Carsil - კარსილი დრაჟე 80 დრაჟე
ჩვენება: გამოიყენება სიმპტომატური მკურნალობისას ღვიძლის ქრონიკული ტოქსიური დაზიანებისას; ღვიძლის ქრონიკული ანთებითი დაავადებების და ღვიძლის ციროზის დროს.
კარსილი22,5მგ გარსით დაფარული ტაბლეტები
Carsil® 22,5 mg coated tablets
სილიმარინი (silymarin)
ამ წამლის გამოყენებამდე გულდასმით წაიკითხეთ ჩანართი ფურცელი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ყოველთვის მიიღეთ ეს ეს წამალი ისე, როგორც ეს აღწერილია ჩანართ -ფურცელში ან როგორც გირჩიათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა.
- შეინახეთ ეს ჩანართი- ფურცელი. შესაძლოა ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- თუ გესაჭიროებათ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.
- უნდა მიმართოთ ექიმს, თუ თქვენი სიმპტომები უარესდება ან არ აღინიშნება მათი გაუმჯობესება.
- თუ აღგენიშნათ რაიმე გვერდითი მოვლენა, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, ეს ეხება ყველა სხვა შესაძლო გვერდით მოვლენასაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ფურცელ-ჩანართში. იხ. პუნქტი 4.
ამ დანართ ფურცელში მოცემულია :
1. რას წარმოადგენს კარსილი და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ კარსილის მიღების დაწყებამდე
3. როგორ უნდა მიიღოთ კარსილი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. როგორ უნდა შეინახოთ კარსილი
6. შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია.
1.რას წარმოადგენს კარსილი და რისთვის გამოიყენება
კარსილი – სამკურნალო პრეპარატია, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერება სილიმარინს, რომელიც მიიღება ბაყაყურას ნაყოფისაგან. სილიმარინი ააქტიურებს ცილების და ფოსფოლიპიდების სინთეზს ღვიძლის დაზიანებულ უჯრედებში, ახდენს მათი უჯრედული მემბრანების სტაბილიზაციას, ბოჭავს თავისუფალ რადიკალებს (ანტიოქსიდანტური მოქმედება). მისი ძირითადი მოქმედება მდგომარეობს ღვიძლის უჯრედების დაცვაში სხვადასხვა მავნე ფაქტორების ზეგავლენისაგან, როგორიცაა ალკოჰოლი, წამლები, ვირუსული ინფექციები, ინდუსტრიული დაბინძურება. ღვიძლის უჯრედების დაზიანების შემთხვევაში ის ხელს უწყობს მათ უფრო სწრაფ აღდგენას.
გამოიყენება სიმპტომატური მკურნალობისას ღვიძლის ქრონიკული ტოქსიური დაზიანებისას; შემანარჩუნებელი მკურნალობის სახით ღვიძლის ქრონიკული ანთებითი დაავადებების და ღვიძლის ციროზის დროს.
2.რა უნდა იცოდეთ კარსილის მიღების დაწყებამდე
არ გამოიყენოთ კარსილი
- თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა), აქტიური ნივთიერების ან კარსილის ნებისმიერი სხვა შემადგენელი ნივთიერების მიმართ(მოცემულია მე-6 ე პუნქტში)
- 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, გამოყენების საკმარისი კლინიკური გამოცდილების არარსებობის გამო.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
თუ გაქვთ დაავადება, რომელსაც თან ახლავს ჰორმონული დარღვევები (როგორიცაა საშვილოსნოს, საკვერცხეების ან სარძევე ჯირკვლების სიმსივნური წარმონაქმნები, წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნეები), კარსილით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
- კარსილით მკურნალობა არ ანაცვლებს დიეტას, ან ღვიძლის დაზიანებისას ალკოჰოლის გამოყენებისაგან თავის შეკავებას.
სხვა სამკურნალო პრეპარატები და კარსილი
გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ ან ახლახანს იღებდით ან აპირებთ სხვა სამკურნალო პრეპარატების მიღება.
კარსილმა შეიძლება შეამციროს პერორალური ჩასახვისსაწინააღმდეგო საშუალებების და იმ სამკურნალო პრეპარატების ეფექტურობა, რომლებიც გამოიყენება ჰორმონ-ჩანაცვლებითი თერაპიის დროს.
კარსილმა შესაძლოა გააძლიეროს ისეთი სამკურნალო პრეპარატების მოქმედება, როგორიცაა დიაზეპამი, ალპრაზოლამი, კეტოკონაზოლი, ლოვასტატინი, ატორვასტატინი, ვინბლასტინი.
ორსულ ობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი, ეჭვობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე, მიმართეთ რჩევისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში კარსილი შეიძლება გამოიყენოთ მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით ,თუ დედისთვის სარგებელი აღემატება პრეპარატის გამოყენების რისკს ნაყოფისათვის.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანებთან მუშაობა
კარსილი არ ახდენს არასასურველ გავლენას ტრანსპორტის მართვასა და მანქანებთან მუშაობაზე.
კარსილი შეიცავს ხორბლის სახამებელს
კარსილში შემავალი ხორბლის სახამებელი შეიცავს გლუტენს უმნიშვნელო რაოდენობით და ამიტომ ნაკლებად შესაძლებელი, რომ ამან გამოიწვიოს პრობლემები ცელიაკიის (გლუტენური ენტეროპათია) მქონე პირებში. ერთი ტაბლეტი შეიცავს არაუმეტეს 3,95 მიკროგრამ გლუტენს. პაციენტებმა ალერგიით ხორბალზე (რომელიც განსხვავდება ცელიაკიისაგან), არ უნდა მიიღონ ეს წამალი.
კარსილი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატსდა საქაროზას .
თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ,რ ომ გაქვთ რომელიმე შაქრის აუტანლობა, დაუკავშირდით მას ამ წამლის გამოყენებამდე.
კარსილის შემადგენლობაში შედის მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E 218), პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E 216). მათ შესაძლოა გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (შესაძლებელია შენელებული ტიპის).
3. როგორ გამოვიყენოთ კარსილი
ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია. ამ ინსტრუქციაში ან როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთ თქვენს
ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
უფრო მძიმე მდგომარეობებისთვის რეკომენდებული დოზაა 4 შემოგარსული ტაბლეტი, 3-ჯერ დღეში.
მსუბუქ შემთხვევებში და როგორც შემანარჩუნებელი თერაპია, რეკომენდებული დოზაა 2 შემოგარსული ტაბლეტი, 3-ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება თქვენი ექიმის მიერ.
კარსილი მიიღება პერორალურად, საკმარისი რაოდენობით სითხის დაყოლებით.
გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში
ბავშვებში გამოყენების საკმარისი კლინკური მონაცემები არ არის.
მკურნალობის კურსი გრძელდება მინიმუმ სამი თვე. თუ თქვენი ჩივილები ნარჩუნდება, მიმართეთ რჩევისთვის თქვენს ექიმის.
თუ თქვენ მიიღეთ კარსილის საჭიროზე მეტი დოზა
თუ თქვენ მიიღეთ დანიშნულზე მეტი დოზა, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
თუ თქვენ გამოტოვეთ კარსილის მიღება
თუ თქვენ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე. თუ თითქმის დადგა შემდეგი დოზის მიღების დრო, მიიღეთ იგი ჩვეულებრივ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. გააგრძელეთ პრეპარატის მიღება დანიშნულების მიხედვით.
თუ გაქვთ ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვები, გთხოვთ მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოველენები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალება, კარსილმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველას არ უვითარდება.
კარსილი კარგად გადაიტანება. შესაძლო გევრდითი მოვლენები შექცევადი ხასიათისაა და პრეპტარატის გამოყენების შეწყვეტის მერე გაივლის.
ძალიან იშვიათი (1-ზე ნაკლები 10 000 პაციენტიდან)
კანის ალერგიული რეაქციები- როგორიცაა ქავილი და გამონაყარი, ურტიკარია
იშვიათი (გამოვლენის ალბათობით 1-დან 10-მდე პაციენტში 10 000-დან) შესაძლოა აღინიშნოს არსებული ვესტიბულური დარღვევების გაძლიერება, დიარეა , შესაძლებელია გაძლიერდეს ღვიძლის ფუნქციის და ნაღვლის გამოყოფის გაძლიერება.
უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია სიხშირის შეფასება) ანაფილაქსიური შოკი, გულისრევა, ღებინება, დისპეპსია, მადის დაქვეითება, გაზების წარმოქმნა.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
რაიმე არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით, თქვენ შეიტანთ თქვენს წვლილს აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოებაში.
5. როგორ უნდა შეინახოთ კარსილი
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25 ºС ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, რათა დაცული იყოს ტენიანობისგან.
არ გამოიყენოთ კარსილი მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს. წამალი არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ თქვენთვის არასაჭირო წამალი. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას
6. შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს კარსილი
აქტიური ნივთიერება: 40.9-56,3 მგ მბაყაყურას ნაყოფის მშრალი ექსტრაქტი (35-50:1) ექვ. 22.5 სილიმარინის, სილიბინინის სახით (HPLC).
სხვა შემადგენელი ნაწილები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი; პოვიდონი; მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი; ტალკი; მანითოლი; კროსპოვიდონი; პოლისორბატი 80; ნატრიუმის ჰიდროგენკარბონატი.
- გარსი: ცელულოზის აცეტატ ფტალატი; დიეთილ ფტალატი; საქაროზა; აკაციის გუმფისი; ჟელატინი; ტალკი; ტიტანიუმის დიოქსიდი; მაკროგოლი 6000; გლიცეროლი; ყავისფერი ოპალუქსი (საქაროზა, რკინის ოქსიდი (Е 172), მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E 218), პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E 216)).
როგორ გამოიყურება კარსილი და რას შეიცავს შეფუთვა
გარსით დაფარული სწორი მრგვალი ფორმის, ყავისფერი ტაბლეტები, სუნის გარეშე.
10 გარსით დაფარული PVC /ალუმინის ფირის ბლისტერზე.
8 ბლისტერი (80 გარსით დაფარული ტაბლეტი) ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
Units | 80 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account