ტანტუმ ვერდე - Tantum Verde 1.5მგ/მლ 120მლ ხსნარი

განსაკუთრებული ფასი 11,50 GEL რეგულარული ფასი 12,10 GEL
მარაგშია
SKU
93849_3723

ჩვენება: პირის ღრუსა და ყელის არეში მტკივნეული ანთებითი მდგომარეობების და შეშუპების სიმპტომური მკურნალობა.

ტანტუმ ვერდე® -  სავლები ხსნარი

აქტიური ნივთიერება: ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ამ ფურცელ-ჩანართს, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. 

ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ფურცელ-ჩანართში ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. 

-        შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

-        დამატებითი ინფორმაციისთვის ან რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. 

-        ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. იხ. ნაწილი 4.

-        მიმართეთ ექიმს თუ 3 დღის შემდეგ არ აღინიშნება გაუმჯობესება ან უარესად გრძნობთ თავს.

ფურცელ-ჩანართში შედის:

1. რა არის ტანტუმ ვერდე სავლები ხსნარი და რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა იცოდეთ ტანტუმ ვერდე სავლები ხსნარის მიღებამდე

3. ტანტუმ ვერდე სავლები ხსნარის გამოყენების წესი

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. ტანტუმ ვერდე - სავლები ხსნარის შენახვის პირობები

6. რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია

1. რა არის ტანტუმ ვერდე სავლები ხსნარი და რისთვის გამოიყენება

აქტიურ ნივთიერებას ბენზიდამინს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. ანთებით ქსოვილებში სწრაფად შეწოვის და ლოკალური აკუმულაციის წყალობით სიმპტომები მალე ქრება. ტანტუმ ვერდე - სავლები ხსნარი ადგილობრივად კარგად აიტანება და განაპირობებს ანთების სიმპტომების და ყლაპვის პრობლემების მიზანმიმართულ მკურნალობას.

თერაპიული ჩვენებები:

პირის ღრუსა და ყელის არეში მტკივნეული ანთებითი მდგომარეობების და შეშუპების სიმპტომური მკურნალობა, როგორიც არის გინგივიტი, პერიოდონტიტი, ტონზილიტი, ასევე ხახის ლორწოვანი გარსის და ხორხის ანთება, განსაკუთრებით გაციების დროს. ასევე გამოიყენება კბილების კონსერვატიული და ექსტრაქციული მკურნალობისა და ლორწოვანი გარსის ანთების დროს.

მიმართეთ თქვენს ექიმს თუ 3 დღის შემდეგ არ აღინიშნება გაუმჯობესება ან უარესად გრძნობთ თავს.

იხილეთ ბლოგი: ტანტუმ ვერდე — პირის ღრუსა და ყელის ინფექციების სიმპტომების შესამსუბუქებლად

2. რა უნდა იცოდეთ ტანტუმ ვერდე სავლები ხსნარის მიღებამდე

ტანტუმ ვერდე - სავლები ხსნარი არ გამოიყენება,

თუ გაქვთ ალერგია ბენზიდამინის ან აღნიშნული პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ რომლებიც ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში. პრეპარატი არ გამოიყენება თუ გაქვთ ალერგია ბენზიდამინის ან მე-6 ნაწილში  მოცემული რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ტანტუმ ვერდე - სავლები ხსნარის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

აღნიშნული პრეპარატის გამოყენებამ, განსაკუთრებით ხანგრძლივი პერიოდით, შეიძლება გამოიწვიოს მგრძნობელობის მომატება. ამ შემთხვევაში, ან რომელიმე მოცემული გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, დროებით შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ მკურნალ ექიმს.

ტანტუმ ვერდე - სავლები ხსნარი სიფრთხილით გამოიყენება ანამნეზში ბრონქული ასთმის არსებობისას, რადგან შეიძლება  აღინიშნოს ბრონქოსპაზმი.

თუ ტკივილი პირის ღრუსა და ყელის არეში გაძლიერდა ან 3 დღის განმავლობაში არ აღინიშნება გაუმჯობესება, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან სტომატოლოგს.

პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს პირის ღრუს ბაქტერიულ ფლორაზე.

თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა სალიცილის მჟავის ან ანთების საწინააღმდეგო სხვა ტკივილგამაყუჩებლების ე.წ. ასაპ-ის (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები) მიმართ, არ არის რეკომენდებული ბენზიდამინის ჰიდროქლორიდთან ერთად გამოყენება.

ტანტუმ ვერდე - სავლები ხსნარის გამოყენება სხვა პრეპარატებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ/იყენებთ, ბოლო პერიოდში იღებდით/იყენებდით ან ფიქრობთ ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიღებას/გამოყენებას.

ურთიერთქმედებები არ არის ცნობილი.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება/რეპროდუქციული უნარი

თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, აღნიშნული პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. დანიშნულებისამებრ გამოყენებისას შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ტანტუმ ვერდე სავლები ხსნარი არ ახდენს ზეგავლენას ტრანსპორტის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ტანტუმ ვერდე - სავლები ხსნარი შეიცავს მეთილ 4-ჰიდროქსიბენზოატს (E 218)

დამხმარე ნივთიერებამ მეთილ 4-ჰიდროქსიბენზოატმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, მათ შორის დაგვიანებული რეაქციები და იშვიათად სასუნთქი გზების სპაზმი.

ტანტუმ ვერდე - სავლები ხსნარი შეიცავს ეთანოლს (სპირტს).

აღნიშნული პრეპარატი შეიცავს 10.1% ეთანოლს (სპირტს) მოცულობით % ეთანოლს (სპირტს), ანუ 1200 მგ-მდე 15 მლ-ზე, რაც შეესაბამება 30.3 მლ ლუდს, 12.6 მლ ღვინოს 15 მლ-ზე.

აღნიშნული პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სპირტი სავარაუდოდ გავლენას მოახდენს ბავშვებზე.

ეს შეიძლება მოიცავდეს ძილიანობას და ქცევის ცვლილებებს. ასევე შეიძლება აღინიშნოს კონცენტრაციის და ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობის უნარის დაქვეითება.

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალმა სპირტმა შეიძლება იმოქმედოს ტრანსპორტის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე, რადგან ეს გავლენას ახდენს განსჯისა და რეაქციის უნარზე.

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან თუ გაქვთ ეპილეფსია ან ღვიძლის პრობლემები.

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალმა სპირტმა  შეიძლება შეცვალოს სხვა პრეპარატების მოქმედება.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ სხვა პრეპარატებს.

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს.

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან თუ ალკოჰოლზე ხართ დამოკიდებული.

ტანტუმ ვერდე - სავლები ხსნარი შეიცავს ნატრიუმს

აღნიშნული პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) 15 მლ-ზე, ანუ  პრაქტიკულად "არ შეიცავს ნატრიუმს“.

ტანტუმ ვერდე - სავლები ხსნარი შეიცავს არომატიზატორს (პიტნის არომატი)

აღნიშნული პრეპარატი შეიცავს არომატიზატორს, რომელშიც შედის ბენზილის სპირტი, 3-ფენილპროპ-2-ენ-1-ოლი (დარიჩინის სპირტი), ციტრალი, ციტრონელოლი, გერანიოლი, იზოევგენოლი, ლინალოოლი, ევგენოლი და D-ლიმონენი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

3. ტანტუმ ვერდე სავლები ხსნარის გამოყენების წესი

ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ფურცელ-ჩანართში ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული თქვენი ექიმის მიერ, რეკომენდებული დოზა მოზრდილებისთვის, მოზარდებისთვის და 5 წლიდან ბავშვებისთვის, თუ არ შეუძლიათ ყლაპვის რეფლექსის გამოწვევა, არის 15 მლ (1 სუფრის კოვზი ან 4 გაფრქვევა თუ გამოიყენება 1000 მლ ფლაკონი დოზატორით) განუზავებელი ხსნარი 2-3-ჯერ დღეში კვების შემდეგ. გამოყენება ხდება დაახლოებით 20-30 წამის განმავლობაში. მცირეწლოვან ბავშვებში (2-5 წლის) ტანტუმ ვერდე სავლები ხსნარი გამოიყენება მხოლოდ ექიმის მითითებით. ვინაიდან ყლაპვის რეფლექსი ჯერ კიდევ არ არის სრულად განვითარებული, 2-5 წლის ბავშვებში რეკომენდებულია ტანტუმ ვერდე პირის ღრუს სპრეის გამოყენება. ტანტუმ ვერდე - სავლები ხსნარი არ არის მისაღები 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული ექიმის ან სტომატოლოგის მიერ, დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაცია ვრცელდება ხანდაზმულ პაციენტებზეც. ტანტუმ ვერდე - სავლები ხსნარი არის გამოსაყენებლად მზა ხსნარი და გამოიყენება განუზავებლად პირის ღრუში გამოსავლებად.

განკუთვნილია პირის ღრუსა და ყელში გამოყენებისთვის.

შენიშვნა:

ბავშვებისათვის უსაფრთხო ხრახნიანი თავსახური: ბოთლის გახსნისას დააწექით თავსახურს ქვემოთ და ამავდროულად დაატრიალეთ ჩვეულებრივად, რომ გაიხსნას. 

თუ გამოიყენეთ ტანტუმ ვერდე - სავლები ხსნარის საჭიროზე მეტი რაოდენობა

მცირე რაოდენობით უნებლიე გადაყლაპვა უსაფრთხოა.

თუ არ გამოიყენება დანიშნულების შესაბამისად (ანუ თუ ​​ტანტუმ ვერდე - სავლები ხსნარი გადაყლაპეთ უფრო დიდი რაოდენობით) შეიძლება განვითარდეს გვერდითი ეფექტები, როგორიც არის ღებინება, მუცლის ტკივილი, ძილის დარღვევა, მოუსვენრობა, შფოთვა, კრუნჩხვები, ატაქსია, ცხელება, ტაქიკარდია და შესაძლოა რესპირატორული დამბლა.

თუ გამოიყენეთ პრეპარატის გადაჭარბებული რაოდენობა ან შემთხვევით გადაყლაპეთ დიდი რაოდენობით პრეპარატი, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პირველ რიგში შეგიძლიათ სცადოთ ღებინების გამოწვევა. თუ აღინიშნა მოწამვლის სიმპტომები, რეკომენდებულია სიმპტომური თერაპია (მაგ.: ხელოვნური სუნთქვა, შხამის გამოდევნა კუჭის ამორეცხვის გზით და ა.შ.).

თუ დაგავიწყდათ ტანტუმ ვერდე - სავლები ხსნარის გამოყენება

არ გამოიყენოთ ორჯერ მეტი რაოდენობა, თუ დაგავიწყდათ პრეპარატის გამოყენება.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ტანტუმ ვერდე - სავლებმა ხსნარმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.  

ზოგიერთი გვერდითი ეფექტი ვითარდება პერიოდულად

(შეიძლება გამოვლინდეს 1,000 ნამკურნალებიდან 1-10 ადამიანში)

-        ფოტომგრძნობელობა

ზოგიერთი გვერდითი ეფექტი ვითარდება იშვიათად 

(შეიძლება გამოვლინდეს 10,000 ნამკურნალებიდან 1-10 ადამიანში)

-        ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები

-        წვა და პირის სიმშრალე

-        დაბუჟება პირის ღრუსა და ყელის არეში (ეს ეფექტი არის პრეპარატის მოქმედების მექანიზმის ნაწილი და ქრება მცირე ხნის შემდეგ)

-        გულისრევა

-        ღებინება

ზოგიერთი გვერდითი ეფექტი ვითარდება ძალიან იშვიათად 

(შეიძლება გამოვლინდეს 10,000 ნამკურნალებიდან  <1 ადამიანში) 

-        ხორხის ნაპრალის სპაზმი (ლარინგოსპაზმი)

-        ლორწოვანი გარსის მტკივნეული კანქვეშა შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება)

გვერდითი ეფექტების სიხშირე არ არის ცნობილი

(სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე) 

მწვავე ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა)

მწვავე ალერგიული რეაქციის (ანაფილაქსიური შოკი) ნიშნები შეიძლება იყოს სუნთქვის უკმარისობა (სუნთქვის გაძნელება), ტკივილი გულმკერდის არეში, მოჭერა გულმკერდის არეში, თავბრუსხვევა, სისუსტე, კანის ძლიერი ქავილი, პალპაციური წარმონაქმნები კანზე, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, რაც შეიძლება სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში იყოს. 

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. 

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინების გზით შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოებაზე მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

5. ტანტუმ ვერდე სავლები ხსნარის შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. მოარიდეთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოიყენეთ ხსნარი 3 თვის განმავლობაში თუ სარგებლობთ დოზატორით.

პრეპარატი არ გამოიყენება ეტიკეტზე ან მუყაოს კოლოფზე „გამოიყენება თარიღამდე“ შემდეგ მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.

არ გადაყაროთ არანაირი პრეპარატი ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ტანტუმ ვერდე - სავლები ხსნარი

-        აქტიური ნივთიერება: ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი. 1 მლ შეიცავს 1.5 მგ ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს 

-        სხვა ინგრედიენტებია: ეთანოლი 96%, გლიცერინი, მეთილ 4-ჰიდროქსიბენზოატი (E 218), პიტნის არომატიზატორი (რომელშიც შედის ბენზილის სპირტი, 3-ფენილპროპ-2-ენ-1-ოლი (დარიჩინის სპირტი), ციტრალი, ციტრონელოლი, გერანიოლი, იზოევგენოლი, ლინალოოლი, ევგენოლი და D-ლიმონენი), საქარინი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, პოლისორბატი 20, ქინოლინი ყვითელი (E 104), პატენტი ლურჯი (E 131), გასუფთავებული წყალი

როგორია ტანტუმ ვერდე - სავლები ხსნარი ვიზუალურად და რა შედის შეფუთვაში

გამჭვირვალე, მწვანე ხსნარი პიტნის დამახასიათებელი სურნელით, პირის ღრუში გამოსაყენებლად.

ხსნარი ფლაკონებში 60 მლ, 120 მლ, 150 მლ, 240 მლ, 1000 მლ და 1000 მლ დოზატორით.

ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს ბაზარზე.

ასევე, იხილეთ: ბენეტი პლიუსი გარგლი ხსნარი 200მლ

მეტი ინფორაცია
Units1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy