სალბი ტაბ. N20
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს:
სალბის ექსტრაქტი - 5მგ,
სალბის ზეთი - 6მგ,
ასკორბინის მჟავა - 20მგ.
პრეპარატი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთებს (15% ცინეოლი), მთრიმლავ ნივთიერებებს, ტრიტერპენულ მჟავებს (ურსოლის და ოლეანის).
ფარმაკოლოგიური მოქმედება
გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ანტივირუსული, ამოსახველებელი მოქმედება.
ჩვენება
გამოიყენება როგორც ადგილობრივი მოქმედების ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება.
ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებისას (ფარინგიტი, ბრონქიტი,
ლარინგიტი, ტონზილიტი და სხვა).
პირის ღრუს ანთებითი დაავადებებისას (სტომატიტი, გინგივიტი, კბილის ექსტრაქციის შემდგომი მდგომარეობა).
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
მიღების წესი და დოზირება
პერორულად: თითო ტაბლეტი 2-3 საათში ერთჯერ საწუწნად, დაღეჭვის გარეშე.
შეფუთვა
10 საწუწნი ტაბლეტი ბლისტერში. ერთ ან ორ ბლისტერს ათავსებენ მუყაოს კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
შენახვა
მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.
გაცემის წესი - ურეცეპტოდ
Units | 20 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account