუსხვევა, ასთენია, დაღლილობა და იშვიათად ძილიანობა.

გამოშვების ფორმა:

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 10 მგ, 20 მგ.

7, 14, 15, 25, 28, 30 ტაბლეტი გაუმჭვირვალე პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერში.

მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 ბლისტერი და გამოყენების ინსტრუქცია.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის პირობა:ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მეტი ინფორაცია
Units28
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy