Espumisan - ესპუმიზანი ბეიბი წვეთები 100მგ 30მლ
ჩვენება : კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ჩივილების დროს, რომლებიც გამოწვეულია აირების წარმოქმნით, როგორიცაა ნაწლავში აირების დაგროვება (მეტეორიზმი), მუცლის შებერილობა, კოლიკა ახალშობილებში.
ესპუმიზანი® ბეიბი 100მგ/მლ,შიგნით მისაღები წვეთები, ემულსია
მოცემული პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი,რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას . მოცემული პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ამ ჩანართში მოყვანილი მითითებების ზუსტად დაცვით ან მკურნალი ექიმის თუ ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. - შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა. - თუ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა დაგჭირდათ, მიმართეთ ფარმაცევტს. - რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4. - თუ 3 დღის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა, მიმართეთ ექიმს. |
მოცემული ჩანართის შინაარსი
1. რას წარმოადგენს პრეპარატი ესპუმიზანი ® ბეიბი და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ესპუმიზანი ® ბეიბის მიღებამდე
3. როგორ მიიღება პრეპარატი ესპუმიზანი ® ბეიბი
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
5. პრეპარატ ესპუმიზანი ® ბეიბის შენახვის პირობები
6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
1.რას წარმოადგენს პრეპარატი ესპუმიზანი®ბეიბი და რისთვის გამოიყენება
მოცემული სამკურნალო საშუალება ხსნის აირების ჭარბ გამოთავისუფლებას (მუცელში აირების წარმოქმნა და დაგროვება) და განკუთვნილია ყველა ასაკობრივ ჯგუფში გამოსაყენებლად. მისი მოქმედება ეფუძნება საკვებ მასებში და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოში არსებული აირის ბუშტუკების დაშლას. ამ გზით გამოთავისუფლებული აირები შეიწოვება ნაწლავის კედელში, ასევე გამოთავისუფლდება ნაწლავის მოძრაობის დროს.
პრეპარატ ესპუმიზანი®ბეიბის დანიშვნა
გამოიყენება:
თვით მკურნალობის წესით:
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების არსებობით გამოწვეული დარღვევების ნიშნების მკურნალობისთვის, მაგალითად, ნაწლავში აირების დაგროვება (მეტეორიზმი), აირების ჭარბი გამოთავისუფლება ან კოლიკა ჩვილებში (სამთვიანთა კოლიკა).
ექიმის მეთვალყურეობით:
- მკურნალობისთვის, რომელიც მიმართულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების არსებობით გამოწვეული დარღვევების სიმპტომების მოხსნისკენ, მაგალითად, აირების მომატებული წარმოქმნა ნაწლავში ოპერაციის შემდეგ;
- მუცლის ღრუს მოსამზადებლად დიაგნოსტიკური პროცედურებისთვის (მაგალითად, რენტგენოგრაფია, უბგ, ენდოსკოპიური გამოკვლევა, საკონტრასტო საშუალებების სუსპენზიაზე დანამატის სახით).
თუ 3 დღის შემდეგ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა, უნდა მიმართოთ ექიმს.
2.რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ესპუმიზანი®ბეიბის მიღებამდე
არ მიიღოთ პრეპარატი ესპუმიზანი®ბეიბი
- თუ გაქვთ ალერგია სიმეთიკონის ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტების მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6).
- გახსოვდეთ ამის შესახებ, თუ აძლევთ ამ პრეპარატს სხვა პირებს, ვინაიდან მათაც შეიძლება ეხებოდეთ ეს საკითხი.
განსაკუთრებული გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები
პრეპარატ ესპუმიზანი ® ბეიბის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ახალი ჩივილების გამოვლენისას უნდა მიმართოთ ექიმს. არ მიიღოთ მოცემული პრეპარატი 14 დღეზე მეტი დროის განმავლობაში ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ ამ დროის განმავლობაში სიმპტომები არ ალაგდა, უნდა მიმართოთ ექიმს.
ბავშვები და მოზარდები
პირველ რიგში, ჩვილებსა და ბავშვებში პრეპარატის გამოყენებამდე, უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.
სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი ესპუმიზანი®ბეიბი
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ ცნობილი არ არის.
პრეპარატ ესპუმიზანი®ბეიბის მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად
განსაკუთრებული პირობები აღნიშნული არ არის.
ორსულობა,ძუძუთი კვება და შვილოსნობის ფუნქცია
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობის პერიოდში მოცემული პრეპარატის ზემოქმედების შესახებ კლინიკური მონაცემები არ არსებობს, ამიტომ ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვას არ საჭიროებს.
პრეპარატი ესპუმიზანი ® ბეიბი შეიცავს ნატრიუმს.
მოცემული სამკურნალო საშუალების 1 მლ შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ე.ი. შეიძლება ჩაითვალოს, რომ პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
3.როგორ მიიღება პრეპარატი ესპუმიზანი®ბეიბი
მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ამ ჩანართში მოყვანილი მითითებების ზუსტად დაცვით ან მკურნალი ექიმის თუ ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. ეჭვის არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
არსებობსპრეპარატესპუმიზანი ® ბეიბის დოზის განსაზღვრისორიმეთოდი
იმის მიხედვით, თუ რამდენად მაღალია დოზა, მისი განსაზღვრა შეიძლება:
- პიპეტით;
- მილილიტრებით (მლ) გრადუირებული საზომი ხუფით.
საზომი ხელსაწყოების გამოყენების დეტალური ინფორმაცია იხილეთ დოზირების ცხრილის ქვემოთ.
დოზირება
მოცემული სამკურნალო საშუალების დოზა განისაზღვრება თქვენი სიმპტომების გამოხატულობის მიხედვით.
რეკომენდებული დოზა:
თვითმკურნალობის სახითკუჭ-ნაწლავის ტრაქტშიაირებისარსებობითგამოწვეულიდარღვევების ნიშნების მოსახსნელად
ასაკობრივი ჯგუფი |
დოზა წვეთებში (პიპეტი) |
ჩვილები |
5-10 წვეთს უმატებენ ბავშვის საკვებს ბოთლში ან აძლევენ ჩვილს პატარა კოვზით უშუალოდ ძუძუთი კვების წინ. |
1-6 წელი |
10 წვეთი 3-5-ჯერ დღე-ღამეში |
6-14 წელი |
10-20 წვეთი 3-5-ჯერ დღე-ღამეში |
მოზარდები და მოზრდილები |
20 წვეთი 3-5-ჯერ დღე-ღამეში |
ამ პრეპარატის მიღება შეიძლება ოპერაციის შემდეგაც (ექიმის მეთვალყურეობით).
მოცემულ პრეპარატს ღებულობენ ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში - აგრეთვე, ძილის წინ.
მოცემული პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს სანამ დარღვევების ნიშნები შენარჩუნებულია, ხოლო სამედიცინო კონსულტაციის გარეშე - არაუმეტეს 14 დღის განმავლობაში.
მოცემული პრეპარატის ხანგრძლივად მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. ასევე, იხილეთ პარაგრაფი 2 „განსაკუთრებული მითითება და უსაფრთხოების ზომები“.
დიაგნოსტიკურიპროცედურებისწინ (ექიმის დანიშნულებით)
დოზა მლ-ში (საზომი ხუფი) |
გამოკვლევამდე ერთი დღით ადრე – 1 მლ 3-ჯერ დღე-ღამეში ჭამის შემდეგ და გამოკვლევის ჩატარების დღეს დილით – 1 მლ |
საკონტრასტოსაშუალებებისსუსპენზიაზედანამატის სახით (ექიმის მეთვალყურეობით)
დოზა მლ-ში (საზომი ხუფი) |
კონტრასტული საშუალების 1ლ „ფაფაზე“ 2-4მლ ორმაგი კონტრასტული გამოსახულების მისაღებად |
კუჭისადაწვრილინაწლავისგამოკვლევისწინ (ენდოსკოპია)ექიმის მეთვალყურეობით
დოზა მლ-ში (საზომი ხუფი) |
2-3 მლ ენდოსკოპიის ჩატარებამდე |
საჭიროების შემთხვევაში, თუ გამოკვლევას ხელს უშლის ქაფის ბუშტუკები, მათი გაქრობა შეიძლება დამატებით რამდენიმე მილილიტრი ემულსიის შეყვანით ენდოსკოპის ინსტრუმენტულ არხში გამოკვლევის ჩატარების დროს |
გამოყენები სწესი
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ!
პიპეტისგამოყენება(10-25წვეთი) :
ფლაკონი დაიჭირეთ ვერტიკალურად, პიპეტის თავით ქვევით.
25 წვეთი შეესაბამება 1 მლ ემულსიას (შეესაბამება 100 მგ სიმეთიკონს).
საზომიხუფისგამოყენება:
საზომი ხუფი (დოზირების ხელსაწყო) გრადუირების ხაზებით მილილიტრებში დამაგრებულია 30 მლ და 50 მლ ტევადობის ფლაკონი-საწვეთურის ხრახნიან თავსახურზე. საჭიროების შემთხვევაში (მაგალითად, თუ საჭიროა 25 წვეთი ან მეტი), შეიძლება მისი მოხსნა და გამოყენება დოზის გასაზომად პიპეტის ნაცვლად.
მითითება: გადაყლაპვის საშიშროების გამო საზომი ხუფი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
თუ მიიღეთ/გამოიყენეთ პრეპარატ ესპუმიზანი®ბეიბის საჭიროზე მეტი რაოდენობა
ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოცემული პრეპარატის ძალიან დიდი დოზის მიღებამ გამოიწვიოს რაიმე სახის არასასურველი მოვლენა. ამ პრეპარატის დიდი რაოდენობის მიღებასაც კი არ ახლავს რაიმე პრობლემები. მოცემული პრეპარატის მოქმედი ნივთიერება, სიმეთიკონი, შლის ქაფს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მხოლოდ ფიზიკური გზით. ნაწლავში გავლისას სიმეთიკონი არ შეიწოვება და არ ხდება მისი ქიმიური ან ფერმენტული გარდაქმნა.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ესპუმიზანი®ბეიბის მიღება
ეს დოზა შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერ დროს.
თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ესპუმიზანი®ბეიბის მიღება
შესაძლებელია, დარღვევები განახლდეს.
მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
სიმეთიკონის შემცველი პრეპარატების მიღების შემდეგ ცნობილია ალერგიული რეაქციების შესახებ, მათ შორის ურტიკარიული გამონაყარი, გამონაყარი, კანის გაწითლება, ქავილი, ალერგიული დერმატიტი და კანის სხვა რეაქციები. არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე შეფასებას არ ექვემდებარება (სიხშირე უცნობია).
შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ
რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული ამ ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ გააგზავნოთ შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ უშუალოდ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის საშუალებით. გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.
5.პრეპარატ ესპუმიზანი®ბეიბის შენახვის პირობები
მოცემული სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია გარე შეფუთვაზე და ეტიკეტზე წარწერა „ვარგისია”-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ არაუმეტეს 30˚C ტემპერატურაზე. არ გააცივოთ და არ გაყინოთ.
ვარგისობის ვადა: 36 თვე.
ფლაკონის გახსნის შემდეგ მოცემული პრეპარატის გამოყენება შეიძლება 6 თვის განმავლობაში.
არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.
6.შეფუთვის შიგთავსი დადამატებითი ინფორმაცია
პრეპარატ ესპუმიზანი®ბეიბის შემადგენლობა
- მოქმედი ნივთიერება არის სიმეთიკონი.
1 მლ შიგნით მისაღები ემულსია შეიცავს 100 მგ სიმეთიკონს.
- სხვა კომპონენტები: მაკროგოლის სტეარატი, გლიცერინის მონოსტეარატი 40-55, სორბინის მჟავა (E200), ნატრიუმის ჰიდროქსიდი (E524) - pH მნიშვნელობის დასარეგულირებლად, ნატრიუმის ქლორიდი, კარბომერები, ნატრიუმის ციტრატი (E331), სუკრალოზა (E955), გაწმენდილი წყალი.
პრეპარატ ესპუმიზანი®ბეიბის აღწერადა შეფუთვის შიგთავსი
პრეპარატი არის რძისფერი-თეთრი ფერის, ოდნავ ბლანტი ემულსია, 30მლ ან 50 მლ ტევადობის ყავისფერი მინის ფლაკონში ეტიკეტით, პიპეტით, თავსახურით, რომელიც აღჭურვილია არასანქცირებული გახსნისგან დამცავი მექანიზმით (ხრახნიანი თავსახური მოსახსნელი რგოლით) და მასთან მიმაგრებული საზომი ხუფით.
ამ პრეპარატისთვის დამახასიათებელია სითხის თანდათანობით გაყვითლება.
შეიძლება, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account