თრომბოფლოუ კაფს. N60

განსაკუთრებული ფასი 260,38 GEL რეგულარული ფასი 274,08 GEL
მარაგშია
SKU
50477_2294
თრომბოფლოუ მნიშვნელოვნად ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას მათი აქტივაციის ინჰიბირების გზით, სისხლის შედედების სისტემაზე ზემოქმედების გარეშე.

თრომბოფლოუ

მეცნიერულად დადასტურებული ანტიაგრეგანტული მოქმედების  მცენარეული წარმოშობის ნივთიერებებიდან მიღებული პირველი აქტიური კომპლექსი

თრომბოფლოუ მნიშვნელოვნად ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას მათი აქტივაციის ინჰიბირების გზით, სისხლის შედედების სისტემაზე ზემოქმედების გარეშე.

თრომბოფლოუ

მოქმედებს სისხლის შედედების პროცესის პირველ სტადიაზე - თრომბოციტების აქტივაციაზე

თრომბოფლოუ სისხლში თრომბოციტების აგრეგაციაზე ზემოქმედებას ახდენს თრომბოციტების აქტივაციის სამი ძირითადი მექანიზმის ინჰიბიციის გზით. ეს მექანიზმებია:

1.      P-სელექტინისა და  GPIIb/IIIa-ის ექსპრესია

2.      თრომბოციტების თრომბოქსან (TXA2)-ინდუცირებული აქტივაცია

3.      თრომბოციტების ადფ- და კოლაგენ-ინდუცირებული აქტივაცია.

 

თრომბოფლოუს  ეფექტი შექცევადია, განსხვავებით სალიცილატების ჯგუფის ანტიაგრეგანტებისაგან, რომლებიც შეუქცევადად აინჰიბირებენ ციკლოოქსიგენაზას (COX), რაც, თავის მხრივ, სრულად ბლოკავს არაქიდონის მჟავას (ARA) პროსტაგლანდინად  (PG2) გარდაქმნას.

 

 

თრომბოფლოუს აქტიური ინგრედიენტების კომპლექსის უპირატესობა დამტკიცებულია ადამიანზე ჩატარებული 8 რანდომიზებული, პლაცებო-კონტროლირებული, ორმაგი ბრმა კვლევით: პაციენტების 97%-ში თრომბოციტების აგრეგაციის მნიშვნელოვანი დაქვეითება იწყებოდა 1,5 სთ-ის განმავლობაში. ეს მოქმედება გრძელდებოდა 18 სთ-ის განმავლობაში თრომბოფლოუს ერთჯერადი მიღების შემდეგ. თრომბოფლოუს რეგულარული მიღების შემთხვევაში მისი დღეში ერთჯერ მიღება საკმარისია თრომბოციტების აგრეგაციის ნორმალური ჰომეოსტაზის ფარგლებში შესანარჩუნებლად. გვერდითი ეფექტები, ალერგიული რეაქციები და სხვა მედიკამენტებთან შეუთავსებლობა არ იყო ნანახი.

 

 

 

კარდიოვასკულური დაავადების სამი ძირითადი ფაქტორი:

1.      ქოლესტეროლი

2.      სისხლის წნევა

3.      თრომბოციტების აგრეგაცია (თრომბოზების მიზეზი)

 

 

 

  1. აქტიური ინგრედიენტების კომპლექსი

თრომბოფლოუ შეიცავს ბუნებრივი აქტიური ინგრედიენტების სპეციფიურ ნაკრებს, რომელიც ანიჭებს თრომბოფლოუს უნიკალურ აქტიურ ბუნებას. იგი შეიცავს 30-ზე მეტ დადგენილ აქტიურ ნივთიერებას, რომლებიც შესაძლოა დახარისხდეს და დაჯგუფდეს სამ ფრაქციაში:

ა) აქტიური ფრაქცია 1

          ნუკლეოზიდები, ნუკლეოტიდები

ბ) აქტიური ფრაქცია 2

         პოლიფენოლები, მაგ. ჰიდროქსიდარიჩინის მჟავა

გ) აქტიური ფრაქცია 3

         ფლავონოიდები, მაგ რუტინი, ქვერცეტინი

 

ეს მეორადი ფიტოქიმიკატები მიიღება პომიდორიდან, დაპატენტებული მეთოდის მეშვეობით, რომელიც მოიცავს სეპარაციას, ულტრაფილტრაციას და კონცენტრაციას. განსაკუთრებულად ფაქიზი და კონტროლირებული პროცესი იძლევა პომიდორში შემავალი ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ნივთიერებების მიღებისა და მათი თრომბოფლოუს აქტიური ინგრედიენტების კომპლექსში ჩართვის შესაძლებლობას. აქტიური ინგრედიენტების ეს კომპლექსი მნიშვნელოვნად ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციისადმი მიდრეკილებას და იგი უნდა განვასხვავოთ ლიკოპენისაგან - პომიდორის წითელი პიგმენტისაგან.

  1. თრომბოციტების მნიშვნელობა ათეროსკლეროზის დროს

ბოლოდროინდელი მნიშვნელოვანი კვლევებით დადგინდა, რომ თრომბოციტები თამაშობენ საკვანძო როლს არა მარტო სისხლის შედედების პროცესში და აქტიურად არიან ჩართული (პათო)-ფიზიოლოგიურ არტერიულ თრომბოზებში, არამედ ასევე აქტიურ როლს თამაშობენ არტერიოსკლეროზის ადრეულ სტადიებზე. არტერიოსკლეროზი წარმოადგენს სისხლძარღვის კედლის უჯრედულ, პროლიფერაციულ ანთებით პასუხს ქრონიკულ გაღიზიანებაზე, რაც განსაკუთრებით მაღალ ხარისხში აღინიშნება ისეთი ქრონიკული დაავადებების დროს,როგორიცაა სიმსუქნე და შაქრიანი დიაბეტი (იხ. ქვემოთ).

სისხლძარღვის კედელთან თრომბოციტების ადჰეზია ააქტივებს ზრდის ფაქტორის გამონთავისუფლებას, რომელიც იწვევს გლუვკუნთოვანი უჯრედების პროლიფერაციას და მათ მიგრაციას ინტიმაში. გააქტიურებული თრომბოციტები და დაზიანებული ენდოთელური უჯრედები შემდეგ გამოანთავისუფლებენ ქემოტაქსისის ნივთიერებებს, რომლებიც აადვილებენ მაკროფაგებისა და T-ლიმფოციტების შეღწევას.

მაკროფაგების მიერ დაჟანგული დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ათვისება იწვევს ქაფიანი უჯრედების წარმოქმნას. შედეგად, ქრონიკული ანთებითი რეაქცია გრძელდება სანათურის შევიწროვებამდე, რაც ათეროთრომბოზის გამვითარებას უწყობს ხელს.

3.როგორ მოქმედებს თრომბოფლოუ (გამარტივებული აღწერა)

თრომბოფლოუ აქვეითებს თრომბოციტების მიდრეკილებას აქტივაციისადმი და ამდენად ამცირებს ათეროთრომბოზის რისკს. თრომბოფლოუს ასევე აქვს ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, რაც მნიშვნელოვანია არტერიოსკლეროზის დროს არსებული ანთებითი პროცესის შესამცირებლად.

იმისათვის, რომ მოხდეს თრომბოციტების აგრეგაცია, ისინი ჯერ უნდა გააქტიურდნენ. ასეთი აქტივაციის გამშვები მექანიზმებია სისხლძარღვის კედლის დაზიანებები და კოლაგენის ფოლაქები, რაც იწვევს თრომბოციტებში ადფ-ისა და თრომბოქსანის ფორმირებას. ამის შედეგად ხდება თრომბოციტების მორფოლოგიური ცვლილებები:

ხდება ე.წ. ფსევდოპოდიების („ცრუ ფეხების“) გამოზრდა, რაც ზრდის თრომბოციტის ზედაპირის ფართობს. ასევე გაზრდილია ფიბრინოგენის რეცეპტორების (გლიკოპროტეინი IIb/IIIa)ფიბრინოგენთან შეჭიდების უნარი. ფიბრინოგენი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია თრომბოციტების აგრეგაციაში. ფიბრინოგენი მჭიდროდ ეკვრის თრომბოციტს, რის შედეგადაც ხდება მრავალი თრომბოციტის დაკავშირება, და შედეგად, ადფ-ისა და თრომბოქსანის შემდგომი გამომუშავება.

ეს არის ზუსტად ის ადგილი, სადაც ავლენს მოქმედებას თრომბოფლოუ: სალიცილატების საპირისპიროდ, რომლებიც (მარტო) შეუქცევადად აინჰიბირებს ციკლოოქსიგენაზას (COX), თრომბოფლოუ შექცევადად აინჰიბირებს იმ აქტივაციის გზების გარკვეულ რაოდენობას, რომელსაც ჩვეულებრივ ფიბრინოგენის რეცეპტორების GP IIb/IIIa აქტივაციამდე მივყავართ. ამ პროცესის მეცნიერულად დასაბუთებული შედეგი,  არის თრომბოციტების აქტივაციის ტენდენციის მნიშვნელოვანი დაქვეითება.

თრომბოფლოუ ინარჩუნებს თრომბოციტების ჯანსაღ ფუნქციას ქრონიკული სტრესის ქვეშ მყოფ სისხლძარღვში ქვემოთჩამოთვლილი აქტივაციის ფაქტორების წინააღმდეგ მოქმედების გზით:

ადფ

ააქტივებს თრომბოციტების აგრეგაციას

თრომბოქსანი

თრომბოციტების თრომბოქსანის რეცეპტორების გზით ააქტივებს თრომბოციტების აგრეგაციას და მნიშვნელოვან როლს თამაშობს სისხლძარღვის შევიწროვებაში

თრომბინი

სისხლის კოაგულაციის უმნიშვნელოვანესი ენზიმი. სხვა ეფექტების გარდა, იგი იწვევს სისხლის შედედების V, VII, VIII და XIII ფაქტორების აქტივაციას.

ინტეგრინები

ადჰეზიის რეცეპტორები,  როლებიც აკავშირებენ გლიკოპროტეინ IIb/IIIa-ს ფიბრინოგენთან და თრომბოციტების ზედაპირთან. ისინი , სხვა ფაქტორებთან ერთად, ნაწილობრივ პასუხისმგებელი არიან ნაადრევი ათეროსკლეროზის განვითარებაზე

სელექტინები

P-სელექტინი თრომბოციტების ზედაპირზე აკავშირებს ლეიკოციტებს და ხელს უწყობს ანთებით პასუხს

კოლაგენი

ააქტივებს თრომბოციტების აგრეგაციას

 

ამ აქტივაციის ფაქტორების ინჰიბირების გზით ნატურალური თრომბოფლოუს საშუალებით გვერდითი ეფექტების გარეშე შესაძლებელია სალიცილატების საშუალებით მიღებული თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიციის 30-50%-ის მიღწევა.

 

 თრომბოფლოუ აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციის

მარკერებსა და მედიატორებს

  • თრომბოფლოუ მოქმედებს აქტივაციის მექანიზმების რამოდენიმე დონეზე
  • სალიცილატები მოქმედებენ მარტო ერთ სპეციფიურ აქტივაციის მექანიზმზე
  • თრომბოფლოუს ეფექტები შექცევადია, სალიცილატებისა კი - არა
  • თრომბოფლოუს საშუალებით მიიღწევა სალიცილატებით მიღებული ინჰიბიციის 30-50%
  1. თრომბოფლოუს დანიშვნის ჩვენებები
  • პირველადი პრევენცია

აცეტილსალიცილის მჟავა ნაჩვენებია მანიფესტირებული ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადებისა და ინსულტის შემთხვევაში,ისევე, როგორც სხვა ცირკულატორული დარღვევების დროს, თუმცა, სალიცილატების დანიშვნა პირველადი პრევენციისთვის დისკუტაბელურია იმის გამო,რომ მომატებული სისხლდენის ტენდენციის რისკი ამ დროს აჭარბებს სალიცილატების სარგებლობას. ამდენად, გაიდლაინები არ იძლევიან აცეტილსალიცილის მჟავის დანიშვნის რეკომენდაციას თრომბოზის პირველადი პრევენციისთვის.

  • აუტანლობა

თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორების კლასის პრეპარატების ((ასპირინი, კლოპიდოგრელი) მიმართ აუტანლობის დროს.

  • სისხლდენის მომატებული რისკი

იმ შემთხვევაში, თუ ანტიაგრეგანტების დანიშვნა უკუნაჩვენებია სისხლდენის მაღალი რისკის გამო

კვლევებში ასევე ნანახია თრომბციტების მომატებული აგრეგაციის ტენდენცია შემდეგი მდგომარეობების დროს, რომლებიც საბოლოოდ ათეროსკლეროზის რისკის გამო შესაძლოა იყოს თრომბოფლოუს დანიშვნის ჩვენება:

  • შაქრიანი დიაბეტი II ტიპის
  • სიმსუქნე
  • ჰიპერტონია
  • მეტაბოლური დარღვევები

ეს ეხება ყველა პირს, რომლებთანაც დადგენილია ათეროსკლეროზის ერთი ან მეტი რისკ ფაქტორი, როგორიცაა: ასაკი 55 წელზე მეტი, მამრობითი სქესი, თამბაქოს წევა, ხანგრძლივი მგავრობის წინ, გენეტიკური მიდრეკილება, ნაკლებადმოძრავი ცხოვრების წესი, სტრესი.

 

 

  1. განსხვავება ასპირინისაგ ან

 

 

ასპირინი

თრომბოფლოუ

მოქმედება

ასპირინი შეუქცევადად აინჰიბირებს ციკლოოქსიგენაზას (COX), რომელიც გარდაქმნის ცხიმოვან მჟავებს პროსტაგლანდინებად. ამდენად, ასპირინი აინჰიბირებს პროსტაგლანდინისა და თრომბოქსანის წარმოქმნას

 

თრომბოფოუ არ აინჰიბირებს COX-ს, არამედ იწვევს თრომბოციტების აგრეგაციის ტენდენციაზე პასუხისმგებელი ნივთიერებების - ინტეგრინისა და P-სელექტინის ექსპრესიის ინჰიბიციას. ამდენად თრომბოფლოუ შეუქცევადად არ აინჰიბირებს პროსტაგლანდინების სინთეზს!

გვერდითი ეფექტები

სისხლდენის გაზრდილი რისკი

ცნობილი არ არის. ადამიანზე ჩატარებულ კვლევებში სისხლის შედედება შენარჩუნებული იყო ნორმის ფარგლებში

 

გამოყენება

მეორადი პრევენცია

პირველადი პრევენციისთვის გამოყენება დისკუტაბელურია, რადგან სისხლდენის რისკი აჭარბებს თრომბოზის პრევენციისაგან სარგებელს

პირველადი პრევენცია

ძირითადად დიაბეტიკებში, ჰიპერტონიკებში, მსუქან პაციენტებში, 55 წელს გადაცილებულებში, მეტაბოლური დარღვევების მქონეებში ან ვისაც აქვს ასპირინის ან კლოპიდოგრელისადმი მომატებული მგრძნობელობა; სისხლდენის მომატებული რისკის დროს და ხანგრძლივ მგზავრობამდე

  1. დოზირება და მიღების წესი

ერთი სტიკი შეიცავს 5მგ თრომბოფლოუს და საკმარისია ერთი დღისთვის.

მოქმედება თრომბოფლოუს ერთჯერადი მიღების შემდე  გრძელდება 18 სთ-ის განმავლობაში. რეგულარული მიღებისას თრომბოფლოუს დღეში ერთჯერ მიღება საკმარისია თრომბოციტების აგრეგაციის ნორმალური ჰომეოსტაზის ფარგლებში შესანარჩუნებლად. თრომბოფლოუ გამოდის აბების ფორმით, რომელიც პირის ღრუში შესაძლოა მოთავსდეს პირდაპირ სტიკიდან, ან კოვზის დახმარებით, გადაყლაპვა უნდა მოხდეს დაუღეჭავად, წყლის მიყოლებით. უკეთესია მისი მიღება დილით, ანდა, ხანგრძლივ მგზავრობამდე, 1 სთ-ით ადრე.

  1. არასასურველი ეფექტები, წინააღმდეგჩვენებები

გვერდითი ეფექტები, ალერგიული რეაქციები და სხვა პრეპარატებთან შეუთავსებლობა ნანახი არ არის. ასპირინისაგან განსხვავებით არ ხდება თრომბოციტების ფუნქციის შეუქცევადი ინჰიბირება. მისი უსაფრთხოდ მიღება შესაძლებელია ასპირინთან ერთად, იგი არ იწვევს ასპირინის ეფექტის პოტენციალიზაციას. ეს დამტკიცებულია ადანიანზე ჩატარებულ კვლავაში

თრომბოფლოუს მიღება წინააღმდეგნაჩვენებია პომიდორზე ალერგიის შემთხვევაში.

  1. თრომბოფლოუზე ჩატარებული კვლევები

დადასტურებულია, რომ ზოგიერთი მეორადი ფიტოქიმიკატი აქვეითებს თრომბოციტების მომატებულ აგრეგაციას. ასეთი ნივთიერებების ერთ-ერთ კლასს განეკუთვნება პომიდორში შემავალი ზოგიერთი ნივთიერება,რომელზედაც ჩატარებულია 8 ორმაგი ბრმა,  პლაცებო-კონტროლირებული, ე.წ. „ჯვარედინი დიზაინის“  კლინიკური კვლევა.

 

Dr. Wolz Zell GmbH

Marienthaler Str. 3

 

 

მეტი ინფორაცია
Units60
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy