კომბილაქსი რაპიდი - Combilax rapid 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 28,50 GEL რეგულარული ფასი 30,00 GEL
მარაგშია
SKU
95933_3268
ჩვენება: არის საფაღარათო, ყაბზობის საწინააღმდეგო საშუალება, აღადგენს ნაწლავის მიკროფლორას, ამცირებს ნაწლავებში აირების წარმოქმნას.

კომბილაქსი რაპიდი - Combilax rapid 30 ტაბლეტი

კომბილაქსი რაპიდი წარმოადგენს ბუნებრივ საფაღარათო, ყაბზობის საწინააღმდეგო საშუალებას.

შემადგენლობა:

                კასკარა საგრადა (10% კასკაროზიდები) - 125მგ,

                კასკარა საგრადა (ანტრაცენის წარმოებულები 15%) - 64 მგ

                სინამაქის ფოთოლი (სენოზიდები - 20%) - 60 მგ,

                რევანდი (10% ანტრაქინონი) - 50 მგ,

                დენდელიონი (ბაბუაწვერას  მშრალი ექსტრაქტი) - 50 მგ,

                FOS (ფრუქტო-ოლიგო-საქარიდები) - 40 მგ.

                დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ცხიმოვანი

                მჟავების მაგნიუმის მარილები, სილიციუმის დიოქსიდი.

Cascara Sagrada, რომელიც მიღებულია ჩრდილოეთ ამერიკის ძირძველი ხის, Cascara Buckthorn-ის ქერქისგან, წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს და ყველაზე პოპულარულ ბუნებრივ საფაღარათო საშუალებას. იგი საუკუნეებია გამოიყენება როგორც ხალხურ, ასევე სამედიცინო პრაქტიკაში.

კასკარა საგრადას (ხეჭრელას) შემადგენლობაში არსებული აქტიური ნივთიერებები, განსაკუთრებით კასკაროზიდები და ანტრაცენური გლიკოზიდები, მოქმედებენ ნაწლავის კედლებზე: ასტიმულირებენ ნაწლავების პერისტალტიკას და ხელს უწყობენ რბილ და რეგულარულ დეფეკაციას. მისი მოქმედება ნაზი და უსაფრთხოა, ვინაიდან არ იწვევს ტკივილს და გაღიზიანებას.

კასკარა საგრადას ასევე გააჩნია ჰეპატოპროტექტორული და ნაღვლმდენი მოქმედება, რაც ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესის გაუმჯობესებას.

ხეჭრელა საპონინებისა და მთრიმლავი ნივთიერებების შემცველობის გამო ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიციდული თვისებებით. ისინი გავლენას ახდენენ ნაწლავის ლორწოვან გარსზე, წარმოქმნიან დამცავ აპკს, ამსუბუქებენ ტკივილის შეგრძნებას და ხელს უშლიან ანთების კერების განვითარებას. გარდა ამისა, ეს კომპონენტები თრგუნავენ დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების აქტივობას, რითაც ხელს უშლიან ნაწლავში დუღილისა და ლპობის პროცესების წარმოქმნას.

სინამაქის ფოთლები შეიცავს ანტრაგლიკოზიდებს, ძირითადად სენოზიდებს, რაც იწვევს ნაწლავების ლორწოვანი გარსის რეცეპტორების გაღიზიანებას, რეფლექტორულად აძლიერებს პერისტალტიკას (განსაკუთრებით მსხვილი ნაწლავის), რაც განაპირობებს ნაწლავების უფრო სწრაფ დაცლას და ნორმალურ ფუნქციონირებას, არამხოლოდ ყაბზობის, არამედ ბუასილის ნიშნების დროსაც.

რევანდი  ათავისუფლებს ორგანიზმს არასასურველი ტოქსინებისგან, ხელს უწყობს წონის კლების პროცესს. მასში არსებული დიეტური ბოჭკოები უზრუნველყოფენ ნაწლავების რეგულარულ მუშაობას, რითაც იცავს ორგანიზმს ყაბზობისგან და ხელს უწყობს მომნელებელი სისტემის გაუმჯობესებას.

დენდელიონი ბაბუაწვერას მშრალი ექსტრაქტი -გამოიყენება როგორც ხალხურ ასევე ტრადიციულ მედიცინაში. მისი როლი საჭმლის მომნელებელი სისტემის გაჯანსაღებაში საკმაოდ დიდია. იგი ააქტივებს გასტროინტესტინალური ტრაქტის ფუნქციებს. ეფექტურია ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების (მაგალითად, ნაღვლ-კენჭოვანი პათოლოგიის), ასევე  გასტრიტისა და კოლიტის დროს.

FOS ფრუქტო-ოლიგო -საქარიდები ხასიათდება პრებიოტიკური თვისებებით, იგი ხელს უწყობს სასარგებლო ბაქტერიების  ბიფიდობაქტერიებისა და ლაქტობაქტერიების ზრდასა და გამრავლებას. რაც დადებითად მოქმედებს  ნაწლავის მიკროფლორაზე. გარდა ამისა FOS-ს ახასიათებს პროკინეტიკური მოქმედება - ახდენს  კუჭ-ნაწლავის მოტორიკის სტიმულირებას, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების, მარილების, მძიმე მეტალებისა და ცხიმოვანი მჟავების გამოდევნას.

კომბილაქსი რაპიდი:

შედგება სინერგიულად მოქმედი კომპონენტებისაგან;

არის საფაღარათო, ყაბზობის საწინააღმდეგო საშუალება;

აღადგენს ნაწლავის მიკროფლორას;

აქვს საჭმლის მომნელებელი და შარდმდენი მოქმედება;

ამცირებს ნაწლავებში აირების წარმოქმნას;

არ შეიცავს:

გლუტეინს, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, შაქარს, საფუარს;

კარგად გადაიტანება დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში;

მიღების წესი:

მიიღება 1 ტაბლეტი ძილის წინ.

საჭიროების შემთხვევაში 2 ტაბლეტი დღეში.

გაფრთხილება:

საკვები დანამატები არ გამოიყენება მრავალფეროვანი დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ სადღეღამისო დოზას. არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, ორსულებსა და მეძუძურებში, ასევე შემადგენელი კომპონენტების მიმართ  ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირებში.  შესაძლებელია განვითარდეს ელექტროლიტური დისბალანსი, ამიტომ  საჭიროა სამედიცინო ზედამხედველობა გულ-სისხლძარღვთა  დაავადების მქონე პაციენტებში. არ მიიღოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები:

ინახება  მშრალ, გრილ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ასევე, იხილეთ: Amvilab - ამვილაბი ლაქსამვი 30 კაფსულა

მეტი ინფორაცია
Units30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy