Theraflu Extra - ტერაფლუ ექსტრა 10 პაკეტი
ჩვენება: ცხელებისა და ჟრიალის დროს, კუნთების და სახსრების ტკივილებისას, თავის ტკივილისას, ცხვირის შეგუბებისას.
ტერაფლუ® ექსტრა გაციება და გრიპი
პერორალურიხსნარისდასამზადებელიფხვნილი
პარაცეტამოლი/ფენირამინისმალეატი/ფენილეფრინისჰიდროქლორიდი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ეს მედიკამენტი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე. საუკეთესო შედეგის მისაღწევად უნდა მიიღოთ ტერაფლუ ექსტრა გაციება და გრიპი ზუსტად ინსტრუქციის შესაბამისად.
• შეინახეთ ეს ინსტრუქცია, შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
• დამატებითი ინფორმაციისათვის ან რჩევისთვის მიმართეთ ფარმაცევტს.
• თუ არ გამოვლინდება სიმპტომების გაუმჯობესება მკურნალობიდან 3 დღის განმავლობაში ან აღინიშნება მდგომარეობის გაუარესება, უნდა მიმართოთ ექიმს.
• თუ ნებისმიერი გვერდითი ეფექტი გამოვლინდება ძლიერად ან შენიშნავთ ისეთ მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაევტს.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
1. რას წარმოადგენს ტერაფლუ ექსტრა გაციება და გრიპი და რისთვის გამოიყენება
2. ინფორმაცია ტერაფლუ ექსტრა გაციება და გრიპის გამოყენებამდე
3. ტერაფლუ ექსტრა გაციება და გრიპის მიღების წესი
4. მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები
5. ტერაფლუ ექსტრა გაციება და გრიპის შენახვის პირობები
6. დამატებითი ინფორმაციები
1. რას წარმოადგენს ტერაფლუ ექსტრა გაციება და გრიპი და რისთვის გამოიყენება
ტერაფლუ ექსტრა გაციება და გრიპი წარმოადგენს შემდეგ კომბინაციას: ეს არის სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება (პარაცეტამოლი), ანტიჰისტამინური პრეპარატი, რომელიც ხელს უწყობს ცხვირიდან დენას (ფენირამინის მალეატი) და შეშუპების საწინააღმდეგო საშუალება (ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი), ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესების ჩასაცხრომად.
ტერაფლუ ექსტრა გაციება და გრიპის აქტიური ნივთიერება მოქმედებს კომბინირებულად და იწვევს სიმპტომების დროებით შემცირებას გაციებისა და გრიპის დროს, მათ შორის ნაჩვენებია:
• ცხელებისა და ჟრიალის დროს
• კუნთების და სახსრების ტკივილებისას
• თავის ტკივილისას
• ცხვირის შეგუბებისას
• ცემინების და ცხვირიდან სეკრეტის დროს
იხილეთ ბლოგი: ტერაფლუ — პოპულარული პრეპარატი გრიპისა და გაციების წინააღმდეგ
2. ინფორმაცია ტერაფლუ ექსტრა გაციება და გრიპის გამოყენებამდე
არ შეიძლება ტერაფლუ ექსტრა გაციება და გრიპის გამოყენება
• თუ აღინიშნება ალერგია მის ნებისმიერ შემადგენელ კომპონენტზე.
• თუ ექიმის დანიშნულებით ბოლო ორი კვირის განმავლობაში იღებდით მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაო-ბლოკატორებს); (მაო-ინჰიბიტორები შედის ზოგიერთი მედიკამენტის შემადგენლობაში, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის, ფსიქიური და ემოციური დარღვევების დროს ან პარკინსონის დაავადებისას, თუ არ ხართ დარწმუნებული შეიცავს თუ არა თქვენს მიერ მიღებული პრეპარატი მაო-ინჰიბიტორს, მიმართეთ ექიმს).
• სხვა პარაცეტამოლის შემცველი მედიკამენტები.
• პაციენტები, რომლებთაც აღენიშნებათ ფილტვების დაავადებები (მათ შორის ბრონქული ასთმა)
• თუ აღინიშნება ჰიპერთირეოზი.
• 12 წლამდე ასაკში
• თუ ვლინდება გლუკოზა-6 ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტი (G-6-PD)
• თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი
• თუ აღინიშნება გულ-სისხლძარღვთა დარღვევები, სისხლძარღვების დაავადებები, ღვიძლის ან თირკმელების რთული დაავადებები
• თუ ვლინდება პეპტიური წყლულოვანი დაავადება
• პილოროდუოდენალური შევიწროვება
• რთული ჰიპერთენზია
• დიაბეტი
• დახურულ კუთხოვანი გლაუკომა (შიდათვალის წნევის მომატება)
• პროსტატის ადენომა
• ეპილეფსიური შეტევები
საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე ტერაფლუ ექსტრა გაციება და გრიპის მიღებისას:
- თუ აღინიშნება ღვიძლის, თირკმელების და ფარისებრი ჯირკვლის დაავადება
- თუ პაციენტი არის 70 წელზე მეტი ასაკის და აღინიშნება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
უნდაგაითვალისწინოთშემდეგიმითითებებიტერაფლუექსტრაგაციება და გრიპისმიღებისას:
- არშეიძლებარეკომენდებულზემეტიდოზირებისგამოყენება და მკურნალობისხანგრძლივობისგადაჭარბება.
ტერაფლუექსტრაგაციება და გრიპიშეიცავსაცეტამინოფენს, რამაცშესაძლოაგამოიწვიოსღვიძლის და თირკმელებისდაზიანებარეკომენდებულზემაღალიდოზირებისმიღებისას.
სხვამედიკამენტებისგამოყენება
გთხოვთაცნობოთექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტახნის წინ მიიღეთსხვანებისმიერიმედიკამენტი, მათშორისურეცეპტოდგაცემულიც.
ტერაფლუ ექსტრა გაციება და გრიპის მიღება საკვებ და სასმელ პროდუქტებთან ერთად
არ შეიძლება ტერაფლუ ექსტრა გაციება და გრიპის მიღება ალკოჰოლთან ერთად, რადგან პარაცეტამოლმა შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე.
არ შეიძლება ტერაფლუ ექსტრა გაციება და გრიპის მიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
ზეგავლენა ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე
ტერაფლუ ექსტრა გაციემა და გრიპმა შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა. არ შეიძლება ავტომობილის და მექანიზმების მართვა ამ პრეპარატის მიღების პერიოდში.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტერაფლუ ექსტრა გაციება და გრიპის შემადგენელი ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
საღებარი ყვითელი დაისის FჩF (E110) შემცველობის გამო, შესაძლოა აღინიშნოს ალერგიული რეაქციები.
პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიმართოთ ექიმს, თუ გახასიათებთ აუტანლობა ნებისმიერი შაქრის მიმართ, რადგან ეს პრეპარატი შეიცავს შაქარს.
უფროსები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: პაკეტის შემადგენლობა გააზავეთ 200 მლ ცხელ წყალში. სითხეს აქვს ლიმონის გემო. მიიღება ცხლად. არ შეიძლება ერთ პაკეტზე მეტის გამოყენება ერთ მიღებაზე. დოზის მიღების გამეორება შესაძლებელია ყოველ 4-6 სთ-ში საჭიროების შესაბამისად, მაგრამ არ შეიძლება 2 პაკეტზე მეტის მიღება 24 სთ-ის განმავლობაში.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზირებას და არ მიიღოთ პრეპარატი 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.
უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა და მიმართოთ ექიმს შემდეგ შემთხვევებში:
- თუ არ ვლინდება მდგომარეობის გაუმჯობესება მკურნალობიდან 3 დღის განმავლობაში ან ვლინდება ცხელება;
- თუ ხველა შენარჩუნდება 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, აღინიშნება მისი რეციდივი ან ცხელება, გამონაყარი ან მუდმივი თავის ტკივილები;
- თუ ყელის ტკივილი შენარჩუნდება 2 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ცხელების, თავის ტკივილის, გამონაყარის, ღებინების ან გულისრევის თანხლებით.
ეს შესაძლოა იყოს სერიოზული დაავადების ნიშნები.
თუ მიიღეთ ტერაფლუ ექსტრა გაციება და გრიპი ჭარბი დოზირება
ზედოზირების შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ტოქსიკოლოგიის ცენტრს, იმ შემთხვევაშიც თუ არ ვლინდება რაიმე სიმპტომი.
თუ დაგავიწყდათ ტერაფლუ ექსტრა გაციება და გრიპის მიღება
პრეპარატი უნდა მიიღოთ ყოველ 4-6 საათში სანამ არ გაქრება სიმპტომები, მაგრამ არ მიიღოთ 2 პაკეტზე მეტი რაოდენობა 24 სთ განმავლობაში და 5 დღეზე მეტი ხანგრძლივობით. თუ გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ ის გახსენებისთანავე, ხოლო შემდეგ განაგრძეთ მიღება საჭიროების შემთხვევაში 4 საათიანი ინტერვალის დაცვით.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად აღნიშნული მედიკამენტის გამოყენების შესახებ მიმართეთ ექიმს.
4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ტერაფლუ ექსტრა გაციება და გრიპმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტებია კანის მსუბუქი რეაქციები, ძილიანობა, ღებინება, თავბრუსხვევა, პირის ან ყელის სიმშრალე, დაღლილობა, თავის ტკივილი, უძილობა, გაღიზიანება და ნევროზულობა, ტაჰიკარდია (გულისცემის გახშირება) და გულისცემა.
ასევე შესალოა აღინიშნოს კუჭ-ნაწლავის დარღვევები, მათ შორის ყაბზობა, დიარეა ან მუცლის შებერილობა, ზოგჯერ მოისვენრობა და ძილის დარღვევა.
თუ ნებისმიერი გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს ან შენიშნავთ ისეთ მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
5. ტერაფლუ ექსტრა გაციება და გრიპის შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25 ტემპერატურაზე საწყის შეფუთვაში.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ტერაფლუ გაციება და გრიპი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
მედიკამენტი არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. დამატებითი ინფორმაციები
რას შეიცავს ტერაფლუ ექსტრა გაციება და გრიპი
- აქტიური ნივთიერება არის 650 მგ პარაცეტამოლი, 20 მგ ფენირამინის მალეატი და 10მგ ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი.
- დამხმარე ნივთიერებებია: შაქარი, კალციუმის აცესულფამი, ქინოლინის ყვითელი (E104), ყვითელი დაისი FჩF (E110), მალტოდექსტრინი M 100, კაჟბადის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, ბუნებრივი ლიმონის არომატიზატორი ,, Nატურალ Lემონ ჭONF Dურარომე 860.098/თD 10.91’’, ბუნებრივი უწყლო ლიმონმჟავას არომატიზატორი ,,Nატურალ Lემონ Dურარომე 860.202/თD 09.91’’, ნატრიუმის ციტრატი, კალციუმის ფოსფატი.
Units | 10 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account