Panzynorm - პანზინორმი 10000 21 კაფსულა
ჩვენება: კუჭქვეშა ჯირკვლის ეგზოკრინული ფუნქციის დარღვევების დროს, მუკოვისციდოზის დროს, კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის შესანარჩუნებლად.
პანზინორმ 10 000
კაფსულები
Multienzymes (lipase, amylase, protease)
პრეპარატის მიღებამდე მთლიანად წაიკითხეთ ფურცელ-ჩანართი, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
· შეინახეთ ეს ფურცელ-ჩანართი. შეიძლება კიდევ ერთხელ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
· თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები მიმართეთ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.
· პრეპარატი განკუთვნილია პირადად თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. მან შეიძლება ზიანი მოუტანის მათ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მათი დაავადების სიმპტომები ემთხვევა თქვენსას.
· თუ თქვენ გაგიჩნდათ რაიმე არასასურველი რეაქციები, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ - ჩანართის მე-4-ე განყოფილებაში.
ფურცელ-ჩანართის შინაარსი:
1. რას წარმოადგენს პრეპარატი პანზინორმი 10000 და რისთვის იყენებენ მას
2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ პანზინორმ 10000-ის მიღებამდე
3. პრეპარატ პანზინორმ 10000 მიღება
4. შესაძლო არასასურველი რეაქციები
5. პრეპარატ პანზინორმ 10000-ის შენახვა
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ცნობები
1.რას წარმოადგენს პრეპარატი პანზინორმ 10000 და რისთვის იყენებენ მას
პანზინორმ 10000 შეიცავვს კუჭქვეშა ჯირკვლის ბუნებრივ ფერმენტებს - ლიპაზას, ამილაზას და პროტეაზას. ამ ნივთიერებების გამოთავისუფლება ჩვეულებრივ ხდება წვრილ ნაწლავში საკვების მიღების შემდეგ, და ისინი ანაწევრებენ ცალკეულ საკვებ კომპონენტებს. ლიპაზა უზრუნველყოფს ცხიმების მეტაბოლიზმს, ამილაზა - ნახშირწყლების მეტაბოლიზმს და პროტეაზა მონაწილეობს ცილების მეტაბოლიზმში. პანზინორმ 10000 შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც მიიღება ღორისაგან, და პრაქტიკულად იდენტურია ადამიანის ორგანიზმში არსებულისა. კაფსულები იხსნება კუჭში, რის შედეგადაც ხდება იმ მიკროგრანულების გამოთავისუფლება, რომლებიც მდგრადია მარილმჟავას მოქმედების მიმართ. ხდება კუჭის შიგთავსთან ამ მიკროგრანულების შერევა. ფერმენტები, რომლებიც მათგან გამოთავისუფლდებიან წვრილ ნაწლავში, აკომპენსირებენ კუჭქვეშა ფერმენტების დეფიციტს.
პანზინორმ 10000 გამოიყენება:
· კუჭქვეშა ჯირკვლის ეგზოკრინული ფუნქციის დარღვევების დროს, რომელსაც თან სდევს საჭმლის მონელების დარღვევა
· მუკოვისციდოზის დროს, კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის შესანარჩუნებლად.
2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ პანზინორმ 10000-ის მიღებამდე
არ მიიღოთ პანზინორმ 10000:
· პრეპარატის აქტიურ ნივთიერებებზე ან მისი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ ალერგიის დროს (ჩამოთვლილია მე-6-ე განყოფილებაში);
· ჰიპერმგრძნობელობის დროს ღორის ცილების მიმართ;
· კუჭქვეშა ჯირკვლის მწვავე ანთებისა ან კუჭქვეშა ჯირკვლის ქრონიკული ანთების გამწვავების ( პანკრეატიტი) დროს.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
პრეპარატ პანზინორმ 10000 მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებს, რომლებიც იღებენ პანკრეასის ფერმენტების მაღალ დოზას (10000 ეფ ერთეულზე მეტ ლიპაზას დღეში 1 კგ სხეულის მასაზე), შეიძლება განუვითარდეთ ნაწლავის ილეოცეკალური ნაწილის ან მსხვილი ნაწლავის აღმავალი კოლინჯის სტრიქტურები (ფიბროზული კოლონოპათია). თუ პანზინორმ 10000-ის კაფსულების მიღებისას ვითარდება ნაწლავის გაუვალობის ნიშნები, აუცილებელია მიმართოთ ექიმს ფიბროზული კოლონოპათიის არსებობის გამორიცხვის მიზნით.
თუ თქვენ არ შეგიძლიათ მთლიანი კაფსულის გადაყლაპვა, შეიძლება მისი გახსნა და შიგთავსის გადაყლაპვა დაღეჭვის გარეშე.
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებმა უნდა მიიღონ ნაკლები დოზები.
სხვა პრეპარატები და პანზინორმ 10 000
მიაწოდეთ ინფორმაცია მკურნალ ექიმს იმის თაობაზე. რომ თქვენ იღებთ, ეხლახანს იღებდით ან შეიძლება დაიწყოთ სხვა პრეპარატების მიღება, ურეცეპტოდ გასაცემების ჩათვლით. პანკრეასულ ფერმენტებს შეუძლიათ დააქვეითონ აკარბოზასა და მიგლიტოლის ეფექტურობა, და ასევე ფოლიუმის მჟავასა და რკინის შთანთქმა. H 2 -რეცეპტორების ინჰიბიტორებსა და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს შეუძლიათ გაზარდონ კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების ეფექტურობა.
პანზინორმ 10 000 საკვებთან და სასმელებთან
კაფსულა უნდა გადაიყლაპოს ჭამის დროს, სითხის მიყოლებით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ თქვენ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი, ფიქრობთ, რომ დაორსულდით ან გეგმავთ დაორსულებას, პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
რისკი არ შეიძლება იყოს გამორიცხული. ორსულ და მეძუძურ ქალებს შეუძლიათ მიიღონ პრეპარატი, თუ სავარაუდო სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.
არ არის მონაცემები ფერტილობაზე პრეპარატის გავლენის შესახებ.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა.
უცნობია, მოქმედებს თუ არა პანზინორმ 10000 სატრანსპორტო საშუალების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
3. პრეპარატ პანზინორმ 10000-ის გამოყენება
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი მკურნალი ექიმის რეკომენდაციებთან სრულ შესაბამისობაში. ეჭვების გაჩენის შემთხვევაში რჩევა სთხოვეთ მკურნალ ექიმს.
დოზირების რეჟიმი ზრდასრულებისა და ბავშვებისათვის მუკოვისციდოზის დროს
დოზა დამოკიდებულია სხეულის მასაზე. რეკომენდებული საწყისი დოზა 4 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის შეადგენს 1000 ეფ ერთ. ლიპაზას სხეულის მასის კგ-ზე საკვების ყოველი მიღების დროს, 4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის - 500 ეფ ერთ. ლიპაზა ხეულის მასის კგ-ზე საკვების ყოველ მიღებაზე. დოზირების რეჟიმი შეიძლება იქნას დაკორეგირებული დაავადების სიმპტომების სიმძიმის, სტეატორეის კონტროლისა და ნუტრიციული სტატუსიდან გამომდინარე. პაციენტების უმეტესობისათვის არ არის რეკომენდებული ლიპაზას 10000 ერთ. დოზის/კგ სხეულის მასაზე/დღე-ღამეში ან ლიპაზას 4000 ერთ. /1 გ მოხმარებული ცხიმის გადაჭარბება.
დოზები კუჭქვეშა ჯირკვლის ეგზოკრინული უკმარისობის სხვა სახეობებისათვის
დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად საკვების მონელების დარღვევების დონიდან და საკვების ცხიმოვანი შემადგენლობიდან გამომდინარე. ჩვეულებრივი დოზაა 1-2 კაფსულა საკვების ყოველი ძირითადი მიღების დროს. თუ ეს დოზები არაა საკმარისად ეფექტური, მაშინ შეიძლება მათი თანდათანობით გაზრდა. აუცილებლობის შემთხვევაში პაციენტს შეუძლია მიიღოს კიდევ ერთი კაფსულა საკვების დამატებითი მიღების დროს. დოზა საკმარისია, თუ ის უზრუნველყოფს ნაწლავების ნორმალურ პერისტალტიკას და სხეულის ნორმალურ წონას.
დიდი დოზები, რომლებიც დგინდება ექიმის მიერ, საჭიროა კუჭქვეშა ჯირკვლის გლობალური უკმარისობის დროს. მნიშვნელოვანია მიღებულ იქნას ყველაზე მცირე ეფექტური დოზები.
თუ თქვენ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ პრეპარატ პანზინორმ 10000-ის მოქმედება ზედმეტად ძლიერია ან ზედმეტად სუსტია, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
კაფსულა იყლაპება მთლიანად (დაუზიანებელი), საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით. თუ თქვენ არ შეგიძლიათ კაფსულის მთლიანად გადაყლაპვა, ის შეიძლება გაიხსნას და მისი შიგთავსი დაემატოს რბილ საკვებს, რომელიც არ საჭიროებს დაღეჭვას და აქვს მჟავე გემო ან მიღებულ იქნას სითხესთან, რომელსაც ასევე მჟავე გემო აქვს (კაფსულის შიგთავსი შეიძლება დაემატოს ვაშლის პიურეს, იოგურტს ან ხილის წვენს-ვაშლის, ფორთოხლის ან ანანასის). ასეთი ნარევი უნდა იქნას მიღებული დაუყოვნებლივ, დაუღეჭავად, მისი შენახვა არ შეიძლება.
კაფსულების (პელეტების) შიგთავსის დაქუცმაცებამ ან დაღეჭვამ, ასევე მათმა შერევამ არა მჟავე საკვებთან ან სითხესთან შეიძლება გაანადგუროს მათი დამცავი, ნაწლავში ხსნადი გარსი. ამან შეიძლება გამოიწვიოს ფერმენტების ნაადრევი გამოთავისუფლება პირის ღრუში, პრეპარატის ეფექტურობის დაქვეითება და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.
პრეპარატით მკურნალობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია სითხის საკმარისი რაოდენობის მიღება, განსაკუთრებით მისი ნორმაზე მეტი რაოდენობით დაკარგვის დროს. სითხის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა.
თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატი პანზინორმ 10000 იმაზე მეტი, ვიდრე საჭირო იყო
რა არის მონაცემები იმის თაობაზე, რომ დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს სისტემური მოწამლვა, თუმცა შესაძლებელია კანის გაღიზიანება უკანა ტანის ირგვლივ, ნაწლავური გაუვალობა და დიარეა.შესაძლოა შარდმჟავასა და მისი მარილების კონცენტრაციის მომატება სისხლსა და შარდში.
თუ თქვენ მიიღეთ უფრო დიდი დოზა, ვიდრე საჭირო იყო, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატ პანზინორმ 10000 -ის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსაციის მიზნით.
თუ თქვენ არ მიიღეთ დოზა საკვებთან ერთად, დაიცადეთ საკვების შემდეგ მიღებამდე და გააგრძელეთ პრეპარატის მიღების თქვენი ჩვეული გრაფიკი.
თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამიყენების თაობაზე, მიმართეთ ექიმს.
4. შესაძლო არასასურველი რეაქციები
ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები.
პრეპარატ პანზინორმ 10000-ით მკურნალობის პერიოდში შესაძლებელია გაანვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები: გულისრევა, დიარეა, ყაბზობა, ღებინება, ტკივილი მუცელში, კანის გაღიზიანება უკანა ტანის ირგვლივ. ნახსენები ეფექტები ჩვეულებრივ მიმდინარეობს მსუბუქ ფორმით და არ საჭიროებენ პრეპარატის მოხსნას.
მძიმე გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათადაა შესაძლებელი. თუ წარმოიქმნება კიდურების, სახის, ხორხის შეშუპება, ვითარდება სისუსტე ამ სიყვითლე, პრეპარატ პანზინორმ 10000-ის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს. ეს შეიძლება იყოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია პანზინორმ 10000-ის მიმართ. ხორხის შეშუპებამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვისა ან ყლაპვის გაძნელება. თუ თქვენ გაქვთ მუცლის შებერილობის შეგრძნება, ტკივილი, სპაზმები ნაწლავების არეში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ნაწლავური გაუვალობის გამოსარიცხად.
შეტყობინებები არასასურველი რეაქციების შესახებ
თუ თქვენ აღმოგაჩნდათ რაიმე არასასურველი რეაქციები, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციებზე, მათ შორის იმათზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. შეტყობინებით არასასურველი რეაქციების შესახებ თქვენ ეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოების საკითხზე მეტი ინფორმაციის მიღებას.
5. პრეპარატ პანზინორმ 10000 -ის შენახვა
შეინახეთ სინესტისაგან დაცულ ადგილზე არა უმეტეს 30˚ C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადა 3 წელი.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება თვის ბოლო დღე.
არ გადააგდოთ პრეპარატი წყალგაყვანილობის ან კანალიზაციის მილებში. დააზუსტეთ აფთიაქის თანამშრომელთან როგორ მოიშოროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები მოგვცემს შესაძლებლობას დავიცვათ გარემო.
6.შეფუთვის შიგთავსი და სხვა ცნობები
პრეპარატი პანზინორმ 10000 შეიცავს
მოქმედი ნივთიერება: 1 კაფსულა შეიცავს კუჭქვეშა ჯირკვლის ფხვნილს (ღორის, პელეტების სახით) აქტივობით:
ლიპაზა 10000 ეფ ერთ.
ამილაზა არანაკლენ 7200 ეფ ერთ.
პროტეაზა არანაკლებ 400 ეფ ერთ.
დამხმარე ინგრედიენტებები: პელეტების აპკიანი გარსი: მეტაკრილის მჟავასა და ეთილაკრილატის სოპოლიმერი (1:1) დისპერსია 30% (შედგება მეთაკრილის მჟავა-ეთაკრილატის კოპოლიმერისაგან (1:1), პოლისორბატ 80-საგან, ნატრიუმის ლაურილსულფატისაგან და წყლოსაგან), ტრიეთილციტრატი, ტალკი, სიმეტიკონი ემულსია 30% (შედგება სიმეტიკონისაგან, მეთილზელულოზის, სორბინის მჟავასა და წყლისაგან); ჟელატინის მყარი კაფსულა: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის ლაურილსულფატი.
პრეპარატ პანზინორმ 10000-ის გარეგნული იერი და შეფუთვის შიგთავსი
მყარი ჟელატინის კაფსულები, რომლებიც ავსებულია ბეჟი-ყავისფერი პელეტებით. კაფსულის კორპუსი და სახურავი გაუმჭვირვალე თეთრი ფერის. შესაძლებელია ჰქონდეთ დამახასიათებელი სუნი.
7 კაფსულა ბლისტერში ( ოპა/Al / პვქ და ალუმინის ფოლგა).
3 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
გაცემის პირობები:
ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი -III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ასევე, იხილეთ : Panzynorm Forte - პანზინორმი ფორტე 20000 10 ტაბლეტი
რაოდენობა | 21 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account