Badex - ბადექსი 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 16,34 GEL რეგულარული ფასი 22,70 GEL
მარაგშია
SKU
44657_1949
ბადექსი-აუმჯობესებს საკვების მონელებას აჯანსაღებს ორგანიზმს ხელს უწყობს წონის კორექციას

საჭმლის მომნელებელი სისტემის უკეთ ფუნქციონირებისათვის, ფერმენტული ცვლის მოსაწესრიგებლად და წონის კორექციისთვის, კომპანია „სილვანოლსი“ გთავაზობთ სიახლეს „ბადექსის“ სახით, რომელიც:

  • აუმჯობესებს საკვების მონელებას
  • აჯანსაღებს ორგანიზმს
  • ხელს უწყობს წონის კორექციას

ბადექსის შემადგენლობაშია:

პანკრეასის ფხვნილი (პანკრეატინი, ლაქტოზა), პაპაიას ნაყოფის ფხვნილი, ანანასის ბრომელაინი, ყვითელი კოჭას ფესვის მშრალი ექსტრაქტი, არტიშოკის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი.

პანკრეასისფხვნილი - 225 მგ.  პანკრეატინი კუჭქვეშა ჯირკვლიდან მიღებული  საჭმლის მომნელებელი ენზიმების, ამილაზას, ლიპაზასა და პროტეაზას ნაკრებია. იგი აუცილებელია  ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების მოსანელებლად, ასევე ჭარბი ცხიმის შემცველი საკვების მიღებისას.

პაპაიასნაყოფისფხვნილი - 75მგ. შეიცავს ფერმენტ პაპაინს, რომელიც განაპირობებს ცილის რთული მოლეკულების დაშლას მარტივ ამინომჟავებამდე, ამცირებს დისკომფორტს საკვების მიღების შემდგომ (სიმძიმე, შებერილობა), აფერხებს ლპობის პროცესებს ნაწლავში, ამცირებს გულისრევას. გამოიყენება წყლულოვანი დაავადების მკურნალობაში. აფერხებს კანის დაბერების პროცესებს, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და ეხმარება კანს ელასტიურობის აღდგენაში.  შეიცავს ვიტამინებს: C, B1, B2, B5, D აგრეთვე K, Ca, Zn, Fe, Mg-ს. შეუცვლელია სხვადასხვა დიეტებისა და განტვირთვის  დღეების დროს. პაპაინი აუმჯობესებს იმუნურ სისტემას. აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება.

ბრომელაინი - 75 მგ. ანანასის წვენიდან გამოყოფილი ჰიდროლაზების კლასის ფერმენტია. ის ააქტივებს სხვა ფერმენტებს და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აძლიერებს ნაწლავების ფუნქციურ აქტივობას, ორგანიზმიდან გამოყავს ტოქსიკური და მეტაბოლიზმის პროდუქტები, ხელს უწყობს მსხვილი ნაწლავის მიკროფლორის შენარჩუნებას და ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, შლის სისხლძარღვების კედლებზე წარმოქმნილ ქოლესტერინის ფოლაქებს. აქვს ანტითრომბოზული მოქმედება. ბრომელაინი  აქვეითებს შიმშილის გრძნობას და ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ სითხეს. ამიტომ იგი წარმატებით გამოიყენება  მადის  დასაქვეითებლად. ბრომელაინი შლის ცხიმებს, აფერხებს მათ ჩალაგებას ცხიმოვან დეპოში და კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში. შესაბამისად იგი ეფექტური საშუალებაა ჭარბი წონის კორექციისათვის. გარდა ჩამოთვლილისა, ბრომელაინს გააჩნია სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნიტეტის გამაძლიერებელი ფუნქცია.

ყვითელიკოჭასფესვებისმშრალიექსტრაქტი (ჯანჯაფილიანუკურკუმა, იგივე ჯინჯერი)  - 30 მგ. შეიცავს აქტიურ ნივთიერებას -  კურკუმინს, რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტია.  გამოიყენება ნაღვლის ბუშტის დაავადებებისა და სიყვითლის სამკურნალოდ, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ორგანიზმიდან გამოდევნის შლაკებსა და მავნე ნივთიერებებს, ხელს უწყობს საკვების, განსაკუთრებით ცხიმების მონელებას, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს. ეფექტურად გამოიყენება ჭარბი წონის საწინააღმდეგოდ. ეხმარება ორგანიზმს ფიზიკური ძალების აღდგენაში და აუმჯობესებს განწყობას.

არტიშოკისფოთლებისმშრალიექსტრაქტი - 30 მგ. შეიცავს რკინას, კალციუმს, ფოსფორს, ვიტამინებს - C,B1,B2,B3,P,A, სხვადასხვა სასარგებლო ორგანულ მჟავას, ცინარინს, ინულინს. მისი ექსტრაქტი წარმოადგენს ღვიძლისა და თირკმელების გამწმენდ საშუალებას, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას,  გამოიყენება ათეროსკლეროზის, ზოგიერთი ალერგიული დაავადების დროს.  ანეიტრალებს მედიკამენტების და ალკოჰოლის ტოქსიურ ეფექტებს. მდიდარია სილიმარინით - ანტიოქსიდანტით, რომელიც ამცირებს კანის კიბოს განვითარების რისკს. ეხმარება გადაღლილ ორგანიზმს ფიზიკური ძალების აღდგენაში. ამცირებს ოფლიანობას, არეგულირებს კუჭის წვენის მჟავიანობას.

ბადექსის კომბინირებული შემადგენლობიდან და კომპლექსური მოქმედებიდან გამომდინარე იგი უნიკალური საშუალებაა საჭმლის მონელების მოსაწესრიგებლად სხვადასხვა ქრონიკული პათოლოგიის დროს, ასევე, ჭარბი საკვების ადვილად მონელების მიზნით. ბადექსი საკვები დანამატია.

გამოიყენება:

- საკვების მიღების შემდგომი დისკომფორტის (სიმძიმე, შებერილობა, ბოყინი) მოსახსნელად;

- საჭმლის მომნელებელი ფერმენტების უკმარისობისას;

- ჭარბი, ცხიმიანი საკვების მიღების შემდგომ;

- როგორც დამხმარე საშუალება ჭარბი წონის კორექციისთვის;

 

მიღებისწესი:  1 კაფსულა  2-3-ჯერ დღეში  ჭამის დროს. შესაძლებელია დაინიშნოს 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში. რეკომენდებული დღიური დოზა - 3 კაფსულა.

უკუჩვენება: არ მიიღება რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის არსებობისას. ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში აუცილებელია კონსულტაცია  ექიმთან.

განსაკუთრებული მითითება: არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალფეროვანი, ბალანსირებული კვების შემცვლელად. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-25C), სინათლისაგან დაცულ ადგილას, მჭიდროდ თავდახურულ ფლაკონში, ბავშვებისათვის  მიუწვდომელ ადგილზე.

შეფუთვა: 30 კაფსულა ფლაკონში.

მწარმოებელი: შპს “სილვანოლსი”. ლატვია

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy