PANTOPRA - პანტოპრა 40მგ GMP 28 ტაბლეტი

18,13 GEL
მარაგშია
SKU
57259_2080

ჩვენება:კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება.

წამლის ფორმა

ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები.

აღწერილობა: ოვალური  ორმხრივამოზნექილი  ტაბლეტები,  დაფარული  ყვითელი ფერის ნაწლავში ხსნადი გარსით.

შემადგენლობა

ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: პანტოპრაზოლის ნატრიუმის სესქვიჰიდრატი 45.10მგ (რომელიც ექვივალენტურია 40 მგ პანტოპრაზოლის) 

დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, კალციუმის კარბონატი, კროსპოვიდონი, კოპოვიდონი, საქაროზის სტეარატი, კალციუმის სტეარატი.

გარსის შემადგენლობა: Opadry®  White YS-1-7027 (ჰიპრომელოზა,  ტიტანის დიოქსიდი, ტრიაცეტინი),  Acryl-EZE®    Yellow 93O92157 (მეტაკრილის  მჟავის  კოპოლიმერი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, ტრიეთილციტრატი, სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის ბიკარბონატი, რკინის ოქსიდი ყვითელი, ნატრიუმის ლაურილსულფატი), გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

კუჭის წვენის მჟავიანობის დამწევი საშუალებები, პეპტიური წყლულისა და გასტროეზოფაგური რეფლუქს-დაავადების სამკურნალო საშუალებები. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები 

მოქმედების მექანიზმი
ფარმაკოდინამიკა

პანტოპრაზოლი წარმოადგენს ბენზიმიდაზოლის წარმოებულს, რომელიც აინჰიბირებს კუჭში მარილმჟავის სეკრეციას პარიეტული უჯრედების პროტონული ტუმბოს სპეციფიკური ბლოკადის ხარჯზე.

პანტოპრაზოლი გარდაიქმნება აქტიურ ფორმად პარიეტული უჯრედების მჟავე არეში, სადაც აინჰიბირებს H+/K+-ატფ-აზას, ანუ აბლოკირებს კუჭში მარილმჟავის გამოყოფის დასკვნით სტადიას. იმის გამო, რომ პანტოპრაზოლი სუსტი ფუძეა, იგი გროვდება პარიეტული უჯრედების არხებში, ურთიერთქმედებს წყალბადის იონთან, ტრანსფორმირდება სულფენამიდის წარმოებულებად, რომლებიც ქმნიან კოვალენტურ კავშირს პროტონული ტუმბოს SH-ჯგუფთან აპიკალური მემბრანის ზედაპირზე. ამის შედეგად ბლოკირდება მარილმჟავის სეკრეციის საბოლოო ფაზა, რაც იწვევს კუჭში

მჟავის ბაზალური და სტიმულირებული სეკრეციის დონის შემცირებას.

ინჰიბირება არის დოზა დამოკიდებული. პაციენტების უმრავლესობას სიმპტომები აღარ  აღენიშნებათ ორი კვირის შემდეგ.  პანტოპრაზოლი  ამცირებს  კუჭში მჟავიანობას და მჟავიანობის დაქვეითების პროპორციულად მატულობს გასტრინის დონე. გასტრინის სეკრეციის მომატება შექცევადია. ვინაიდან პანტოპრაზოლი უკავშირდება  ფერმენტს  უჯრედის  რეცეპტორის  დისტალურად,  მას  შეუძლია მოახდინოს მარილმჟავის სეკრეციის ინჰიბირება იმისდა მიუხედავად, ხდება თუ არა სხვა ნივთიერებებით (აცეტილქოლინი, ჰისტამინი, გასტრინი) სეკრეციის სტიმულაცია. ეფექტი პერორალური და ინტრავენური მიღებისას ერთნაირია.

პანტოპრას გააჩნია ანტიბაქტერიული აქტივობა Helicobacter pylori-ის მიმართ და ხელს უწყობს სხვა პრეპარატების ანტიჰელიკობაქტერული ეფექტის გამოვლენას.

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია. შიგნით მიღების შემდეგ სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, PH იწყებს ზრდას 1-1,5 საათში, ხოლო სეკრეცია 90%-ზე მეტად მცირდება. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax)  მიიღწევა ერთჯერადად 40 მგ-ის მიღებისთანავე. საშუალოდ Cmax  (2,0-3,0 მკგ/მლ) მიიღწევა 2,5 საათში. ამასთან, ეს მაჩვენებელი რჩება მუდმივი მრავალჯერადი მიღებისას. ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება ერთჯერადი ან განმეორებითი მიღების შემდეგ. 10 მგ- დან 80 მგ-მდე დოზების დიაპაზონში პანტოპრაზოლის ფარმაკოკინეტიკა სისხლის პლაზმაში რჩება სწორხაზოვანი როგორც პერორალური, ისე ინტრავენური გამოყენებისას. დადგენილია, რომ ტაბლეტის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 77%-ს შეადგენს. საკვების ერთდროული მიღება არ ახდენს გავლენას AUC-სა ან ჩმახ-ზე  და  შესაბამისად,  ბიოშეღწევადობაზე.  აღინიშნება  მხოლოდ ლატენტური პერიოდის ვარიაბელობის ზრდა.

განაწილება. პლაზმის  ცილებთან  პანტოპრაზოლის  შეკავშირების  მაჩვენებელი დაახლოებით 98%-ია. განაწილების მოცულობა შეადგენს 0,15 ლ/კგ.

მეტაბოლიზმი. ნივთიერება  პრაქტიკულად  მთლიანად  მეტაბოლიზდება  ღვიძლში.

ძირითად მეტაბოლურ გზას წარმოადგენს დემეთილირება СУР 2С19-ის მონაწილეობით შემდგომი სულფატური კონიუგაციით; სხვა მეტაბოლურ გზებს მიეკუთვნება დაჟანგვა СУР 3А4-ის მონაწილეობით.

გამოყოფა. ნახევარგამოყოფის ტერმინალური პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1 საათს,  ხოლო  კლირენსი  –  0,1  ლ/სთ/კგ.  პარიეტული  უჯრედების  პროტონულ ტუმბოსთან პანტოპრაზოლის სპეციფიკური შეკავშირების გამო ნახევარგამოყოფის პერიოდი   არ   კორელირებს   მოქმედების   (მჟავის   სეკრეციის   დათრგუნვა) მნიშვნელოვნად უფრო ხანგრძლივ პერიოდთან.

პანტოპრაზოლის მეტაბოლიტების ძირითადი ნაწილი გამოიყოფა შარდთან ერთად (დაახლოებით 80%), დანარჩენი ნაწილი – ფეკალურ მასებთან ერთად. სისხლის პლაზმასა და შარდში ძირითადი მეტაბოლიტი სულფატთან კონიუგირებული დესმეთილპანტოპრაზოლია. ძირითადი მეტაბოლიტის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1,5 სთ-ს.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები. ევროპული პოპულაციის დაახლოებით 3%-ს არ გააჩნია ფუნქციურად აქტიური СУР 2С19  ფერმენტი (ნელი მეტაბოლიზატორები).

ამ  პირებში  პანტოპრაზოლის  მეტაბოლიზმი  სავარაუდოდ  СУР   3А4   ფერმენტით კატალიზდება. 40 მგ პანტოპრაზოლის ერთჯერადად მიღების შემდგომ საშუალო ფართობი ფარმაკოკინეტიკური მრუდის `კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში – დრო~ ქვეშ იყო 6-ჯერ დიდი ნელ მეტაბოლიზატორებში, ფუნქციურად აქტიური СУР 2С19 ფერმენტის მქონე პირებთან (სწრაფი მეტაბოლიზატორები) შედარებით.

პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით. პანტოპრაზოლის გამოყენებისას

პაციენტებში   თირკმელების   ფუნქციის   დარღვევით   (ჰემოდიალიზზე   მყოფი პაციენტების ჩათვლით) დოზის შემცირება საჭირო არ არის. ისევე როგორც ჯანმრთელ პაციენტებს, მათაც პანტოპრაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი აქვთ ხანმოკლე. დიალიზდება პანტოპრაზოლის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი მეტაბოლიტის ნახევარგამოყოფის პერიოდი ზომიერად ხანგრძლივდება (2-3 სთ), გამოყოფა რჩება სწრაფი და კუმულაცია არ ხდება. 

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით. მიუხედავად  იმისა,  რომ  ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში (ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით A და B კლასი) ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება 7-9 საათამდე, ხოლო AUC მატულობს 5-

7-ჯერ, სისხლის პლაზმაში Cmax  იზრდება უმნიშვნელოდ _ 1,5-ჯერ ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე მოხალისეებთან შედარებით.

ხანდაზმული პაციენტები. AUC  და Cmax    მაჩვენებლების უმნიშვნელო ზრდა ხანდაზმული ასაკის პირებში არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი.

ჩვენება
_ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (მ.შ., წყლულოვანი დაავადება, რეფრაქტერული H2-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორებით თერაპიის მიმართ);

_ კუჭისა  და  თორმეტგოჯა  ნაწლავის  ეროზიულ-წყლულოვანი  დაზიანებები, დაკავშირებული ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღებასთან;

_ გასტროეზოფაგური   რეფლუქს-დაავადება:   ეროზიულ-წყლულოვანი   რეფლუქს- ეზოფაგიტი (მკურნალობა), გასტროეზოფაგური რეფლუქს-დაავადების სიმპტომური მკურნალობა (ე.ი. არაეროზიული რეფლუქს-დაავადება);

_ პათოლოგიური    ჰიპერსეკრეციული    მდგომარეობები,    ზოლინგერ-ელისონის სინდრომის ჩათვლით;

_ Helicobacter pylori-ის ერადიკაცია (ანტიბაქტერიულ თერაპიასთან კომბინაციაში).

დოზირება და მიღების წესი

ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად. არ შეიძლება ტაბლეტის დაღეჭვა ან

გატეხვა. მიიღება ჭამამდე 1 საათით ადრე, სითხის მცირე რაოდენობის მიყოლებით.

მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ასაკიდან:

გასტროეზოფაგური რეფლუქს-დაავადება, რეფლუქს-ეზოფაგიტი

რეკომენდებულია პანტოპრას 1 ტაბლეტი დღე-ღამეში. ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია დოზის გაორმაგება (2 ტაბლეტამდე დღე-ღამეში), განსაკუთრებით მაშინ, როცა რეფლუქს-ეზოფაგიტის სამკურნალო სხვა პრეპარატები უშედეგოა. რეფლუქს-ეზოფაგიტის სამკურნალოდ, როგორც წესი, საჭიროა 4 კვირა. თუ ეს საკმარისი არ არის, მაშინ სამკურნალო ეფექტი მიიღწევა შემდგომი 4 კვირის განმავლობაში.

მოზრდილები:

Helicobacter pylori-ის ერადიკაცია ანტიბაქტერიულ საშუალებებთან კომბინირებული

თერაპიის შემადგენლობაში

მოზრდილ  პაციენტებში,  რომელთაც  აქვთ  კუჭისა  და  თორმეტგოჯა  ნაწლავის

წყლული და დადებითი პასუხი Helicobacter pylori-ზე, მიკროორგანიზმის ერადიკაცია

მიიღწევა კომბინირებული თერაპიის მეშვეობით. პანტოპრა მიიღება 40 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში ანტიმიკრობულ პრეპარატებთან კომბინაციაში. კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში დანიშნული პანტოპრას მეორე ტაბლეტი მიიღება საღამოს, ჭამამდე

1 საათით ადრე. მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 7 დღეს და

შესაძლოა გაიზარდოს 2 კვირამდე. შემდგომ წყლულის შეხორცების უზრუნველსაყოფად ნაჩვენებია მკურნალობის გაგრძელება პანტოპრაზოლის ისეთი დოზებით, რომელიც რეკომენდებულია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ.

თუ კომბინირებული მკურნალობა არ არის მოწოდებული (მაგ., Helicobacter pylori-ზე უარყოფითი შედეგის მქონე პაციენტებში), პანტოპრა ინიშნება მონოთერაპიის სახით შემდეგი სქემებით:

კუჭის წყლულის მკურნალობა 

1 ტაბლეტი პანტოპრა დღე-ღამეში. ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია დოზის გაორმაგება (2 ტაბლეტამდე დღე-ღამეში). კუჭის წყლულის სამკურნალოდ, როგორც წესი, საჭიროა 4 კვირა. თუ ეს საკმარისი არ არის, წყლული შეხორცება მიიღწევა შემდგომი 4 კვირის განმავლობაში.

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა

1 ტაბლეტი პანტოპრა დღე-ღამეში. ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია დოზის გაორმაგება (2 ტაბლეტამდე დღე-ღამეში). თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შეხორცება, როგორც წესი, ხდება 2 კვირის განმავლობაში. თუ ეს საკმარისი არ არის, წყლულის შეხორცება თითქმის ყველა შემთხვევაში მიიღწევა შემდგომი 2 კვირის განმავლობაში.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, დაკავშირებული ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენებასთან

პანტოპრა ინიშნება 40-80 მგ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსი – 4-8 კვირა.

ზოლინგერ-ელისონის სინდრომისა და სხვა პათოლოგიური ჰიპერსეკრეციული მდგომარეობების მკურნალობა

ზოლინგერ-ელისონის  სინდრომისა  და  სხვა  პათოლოგიური  ჰიპერსეკრეციული

მდგომარეობების  პანტოპრაზოლით  ხანგრძლივი  მკურნალობის  დაწყება შესაძლებელია 80 მგ-ით (პანტოპრას 2 ტაბლეტი) დღე-ღამეში. შემდეგში საჭიროების შემთხვევაში  შეიძლება  დოზის  ტიტრაცია  _  მომატება  ან  დაქვეითება  კუჭის სეკრეციის მაჩვენებლების მიხედვით. თუ სადღეღამისო დოზა აღემატება 80 მგ-ს, იგი უნდა გაიყოს 2 მიღებაზე. შესაძლებელია დროებით სადღეღამისო დოზის 160 მგ-ზე მეტად გაზრდა, მაგრამ გამოყენების ხანგრძლივობა უნდა შემოიფარგლოს კუჭის სეკრეციის ადეკვატური კონტროლისათვის საჭირო პერიოდით. ზოლინგერ-ელისონის სინდრომისა და სხვა პათოლოგიური ჰიპერსეკრეციული მდგომარეობების მკურნალობის  ხანგრძლივობა  არ  არის  განსაზღვრული  და  დამოკიდებულია კლინიკურ საჭიროებაზე.

პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევებით პანტოპრაზოლის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 40 მგ-ს დღე-ღამეში. რეკომენდებულია ღვიძლის ფერმენტების აქტივობის  რეგულარული  კონტროლი,  განსაკუთრებით  პანტოპრაზოლით ხანგრძლივად მკურნალობისას. ღვიძლის ფერმენტების აქტივობის გაზრდისას რეკომენდებულია პრეპარატის მოხსნა.

ხანდაზმული პაციენტები

დოზის კორექცია საჭირო არ არის.

უკუჩვენება

_ მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, ბენზიმიდაზოლის წარმოებულის ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის  მიმართ.

გვერდითი მოვლენები

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად – დიარეა, პირის სიმშრალე, მადის მომატება, გულისრევა, ბოყინი, ღებინება, მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, ყაბზობა.

ცნს-ის მხრივ: იშვიათად – თავის ტკივილი, ასთენია, თავბრუსხვევა.

ალერგიული რეაქციები: იშვიათად – გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი.

სხვა: ერთეულ შემთხვევებში – შეშუპება, სხეულის ტემპერატურის მომატება.

უსაფრთხოების ზომები

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში პანტოპრას გამოყენებისას, საჭიროა  სისხლის  პლაზმაში  ღვიძლის  ფერმენტების  დონის  რეგულარული კონტროლი.  მათი  მატების  შემთხვევაში  პანტოპრაზოლით  მკურნალობა  უნდა შეწყდეს.

კომბინირებული თერაპია

კომბინირებული  თერაპიის  ჩატარებისას  საჭიროა  შესაბამისი  სამკურნალწამლო საშუალებების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციების გათვალისწინება.

საეჭვო სიმპტომების განვითარება

საეჭვო სიმპტომების არსებობისას (მაგ., სხეულის მასის მნიშვნელოვანი კლება, პერიოდული ღებინება, დისფაგია, სისხლიანი ღებინება, ანემია, მელენა) ან კუჭის წყლულის არსებობის ან მასზე ეჭვის დროს უნდა გამოირიცხოს ავთვისებიანი ახალწარმონაქმნი, რადგანაც პანტოპრაზოლით მკურნალობამ შესაძლოა შეამციროს სიმპტომები და გადაავადოს დიაგნოზის დასმა.

ადეკვატური თერაპიის მიუხედავად სიმპტომატიკის შენარჩუნებისას უნდა განხილულ იქნას დამატებითი კვლების საჭიროება.

ატაზანავირთან ერთდროული გამოყენება

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებთან ატაზანავირის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ზეგავლენა В12 ვიტამინის შეწოვაზე

ზოლინგერ-ელისონის  სინდრომისა  და  სხვა  პათოლოგიური  ჰიპერსეკრეციული

მდგომარეობების მქონე პაციენტებში პანტოპრაზოლით, ისევე როგორც სხვა ანტისეკრეტორული   საშუალებებით,   ხანგრძლივმა  მკურნალობამ   შესაძლოა შეამციროს В12 ვიტამინის (ციანოკობალამინი) შეწოვა ჰიპო- და აქლორჰიდრიის გამო. ამის გათვალისწინება საჭიროა პაციენტებში ამ ვიტამინის შემცირებული მარაგით, მისი შეწოვის შემცირების რისკის არსებობისას ხანგრძლივი თერაპიის პირობებში ან შესაბამისი კლინიკური სიმპტომების გამოვლენისას.

ხანგრძლივი მკურნალობა

ხანგრძლივი  მკურნალობისას,  განსაკუთრებით  წელზე  მეტი,  პაციენტები  უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა

პრეპარატის  გამოყენება  არ  ახდენს  გავლენას  სატრანსპორტო  საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობისას პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით. რადგან პანტოპრაზოლი დედის რძესთან ერთად გამოიყოფა, ლაქტაციის პერიოდში გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გადაწყდეს ძუძუთი კვების შეწყვეტის საკითხი.

გამოყენება პედიატრიაში

12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემები შეზღუდულია, ამიტომ ამ ასაკობრივ ჯგუფში პანტოპრას გამოყენება რეკომენდებული არ არის.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება 

იმ  პრეპარატებთან  ერთად  გამოყენებისას,  რომელთა  ბიოშეღწევადობა დამოკიდებულია  კუჭის  შიგთავსის  pH-ზე  (მაგ.,  კეტოკონაზოლი),  პანტოპრამ შეიძლება შეცვალოს მათი აბსორბცია.

იმის გამო, რომ პანტოპრაზოლი ღვიძლში მეტაბოლიზდება P450   ციტოქრომის ფერმენტული  სისტემით,  არ  შეიძლება  გამოირიცხოს  ურთიერთქმედება პრეპარატებთან, რომლებიც იმავე ფერმენტული სისტემით მეტაბოლიზდებიან.

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების სომპტომები უცნობია.

დოზის გადაჭარბებისას ინტოქსიკაციის კლინიკური სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ტარდება სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. პანტოპრაზოლი არ გამოიდევნება დიალიზის დროს.

ვარგისობა და შენახვის პირობები 

პრეპარატის ვარგისობის ვადა – 3 წელი

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 250ჩ -ზე. 

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

გამოშვების ფორმა

ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები. 7 ტაბლეტი ბლისტერში.

4 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა28
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy