Reucoli - რეუკოლი 10მლ წვეთები

განსაკუთრებული ფასი 32,22 GEL რეგულარული ფასი 37,90 GEL
მარაგშია
SKU
45292_2085

ჩვენება: ჩვილთა ნაწლავური კოლიკა, ნაწლავის მიკროფლორის აღდგენა, ალერგიული მდგომარეობები.

შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: 
5 წვეთი შეიცავს 108 ცოცხალ Lactobacillus reuteri -ის ბაქტერიას.

დამხმარე ნივთიერებები:
მზესუმზირის ზეთი, სილიციუმის დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
Lactobacillus reuteri  ხსნის მუცლის ტკივილსა და სპაზმს, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკას (ყაბზობა, დიარეა, რეგურგიტაცია), არეგულირებს აირწარმოქმნას, რძემჟავა ფერმენტები ხელსაყრელ პირობებს ქმნიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის  ნორმალური მიკროფლორის ფორმირებისა და ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებაში. 
Lactobacillus reuteri  გამძლეა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის PH-სა და ნაღვლის მარილების მოქმედებისადმი.
Lactobacillus reuteri  გრამ-დადებითი, ანაერობული, არასპორაწარმომქმნელი რძემჟავა ბაქტერიების სახეობაა, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოგენურ და პირობით პათოგენურ გარემოსთან შეხებისას წარმოქმნის 3 სუბსტანციას:
რეუტერინი - ანტიმიკრობული თვისებების მატარებელი კომპონენტი; თრგუნავს სხ/სხ        გრამ + და გრამ - ბაქტერიების ზრდას (მაგ: ეშერიხია, კლოსტრიდია, პროტეუსი, კლებსიელა, შიგელა, სალმონელა, სტაფილოკოკი და ა.შ.); 
რეუტერიციკლინი - ხასათდება გამოხატული ბაქტერიციდული მოქმედებით;
რეუტერიცინი - ბაქტერიოცინი, სპეციფიური ცილაა, რომელიც თრგუნავს პათოგენური  ბაქტერიული შტამების სიცოცხლისუნარიანობას. 

ჩვენება:
• ჩვილთა ნაწლავური კოლიკა
• ნაწლავის მიკროფლორის აღდგენა
• ალერგიული მდგომარეობები (ატოპიური დერმატიტი)

მიღების წესი და დოზირება:
ბავშვები:
სიცოცხლის პირველივე დღეებში 5 წვეთი დღეში 1-ჯერ (კვებისგან დამოუკიდებლად), წვეთები შეიძლება მიეცეს პირდაპირ, ან სითხეში (წყალი/წვენი/რძე) გახსნილ მდგომარეობაში-მაქსიმალური ტემპერატურა 37 °C. 
აკრძალულია მიღება ცხელ სითხესთან ერთად! 
მოზრდილები: 
5 წვეთი დღეში 1-2-ჯერ. 

წვეთების მიღებისას რეკომენდებულია ფლაკონის წინასწარი შენჯღრევა!
წვეთების მიღება შეიძლება ანტიბიოტიკებთან  ერთად.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას!

გვერდითი ეფექტები:
დადგენილი არ არის.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ

შენახვის პირობები:
წვეთები ინახება მშრალ, გრილ და სინათლისგან დაცულ ადგილას. 
ფლაკონი გახსნის შემდეგ მომდევნო 4 კვირა უნდა ინახებოდეს მაცივარში. 
 შენახვის ვადა:
24 თვე.

აფთიაქიდან გაცემა:
გაიცემა ურეცეპტოდ.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy