Humana - ჰუმანა ელექტროლიტები ბანანით (დიარეის შემთხვევაში) 1ც 6,25
ჩვენება: შესაძლებელია გამოვიყენოთ 1 წლის ასაკიდან, როგორც სამკურნალო გეგმის ნაწილი დიარეის/დეჰიდრატაციის დროს. იგი ასევე ეფექტურია უფროსი ასაკის ბავშვებისა და მოზრდილებისთვისაც.
აღწერა: სარეჰიდრატაციო ხსნარი
მოცულობა: 6.25 გ
დანიშნულება: სამკურნალო ნარევი; ბავშვის კვება
აღწერა
ელექტროლიტი ბანანით შესაძლებელია გამოვიყენოთ 1 წლის ასაკიდან, როგორც სამკურნალო გეგმის ნაწილი დიარეის/დეჰიდრატაციის დროს. იგი ასევე ეფექტურია უფროსი ასაკის ბავშვებისა და მოზრდილებისთვისაც.
• წარმოადგენს ორალურ სარეჰიდრატაციო ხსნარს (ORS), რომელიც დამზადებულია მინერალების, გლუკოზისა და მალტოდექსტრინის საფუძველზე;
• აქვს ბანანის სასიამოვნო გემო;
• მისი შემადგენლობა შეესაბამება ESPGHAN-ის რეკომენდაციებს სარეჰიდრატაციო ხსნა-რის შესახებ;
• არ შეიცავს პრე და პრობიოტიკებს;
• უგლუტენო;
• ძროხის რძის ცილის გარეშე;
• არ შეიცავს გალაქტოზას, ლაქტოზას, საქა¬როზას;
• ჰიპოოსმოლარული.
შემადგენლობა
გლუკოზა, ნატრიუმის ქლო-რიდი, მალტოდექსტრინი, კალიუმციტრატი, ნატრიუმციტრატი, ბანანის ნატურალური არომატი.
გამოყენების წესი
ნარევის მოსამზადებლად გამოიყენება ანადუღარი და 50ºC-მდე გაგრილებული ჩვეულებრივი წყალი ან 50ºC-მდე გამთბარი ”ჰუმანას” წყალი
6,25 გ (1 “პაკეტის” შიგთავსი) ფხვნილი იხსნება 250 მლ წყალში. (ასევე შესაძლებელია მისი გახსნა 250 მლ ჩაიში. მაგ.: კამის ან გვირილის ჩაიში).
იმ შემთხვევაში, თუკი ექიმი სხვაგვარად არ ნიშნავს, ჰუმანას ელექტროლი-ტის რეკომენდებული დოზირება რეჰიდრატაციის პირველი 6-12 საათის განმავლობაში შემდეგია:
• სკოლამდელ ასაკში: 50–100 მლ/კგ სხეულის წონაზე; დახლოებით 2-8 ცალი 200 მლ-იანი ფინჯანი.
• სასკოლო ასაკში: 50–100 მლ/კგ სხეულის წონაზე; დახლოებით 2-8 ცალი 200 მლ-იანი ფინჯანი.
• მოზრდილებში: 20–40 მლ/კგ სხეულის წონაზე, დაახლოებით 6-15 ცალი 200 მლ-იანი ფინჯანი.
თუკი ბავშვის მდგომარეობა სერიოზულია, სარეჰიდრატაციო ხსნარის მიცემა რეკო-მენდებულია მცირედი ულუფებითა და ხანმოკ¬ლე ინტერვალებით (მაგალითად, ღებინების შემთხვევაში). ასევე აუცილებელია დავრწმუნ¬დეთ, რომ ბავშვი საკმარისი რაოდენობით ღებულობს სხვა სითხეებს (მაგალითად, კამის, გვირილის ან ასკილის უშაქრო ჩაის). არ არის რეკომენდებული ბავშვისთვის ნახშირწყლების შემცველი სასმელების მიცემა. დიარეის დროს კვებითი სტატუსის აღდგენის მიზნით დამტკიცებული ეფექტურობით ხასიათდება ჰუმანა HN-ის სპეციალური სამკურნალო ფორმულა. ალერგიული წინასწარგანწყობის მქონე ბავშვების შემთხვევაში რეკომენდებულია ჰიპოალერგიული (HA) ფორმულის გამოყენება.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account