Probitek Plus - პრობიტეკი პლიუსი 30 კაფსულა
ჩვენებები:მწვავე და ქრონიკული ენტერიტი და ენტეროკოლიტი, დისბაქტერიოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
შემადგენლობა:
პრობიტეკი პლუსის 1 კაფსულა შეიცავს :
Saccharomyces boulardii 7.2x109(250 მგ–ის ექვივალენტურს),
Bifidobacterium ssp lactis 1.4x108
Bifidobacterium breve 1.4x108
Bifidobacterium longum 1.4x108
Lactobacillus casei 1.4x108
Lactobacillus plantarum 1.4x108
Lactobacillus rhamnosus 1.4x108
დამხმარე ნივთიერებები: მალტოდექსტრინი, მაგნიუმის სტეარატი, სილიკონის დიოქსიდი, ჟელატინი.
პრობიტეკი პლუსში შემავალი კომპონენტების კომბინაციას გააჩნია კომპლექსური მოქმედება.
საქარომიცეს ბულარდის აქვს ანტიმიკრობული მოქმედება და ეფექტურია ნაწლავური ინფექციიის გამომწვევი უმრავლესი პათოგენის მიმართ. მასში შემავალი პოლიამინები ხელს უწყობს ენტეროციტების რეგენერაციას.
პრობიტეკი პლუსი :
• ანეიტრალებს პათოგენური მიკრობების მიერ გამოთავისუფლებულ ტოქსინებს.
•ხელს უწყობს ნაწლავური ფლორის ბალანსის რეგულირებას და ნორმალიზებას;
• აუმჯობესებს ნაწლავის ფერმენტაციულ ფუნქციას;
• ზრდის ადგილობრივ იმუნიტეტს;
პრობიტეკი პლუსის მიღების ჩვენება:
• მწვავე და ქრონიკული ენტერიტი და ენტეროკოლიტი;
•დისბაქტერიოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
•სხვადასხვა გენეზის დიარეა.
• გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
• ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი პერიოდი.
მიღების წესი: 1 ან 2 კაფსულა დღეში, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
შეფუთვა: 15 კაფსულა ბლისტერზე, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა პრობიტეკი პლუსის კაფსულასი შემავალი კომპონენტების მიმართ.
უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის ცენტრალური ვენური კათეტერით.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: არ გამოიყენება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.
გაცემის პირობა: გაიცემა ურეცეპტოდ
შენახვის პირობები:
ინახება გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
შენახვის სასურველი ტემპერატურაა 5° C.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის პირობა: გაიცემა ურეცეპტოდ
მწარმოებელი:
THT Prayon Group
Crealys Science Park, Camille Hubert 17
5032 Gembloux (Isnes) – Belgium
რაოდენობა | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account