Amvilab - ამვილაბი პანზატი 30 კაფსულა
ჩვენება:ბუნებრივი ფერმენტების უნიკალური ფორმულა საჭმლის მომნელებელი სისტემის უკეთ ფუნქციონირებისათვის.
პანზატი
ბუნებრივი ფერმენტების უნიკალური ფორმულა საჭმლის მომნელებელი სისტემის უკეთ ფუნქციონირებისათვის
პანზატის უპირატესობები:
საჭმლის გაუმჯობესებული მონელება - პანზატი ტრადიციული საჭმლის მომნელებელი ფერმენტებისაგან (ამილაზა, ლიპაზა, პროტეაზა) განსხვავებით შეიცავს 18 ფერმენტს, რომლებიც ხელს უწყობენ ძნელად გადასამუშავებელი საკვები პროდუქტების, რთული ნახშირწყლების, პექტინის, ცელულოზის (უჯრედისის), ლაქტოზის (რძის პროდუქტების), ცილების, ცხიმების გადამუშავებასა და მონელებას კუჭსა და ნაწლავებში ნებისმიერი pH -ის დროს. შედეგად პანზატი აუმჯობესებს საკვების მონელებას, ახდენს პერისტალტიკის ნორმალიზებას, ამცირებს დისკომფორტს მუცლის არეში (სიმძიმის შეგრძნება კუჭში, ბოყინი, მუცლის შებერილობა)
გაუმჯობესებული აბსორბირება - საკვების უკეთ მონელება საკვები ნივთიერებების უკეთ აბსორბირებას განაპირობებს, შედეგად პანზატი უზრუნველყოფს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნუტრიენტების და მინერალების უკეთ ტრანსპორტირებას დანიშნულების ადგილამდე და ახდენს მათი დეფიციტის შევსებას
შეიცავს ანთების საწინააღმდეგო ფერმენტებს (პაპაინი, ბრომელაინი) - პაპაინი ამცირებს დისკომფორტს საკვების მიღების შემდეგ (სიმძიმე, შებერილობა), აფერხებს ლპობის პროცესებს ნაწლავში, ამცირებს გულისრევას. გამოიყენება წყლულოვანი დაავადების მკურნალობაში. პაპაინი აუმჯობესებს იმუნურ სისტემას. აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. ბრომელაინი ანანასის ექსტრაქტიდან გამოყოფილი ჰიდროლაზების კლასის ფერმენტია, ორგანიზმიდან გამოყავს ტოქსიკური და მეტაბოლიზმის დაშლის პროდუქტები, ხელს უწყობს ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის შენარჩუნებას და ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, აქვეითებს შიმშილის გრძნობას და ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ სითხეს, ბრომელაინი შლის ცხიმებს, აფერხებს მათ ჩალაგებას ცხიმოვან დეპოში და კანქვეშა ქსოვილში, შესაბამისად ახდენს ჭარბი წონის კორექციას
მეტი ძალა, მეტი ენერგია - პანზატი არის ბოლო თაობის, მაღალი ბიოლოგიური აქტივობის, ფართო სპექტრის საჭმლის მომნელებელი ფერმენტების უნიკალური ფორმულა, რომელიც ეხმარება ორგანიზმს საკვები ნივთიერებების უკეთ მონელებაში, აბსორბირებასა და ენერგიად გარდაქმნაში, რაც უზრუნველყოფს ენერგიისა და შრომისუნარიანობის აღდგენას
შემადგენლობა:
პანზატის 1 მცენარეული კაფსულა შეიცავს: პროტეაზა 1 – 20,000 HUT, პროტეაზა 2 – 24,000 HUT, ასპერგილოპეპსინი - 100 CAUP, პეპტიდაზა - 160 DPPIV, ამილაზა - 5,000 DU, გლუკოამილაზა - 50 AGU , ინვერტაზა - 200 CU, ალფა გალაქტოსიდაზა - 50 GALU, ფიტაზა - 500 PGU, ლაქტაზა - 500 ALU, ლიპაზა - 1250 FIP, ცელულაზა - 500 CU, ბეტა-გლუკანაზა - 65 BGU, პექტინაზა - 16,9 PGU, ქსილანაზა - 250 XU, ჰემიცელულაზა - 1,000 HCU, პაპაინი - 500,000 PU, ბრომელაინი - 500,000 PU.
ჩვენება:
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მწვავე და ქრონიკული ანთებით-დისტროფიული დაავადებები (გასტრიტი, კოლიტი, ენტეროკოლიტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ქოლეცისტიტი, დისბაქტერიოზი)
დისპეფსიით განპირობებული სიმპტომები (გულისრევა, ღებინება, ბოყინი, მეტეორიზმი, დიარეა, ყაბზობა)
კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეტორული ფუნქიის უკმარისობა (ქრონიკული პანკრეატიტი, მუკოვისციდოზი, კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე)
კუჭისა და ნაწლავის რეზექციის შემდგომი მდგომარეობა, რომელსაც თან ახლავს საჭმლის მონელების დარღვევა
არასწორი კვება, ცხიმიანი, ძნელად მოსანელებელი საკვების მიღება
მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი გამოკვლევებისათვის მომზადება
დოზირება:
1 ან 2 კაფსულა ყოველი კვების დროს
გამოშვების ფორმა: N30 მცენარეული კაფსულა
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.
ამვილაბის ბრენდის პროდუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ : Amvilab - ამვილაბი
რაოდენობა | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account