PERISTALID - პერისტალიდი 667მგ/მლ სუსპენზია 200მლ GMP

განსაკუთრებული ფასი 19,33 GEL რეგულარული ფასი 27,23 GEL
მარაგშია
SKU
49020_2209

ჩვენება: გამოიყენება ნაწლავთა ხანგრძლივი დისფუნქციის (ქრონიკული ყაბზობის), ნაწლავთა სალმონელოზური ანთების (ენტერიტის),ჰემოროიდული კვანძების, ანალური ნახეთქების, ანალური ფისტულების დროს.

პერისტალიდი 

PERISTALID 

667 მგ/მლ სიროფი

ლაქტულოზა

ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

-        მედიკამენტი მიიღება გამოყენების ინსტრუქციის ან ექიმის და ფარმაცევტის მითითების შესაბამისად.

-        შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

-        დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ფარმაცევტს. 

-        გვერდითი ეფექტების განვითარების ან ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს (იხ. ნაწილი 4).

-        სიმპტომების გაუარესების ან დადებითი დინამიკის არარსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

გამოყენების ინსტრუქცია მოიცავს:

1.   რა არის პერისტალიდი და რისთვის გამოიყენება

2.   რისი ცოდნაა საჭირო პერისტალიდის მიღებამდე

3.   პერისტალიდის გამოყენება

4.   შესაძლო გვერდითი ეფექტები

5.   პერისტალიდის შენახვის პირობები

6.   გამოშვების ფორმა და სხვა ინფორმაცია

1.   რა არის პერისტალიდი და რისთვის გამოიყენება

პერისტალიდი მიეკუთვნება საფაღარათო საშუალებებს. 

პერისტალიდი გამოიყენება:

-        ნაწლავთა ხანგრძლივი დისფუნქციის (ქრონიკული ყაბზობის);

-        ნაწლავთა სალმონელოზური ანთების (ენტერიტის);

-        ჰემოროიდული კვანძების, ანალური ნახეთქების, ანალური ფისტულების (არხი, რომელიც წარმოიქმნება მაგ.: სწორ ნაწლავსა და სხვა ორგანოებს შორის), ანალური აბსცესების, სწორი ნაწლავის წყლულების და ანუსზე ან სწორ ნაწლავზე ჩატარებული ოპერაციების დროს. 

პერისტალიდი გამოიყენება ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის დროს, ღვიძლისმიერი პრეკომისა და კომის ჩათვლით.

სიმპტომების გაუარესების ან დადებითი დინამიკის არარსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. 

2.   რისი ცოდნაა საჭირო პერისტალიდის მიღებამდე

ნუ მიიღებთ პერისტალიდს, თუ

-        გაწუხებთ ალერგია ლაქტულოზას მიმართ.

-        გაწუხებთ ნაწლავური გაუვალობა. 

განსაკუთრებული მითითებები

პერისტალიდის მიღებამდე მიმართეთ ექიმს, თუ

-        ყაბზობა დარჩა ან განახლდა მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ;

-        გაქვთ დიაბეტი და იღებთ პერისტალიდს ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის მკურნალობის მიზნით, რადგან აღნიშნულ შემთხვევაში შესაძლოა სისხლში გლუკოზის დონის მატება გამოიწვიოს. 

სხვა მედიკამენტების გამოყენება

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ რაიმე მედიკამენტი.

პერისტალიდი გავლენას ახდენს მსხვილი ნაწლავის შიგთავსის მჟავიანობაზე, ამიტომ აუცილებლად აცნობეთ ექიმს თუ იღებთ 5-ამინოსალიცილის მჟავას წარმოებულებს, როგორიცაა მესალამინი, რადგან მათი მოქმედება დამოკიდებულია ნაწლავურ პH-ზე. 

პერისტალიდის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

პერისტალიდის მიღება დასაშვებია წყალთან ან წვენებთან, ასევე საკვებთან (იოგურტი) ერთად. მიღება უმჯობესია უზმოზე. 

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში, ორსულობაზე ეჭვის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი

პერისტალიდი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

პერისტალიდი შეიცავს ლაქტოზას

ნახშირწყლების აუტანლობის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

პერისტალიდი შეიცავს გალაქტოზას

ნახშირწყლების აუტანლობის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე, მიმართეთ ექიმს.

შეიცავს 5.5 გ-მდე გალაქტოზას დოზის ერთეულში, რაც გასათვალისწინებელია დიაბეტიან პაციენტებში.

3.   პერისტალიდის გამოყენება

მედიკამენტი მიიღება გამოყენების ინსტრუქციის ან ექიმის და ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ ექიმთან.

რეკომენდებული დოზა:

მოზრდილები: 

-        ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია, პრეკომისა და კომის ჩათვლით: საწყისი დოზა - 30-50 მლ 3-ჯერ დღეში. შემდგომში, დიარეის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა დოზის კორექცია.

-        ქრონიკული ყაბზობა, ჰემოროიდული კვანძები, ანალური ნახეთქები, ანალური ფისტულები, ანალური აბსცესები, სწორი ნაწლავის წყლულები და ანუსზე ან სწორ ნაწლავზე ჩატარებული ოპერაციები: 10-45 მლ დღეში პირველი 3 დღის განმავლობაში, მე-4-ე დღიდან 10-25 მლ დღეში.

-        სალმონელოზური ენტერიტი: 15 მლ 3-ჯერ დღეში 10-12 დღის განმავლობაში, 7 დღიანი შესვენება და შემდგომ 15 მლ 5-ჯერ დღეში 10-12 დღის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში კვლავ 7 დღიანი შესვენება და 30 მლ 3-ჯერ დღეში 10-12 დღის განმავლობაში.  

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში:

  ქრონიკული ყაბზობა და ჰემოროიდული კვანძები, ანალური ნახეთქები, ანალური ფისტულები, ანალური აბსცესები, სწორი ნაწლავის წყლულები და ანუსზე ან სწორ ნაწლავზე ჩატარებული ოპერაციები სალმონელოზური ენტერიტი
7-14 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები 15 მლ დღეში პირველი 3 დღის განმავლობაში,მე-4-ე დღიდან შემანარჩუნებელი დოზა 10 მლ დღეში.  მოზრდილთა დოზის 1/2, იგივე სქემით 
1-6 წლამდე ასაკის ბავშვები 5-10 მლ დღეში მოზრდილთა დოზის 1/3, იგივე სქემით
ჩვილები 5 მლ დღეში -

 
პერისტალიდის გამოყენების წესი

·       დოზირება ხდება თანდართული საზომი საშუალებით.

·       პერისტალიდის ეფექტი შესაძლოა გამოვლინდეს მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის შემდეგ, ამიტომ მნიშვნელოვანია მედიკამენტის რეგულარული მიღება.

·       საჭიროა დოზის თანდათან კორექცია ასაკის შესაბამისად ისე, რომ დღეში 2-3-ჯერ მოხდეს დეფეკაცია შერბილებული (ფეკალური) მასებით და არ განვითარდეს დიარეა.

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს თავის ტკივილს და დიარეას. 

დოზის გამოტოვება

დოზის გამოტოვების შემთხვევაში მიიღეთ საჭირო დოზა შეძლებისდაგვარად სწრაფად.

ნუ მიიღებთ გაორმაგებულ დოზას გამოტოვებულის სანაცვლოდ.

პერისტალიდის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 

4.   შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, პერისტალიდსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა არა ყველა პაციენტში.

მკურნალობის დასაწყისში შესაძლოა მეტეორიზმის (შებერილობის) განვითარება, რაც, ჩვეულებრივ, გაივლის მკურნალობის პროცესში. 

მაღალი დოზების მიღების შემთხვევაში (ჰიპერდოზირება ან ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის მკურნალობა) შესაძლოა დიარეის განვითარება.

5.   პერისტალიდის შენახვის პირობები

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

ინახება არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ გახსნიდან 2 თვის განმავლობაში.

ნუ გამოიყენებთ კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. გამოყენების ვადად მიიჩნევა შესაბამისი თვის ბოლო დღე.

ნუ გამოიყენებთ მედიკამენტს, თუ შენიშნეთ დაზიანების ნიშნები.

გამოუყენებელ მედიკამენტს ნუ გადააგდებთ. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ იგი. ამგვარად დაიცავთ გარემოს დაბინძურებისაგან.

6.   გამოშვების ფორმა და სხვა ინფორმაცია

პერისტალიდის შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ლაქტულოზა.

არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს.

პერისტალიდის გამოშვების ფორმა

პერისტალიდი წარმოადგენს გამჭვირვალე, წებოვან, უფეროდან მკრთალ მოყავისფრო-მოყვითალო სიროფს. 

პერისტალიდი გამოდის 200 მლ-იანი III ტიპის ნარინჯისფერ შუშის ბოთლში, 20 მლ მოცულობის საზომი საშუალებით.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ვარგისობის ვადა:

3 წელი.

ასევე, იხილეთ : Duphalac - დუფალაკი 10 პაკეტი 15მლ

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy