Duspatalin - დუსპატალინი 200მგ 30 კაფსულა
გენერიული დასახელება: მებევერინის ჰიდროქლორიდი
წამლის ფორმა: კაფსულა რეტარდი 200მგ
შემადგენლობა: 1კაფსულა შეიცავს 200მგ მებევერინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, პოლიმეთაკრილის მჟავას ეთერების სოპოლიმერი, ტალკი, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა, მეტაკრილის და აკრილის მჟავას ეთერების სოპოლიმერი, ტრიაცეტინი, მყარი გაუმჭვირვალე ჟელატინირებული თეთრი ფერის კაფსულა.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატი წარმოადგენს სპაზმოლიზურ საშუალებას, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვ კუნთებზე ახდენს პირდაპირ ზემოქმედებას. იგი ნაწლავების ნორმალურ პერისტალტიკაზე ზემოქმედების გარეშე ხსნის სპაზმს.
ჩვენება:
მოზრდილებში
პრეპარატი გამოიყენება მუცლის ღრუს სპაზმების სიმპტომატური მკურნალობისას, ასევე ნაწლავების ფუნქციის მხრივ დარღვევების და მსხვილი ნაწლავის გაღიზიანების სინდრომის სამკურნალოდ. პრეპარატი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიდამოში მეორადი სპაზმების შესამცირებლად, რომელიც გამოწვეულია ორგანული დაავადებებით.
უკუჩვენება: პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
გვერდითი მოვლენები
ძალიან იშვიათად შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. მათ შორის: ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, სახის შეშუპება და ეკზანთემა.
დოზირება:
თითო ტაბლეტი 2-ჯერ დღეში დილა-საღამოს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ცნობილი არ არის.
ჭარბი დოზირება
სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს. რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა და სიმპტომური მკურნალობა.
გამოშვების ფორმა
10 კაფსულა პვქ/ალუმინის ბლისტერში, 2 ან 3 ბლისტერი კოლოფში.
ვარგისობის ვადა
3 წელი
შენახვის პირობები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე ბავსვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
რაოდენობა | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account