Konstilac - კონსტილაკი 20 კაფსულა
ჩვენებები: ყაბზობის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, ინტოქსიკაციის დროს, წონის კორექციისათვის.
კონსტილაკი
კაფსულა N20
შემადგენლობა:
ინგრედიენტები | 1 კაფსულა | % DRI * |
ფსილიუმი (Psillium husk) | 400 მგ | ** |
ლაქტობაქტერიები (Lactobacillus acidophilus) | 50 მგ | ** |
გვირილა (Chamomile) | 30 მგ | ** |
ტუხტის ექსტრაქტი (Mallow extract) | 70 მგ | ** |
ქლიავის ექსტრაქტი (Prune Juice extract) | 20 მგ | ** |
ლეღვის ექსტრაქტი (Fig juice extract) | 20 მგ | ** |
% DRI - რეკომენდებული დღიური დოზა.
** - არ არის განსაზღვრული რეკომენდებული დღიური დოზა.
ფსილიუმი - მრავალძარღვას თესლის გარსის უჯრედისი (Plantago ovata) -
წარმოადგენს საკვები ბოჭკოების ბუნებრივ წყაროს, რომელთა ნაწილი წყალში ხსნადია, ნაწილი უხსნადი. წყალში უხსნადი ბოჭკოები უცვლელად გადის კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ხოლო ხსნადი ბოჭკოები გადადის გელის მსგავს კონსისტენციაში, იწოვს წყალს ნაწლავიდან, ზრდის ნაწლავის შიგთავსის მოცულობას, არბილებს და ხელს უწყობს ნარჩენების თავისუფლად გამოდევნას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ამგვარად ახორციელებს საფაღარათო ეფექტს. გარდა ამისა, ფსილიუმი ხელს უწყობს გლუკოზის ნორმალური დონის შენარჩუნებას სისხლში, ბოჭავს და გამოდევნის ქოლესტეროლს ორგანიზმიდან, შესაბამისად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. ფსილიუმის გაჯირჯვებული მასა დიდხანს რჩება ორგანიზმში, ამცირებს გლიკემიურ ინდექსს, რაც ხანგრძლივად იწვევს დანაყრების შეგრძნებას, შესაბამისად, ხელს უწყობს წონის კლებას. ფსილიუმის წყალში უხსნადი ბოჭკოები აკავებს ტოქსინებს და ხელს უწყობს მათ ორგანიზმიდან გამოდევნას.
ლაქტობაქტერიები (Lactobacillus acidophilus) – ხელს უწყობენ ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის შენარჩუნებას და აღდგენას. ლაქტობაქტერიები გამოიმუშავებენ რძემჟავასა და ძმარმჟავას, რითაც ქმნიან არახელსაყრელ პირობებს პათოგენური მიკრობების გამრავლებისა და ცხოველქმედებისათვის.
გვირილა (Chamomile) - გვირილას ექსტრაქტი მდიდარია ფლავანოიდებით, რომელიც შეიცავს: აპიგენინს, ლუთეოლინს, მირიციტინს, კვერცეტინს. ეს კომპონენტები განაპირობებენ მის ანთებისსაწინააღმდეგო, სპაზმოლიზურ და ზომიერ ანტიმიკრობულ მოქმედებას, ზრდიან საჭმლის მომნელებელი წვენების სეკრეტორულ აქტივობას.
ტუხტის ექსტრაქტი (Mallow extract) - შეიცავს პოლისაქარიდებს, ფიტოსტერინებს, შეუცვლელ ამინომჟავებს- ასპარაგინსა და ბეტაინს, ლორწოს, ეთერზეთებს, ასკორბინის მჟავას, კაროტინს. ტუხტის ექსტრაქტი აჩქარებს დაზიანებული ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, თხელი ფენით ამოფენს დაზიანებულ ლორწოვანს, გამოიყენება როგორც შემომგარსველი საშუალება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი, კოლიტი, დიარეა.
ქლიავის ექსტრაქტი (Prune Juice extract) - მდიდარია პექტინინებით და უჯრედისით, შეიცავს ვიტამინებსა და მინერალებს (ვიტ A, PP, C, B1, B2, რკინა, ნატრიუმი,კალიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი). პექტინი და უჯრედისი ასტიმულირებს ენტერორეცეფტორებს, რის შედეგადაც ძლიერდება ნაწლავის პერისტალტიკა და ლორწოს სეკრეცია, შესაბამისად ავლენს საფაღარათო მოქმედებას.
ლეღვის ექსტრაქტი (Fig juice extract) - მდიდარია პექტინით, ცელულოზით, ორგანული მჟავებით, ვიტამინებით (A, B1,B2, B6,C), გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო და სპაზმოლიზური მოქმედება, ასტიმულირებს ნაწლავის მოქმედებას, არბილებს განავლოვან მასებს და ხელს უწყობს მის სწრაფ გადაადგილებასა და ყაბზობისგან გათავისუფლებას.
კონსტილაკი რეკომენდებულია ყაბზობის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, ინტოქსიკაციის დროს, წონის კორექციისათვის.
რეკომენდაცია გამოყენებისთვის: გამოიყენება ექიმის დანიშნულებისამებრ.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ არის განკუთვნილი მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტის ჩასანაცვლებლად.
შენახვის პრობები:
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას. ინახება 25oC - ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას.
ფორმა და შეფუთვა:
შეფუთვა 1X10X2 კაფსულა ბლისტერულ შეფუთვაში.
გაცემის წესი:
გაიცემა რეცეპტის გარეშე
დამზადებულია: შპს გლობალ ცბს -თვის ჰონორ ილაჩ, თურქეთი (Honor İlaç Sanayi ve Tic. Ltd. Şti) მიერ.
რაოდენობა | 20 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account