Maalox - მაალოქსი 800მგ. 40 ტაბლეტი

Rating:
100% of 100
განსაკუთრებული ფასი 14,16 GEL რეგულარული ფასი 14,91 GEL
მარაგშია
SKU
1070_389

ჩვენება: ანტაციდური თერაპია გულძმარვისა და გასტროეზოფაგური რეფლუქსის დროს 15 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში. 

მაალოქსი®

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: მაალოქსი®/Maalox®

საერთშორისო არაპატენტირებული დასახელება: ალუმინის ჰიდროქსიდი + მაგნიუმის ჰიდროქსიდი / aluminium hydroxide + magnesium hydroxide.

სამკურნალწამლო ფორმა: დასაღეჭი ტაბლეტები.

შემადგენლობა

ერთი დასაღეჭი ტაბლეტი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებებს:

მაგნიუმის ჰიდროქსიდს..................400,0 მგ;

ალუმინის ჰიდროქსიდს...................400,0 მგ (ალუმინის ოქსიდზე გაანგარიშებით – 200 მგ).

დამხმარე ნივთიერებები: 

სახამებელი საკონდიტრო შაქრით, სორბიტოლი (E420), მანიტოლი (E421), მაგნიუმის სტეარატი (E470), ბაღის პიტნის არომატიზატორი, ნატრიუმის საქარინატი (E954), საქაროზა.

აღწერა

თეთრი ფერის მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები ჩამოჭრილი კიდეებით და გრავირებით ~Mx~ ორივე მხარეს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტაციდური საშუალება.

ათქ კოდი: A02AD01.

იხილეთ ბლოგი: მაალოქსი — გულძმარვის სამკურნალო ეფექიანი პრეპარატი

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

პრეპარატი ანეიტრალებს თავისუფალ მარილმჟავას, რაც იწვევს კუჭის წვენის პეპტიური აქტივობის შემცირებას.

ალუმინის ჰიდროქსიდის მიერ გამოწვეული შეკრულობის ეფექტი არეგულირებს მაგნიუმის ჰიდროქსიდის საფაღარათო ეფექტს.  

ფარმაკოკინეტიკა

პერორალურად მიღებული ალუმინის და მაგნიუმის ჰიდროქსიდები ურთიერთქმედებაში შედიან კუჭში არსებულ მარილმჟავასთან მარილების წარმოქმნით, რომლებიც ნაწილობრივ აბსორბირდება.  

აბსორბირებული მარილების გამოყოფა ძირითადად ხდება შარდით. 

ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით არ არის გამოვლენილი რაიმე განსაკუთრებული საშიშროება ადამიანისათვის ფარმაკოლოგიის, უსაფრთხოების, განმეორებითი დოზების ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის, კანცეროგენობისა და რეპროდუქციული ტოქსიკურობის  ტრადიციული კვლევების საფუძველზე. 

გამოყენების ჩვენება

ანტაციდური თერაპია გულძმარვისა და გასტროეზოფაგური რეფლუქსის დროს 15 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში. 

დოზირება და მიღების წესი 

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ 15 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში გამოსაყენებლად!

მიიღეთ 1-2 ტაბლეტი 4-ჯერ დღე-ღამეში, ტაბლეტის გაწოვით ან კარგად დაღეჭვით,  საკვების მიღებიდან 20-60 წუთის შემდეგ და ძილის წინ. 

ტაბლეტი უნდა გაიწოვოს ან კარგად დაიღეჭოს. ტაბლეტის მიღება შეიძლება წყალთან ან რძესთან ერთად. 

სამკურნალო საშუალება რეკომენდებული არ არის ბავშვებისათვის. 

არ გადააჭარბოთ პრეპარატის მითითებულ მაქსიმალურ დოზას. 

უკუჩვენება

-    მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერებების და სხვა კომპონენტების მიმართ. 

-    თირკმლის მძიმე უკმარისობა (რადგან პრეპარატი შეიცავს მაგნიუმს)

-    ასაკი 15 წლამდე

-    პორფირია

-    კახექსია. 

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

მოცემული სამკურნალო საშუალება უკუნაჩვენებია ფრუქტოზის აუტანლობის, გლუკოზის ან გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომის, ან საქარაზა-იზომალტაზის დეფიციტის შემთხვევაში და სიფრთხილით გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფებში მის შემადგენლობაში სორბიტოლისა და საქაროზის არსებობის გამო. 

ალუმინის ჰიდროქსიდმა შეიძლება გამოიწვიოს შეკრულობა, მაგნიუმის მარილების დოზის გადაჭარბებამ შეიძლება მიგვიყვანოს ნაწლავის ჰიპოკინეზიამდე; სამკურნალო საშუალების მაღალი დოზების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ან დაამძიმოს ნაწლავური გაუვალობა ასეთი გართულებების მიმართ მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში, ანუ პაციენტებში თირკმელების უკმარისობით, ქრონიკული შეკრულობის დროს, ან ხანდაზმულ პირებში.

ალუმინის ჰიდროქსიდი ცუდად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ამიტომ თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში სისტემური მოქმედება იშვიათად აღინიშნება. 

თუმცა, პრეპარატის მაღალი დოზების მიღება ან ხანგრძლივი მკურნალობა, აგრეთვე საკვებში ფოსფორის დაბალი შემცველობით მიღების ფონზე რეკომენდებული დოზების გამოყენება შეიძლება იწვევდეს ფოსფატების დეფიციტის განვითარებას (ფოსფატ-იონებთან ალუმინის შეკავშირების უნარის გამო), რომელსაც თან ახლავს ძვლის რეზორბციის გაძლიერება, ჰიპერკალციურია და ოსტეომალაციის განვითარების რისკი. ამასთან დაკავშირებით, პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების, ასევე ფოსფატების დეფიციტის რისკის არსებობის შემთხვევაში რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.    

თირკმლის უკმარისობის დროს შესაძლებელია მაგნიუმისა და ალუმინის პლაზმური კონცენტრაციების მომატება, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს ჰიპერალუმინემია და ჰიპერმაგნიემია. ამ პაციენტებში პრეპარატის მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას, მათ შორის მაღალი თერაპიული დოზებით გამოყენებისას, შესაძლებელია ენცეფალოპათიის, დემენციის, მიკროციტული ანემიის განვითარება ან დიალიზით გამოწვეული ოსტეომალაციის დამძიმება.  

თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ექიმის უშუალო დაკვირვების ქვეშ. თირკმლის ფუნქციის დარღვევების შემთხვევაში თავი შეიკავეთ პრეპარატ მაალოქსის® ხანგრძლივი კურსით დანიშვნისგან.  

ალუმინის ჰიდროქსიდი შეიძლება არ იყოს უსაფრთხო პორფირიის მქონე პაციენტებისთვის, რომლებსაც უტარდებათ ჰემოდიალიზი. 

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობა

შესაბამისად, უსაფრთხოების თვალსაზრისით, პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში შეიძლება ექიმის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მისი გამოყენების პოტენციური სარგებელი ამართლებს პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის.  

ძუძუთი კვება

რეკომენდაციების თანახმად გამოყენებისას ალუმინის ჰიდროქსიდისა და მაგნიუმის მარილების კომბინაციების შეწოვა დედის ორგანიზმში შეზღუდულია, ამიტომ პრეპარატი მაალოქსი® შეთავსებადია ძუძუთი კვებასთან. 

გვერდითი მოქმედება

გვერდითი მოქმედება, რომელიც აღინიშნება პრეპარატის გამოყენებისას, განაწილებულია კატეგორიებში მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით:

ძალიან გავრცელებული (>1/10); გავრცელებული (>1/100, <1/10); არც ისე ხშირი (>1/1000, <1/100); იშვიათი (>1/10,000, <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10,000) და სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე გამოვლენის სიხშირის შეფასება შეუძლებელია). 

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

სიხშირე უცნობია: კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქციები,  ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ქავილი, ჭინჭრის ციება.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

არც ისე ხშირი: დიარეა, შეკრულობა.

სიხშირე უცნობია: ტკივილი მუცლის არეში.

ნივთიერებათა ცვლისა და კვების დარღვევები

ძალიან იშვიათად:

-       ჰიპერმაგნიემია. აღინიშნება თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში მაგნუმის ჰიდროქსიდის ხანგრძლივი მიღების შემდეგ.

სიხშირე უცნობია: 

-       ჰიპერალუმინემია, 

-       ჰიპოფოსფატემია, ხანგრძლივი მკურნალობის ან პრეპარატის მაღალი დოზების მიღების, ასევე, პრეპარატის რეკომენდებული დოზების გამოყენების შემთხვევაში საკვებში ფოსფორის დაბალი შემცველობის მიღების დროს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძვლის ქსოვილის მომატებული რეზორბცია, ჰიპერკალციურია, ოსტეომალაცია.

შეტყობინება გვერდით რეაქციებზე ეჭვის შესახებ:

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ გვერდით რეაქციებზე ეჭვის შესახებ შეტყობინებები ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გვაძლევს საშუალებას განვახორციელოთ სამკურნალო საშუალების სარგებლიანობისა და რისკის თანაფარდობის უწყვეტი მონიტორინგი. ჯანდაცვის მუშაკებს მოგმართავთ თხოვნით გვერდით რეაქციებზე ნებისმიერი ეჭვის შესახებ ინფორმაცია გააგზავნოთ შეტყობინებების ეროვნული სისტემის მეშვეობით. 

დოზის გადაჭარბება

დოზის განზრახ გადაჭარბების შესახებ გამოცდილება ძალზედ შეზღუდულია. 

ალუმინის მარილების დოზის გადაჭარბების მიმართ უფრო მეტად მიდრეკილნი არიან თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე ავადმყოფები, რომლებსაც აღენიშნებათ შემდეგი სიმპტომები: ენცეფალოპათია, კრუნჩხვა, დემენცია და ჰიპერმაგნეზიემია. 

ალუმინის და მაგნიუმის ჰიდროქსიდების კომბინაციის დოზის მწვავე გადაჭარბების სიმპტომებს უფრო ხშირად წარმოადგენს დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება.

რისკის ჯგუფის პაციენტებში პრეპარატის მაღალი დოზების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ან დაამძიმოს ნაწლავის ობსტრუქცია ან ნაწლავური გაუვალობა (იხ. პარაგრაფი ~განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები~).

როგორც დოზის გადაჭარბების მკურნალობის ყველა შემთხვევაში, მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური, საჭიროა მიღებული იქნას ზოგადი შემანარჩუნებელი ზომები. 

ალუმინი და მაგნიუმი გამოიყოფა შარდით. 

დოზის მწვავე გადაჭარბების მკურნალობა უნდა ჩატარდეს სითხის დაკარგვის აღდგენისა (რეჰიდრატაცია) და ფორსირებული დიურეზის საშუალებით. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში საჭიროა ჰემოდიალიზის ან პერიტონეალური დიალიზის ჩატარება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ანტაციდები ურთიერთქმედებაში შედის ზოგიერთ სხვა პერორალურ პრეპარატთან.

ვინაიდან ალუმინისა და მაგნიუმის მარილები ამცირებს ტეტრაციკლინის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რეკომენდებულია მაალოქსის® გამოყენებისგან თავის შეკავება პერორალური ტეტრაციკლინებით თერაპიის დროს.

კომბინაციები, რომლებიც საჭიროებს სიფრთხილის ზომების დაცვას

ერთდროულად პერორალური მიღების შემთხვევაში მაალოქსს® შეუძლია შეამციროს სხვადასხვა სამკურნალო საშუალებების აბსორბცია:

-    H2-ანტიჰისტამინური საშუალებები, ატენოლოლი, ცეფდინირი, ცეფპოდოქსინი, ქლოროქინი, ციკლინები, ტეტრაციკლინები, დიფლუნიზალი, დიგოქსინი, ბიფოსფონატები, ეტამბუტოლი, ფტორის შემცველი ნატრიუმი, ფტორქინოლონები, გლუკოკორტიკოსტეროიდები (პრედნიზოლონი და დექსამეტაზონი), ინდომეტაცინი, იზონიაზიდი (პერორალური), კეტოკონაზოლი, ლევოთიროქსინი, ლინკოზამიდები, მეტოპროლოლი, ფენოთიაზინური ნეიროლეფსიური საშუალებები, პენიცილამინი, პროპრანოლოლი, როზუვასტატინი, რკინის მარილები. 

-    ქინიდინთან

ქინიდინთან ერთდროულად მიღების დროს შესაძლებელია შრატში ქინიდინის კონცენტრაციის მომატება და ქინიდინის დოზის გადაჭარბების განვითარება.

-    პოლისტიროლსულფონატთან (კაექსალატთან) 

პრეპარატ მაალოქსისა® და პოლისტიროლსულფონატის (კაექსალატის) ეთრდოულად მიღებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა კალიუმის ფისთან შეკავშირების ეფექტიანობის შემცირების და მეტაბოლური ალკალოზის განვითარების შესაძლო რისკის გამო პაციენტებში თირკმელების უკმარისობით (ალუმინის ჰიდროქსიდისა და მაგნიუმის ჰიდროქსიდისთვის), ასევე ნაწლავის ობსტრუქციის (ალუმინის ჰიდროქსიდისთვის) რისკის გამო.

-    სალიცილატებთან

სალიცილატებისა და პრეპარატ მაალოქსის მაღალი დოზების ერთდროულად ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღებისას შეიძლება გაიზარდოს სალიცილატების გამოყოფა შარდში, პრეპარატ მაალოქსის ზემოქმედებით შარდის გატუტიანების შედეგად.  

-    ციტრატებთან 

ალუმინის ჰიდროქსიდის ციტრატებთან ერთდროულად მიღებისას შეიძლება გაიზარდოს ალუმინის პლაზმური კონცენტრაციები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერალუმინემია, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის უკმარისობით. 

მაალოქსთან® ერთდროულად მიღებისას მცირდება ზემოაღნიშნული პრეპარატების შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ამ პრეპარატებისა და მაალოქსის® ტაბლეტების მიღების შორის 2 საათიანი ინტერვალის (და ფტორქინოლონებისა და მაალოქსის® ტაბლეტების მიღების შორის 4 საათიანი ინტერვალის) დაცვით უმრავლეს შემთხვევაში შეიძლება ამ არასასურველი ურთიერთქმედების თავიდან აცილება.  

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

პრეპარატი არ ახდენს რაიმე გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. 

გამოშვების ფორმა

10 ტაბლეტი ბლისტერში. 2 ან 4 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე. 

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

3 წელი. 

პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მეტი ინფორაცია
Units40
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy