ამლოკორი - Amlocor 10მგ N30 ტაბლეტი
ჩვენება: მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტონია): დამოუკიდებლად ან წნევის დამწევ სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.
Amlocor 5 mg; 10 mg tablets
ამლოკორი 5 მგ. და 10 მგ. ტაბლეტები
ამლოდიპინი (Amlodipine)
ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია ამ პრეპარატის მიღებამდე
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია! შეიძლება თქვენ ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- აღნიშნული მედიკამენტი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენთ და თქვენ ის სხვას არ უნდა გადასცეთ. მას შეუძლია ზიანი მიაყენოს სხვას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი სიმპტომები ემთხვევა.
- თუ არასასურველი რეაქციები მიიღებს სერიოზულ ხასიათს, ან გამოგივლინდებათ სხვა გვერდითი რეაქციები, რომლებიც აღწერილი არ არის მოცემულ ინსტრუქციაში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ინსტრუქციაში მოცემულია:
1. რას წარმოადგენსამლოკორი და რისთვის გამოიყენება ის
2. რა უნდა იცოდეთ ამლოკორის მიღებამდე
3. როგორ გამოვიყენოთ ამლოკორი
4. შესაძლო არასასურველი რეაქციები
5.ამლოკორისშენახვა
6. დამატებითი ინფორმაცია
1. რას წარმოადგენს ამლოკორი და რისთვის გამოიყენება ის.
ამლოკორი განეკუთვნება ე.წ. კალციუმის არხების ბლოკატორების (კალციუმის ანტაგონისტები) პრეპარატების ჯგუფს. ის ამცირებს სისხლძარღვთა პერიფერიულ წინაღობას რაც იწვევს მაღალი წნევის დაწევას. ამლოკორი აუმჯობესებს გულის კუნთის სისხლით მომარაგებას, ამით კუნთი ღებულობს მეტ ჟანგბადს და შედეგად იხსნება გულმკერდის ტკივილი.
ამლოკორი განკუთვნილია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
· მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტონია): დამოუკიდებლად ან წნევის დამწევ სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.
· სტენოკარდია (გულის იშემიური დაავადების სხვადასხვა ფორმები, რომლის დროსაც ირღვევა გულის სისხლით მომარაგება, რის გამოც წარმოიქმნება ტკივილი გულმკერდის არეში); დამოუკიდებლად ან სხვა ანტისტენოკარდიულ პრეპარატებთან ერთად კომბინაციაში.
· ვარიანტული ანგინა/Prinzmetal-ის ანგინა (გულ-სისხლძარღვთა შევიწროებით გამოწვეული სტენოკარდია).
განხსხვავებული დოზით იხილეთ აქ: ამლოკორი - Amlocor 5მგ N30 ტაბლეტი
2. რა უნდა იცოდეთ ამლოკორის მიღებამდე.
არ მიიღოთ ამლოკორი, თუ:
· თქვენ ხართ ალერგიული (ზემგრძნობიარე) ამლოდიპინის ან პრეპარატის სხვა შემადგენელი ნივთიერებების მიმართ, ან სხვა კალციუმის ანტაგონისტების მიმართ;
· თუ გაქვთ მძიმე ჰიპოტონია (ძალიან დაბალი არტერიული წნევა);
· გულის სარქვლის აორტის შევიწროება (აორტის სტენოზი); არასტაბილური სტენოკარდია ან კარდიოგენური შოკი;
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ამლოკორის მიღებისას
აცნობეთ თქვენს ექიმს ჯანმრთელობის ყველა პრობლემის შესახებ, რომელიც გაქვთ ან გქონდათ წრულში, ასევე ალერგიის შესახებ; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს თუ გაქვთ თირკმლის და ღვიძლის პრობლემები;
ასევე აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ გადატანილი გაქვთ გულის ინფარქტი ან ჰიპერტონიული კრიზისი;
გულის უკმარისობის მქონე პაციენტები
გულის უკმარისობის მქონე პაციენტებმაუნდა იმკურნალონ ყურადღებით.
ამ პრეპარატის გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში
ამლოდიპინს გააჩნია შენელებული გამოყოფა ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. დოზირების რეჟიმი არ არის დაზუსტებული, შედეგად, ამლოდიპინი უნდა იქნას გამოყენებული ასეთ პაციენტებში მეტი ყურადღებით.
ამლოდიპინის გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში
ხანდაზმულ პაციენტებში დოზის მომატება უნდა მოხდეს ყურადღებით.
ამლოდიპინის გამოყენება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში
ამლოდიპინი ასეთ პაციენტებთან გამოიყენება ჩვეულებრივ დოზებში. ამლოდიპინი არ გამოიყოფა დიალიზის მეშვეობით.
გამოყენება ბავშვებში
ამლოდიპინი არ გამოიყენება ბავშვებში.
სხვა მედიკამენტების მიღება.
გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ამჟამად ღებულობთ ან ღებულობდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ.
სხვა სამედიცინო პრეპარატის გავლენა ამლოდიპინზე.
სამკურნალო პრეპარატებთან როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, რიტონავირი ერთდროული მიღებისას, შეიძლება გაიზარდოს ამლოდიპინის კონცენტრაცია სისხლში, რის გამოც ამ პრეპარატებთან ის უნდა იქნას გამოყენებული მეტი ყურადღებით.
სამკურნალო პრეპარატების, როგორიცაა რიფამპიცინი, ასევე ყვითელი Hipericum perforatum შემცველ პრეპარატების ერთდროული მიღებისას, შესაძლოა შეამცირდეს ამლოდიპინის კონცენტრაცია სისხლში, რის გამოც ამ პრეპარატებთან ის უნდა იქნას გამოყენებული მეტი ყურადღებით.
მედიკამენტების ურთიერთქმედედბების კვლევისას გრეიფრუტის წვენი, ციმეტიდინი, ალუმინი/მაგნეზია (ანტიაციდები) და სილდენაფილი არ ახდენს გავლენას ორგანიზმში ამლოდიპინის ქცევაზე.
ამლოდიპინის გავლენა სხვა სამედიცინო პრეპარატებზე
ამლოდიპინის არტერიული წნევის დამწევი ეფექტი ემატება სხვა ანტიჰიპერტენზიული სამედიცინო პრეპარატების ეფექტებს.
მედიკამენტოზური ურთიერთქმედებების კვლევებით დადგენილია, რომ ამლოდიპინი არ ახდენს ზეგავლენას ატორვასტატინის, დიგოქსინის, ეთანოლის (ალკოჰოლის), ვარფარინის და ციკლოსპორინის ეფექტზე.
ამლოდიპინს არ გააჩნია ზემოქმედება ლაბორატორიულ მაჩვენებლებზე.
ამლოკორის მიღება კვებასთან და სასმელებთან
ამლოკორის მიღება შეიძლება საკვების ან სასმელის მიღებამდე, ან მიღების შემდეგ. არ არის საჭირო სპეციალური კვებითი რეჟიმის დაცვა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მიიღეთ რჩევა თქვენი ექიმისგან ან ფარმაცვეტისგან ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე.
ორსულობა
ამლოდიპინის უსაფრთხოება ორსულ ქალებში არ არის დადგენილი.
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულებას, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს იქამდე სანამ მიიღებთ ამლოკორს.
ძუძუთი კვება
დედის რძეში ამლოდიპინის გადასვლის შესახებ მონაცემები არ არის.
აუცილებელია ნებართვის აღება, კვების გაგრძელებასა თუ შეწყვეტაზე, ან ამლოდიპინით მკურნალობის გაგრძელებასა თუ შეწყვეტაზე, ბავშვის კვებისა და ამლოდიპინით მკურნალობის სარგებლი/რისკის გათვალისწინებით.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ნაკლებად სავარაუდოა რომ ამლოკორის გამოყენება ზეგავლენას ახდენს ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე. თუ ამლოკორის მიღებისას თქვენ გამოგივლინდებათ თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა ან ღებინება, თქვენი რეაქცია და უნარი შესაძლებელია დაქვეითდეს.
3. როგორ გამოვიყენოდ ამლოკორი
ყოველთვის გამოიყენეთ ამლოკორი ისე, როგორც ექიმი გირჩევთ. დოზირებას და მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი.
ამლოკორის მიღება ხდება პერორალურად წყლის სათანადო რაოდენობით, ამავდროულად კვება არ ახდენს ზეგავლენას აქტიური ნივთიერების ათვისებაზე.
ზრდასრული პაციენტები:
მაღალი არტერიული წნევის და სტენოკარდიის სამკურნალო ჩვეულებრივი დოზა არის 5მგ. დღეში ერთხელ, რომელიც შეიძლება მომატებულ იქნას თქვენი ექიმის მიერ 10მგ-მდე, როგორც ერთჯერადი დოზა.
ბავშვები(18 წლამდე)
ეს პროდუქტი ბავშვებისთვის რეკომენდებული არ არის. ამ ჯგუფის პაციენტებში უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დამტკიცებული.
ხანდაზმულ პაციენტებში:
რეკომენდებულია დოზირების ჩვეულებრივი რეჟიმი, მაგრამ მიუხედავად ამისა, დოზის მომატება უნდა მოხდეს ყურადღებით.
თირკმლის დარღვევის მქონე პაციენტებში
ასეთ პაციენტებში ამლოდიპინი გამოიყენება ჩვეულებრივ დოზებში. ამლოდიპინი არ გამოიყოფა დიალიზის მეშვეობით.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში
ჩვეულებრივი დოზის რეჟიმი ღვიძლის ფუნქციის დაღვევის მქონე პაციენტებში არ არის დაზუსტებული, შედეგად ამლოდიპინი ამ პაციენტებში უნდა იქნას მიღებული განსაკუთრებული ყურადღებით.
თუ თქვენ მიიღეთ ამლოკორის საჭიროზე მეტი დოზა
თუ თქვენ მიიღეთ ამლოკორის საჭიროზე მეტი დოზა დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს დახმარებისთვის!
ამოდიპინით ზედოზირების შემთხვევაში შესაძლოა წარმოიქმნას სისხლძარღვთა გაფართოება ხანგრძლივი არტერიული წნევის დაწევით და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის გართულებით.
მკურნალობა
ამლოდიპინით ზედოზირების შემთხვევაში არტერიული წნევის დაწევისას ,საჭიროა პაციენტის წოლით მდგომარეობაში დაყოვნება, კიდურების ზემოთ აწევა და ფიზიოლოგიური ხსნარის ყურადღებით გადასხმა. სიცოცხლისუნარიანობის მაჩვენებლები უნდა იყოს ყურადღების ქვეშ და საჭიროების შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს სიმპტომური მკურნალობა. ჰემოდიალიზი ეფექტური არ არის.
თუ თქვენ გამოტოვეთ ამლოკორის მიღება
თუ თქვენ გამოტოვეთ ამლოკორის მიღება, ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელეთ მიღება.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებად.
თუ თქვენ შეწყვიტეთ ამლოკორის მიღება
დაუშვებელია ამლოკორით მკურნალობის შეწყვეტა დამოუკიდებლად. თქვენმა ექიმმა უნდა განსაზღვროს მკურნალობის ხანგრძლივობა და მისი შეწყვეტის მეთოდები.
თუ თქვენ გაქვთ სხვა დამატებითი კითხვები ამ პრეპარატით მკურნალობასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო არასასურველი რეაქციები.
ისევე როგორც სხვა პრეპარატებმა, ამლოკორმაც შეიძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცაღა ისინი ყველას არ უვლინდება.
ქვემოთ ჩამოთვლილია არასასურველი რეაქციები MedDRA-ს სისტემური ორგანული კლასიფიკაციის მიხედვითა და შესაბამისი სიხშირით:
- ძალიან ხშირი ( ≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100 დან <1/10 -მდე); არახშირი (≥ 1/1000 დან <1/100 -მდე); იშვიათი (≥ 1/10 000 დან <1/1 000 -მდე); ძალიან იშვიათი (<1/10 000 ); უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებით შეუძლებელია შეფასება).
სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევა
ძალიან იშვიათი: სისხლის უჯრედული შემადგენლობის ცვლილება ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.
იმუნური სისტემის დარღვევა:
ძალიან იშვიათი: ალერგიული რეაქციები
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევა
ძალიან იშვიათი: სისხლში შაქრის მომატება;
ფსიქიური დარღვევა:
არახშირი: უძილობა, განწყობის შეცვლა, შფოთვა და დეპრესია
ნერვული სისტემის დარღვევა:
ხშირი: ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში)
არახშირი: ტრემორი, გემოს დარღვევა და ცვლილება, სინკოპი, შეხების მგრძნობელობის შემცირება, კანკალი
ძალიან იშვიათი: ჰიპერტონია, პერიფერიული ნერვული სისტემის დარღვევა;
მხედველობის დარღვევა:
არახშირი: მხედველობის დარღვევა, გაორება
სმენის და ლაბირინთის დარღვევა:
არახშირი: ყურებში ხმაური
გულის დარღვევა
არახშირი: გულისცემის შეგრძნება
ძალიან იშვიათი: მიოკარდიუმის ინფარქტი, არითმია (გულის რითმის დარღვევა);
სისხლძარღვთა დარღვევა
ხშირი: გაწითლება
არახშირი: დაბალი არტერიული წნევა
ძალიან იშვიათი: სისხლძარღვების ანთება
სუნთქვისდა თორაკალური დარღვევები
არახშირი: ქოშინი, სურდო
ძალიან იშვიათი: ხველება
კუჭ-ნაწლავის დარღვევა
ხშირი: მუცლის ტკივილი, ღებინება
არახშირი: გულისრევა, მონელების დარღვევა, აშლილობა, ყაბზობა, პირის სიმშრალე
ძალიან იშვიათი: პანკრეატიტი, გასტრიტი, პირის ლორწოვანი გარსის შეშუპება
ნაღვის ბუშტის ა და ღვიძლის დარღვევები
ძალიან იშვიათი: ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), სიყვითლე, ღვიძლის ენზიმების მომატება,
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევა :
არახშირი: თმის ცვენა, წერტილოვანი ქანქვეშა სისხლჩაქცევები, კანის ფერის შეცვლა, ოფლიანობა, ქავილი, გამონაყარი
ძალიან იშვიათი: სინათლის მიმართ მგრძნობელობა, ურტიკარია, მძიმე ალერგიული რეაქციები - ანგიონევროზული შეშუპება, ექსფოლიატიური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, კვინკეს შეშუპება
ჩონჩხკუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილების დარღვევა
ხშირი: იდაყვის შეშუპება
არახშირი: კუნთების და სახსრების ტკივილი, კრუნჩხვები, ზურგის ტკივილი.
თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები
არახშირი: შარდვის დარღვევა, ღამის შარდვა, გახშირებული შარდვა
რეპროდუქციული სისტემისა და მკერდის დარღვევები
არახშირი: იმპოტენცია, გინეკომასტია (სარძევე ჯირკვლების ზრდა მამაკაცებში)
ზოგადი დარღვევები და გამოყენების ეფექტები ადგილობრივ
ხშირი: შეშუპება, დაღლილობა
არახშირი: გულმკერდის ტკივილი, დაღლილობა, ტკივილი, სისუსტე
კვლევა
არახშირი: წონის მომატება ან შემცირება;
თუ რომელიმე არასასურველი რეაქცია გახდება სერიოზული, ან თქვენ შეამჩნევთ ისეთ არასასურველ რეაქციებს, რომლებიც აღწერილი არ არის მოცემულ ინსტრუქციაში, გთხოვთ შეატყობინოთ თქვენ ექიმს ან ფარრმაცეფტს.
5. ამლოკორის შენახვა
შეინახეთ ტემპერატურაზე არაუმეტეს 250C.
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა მითითებულია თვის ბოლო რიცხვამდე.
არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან სახლის ნაგვის კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ მედიკამენტი, რომელსაც თქვენ უკვე არ იყენებთ. ეს ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.
6. დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ამლოკორი:
- აქტიური ნივთიერება ამლოდიპინი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს შესაბამისად 5მგ ან 10მგ ამლოდიპინს, ამლოდიპინის ბენზილატის ფორმის სახით (amlodipine)
- სხვა შემადგენელი ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო კალციუმის ჰიდროგენფოსფატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი;
ამლოკორის გარეგნული სახე და რას შეიცავს შეფუთვა:
ამლოკორი წარმოდგენილია ტაბლეტების სახით, ტაბლეტები არის თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი და ბრტყელი.
ერთ PVC/ალუმინის ფოლგის ბლისტერში მოთავსებულია 10 ტაბლეტი. 3 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში
ერთ PVC/ალუმინის ფოლგის ბლისტერში მოთავსებულია 20 ტაბლეტი. 1 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში
ერთ PVC/ალუმინის ფოლგის ბლისტერში მოთავსებულია 15 ტაბლეტი. 2 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში
Units | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account