Emanera - ემანერა 40მგ 14 კაფსულა

13,58 GEL
მარაგშია
SKU
41572_37

ჩვენება: გასტრო-ეზოფაგეალური რეფლუქსური დაავადება,კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები.

ემანერა® 

ნაწლავში ხსნადი კაფსულები 20 მგ

ემანერა® 

ნაწლავში ხსნადი კაფსულები 40 მგ

ეზომეპრაზოლი

პრეპარატის მიღების წინ თავიდან ბოლომდე წაიკითხეთ ჩანართ-ფურცელში წარმოდგენილი ინფორმაცია, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ცნობებს. 

·       შეინახეთ ჩანართი ფურცელი. შესაძლებელია თქვენ ხელმეორედ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა. 

·       თუ თქვენ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს. 

·       პრეპარატი განკუთვნილია პირადად თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს.  პრეპარატმა შეიძლება ავნოთ მათ, თუნდაც მათ აღენიშნებოდეთ დაავადების ანალოგიური სიმპტომები. 

·       რაიმე გვერდითი რეაქციების აღნიშვნის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.

ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის ისეთ რეაქციებზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ჩანართი-ფურცლის მე-4 ნაწილში. 

ჩანართი ფურცლის შინაარსი 

1.   რას წარმოადგენს პრეპარატი ემანერა® და რისთვის იყენებენ მას

2.   რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის ემანერა® გამოყენებამდე

3.   პრეპარატის ემანერა® გამოყენება

4.   შესაძლო გვერდითი რეაქციები

5.   პრეპარატის ემანერა® შენახვა

6.   შეფუთვის შიგთავსი და სხვა ცნობები

1.       რას წარმოადგენს პრეპარატი ემანერა® და რისთვის იყენებენ მას

რას წარმოადგენს პრეპარატი ემანერა® 

ემანერა® შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - ეზომეპრაზოლის მაგნიუმის დიჰიდრატს, რომელიც მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომლებსაც “პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები” ეწოდება. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები ამცირებენ კუჭის მიერ გამოყოფილი მჟავის რაოდენობას. 

ემანერა® ნაწლავში ხსნადი კაფსულები ნაჩვენებია მოზრდილებში გამოსაყენებლად შემდეგი ჩვენებების მიხედვით: 

·       გასტროეზოფაგეალური რეფლუქსური დაავადება

ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ხდება მჟავის კუჭიდან საყლაპავში უკან გადასვლა (მილში, რომელიც ხახას კუჭთან აერთიანებს), რაც იწვევს ანთებას, ტკივილს და გულძმარვას. 

·       Hელიცობაცტერ პყლორი-სთან ასოცირებული კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები. თუ გაქვთ ეს დაავადება, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ აღნიშნული სამკურნალო საშუალება ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან და წყლულების შემახორცებელ პრეპარატებთან კომბინაციაში. 

·       (აასპ) არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების  მიღებასთან დაკავშირებული კუჭის წყლულები.

·       თუ თქვენ ღებულობთ (აასპ) არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, ემანერა® შეიძლება დანიშნული იქნას კუჭის წყლულის წარმოქმნის პრევენციისათვის.  

·       კუჭში მჟავის მომატებული დონე კუჭქვეშა ჯირკვლის გადიდებასთან დაკავშირებით (ზოლინგერ-ელისონის სინდრომი).

·       რეციდივის პროფილაქტიკა ხანგრძლივი თერაპიის სახით პეპტიური წყლულიდან სისხლდენის ჩატარებული ინტრავენური მკურნალობის შემდეგ.  

12  წლის და უფროსი ასაკის მოზარდები: 

-    გასტროეზოფაგეალური რეფლუქსური დაავადება (გრდ)

ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ხდება მჟავის კუჭიდან საყლაპავში უკან გადასვლა (მილში, რომელიც ხახას კუჭთან აერთიანებს), რაც იწვევს ანთებას, ტკივილს და გულძმარვას. 

-    Hელიცობაცტერ პყლორი-სთან ასოცირებული კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები. თუ გაქვთ აღნიშული დაავადება, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ეს სამკურნალო საშუალება ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან და წყლულების შემახორცებელ პრეპარატებთან კომბინაციაში. 

2.       რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის ემანერა®®გამოყენებამდე

ნუ მიიღებთ ემანერას® 

·       თუ გაქვთ ალერგია ეზომეპრაზოლზე ან პრეპარატის სხვა ნებისმიერ კომპონენტებზე (რომლებიც ჩამოთვლილია ჩანართი-ფურცლის მე-6 ნაწილში),

·       თუ ოდესმე გქონიათ რაიმე ალერგიული რეაქციები, დაკავშირებული პროტონული ტუმბოს სხვა ინჰიბიტორების მიღებასთან (მაგალითად, პანტოპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, რაბეპრაზოლი, ომეპრაზოლი), 

·       თუ ღებულობთ ნელფინავირის შემცველ პრეპარატებს (გამოიყენება აივ-ის მკურნალობისთვის).  

ნუ მიიღებთ პრეპარატ ემანერას®, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილიდან თქვენ გეხებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, ჩაიტარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან პრეპარატის მიღებამდე.  

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები 

პრეპარატის მიღებადე შეატყობინეთ თქვენ მკურნალ ექიმს, თუ გაქვთ: 

·       ღვიძლის მძიმე დაავადება,

·       თირკმელების მძიმე დაავადება,

·       B12 ვიტამინის დეფიციტი,

·       ადრე, ანალოგიური პრეპარატის გამოყენების შემდეგ (რომელიც ამცირებს კუჭის მჟავის გამომუშავებას), აღინიშნებოდა კანის გაღიზიანება,

·       გჭირდებათ სისხლის სპეციფიკრი ანალიზის გაკეთება (ქრომოგრანინი A). 

თუ თქვენ აღგენიშნათ გამონაყარი კანზე, განსაკუთრებით ადგილებში, რომლებიც ექვემდებარება მზის სხივების ზემოქმედებას, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს რაც შეიძლება სწრაფად, რადგანაც თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ სამკურნალო საშუალების მიღების შეწყვეტა. ნუ დაგავიწყდებათ შეტყობინება ნებისმიერი სხვა მტკივნეული მდგომარეობების შესახებ, მაგალითად სახსრების ტკივილი.   

ემანერას® შეუძლია სხვა დაავადებების სიმპტომების მასკირება. ამიტომ თუ თქვენ პრეპარატის მიღების დაწყებამდე ან მიღების დროს აღგენიშნებათ ჩანოთვლილიდან რომელიმე სიმპტომი, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს:  

·       თქვენ კარგავთ დიდ წონას აშკარა მიზეზის გარეშე და თქვენ გაგიჩნდათ პრობლემები ყლაპვისას,

·       თქვენ აღგენიშნათ კუჭის ტკივილი ან საჭმლის მონელების დარღვევა,

·       ღებინების არსებობისას, მათ შორის სისხლით,

·       განავლის შავ ფერად შეღებვისას (სისხლით შეფერილი ფეკალიები). 

თუ ღებულობთ პრეპარატ ემანერას® “მოთხოვნილებისამებრ”, მაგრამ დაავადების სიმტომები ნარჩუნდება ან იცვლება, საჭიროა ექიმთან მიმართვა. 

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორის გამოყენებისას, განსაკუთრებით ერთ წელზე მეტ ხანს, შეიძლება რამდენადმე გაიზარდოს მოტეხილობის რისკი მენჯ-ბარძაყის სახსრის, მაჯის ან ხერხემლის არეში. შეატყობინეთ  ექიმს, თუ გაქვთ ოსტეოპოროზი, ან ღებულობთ კორტიკოსტეორიდებს (რამაც შეიძლება გაზარდოს ოსტეოპოროზის განვითარების რისკი). 

სხვა პრეპარატები და ემანერა®

შეატყობინეთ მკურნალ ექიმს იმის შესახებ, თუ რა პრეპარატებს ღებულობთ, ახლახანს იღებდით ან შეიძლება დაიწყოთ რომელიმე სხვა პრეპარატების მიღება, მათ შორის ისეთი პრეპარატებისა, რომლებიც აფთიაქიდან ექიმის რეცეპტის გარეშე გაიცემა. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ემანერამ® შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს სხვა პრეპარატების მოქმედებაზე, ან მათ შეუძლიათ ზემოქმედების მოხდენა ემანერას® ეფექტურობაზე.  

ნუ მიიღებთ ემანერას® კაფსულებს სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ ნელფინავირს (აივ-ის სამკურნალოდ). 

შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ ღებულობთ ჩამოთვლილიდან რომელიმე სამკურნალო საშუალებას: 

·       ატაზანავირი,

·       დიგოქსინი,

·       კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი ან ვორიკონაზოლი,

·       ერლონიტიბი,

·       ციტალპრამი, იმიპრამინი ან კლომიპრამინი,

·       დიაზეპამი,

·       ფენიტოინი. ამ შემთხვევაში პრეპარატ ემანერას® გამოყენების დასაწყისში და გამოყენების დასრულებისას საჭიროა ექიმის დაკვირვების ქვეშ ყოფნა.

·       პრეპარატები სისხლის სიბლანტის შესამცირებლად, მაგალითად, ვარფარინი. ამ შემთხვევაში პრეპარატ ემანერას® გამოყენების დასაწყისში და გამოყენების დასრულებისას საჭიროა ექიმის დაკვირვების ქვეშ ყოფნა.

·       ცილოსტაზოლი,

·       ციზაპრიდი,

·       მეტოტრექსატი. თუ ღებულობთ მეტოტრექსატის მაღალ დოზებს, ექიმმა შეიძლება რეკომენდაცია მოგცეთ პრეპარატ ემანერას® მიღების დროებით შეწყვეტა. 

·       კლოპიდოგრელი,

·       ტაკროლიმუსი,

·       რიფამპიინი,

·       კრაზანა (Hყპერიცუმ პერფორატუმ). 

თუ ექიმმა პრეპარატთან ემანერა® დაგინიშნათ ერთდროულად ანტიბიოტიკები, მაგალითად, ამოქსიცილინი ან კლარიტრომიცინი, Hელიცობაცტერ პყლორი-ით გამოწვეული წყლულის სამკურნალოდ, მნიშვნელოვანია ექიმის ინფორმირება იმის შესახებ, რომ თქვენ ღებულობთ კიდევ სხვა სამკურნალო საშუალებებს.    

ემანერა საკვებთან და სასმელთან ერთად

კაფსულების მიღება შეიძლება უზმოზე ამ საკვების მიღების დროს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ჩაიტარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, შესაძლებლია თუ არა ემანერას® გამოყენება ამ პერიოდში. 

უცნობია, გამოიყოფა თუ არა ეზომეპრაზოლი დედის რძეში. აქედან გამომდინარე, არ არის რეკომენდებული გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში. 

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე ნაკლებად სავარაუდოა. მაგრამ მიღებულია შეტყობინებები გვერდითი რეაქციების შესახებ, როგორიცაა თავბრუსხვევა (არახშირად) და მხედველობის გაუარესება (იშვიათად) (იხილეთ ნაწილი 4). ასეთი სიმპტომების აღნიშვნის შემთხვევაში არ არის რეკომენდებული სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მოწყობილობებთან მუშაობა.   

ემანერა® შეიცავს საქაროზას 

ემანერა შეიცავს შაქრიან ბურთულებს, რომელთა შემადგენლობაში შედის საქაროზა. თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრების აუტანლობა, პრეპარატის მიღების წინ საჭიროა ექიმთან კონსულტაციის ჩატარება. 

3.       პრეპარატ ემანერას® გამოყენება

პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად მკურნალი ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. 

ეჭვის შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. 

·       თუ ღებულობთ მოცემულ სამკურნალო საშუალებას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, მაშინ მკურნალმა ექიმმა უნდა გააკონტროლოს თქვენი მდგომარეობა (განსაკუთრებით ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიღების შემთხვევაში). 

·       აუცილებელია ექიმის ინფორმირება რომელიმე სიმპტომის ცვლილების შესახებ “საჭიროებისამებრ” სამკურნალო საშუალების მიღების შემთხვევაში.   

რა რაოდენობით უნდა იქნას მიღებული პრეპარატი

·       ექიმი დაგინიშნავთ პრეპარატის გამოყენების წესსა და დოზას. ეს დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე, მის ასაკსა და ღვიძლის მუშაობაზე. 

·       რეკომენდებული დოზები ქვემოთ არის მოყვანილი.

მოზრდილები

გასტროეზოფაგეალური რეფლუქსური დაავადებით გამოწვეული გულძმარვის სამკურნალოდ.   

·       თუ ექიმმა აღმოაჩინა, რომ თქვენი საყლაპავი მილი (საყლაპავი) მცირედ არის დაზიანებული, მაშინ რეკომენდირებული დოზა შეადგენს 40 მგ-ს 1 ჯერ დღეში 4 კვირის განმავლობაში.  

ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ასეთივე დოზის მიღება კიდევ 4 კვირის განმავლობაში, თუ საყლაპავი ჯერ კიდევ არ არის შეხორცებული ან ნარჩუნდება დაავადების სიმპტომები.  

·       რეკომენდირებული დოზა საყლაპავის შეხორცების შემდეგ შეადგენს 20 მგ ემანერას® ნაწლავში ხსნად ერთ კაფსულას დღეში.  

·       თუ თქვენი საყლაპავი არ ყოფილა დაზიანებული, რეკომენდირებული დოზა შეადგენს 20 მგ ემანერას® ნაწლავში ხსნად ერთ კაფსულას ყოველდღიურად. იმის შემდეგ, როდესაც დაავადების სიმპტომები კონტროლის ქვეშ იქნება, თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ წამლის მიღება საჭიროებისამებრ, მაგრამ არაუმეტეს ერთი ნაწლავში ხსნადი კაფსულისა ემანერა® 20 მგ დღეში.  

·       თუ გაქვთ ღვიძლის სერიოზული პრობლემები, თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზები.

Hელიცობაცტერ პყლორი-ით გამოწვეული წყლულების სამკურნალოდ და ხელმეორედ აღნიშვნის პრევენციისათვის 

·       რეკომენდებული დოზა შეადგენს 20 მგ ემანერას® ნაწლავში ხსნად ერთ კაფსულას ორჯერ დღეში ერთი კვირის განმავლობაში. 

·       ექიმი ასევე გირჩევთ ანტიბაქტერიული პრეპარატების, მაგალითად ამოქსიცილინის და კლარითრომიცინის, მიღებას. 

კუჭის წყლულების სამკურნალოდ, რომლებიც დაკავშირებულია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებასთან 

·       რეკომენდებული დოზა შეადგენს 20 მგ ემანერას® ნაწლავში ხსნად ერთ კაფსულას ერთჯერ დღეში 4-8 კვირის განმავლობაში.

კუჭის წყლულის წარმოქმნის პრევენციისთვის აასს (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების) მიღების დროს

·       რეკომენდებული დოზა შეადგენს 20 მგ ემანერას® ნაწლავში ხსნად ერთ კაფსულას დღეში ერთხელ. 

კუჭში მჟავის მომატებული დონის სამკურნალოდ კუჭქვეშა ჯირკვლის ზრდასთან დაკავშირებით (ზოლინგერ-ელისონის სინდრომი)

·       რეკომენდებული დოზა შეადგენს ნაწლავში ხსნად ემანერას® 40 მგ ერთ კაფსულას დღეში ორჯერ.  

·       თქვენი მკურნალი ექიმი დაარეგულირებს პრეპარატის დოზას და გამოყენების ხანგრძლივობას თქვენი მდგომარეობის მიხედვით. მაქსიმალური დოზა შეადგენს 80 გ-ს ორჯერ დღეში. 

რეციდივის პროფილაქტიკისთვის ხანგრძლივი თერაპიის სახით პეპტიური წყლულიდან სისხლდენის ჩატარებული ინტრავენური მკურნალობის შემდეგ. 

·       რეკომენდებული დოზა შეადგენს ნაწლავში ხსნად ემანერას® 40 მგ ერთ კაფსულას 4 კვირის განმავლობაში.  

12 წლიდან ასაკის მოზრდილები

გულძმარვის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია გასტროეზოფაგეალური დაავადებით: 

·       თუ თქვენმა ექიმმა აღმოაჩინა, რომ თქვენი საყლაპავი მილი (საყლაპავი) მცირედ არის დაზიანებული, მაშინ რეკომენდირებული დოზა შეადგენს 40 მგ-ს 1 ჯერ დღეში 4 კვირის განმავლობაში.  

თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ასეთივე დოზის მიღება კიდევ 4 კვირის განმავლობაში, თუ საყლაპავი ჯერ კიდევ არ არის შეხორცებული ან ნარჩუნდება დაავადების სიმპტომები.  

·       რეკომენდირებული დოზა საყლაპავის შეხორცების შემდეგ შეადგენს 20 მგ ემანერას® ნაწლავში ხსნად ერთ კაფსულას დღეში.  

·       თუ თქვენი საყლაპავი არ ყოფილა დაზიანებული, რეკომენდირებული დოზა შეადგენს 20 მგ ემანერას® ნაწლავში ხსნად ერთ კაფსულას ყოველდღიურად. 

·       თუ გაქვთ ღვიძლის სერიოზული პრობლემები, თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზები.

Hელიცობაცტერ პყლორი-ით გამოწვეული წყლულების სამკურნალოდ და ხელმეორედ აღნიშვნის პრევენციისათვის 

·       რეკომენდებული დოზა შეადგენს 20 მგ ემანერას® ნაწლავში ხსნად ერთ კაფსულას ორჯერ დღეში ერთი კვირის განმავლობაში. 

·       თქვენი ექიმი ასევე გირჩევთ ანტიბაქტერიული პრეპარატების, მაგალითად ამოქსიცილინის და კლარითრომიცინის, მიღებას. 

როგორ უნდა იქნას მიღებული პრეპარატი ემანერა® 

·       თქვენ შეგიძლიათ კაფსულების მიღება დღის ნებისმიერ დროს.

·       თქვენ შეგიძლათ კაფსულების მიღება საკვებთან ერთად ან უზმოზე. 

·       კაფსულები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად, წყლის დაყოლებით. არ არის რეკომენდებული კაფსულების დაღეჭვა ან გასრესა. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ კაფსულა შიგნით შეიცავს პელეტებს, რომლებიც აპკიანი გარსით არის დაფარული, რომლებიც იცავენ სამკურნალო საშუალებას კუჭში მჟავის ზემოქმედებისაგან. მნიშველოვანია, რომ პალეტები არ დაზიანდეს. 

რა უნდა გაკეთდეს, თუ პაციენტს გააჩნია სიძნელეები კაფსულების გადაყლაპვის დროს  

·       კაფსულების გადაყლაპვისას სიძნელეების არსებობის შემთხვევაში:

·       გახსენით კაფსულა და პელეტები ჩაყარეთ 1/2 ჭიქა სუფთა (არაგაზირებულ) წყალში. ნუ გამოიყენებთ სხვა სითხეს. 

·       დალიეთ ნარევი მაშინათვე ან დამზადებიდან 30 წუთის განმავლობაში. ყოველთვის მოურიეთ ნარევს გამოყენების წინ. 

·       დარწმუნდით, რომ მთლიანად დალიეთ სამკურნალ საშუალება. ამისთვის გამორეცხეთ ჭიქა წყლით და დალიეთ ის. მყარი ნაწილაკები შეიცავენ სამკურნალო საშუალებას - ნუ დაღეჭავთ და ნუ გასრისავთ მას. 

·       თუ პაციენტი ვერ ყლაპავს კაფსულას, მაშინ შეიძლება გრანულების წყალთან შერევა და შპრიცში მოთავსება. შემდეგ შეიძლება ხსნარის შეყვანა კუჭის ზონდის მეშვეობით პირდაპირ კუჭში. 

12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვები  

პრეპარატი არ არის რეკომენდებული 12 წელზე უმცროსი ბავშვებისთვის. 

ხანდაზმული ასაკის პაციენტები 

დოზის კორექცია არ არის საჭირო. 

თუ თქვენ მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი პრეპარატი ემანერა® 

საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა. 

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ემანერას® მიღება 

·       თუ დაგავიწყდათ პრეპარატის დროულად მიღება, მიიღეთ ის გახსენებისთანავე. მაგრამ თუ ახლოვდება მომდევნო დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ მიღება. 

·       არ არის რეკომენდებული პრეპარატის ორმაგი დოზის მიღება, გამოტოვებული მიღების საკომპენსაციოდ. 

პრეპარატის მიღებასთან დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს. 

4.       შესაძლო გვერდითი რეაქციები

ისევე, როგორც ყველა მსგავს პრეპარატს, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი რეაქციების გამოწვევა, მაგრამ ისინი ყველას არ აღენიშნება.   

თუ თქვენ აღგენიშნებათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი რეაქციებიდან, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და დაუყოვნებლივ ექიმისთვის მიმართვა. 

·       უეცარი სტერტოროზული (მსტვენავი) სუნთქვა, ტუჩების, ენის და ყელის ან სხეულის შეშუპება, გულისწასვლა ან ყლაპვის გაძნელება (მძიმე ალერგიული რეაქცია). 

·       კანის გაწითლება, ბუშტუკების ან აქერცვლის აღნიშვნა. შეიძლება გაჩნდეს მსხვილი ბუშტუკები და სისხლდენა ტუჩებიდან, თვალებიდან, ცხვირიდან და სასქესო ორგანოებიდან (სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ეპიდერმული ნეკროლიზი). 

·       ყვითელი კანი, მუქი ფერის შარდი და მომატებული დაღლილობა შეიძლება იყოს ღვიძლის დაავადების სიმპტომები. 

ეს რეაქციები არის იშვიათი და შეიძლება აღინიშნოს 1000-დან ერთ ადამიანში. 

სხვა გვერდითი რეაქციები ქვემოთ არის ჩამოთვლილი. 

ხშირად (³1/100, <1/10-მდე)

·       თავის ტკივილი

·       მუცლის ტკივილი, შეკრულობა, დიარეა, მეტეორიზმი 

·       გულისრევა ან  ღებინება  

·       კუჭის ფსკერის ჯირკვლოვანი პოლიპები 

არახშირად (≥1/1,000, <1/100-მდე)

ტერფების და წვივ-ტერფის სახსრების შეშუპებები
უძილობა
თავბრუსხვევა, ჩხვლეტის შეგრძნება, ძილიანობა
ვერტიგო
სიმშრალე პირში
ღვიძლის მუშაობის ამსახველი ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება
გამონაყარი კანზე, კანის აქერცვლა და ქავილი
თეძოს, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობა (თუ პრეპარატი გამოიყენება მაღალი დოზებით და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში) 
იშვიათად (³1/10,000, <1/1000-მდე)

ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია
ჰიპონატრიემია 
აგზნებადობა, ცნობიერების არევა, დეპრესია 
გემოს დარღვევა
არამკაფიო მხედველობა
სუნთქვის უეცარი შესუსტება (ბრონქოსპაზმი)
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება
კუჭ-ნაწლავის კანდიდოზი
ღვიძლის დაავადებები, სიყვითლის ჩათვლით, რაც გამოიხატება კანის გაყვითლებით, შარდის გამუქებით, მომატებული დაღლილობით
თმის ცვენა (ალოპეცია)
კანის რეაქცია მზის სხივების ზემოქმედებაზე
სახსრების ტკივილი (ართრალგია) და კუნთების ტკივილი (მიალგია)
ჯანმრთელობის მდგომარეობის ზოგადი გაუარესება და შრომისუნარიანობის დაქვეითება
მომატებული ოფლიანობა 
ძალიან იშვიათად (<1/10 000)

აგრანულოციტოზი, პანციტოპენია
აგრესია
ჰალუცინაციები
ღვიძლის მძიმე დაავადებები, რომლებიც იწვევენ ღვიძლის უკმარისობას და ენცეფალოპათიას
კანის მძიმე ფორმის გამონაყარის ან აქერცვლს უეცარი აღნიშვნა. სიმპტომებს შეიძლება ახლდეს სხეულის ტემპერატურის მომატება და სახსრების ტკივილი (მულტიმორფული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი). 
კუნთების სისუსტე
თირკმლის მძიმე დაავადებები
მკერდის გადიდება მამაკაცებში
სიხშირე უცნობია (ვერ შეფასდება ხელმისავდომი მონაცემების საფუძველზე)

·       თუ თქვენ ღებულობთ პრეპარატს სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, მაგნიუმის დონე სისხლში შეიძლება შემცირდეს, რაც შესაძლებელია გამოვლინდეს დაღლილობის, კუნთების უნებლიე შეკუმშვის, დეზორიენტაციის, კრუნჩხვების, თავბრუსხვევის, გულის შეკუმშვათა სიხშირის გაზრდის სახით. თუ თქვენ აღგენიშნებათ რიმელიმე მთითებული სიმპტომებიდან, დაუყოვნებლვ შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს. მაგნიუმის დაბალმა დონემ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის ან კალციუმის დონის შემცირება. 

ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება რეგულარული ანალიზების ჩატარების შესახებ მაგნიუმის დონის კონტროლის მიზნით.

·       ნაწლავების ანთება (რომელიც იწვევს დიარეას).

·       გამონაყარი, რომელსაც შესაძლებელია ახლდეს სახსრების ტკივილი.

ემანერამ ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ლეიკოციტებზე, რაც იწვევს იმუნურ უკმარისობას. თუ თქვენ გაქვთ ინფექცია, რომელსაც ახლავს ცხელება ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუარესებით ან ცხელებით ადგილობრივი ინფიცირების სიმპტომებით, როგორიცაა ტკივილი კისრის, ყელის, პირის ღრუს არეში, შარდვის გაძნელება, თქვენ რაც შეიძლება მალე უნდა ჩაიტაროთ კონსულტაცია ექიმთან და ჩააბაროთ ანალიზები, რათა გამოირიხოს აგრანულოციტოზი. მნიშვნელოვანია შეტყობინება ყველა სამკურნალო საშუალების შესახებ, რომლებსაც ღებულობთ. 

შეტყობინება გვერდითი რეაქციების შესახებ

რომელიმე გვერდითი რეაქციის აღნიშვნის შეთხვევაში, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს. აღნიშნული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციებზე, მათ შორის ისეთ გვერდით რეაქციებზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ჩანართ-ფურცელში. გვერდითი რეაქიების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.   

 5.       პრეპარატ ემანერას შენახვა

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება თვის ბოლო დღე. 

ინახება არაუმეტეს 30°ჩ ტემპერატურაზე.

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში ნესტისაგან დაცვის მიზნით. 

ნუ გადააგებთ პრეპარატს წყალსადენში ან კანალიზაციაში. დააზუსტეთ აფთიაქის თანამშრომლებთან, თუ როგორ უნდა იქნას მოცილებული ის პრეპარატები, რომლებიც აღარ არის საჭირო. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაცვაში. 

6.       შეფუთვის შიგთავსი და სხვა ცნობები  

პრეპარატი ემანერა შეიცავს

·       აქტიურ ნივთიერებას: ეზომეპრაზოლს. თითოეული ნაწლავში ხსნადი კაფსულა შეიცავს 20 მგ ეზომეპრაზოლს ან 40 მგ ეზომეპრაზოლს (ეზომეპრაზოლის მაგნიუმის დიჰიდრატის ფორმით).

·       დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი: შაქრიანი სფეროები (საქაროზა და სიმინდის სახამებელი), პოვიდონი K30, ნატრიუმის ლაურილსულფატი, პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 6000, მაკროგოლი 3000, ტალკი (E553ბ), მაგნიუმის კარბონატი, პოლისორბატი 80 (E433), მეტაკრილის მჟავა და ეთილაკრილატის სოპოლიმერი (1:1) დისპერსია 30% - პელეტების შემადგენლობაში და ჟელატინი (E441), ტიტანის დიოქსიდი (E171) და  რკინის ოქსიდი წითელი (E172) - კაფსულის გარსის შემადგენლობაში. ემანერა® შეიცავს საქაროზას. 

პრეპარატ ემანერას® გარეგანი აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

ნაწლავში ხსნადი კაფსულები 20 მგ: კორპუსი და თავსახური ღია ვარდისფერია.

ნაწლავში ხსნადი კაფსულები 40 მგ: კორპუსი და თავსახური მოყავისფრო-მოვარდისფრო ფერისაა. 

შეფუთვა: 14 ან 28 ნაწლავში ხსნადი კაფსულა (2 ან 4 ბლისტერი OPA/AI/PVჩ აპკისა და AL ფოლგისგან 7 ნაწლავში ხსნადი კაფსულით) კოლოფში ჩანართ-ფურცელთან ერთად. 

გაცემის პირობები: 

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის თანამშრომლებისთვის. 

პრეპარატის შეყვანა კუჭის ზონდით

1. გახსენით კაფსულა, ჩაყარეთ პელეტები შესაბამის შპრიცში და შეავსეთ ის დაახლოებით 25 მლ წყლით და 5 მლ ჰაერით.

მილის გაჭედვის თავიდან აცილების მიზნით, ზოგიერთი ზონდისთვის პელეტები უნდა გაიხსნას 50 მლ წყალში.

2. ამის შემდეგ შეანჯღრიეთ შპრიცი, რათა პელეტები თანაბრად გადანაწილდნენ სუსპენზიაში.

3. დაიჭირეთ შპრიცი წვერით ზემოთ და დარწმუნდით, რომ ის არ არის გაჭედილი.

4. შეუერთეთ შპრიცი ზონდს, მითითებული მდგომარეობის შენარჩუნებით.

5. შეანჯღრიეთ შპრიცი და დახარეთ წვერით ქვემოთ. დაუყოვნებლივ შეიყვანეთ 5-10 მლ ზონდში. 

ინექციის შემდეგ გადაატრიალეთ შპრიცი და შეანჯღრიეთ (საჭიროა შპრიცის

დაჭერა წვერით ზემოთ გაჭედვის თავიდან აცილების მიზნით).

6. გადაატრიალეთ შპრიცი წვერით ქვემოთ და დაუყოვნებლივ შეიყვანეთ სუსპენზიის კიდევ 5-10 მლ ზონდში. გაიმეორეთ ეს პროცედურა მანამ, სანამ სუსპენზია სრულად არ იქნება შეყვანილი.

7. შეავსეთ შპრიცი 25 მლ წყლით და 5 მლ ჰაერით და გაიმეორეთ მე-5 საფეხური, თუ საჭიროა შპრიცში დარჩენილი ნალექის ჩამორეცხვა. ზოგიერთი ზონდისთვის საჭიროა 50 მლ წყალი. 

 

მეტი ინფორაცია
Units14
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy