Theraflu - ტერაფლუ 10 პაკეტი

განსაკუთრებული ფასი 22,60 GEL რეგულარული ფასი 23,79 GEL
მარაგშია
SKU
6861_1652

ჩვენება: „გაცივებით“ და გრიპით გამოწვეული სიმპტომების ხანმოკლე დროით შემსუბუქება.

ტერაფლუ

სავაჭრო დასახელება

ტერაფლუ

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფური დასახელება (INN)პარაცეტამოლი, ფენირამინი, ფენილეფრინი, ასკორბინის მჟავა.

სამკურნალო ფორმა

პერორალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი (ლიმონის გემოთი).

გამოშვების ფორმა:22,1 გ ფხვნილი კომბინირებული მასალის პაკეტებში. 10 პაკეტი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შემადგენლობა

ერთი პაკეტი (22.1 გ) შეიცავს:

აქტიურნივთიერებები:პარაცეტამოლი 325 მგ, ფენირამინის მალეატი 20 მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 10 მგ, ასკორბინის მჟავა 50 მგ.

დამხმარენივთიერებები:ვაშლის მჟავა, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, საღებავი ყვითელი E110, საღებავი ყვითელი E104, ტიტანის დიოქსიდი (E171),საქაროზა, ლიმონის არომატიზატორი, კალციუმის ფოსფატი სამფუძიანი, ლიმონმჟავა უწყლო.

აღწერილობა

ფხვიერი, თეთრი ფერის, გრანულირებული ფხვნილი ყვითელი ჩანართებით, უცხო ნაწილაკების გარეშე. შენახვის დროს შესაძლებელია კოლტების წარმოქმნა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ნერვული სისტემა. ანალგეზიური საშუალებები. სხვა ანალგეზიური და ანტიპირეტული საშუალებები. ანილიდები. პარაცეტამოლი სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, ფსიქოლეფსიური საშუალებების გარდა.

ათქკოდი

N02BE51

იხილეთ ბლოგი: ტერაფლუ — პოპულარული პრეპარატი გრიპისა და გაციების წინააღმდეგ

ფარმაკოლიგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

პარაცეტამოლი – ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება. ითვლება, რომ მისი მოქმედების მექანიზმი მოიცავს პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებას, უპირატესად, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. იგი არ ახდენს პროსტაგლანდინების პერიფერიულ ინჰიბირებას, რის გამოც გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნება სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ან ხანდაზმულებში.

ფენირამინის მალეატი - ანტიჰისტამინური საშუალება, H1-რეცეპტორების ბლოკატორი. უზრუნველყოფს სასუნქთი გზების დაავადებებთან დაკავშირებული ზოგადი ალერგიული სიმპტომების შემსუბუქებას. მას აქვს შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება ცხვირის ლორწოვანზე, რითაც ამცირებს ცხვირის ლორწოვანი გარსის ადგილობრივი ექსუდაციური სიმპტომების გამოხატულებას.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი არის სიმპათომიმეტური საშუალება, რომელიც უპირატესად ალფა-ადრენორეცეპტორებზე მოქმედებს. ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი ამცირებს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას.

ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C), ჩვეულებრივ, შედის გაცივების საწინააღმდეგო საშუალებების კომპონენტების კომბინაციაში. იგი უზრუნველყოფს C ვიტამინის დანაკარგის კომპენსაციას, რაც აღინიშნება ვირუსული დაავადებების, მათ შორის გაცივების, საწყის ეტაპებზე.

ფარმაკოკინეტიკა

პარაცეტამოლი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ნაწილდება სხეულის უმეტეს ქსოვილებში. პარაცეტამოლის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 10-60 წუთის შემდეგ. თერაპიული დოზების მიღებისას, პარაცეტამოლის კავშირი პლაზმის ცილებთან არის მინიმალური. მეტაბოლიზდება ღვიძლში და გამოიყოფა შარდით ძირითადად გლუკურონიდისა და სულფატის სახით, 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით.

ფენირამინის მალეატი აღწევს პლაზმური კონცენტრაციის პიკს 1-2.5 სთ-ის შემდეგ; ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 16-19 სთ-ს. პერორალური დოზის 70-83% გამოიყოფა შარდით უცვლელად ან მეტაბოლიტების სახით.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი არათანაბრად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ნაწლავებსა და ღვიძლში გაივლის პირველად მეტაბოლიზმს მონოამინოქსიდაზით. ამრიგად, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს პერორალური მიღებისას დაქვეითებული ბიოშეღწევადობა აქვს. გამოიყოფა შარდით სულფატის სახით.

ასკორბინის მჟავა სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ნაწილდება ორგანიზმის ყველა ქსოვილში, 25% უკავშირდება პლაზმის ცილებს. ასკორბინის მჟავას ჭარბი რაიდენობა გამოიყოფა შარდით მეტაბოლიტების სახით.

გამოყენების ჩვენებები

„გაცივებით“ და გრიპით გამოწვეული სიმპტომების ხანმოკლე დროით შემსუბუქება, მათ შორის:

•  ცხვირის და ცხვირის დანამატი წიაღების დაცობა;

• სურდო;

• ცემინება;

• სხეულში მტვრევის შეგრძნება და ტკივილი, როგორიცაა ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი და ტკივილი ცხვირის დანამატი წიაღების მიდამოში;

• სხეულის მომატებული ტემპერატურა და მასთან ასოცირებული ციება.

უკუჩვენებები

ეს პრეპარატი უკუნაჩვენებია პაციენტებში:

· რომლებსაც ანამნეზში აღენიშნება პარაცეტამოლის, ფენირამინის, ფენილეფრინის, ასკორბინის მჟავას ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

· რომლებიც იღებენ ან ბოლო 2 კვირის განმავლობაში იღებდნენ მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებს, რომლებიც, როგორც წესი, გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ.

გამოყენების წესი და დოზები

პრეპარატი მიიღება მხოლოდ პერორალურად.

ერთი პაკეტის შიგთავსი იხსნება 1 ჭიქა ცხელ წყალში. გამოიყენეთ მისაღებ ტემპერატურამდე გაცივებისას.

მოზრდილები (მათ შორის ხანდაზმულები) და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები: ერთი პაკეტი ყოველ 4-6 საათში საჭიროების მიხედვით. არ მიიღოთ 4 პაკეტზე მეტი 24 სთ-ის განმავლობაში. არ მიიღოთ პრეპარატი 4 სთ-ზე უფრო ხშირად.

არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

ექიმის კონსულტაციის გარეშე 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გამოყენება არ არის რეკომენდებული.

თუ სიმპტომები ნარჩუნდება, მიმართეთ ექიმს.

არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას.

უნდა გამოიყენოთ ეფექტის მისაღწევად საჭირო ყველაზე დაბალი დოზები და მინიმალური ხანგრძლივობით.

გვერდითი ეფექტები

გვერდითი ეფექტების განვითარებისას მიმართეთ ექიმს.

სისტემებისა და ორგანოების კლასი

გვერდითი ეფექტები

სიხშირე

პარაცეტამოლი

 

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

თრომბოციტოპენია

ძალიან იშვიათად

იმუნური სისტემის დარღვევები

ანაფილაქსია

ჰიპერმგრძნობელობის კანის რეაქციები, მათ შორის, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ანგიონევროზული შეშუპება და გამონაყარი

ძალიან იშვიათად

რესპირაციული სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის ორგანოების დარღვევები

ბრონქოსპაზმი ასპირინის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პაციენტებში

ძალიან იშვიათად

ჰეპატობილიარული სისტემის დარღვევები

ღვიძლის დისფუნქცია

ძალიან იშვიათად

ფენირამინი

 

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

ლეიკოპენია,

თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია

უცნობია

იმუნური სისტემის დარღვევები

ანაფილაქსიური შოკი, ანგიონევროზული შეშუპება, ჰიპერმგრძნობელობა, ჭინჭრის ციება

იშვიათად

ნერვული სისტემის დარღვევები

ანტიქოლინერგული სიმპტომები, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ტრემორი, მეხსიერების ან ყურადღების კონცენტრაციის დაკარგვა*, წონასწორობის დარღვევა*, თავბრუსხვევა*, მოდუნებულობა**, ძილიანობა**. ჰალუცინაციები, დეზორიენტაცია, ზედმეტი გაღიზიანების ეფექტები (შფოთვა, ნევროზულობა, უძილობა).

უცნობია

მხედველობის ორგანოების დარღვევები

მიდრიაზი, აკომოდაციის დარღვევები

უცნობია

დარღვევები გულის მუშაობის მხრივ

გულისცემა

უცნობია

სისხლძარღვოვანი დარღვევები

ორთოსტატიკური ჰიპოტენზია

უცნობია

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები

ყაბზობა

უცნობია

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ეგზემა, ჰემორაგიული გამონაყარი, ერითემა, ქავილი

იშვიათად

თირკმლების და შარდგამომყოფი სისტემის დარღვევები

შარდის შეკავება

უცნობია

ზოგადი და გამოყენების წესთან დაკავშირებული დარღვევები

ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე

უცნობია

ფენილეფრინი

 

ნერვული სისტემის დარღვევები

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა

შფოთვა (ნერვოზულობა)

ხშირად

გულის მუშაობის დარღვევები

არტერიული წნევის გაზრდა

ტაქიკარდია, გულისცემა

ხშირად

იშვიათად

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ღებინება, გულისრევა

ხშირად

იმუნური სისტემის დარღვევები

ჰიპერმგრძნობელობა, ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება

იშვიათად

მხედველობის ორგანოების დარღვევები

დახურულკუთხოვანი გლაუკომის გამწვავება (უფრო სავარაუდოა უკვე გამოვლენილი დახურულკუთხოვანი გლაუკომის მქონე პაციენტებში (იხ. განსაკუთრებული მითითებები), მიდრიაზი

იშვიათად

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

გამონაყარი

იშვიათად

თირკმლების და შარდგამომყოფი სისტემის დარღვევები

შარდის შეკავება (უფრო სავარაუდოა ინფრავეზიკალური ობსტრუქციის სინდრომის მქონე პაციენტებში, მაგ., წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია), დიზურია

იშვიათად

* ხანდაზმულ პაციენტებში

** უფრო ხშირად აღინიშნება მკურნალობის დასაწყისში.

შეწყვიტეთ ამ პრეპარატის გამოყენებადადაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ :

· თქვენ აღნიშნავთ ალერგიული რეაქციების განვითარებას, მაგ., გამონაყარი ან ჭინჭრის ციება (ხორკლიანი გამონაყარი ქავილით), ზოგჯერ სუნთქვის გართულებით, სიწითლით ან/და პირის, სახის, ტუჩების, ენის, ყელის ან თვალების შეშუპებით;

· თქვენ აღნიშნავთ გამონაყარს, კანის აქერცვლას ან პირის ღრუში წყლულებს;

· თქვენ უკვე გქონიათ სუნთქვის პრობლემები ასპირინის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების გამოყენებისას, ასევე მსგავსი რეაქციის განვითრებისას ამ პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში;

· თქვენ აღნიშნავთ უცნობი ეტიოლოგიის სისხლჩაქცევების ან სისხლდენის განვითარებას;

· თქვენ შეამჩნიეთ შარდის გამუქება, რაცას თან ახლავს ფერმკრთალი კანი, თავბრუსხვევა და დაღლილობა;

• თქვენ აღნიშნავთ ჰალუცინაციების (ვიზუალური ან სმენითი) განვითარებას;

· თქვენ აღნიშნავთ ზედმეტად სწრაფი პულსის განვითარებას ან გაქვთ ზედმეტად სწრაფი არარეგულარული პულსის განვითარების შეგრძნება;

· თქვენ აღნიშნავთ მხედველობის გაუარესებას, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ანომალურად მაღალი თვალის წნევით. ეს რეაქცია ძალიან იშვიათად ვითარდება და უფრო მოსალოდნელია გლაუკომის მქონე პაციენტებში.

· თქვენ აღნიშნავთ შარდვის პრობლემებს. ამ რეაქციის განვითარება უფრო მოსალოდნელია პროსტატის ჰიპერპლაზიის მქონე მამაკაცებში.

ეს რეაქციები იშვიათი ან ძალიან იშვიათია.

განსაკურებული მითითებები

შეიცავს პარაცეტამოლს. არ გამოიყენება პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებთან, დეკონგესტანტებთან (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ცხვირის დაცობის სიმპტომების მოსახსნელად) და გაცივების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად. პარაცეტამოლის შემცველი სხვა პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება ჭარბი დოზირება გამოიწვიოს. პარაცეტამოლით ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის უკმარისობა, რომლის შედეგად შეიძლება საჭირო გახდეს ღვიძლის ტრანსპლანტაცია ან რომელსაც შეიძლება ლეტალური შედეგი მოჰყვეს. არსებობს მონაცემები ღვიძლის დისფუნქციის/უკმარისობის შესახებ გლუტათიონის დაქვეითებული დონის მქონე პაციენტებში (როგორც გამოფიტვისას, ასევე ანორექსიით დაავადებულ პაციენტებში, სხეულის მასის დაბალი ინდექსის მქონე ან მძიმე ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებში, სეფსის დროს). საჭიროა თავის არიდება ამ პრეპარატის და დეკონგესტანტების ან ანტიჰისტამინური პრეპარატების ერთდროული გამოყენებისაგან.

პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ:

· თქვენ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა (ღვიძლის თანმხლები დაავადება ზრდის პარაცეტამოლის მიღებისთან დაკავშირებულ ღვიძლის დაზიანების რისკს);

· თქვენ გაქვთ გლუტათიონის დაქვეითებული დონე, როგორც მძიმე ინფექციის დროს (მაგ., სეფსისი), მძიმე გამოფიტვისას, დაქვეითებული წონის, ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს მეტაბოლური აციდოზის რისკი. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ აღნიშნავთ მეტაბოლური აციდოზის შემდეგი სიმპტომების კომბინაციას: ღრმა, სწრაფი, გაძნელებული სუნთქვა; ცუდად ყოფნა (გულისრევა), ღებინება; მადის დაკარგვა;

· თქვენ გაქვთ არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა), გულ-სისხლძარღვთა დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერთირეოიდიზმი (ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია), დახურულკუთხოვანი გლაუკომა (მომატებული თვალის შიდა წნევა), ფეოქრომოციტომა (თირკმელზედა ჯირკვლის იშვიათი სიმსივნე), წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია (წინამდებარე ჯირკვლის პრობლემები ან გართულებული შარდვა), ოკლუზიური სისხლძარღვოვანი დაავადებები (მაგ., რეინოს სინდრომი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სიცივის ზემოქმედების დროს განვითარებული ხელის და ფეხის თითების დაბუჟებით, ჩხვლეტის შეგრძნებით ან ფერის შეცვლის სახით (თეთრი, ლურჯი, შემდეგ წითელი).

სიფრთხილით გამოიყენება ეს პრეპარატი პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ სიმპათომიმეტური საშუალებებით (როგორიცაა დეკონგესტანტები, მადის დამთრგუნველი საშუალებები, ამფეტამინის მსგავსი საშუალებები), ბეტა-ადრენობლოკატორებით და სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებებით, ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით (მაგ., ამიტრიპტილინი), დიგოქსინით და საგულე გლიკოზიდებით, ჭვავის რქის ალკალოიდებით (როგორიცაა ერგოტამინი და მეტისერგიდი). სიფრთხილით გამოიყენება პრეპარატი ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, რომლებშიც უფრო ხშირია გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი. არ გამოიყენება არეული ცნობიერების მქონე ხანდაზმულ პაციენტებში.

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ პრეპარატი შეიცავს 20 გ საქაროზას.

ფრუქტოზას იშვიათი თანდაყოლილი აუტანლობის, გლუკოზა/გალაქტოზას მალაბსორბციის ან საქაროზა-იზომალტოზას უკმარისობის მქონე პაციენტებში არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება.

ერთი პაკეტი შეიცავს 28.3 მგ ნატრიუმს, რაც გასათვალისწინებელია ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფ პაციენტებში.

შეიცავს კვებით საღებავს Sunset yellow (E 110), რომელმაც შეიძლება ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს.

არ გამოიყენოთ პრეპარატი დაზიანებული პაკეტებიდან.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ყოველთვის წაიკითხეთ და მიჰყევით სამკურნალო საშუალების გამოყენების ინსტრუქციას.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს

არ არსებობს საკმარისი მონაცემები ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არასაკმარისია რეპროდუქციული ტოქსიკურობის დასადგენად. ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს საჭიროა თავის არიდება პრეპარატის გამოყენებისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის მოსალოდნელ რისკს. შესაძლებელია ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის გამოყენება მკურნალობის ხანმოკლე კურსით.

ორსულობის დროს პარაცეტამოლის გამოყენებამდე (ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პრეპარატების გამოყენებამდე) ორსულებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან.

კვლევები ცხოველებში ან კლინიკური მონაცემები ორსულ ქალებში ან ქალებში ლაქტაციის პერიოდში ფენირამინის გამოყენების შესახებ არ არსებობს.

არსებობს შეზღუდული მონაცემები ორსულ ქალებში ფენილეფრინის გამოყენების შესახებ.

გამოყენების ზედა დასაშვები ზღვარი(UL) ასკორბინის მჟავასთვის შეადგენს 1800 მგ/დღეში (18 წლამდე ასაკის ორსულებში) და 2000 მგ/დღეში (18 წელზე მეტი ასაკის ორსულებში). გამოყენების ზედა დასაშვები ზღვარი (UL) - ეს არის საკვები ნივთიერებების სადღეღამისო მოხმარების მაქსიმალური დონე, რაც არ წარმოადგენს ჯანმრთელობაზე არასასურველი ზემოქმედების რისკს. რეკომენდებული დოზების მიღებისას პარაცეტამოლი გადადის დედის რძეში იმ რაოდენობით, რომელსაც არ აქვს კლინიკური მნიშვნელობა.

ფენილეფრინი შეიძლება გადავიდეს დედის რძეში.

ზემოქმედება ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე

ფენირამინმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, არამკაფიო მხედველობა, ზოგიერთ პაციენტში კოგნიტიური ფუნქციების და მოძრაობის კოორდინაციების დარღვევები, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ალკოჰოლმა ან სხვა სედაციურმა ნივთიერებებმა შეიძლება დამატებით გააძლიეროს ეს დარღვევები.

ჭარბი დოზირება

თუ თქვენ გამოიყენეთ რეკომენდებულზე მეტი რაოდენობის პრეპარატი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს,ღვიძლის უკმარისობის რისკის გამო, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ არ აღნიშნავთ რაიმე სიმპტომების განვითარებას. ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარგვა ან კომა. ბავშვებში შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვები (გულყრები).

პარაცეტამოლი

სიმპტომები: პარაცეტამოლის ჭარბი დოზირების შემდეგ ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ღვიძლის დაზიანების კლინიკური ნიშნები, ჩვეულებრივ, 24-48 სთ-ის განმავლობაში ვითარდება და მაქსიმუმს 4-6 დღის შემდეგ აღწევს. პარაცეტამოლით ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის უკმარისობა, რომლის შედეგად შეიძლება საჭირო გახდეს ღვიძლის ტრანსპლანტაცია ან რომელსაც შეიძლება ლეტალური შედეგი მოჰყვეს. დაფიქსირდა მწვავე პანკრეატიტის შემთხვევები, როგორც წესი, ღვიძლის დისფუნქციით და ჰეპატოტოქსიკურობით.

მკურნალობა: პარაცეტამოლით ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებელი მკურნალობა, მაშინაც კი, თუ ჭარბი დოზირების სიმპტომები არ აღინიშნება. ჭარბ დოზირებაზე ეჭვის შემთხვევაში ან დადასტურებული ჭარბი დოზირებისას დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას, მაშინაც კი, თუ ჭარბი დოზირების სიმპტომები ან ნიშნები არ აღინიშნება, რათა თავიდან იქნას აცილებული ღვიძლის დაგვიანებული ტოქსიკური დაზიანების რისკი. შესაძლებელია N-აცეტილცისტეინის ან მეთიონინის გამოყენება.

ფენირამინი

სიმპტომები: ჭარბმა დოზირებამ შეიძლება კრუნჩხვების განვითარება (განსაკუთრებით ბავშვებში), ცნობიერების დარღვევა და კომა გამოიწვიოს.

მკურნალობა:ზოგადი შემანარჩუნებელი თერაპია, რომელიც მიმართულია სპეციფიკური სიმპტომების აღმოსაფხვრელად.

ფენილეფრინი

სიმპტომები: ფენილეფრინით ჭარბი დოზირების სიმპტომები იმ სიმპტომების მსგავსია, რომლებიც აღწერილია „გვედითი ეფექტების“ ნაწილში. ამ სიმპტომების გარდა, ფენილეფრინის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება, შფოთვა, არტერიული წნევის მომატება და, როგორც შესაძლო შედეგი, რეფლექსური ბრადიკარდია. მძიმე შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ცნობიერების არევა, ჰალუცინაციები, კრუნჩხვები და არითმიები.

მკურნალობა: სიმპტომური თერაპია. გამოხატული ჰიპერტენზიის დროს შეიძლება საჭირო გახდეს ალფა-ადრენობლოკატორების, მათ შორის ფენტოლამინის, გამოყენება.

ასკორბინის მჟავა

სიმპტომები: ასკორბინის მჟავას მაღალმა დოზებმა (> 3 000 მგ) შეიძლება გამოიწვიონ დროებითი ოსმოსური დიარეა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება, მაგ., გულისრევა და დისკომფორტი მუცლის არეში. ასკორბინის მჟავას ჭარბი დოზირების შედეგები ასევე შეეფარდება ღვიძლის ინტოქსიკაციას, რომელიც პარაცეტამოლის ჭარბი დოზირებით არის გამოწვეული.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ თქვენ გამოიყენებთ შემდეგ პრეპარატებს:

მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაო-ს ინჰიბიტორები)

მოქმედების ურთიერთგაძლიერება ხდება სიმპათომიმეტურ ამინებს, როგორიცაა ფენილეფრინი, და მაო-ს ინჰიბიტორებს შორის (იხ.ნაწილიუკუჩვენებები )

სიმპათომიმეტური საშუალებები (მაგ., დეკონგესტანტები, მადის დამთრგუნველი პრეპარატები და ამფეტამინის მსგავსი პრეპარატები)

ფენილეფრინის და სხვა სიმპტომიმეტური ამინების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს გულ-სისხლძარღვთა გვერდითი ეფექტების რისკი (იხ.ნაწილი განსაკუთრებული მითითებები).

ბეტა-ბლოკერები და სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (მათ შორის, დებრიზოქინი, გუანეთიდინი, რეზერპინი, მეთილდოპა)

ფენილეფრინმა შეიძლება შეამციროს ბეტა-ბლოკერების და ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ეფექტიანობა. შეიძლება გაიზარდოს ჰიპერტენზიის და გულ-სისხძარღვთა სხვა გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი (იხ.ნაწილი განსაკუთრებული მითითებები).

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (მაგ., ამიტრიპტილინი)

იზრდება გულ-სისხძარღვთა გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი (იხ.ნაწილი განსაკუთრებული მითითებები).

დიგოქსინი და საგულე გლიკოზიდები

ფენილეფრინთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს არარეგულარული გულისცემის ან მიოკარდიუმის ინფარქტის რისკი (იხ.ნაწილი განსაკუთრებული მითითებები).

ჭვავის რქის ალკალოიდები (მაგ., ერგოტამინი და მეტისერგიდი)

ფენილფიფინთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება ერგოტიზმი გამოიწვიოს (იხ.ნაწილი განსაკუთრებული მითითებები).

ვარფარინი და სხვა კუმარინები

პარაცეტამოლის ხანგრძლივმა ყოველდღიურმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ვარფარინის და სხვა კუმარინების ანტიკოაგულაციური ეფექტი, რაც ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს; ერთჯერად დოზებს არ აქვს მნიშვნელოვანი ეფექტი.

ალკოჰოლი

ალკოჰოლი აძლიერებს ფენირამინის სედაციურ ეფექტს.

სედაციური და საძილე საშუალებები (მაგ., ბარბიტურატები, ბენზოდიაზეპინები, ანქსიოლიზური საშულებები და ანტიდეპრესანტები)

ფენირამინი აძლიერებს სხვა სედაციური საშუალებების ცენტრალურ მაინჰიბირებელ მოქმედებას.

ანტიქოლინერგული საშუალებები (მაგ., სხვა ანტიჰისტამინური საშუალებები, პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებები და ფენოთიაზინური ნეიროლეფსიური საშუალებები)

ფენირამინს აქვს ანტიქოლინერგული აქტივობა და შეიძლება გააძლიეროს ანტიქოლინერგული აქტივობის მქონე სხვა ანტიქოლინერგული პრეპარატების მოქმედება.

უნდა აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი სხვა საშუალებების შესახებ, რომლებსაც გამოიყენებთ.

ვარგისობის ვადა

2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25° C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მეტი ინფორაცია
Units10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy