Ayesole - აისოლი 4.16 გრამიანი 20 პაკეტი

განსაკუთრებული ფასი 26,22 GEL რეგულარული ფასი 37,40 GEL
მარაგშია
SKU
27668_871
აისოლი წარმოადგენს ორგანიზმის ელექტროლიტური და ენერგეტიკული ბალანსის მაკორეგირებელ საშუალებას. ორგანიზმის გაუწყლოვნების დროს პრეპარატი აღადგენს წყალ-ელექტროლიტურ წონასწორობას და ახდენს აციდოზის კორექციას.

შემადგენლობა
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

თეთრიდან ღია კრემისფრამდე ფხვნილი ფორთოხლის და ლიმონის არომატით; 
შემადგენლობა:
1 (20.82 გ) პაკეტი შეიცავს: ნატრიუმის ქლორიდს – 2.6 გ; კალიუმის ქლორიდს – 1.5 გ; ნატრიუმის ციტრატს – 2.9 გ; უწყლო გლუკოზას – 13.5 გ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის საქარინი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ფორთოხლის არომატიზატორი, ლიმონის არომატიზატორი.
1 (4.16 გ) პაკეტი შეიცავს: ნატრიუმის ქლორიდს – 0.52 გ; კალიუმის ქლორიდს – 0.3 გ; ნატრიუმის ციტრატს – 0.58 გ; უწყლო გლუკოზას – 2.7 გ. 
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის საქარინი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ფორთოხლის არომატიზატორი, ლიმონის არომატიზატორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
აისოლი წარმოადგენს ორგანიზმის ელექტროლიტური და ენერგეტიკული ბალანსის მაკორეგირებელ საშუალებას. ორგანიზმის გაუწყლოვნების დროს პრეპარატი აღადგენს წყალ-ელექტროლიტურ წონასწორობას და ახდენს აციდოზის კორექციას.

ფარმაკოკინეტიკა
აისოლი აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
პრეპარატი ხანმოკლედ ცირკულირებს სისხლის მიმოქცევის სისტემაში და სწრაფად გადადის ინტერსტიციალურ სივრცესა და უჯრედებში. 
მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი (თ1/2) შეადგენს 1 სთ-ს. გამოიყოფა თირკმლების საშუალებით. თირკმლის უკმარისობის დროს შესაძლოა პრეპარატის შემადგენლობაში არსებული კალიუმის გამოყოფის შეფერხება.

ჩვენებები
- წყალ-ელექტროლიტური წონასწორობის აღდგენა, აციდოზის კორექცია მწვავე დიარეის დროს მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დეჰიდრატაციით (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში);
- თერმული დაზიანება, რომელიც დაკავშირებულია წყალ-ელექტროლიტური ცვლის დარღვევასთან;
- წყალ-ელექტროლიტური წონასწორობის დარღვევის პროფილაქტიკის მიზნით თერმული და ფიზიკური დატვირთვის დროს, როდესაც აღინიშნება ინტენსიური ოფლდენა.

მიღების წესები და დოზები
აისოლი მიიღება პერორალურად, კვებისგან დამოუკიდებლად. 1 (20.82 გ) პაკეტის შიგთავსი იხსნება 1 ლ გადადუღებულ და გაცივებულ წყალში, ხოლო 1 (4.16 გ) პაკეტის შიგთავსი _ 200 მლ გადადუღებულ და გაცივებულ წყალში. აისოლის მომზადებული ხსნარი ინახება არა უმეტეს 24 სთ-ის განმავლობაში 2-8ºC ტემპერატურაზე.
მოზრდილებსა და მოზარდებში მსუბუქი ხარისხის დეჰიდრატაციის დროს მიიღება ხსნარის 50 მლ/კგ სხეულის მასაზე პირველი 4-6 სთ-ის განმავლობაში, საშუალო სიმძიმის დეჰიდრატაციის დროს - 100 მლ/კგ სხეულის მასაზე პირველი 6 სთ-ის განმავლობაში. მისაღები ხსნარის რაოდენობა და მიღების სიხშირე დამოკიდებულია წყურვილის გრძნობასა და თერაპიის ეფექტურობაზე.
თერაპიული ეფექტის შესანარჩუნებლად მსუბუქად მიმდინარე დიარეის დროს მიიღება დღეში 100-200 მლ/კგ სხეულის მასაზე, დიარეის შეწყვეტამდე. მძიმედ მიმდინარე დიარეის დროს - 15 მლ/კგ სხეულის მასაზე ყოველ სთ-ში, დიარეის შეწყვეტამდე. 
ბავშვებში მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დეჰიდრატაციის დროს საწყისი დოზაა 50-100 მლ/კგ სხეულის მასაზე პირველი 4 სთ-ის განმავლობაში, შემდგომში მიიღება დღეში 100 მლ/კგ-მდე სხეულის მასაზე, დიარეის შეწყვეტამდე. მისაღები ხსნარის რაოდენობა დამოკიდებულია წყურვილის გრძნობასა და თერაპიის ეფექტურობაზე.
ხსნარი ჩვილებსა და მცირე ასაკის ბავშვებს უნდა მიეცეთ სუფთა კოვზით ან ჭიქით. ბოთლით ხსნარის მიცემა დაუშვებელია. მცირე ასაკის ბავშვებში ხსნარის პირში ჩასაწვეთებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას პიპეტი. 2 წლამდე ასაკის ბავშვებში მიიღება 1 ჩაის კოვზი ყოველ 1-2 წთ-ში. ღებინების შემთხვევაში რეჰიდრატაცია უნდა შეწყდეს 10 წთ-ით და შემდეგ გაგრძელდეს დაბალი სიხშირით (1 ჩაის კოვზი ყოველ 2 წთ-ში). 
თერმული ზემოქმედების დროს წყალ-ელექტროლიტური ცვლის დარღვევისას, რაც გამოწვეულია გადახურებითა და გაუწყლოებით (პოლიურია, წყურვილი), აისოლის ხსნარი მიიღება 100-150 მლ ულუფებით 500 დან 900 მლ-მდე პირველი 30 წთ-ის განმავლობაში, შემდგომ ყოველ 40 წთ-ში ხსნარი მიიღება იგივე დოზებით წყალ-ელექტროლიტური ცვლის აღდგენამდე და თერმული დაზიანების სიმპტომების გაქრობამდე.
ექსტრემალური თერმული და ფიზიკური დატვირთვის დროს წყალ-ელექტროლიტური წონასწორობის დარღვევის პროფილაკტიკისათვის, პრეპარატი მიიღება ულუფებად წყურვილის გრძნობის დაკმაყოფილებამდე.

გვერდითი მოვლენები
აისოლის რეკომენდებული დოზით მიღებისას გვერდითი ეფექტები არ ვლინდება.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ;
თირკმლის ფუნქციის დარღვევა; ინსულინდამოკიდებული და ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი; ნაწლავთა გაუვალობა; ჰიპერკალემია; მძიმე ფორმის ჰიპერტონული დაავადება.

ორსულობა და ლაქტაცია
რეკომენდებული დოზებით აისოლი შესაძლოა დაინიშნოს ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
გამოყენების თავისებურებები:
მძიმე დეჰიდრატაციის კორექცია ხდება რეჰიდრატაციული საშუალებების ი/ვ შეყვანით, შემდგომ შესაძლოა დაინიშნოს აისოლი.
მომზადებულ ხსნარში შაქრის დამატება დაუშვებელია. 
პაციენტებს, რომელთაც დეჰიდრატაცია განუვითარდათ თირკმლის უკმარისობის, შაქრიანი დიაბეტის ან სხვა ქრონიკული დაავადებების ფონზე, რის დროსაც დაირღვევა მჟავა-ტუტოვანი, ელექტროლიტური ან ნახშირწყლოვანი ბალანსი, აისოლით თერაპიის დროს ესაჭიროებათ მონიტორინგი.
საჭიროა ექიმის კონსულტაცია თუ აისოლის მიღებისას გამოვლინდა შემდეგი სიმპტომები:
შენელებული მეტყველება, გადაღლილობა, ძილიანობა, სხეულის ტემპერატურის მომატება (39ºC-ზე მეტი), შარდის გამოყოფის შეფერხება, 5 დღეზე მეტი ხანგრძლივობის დიარეა, დიარეის უეცარი შეწყვეტა და ძლიერი ტკივილის განვითარება.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: 
აისოლი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება
ჰიპერდოზირება:
სიმპტომები: შესაძლოა განვითარდეს ჰიპერნატრიემია (სისუსტე, ნერვ-კუნთოვანი აგზნებადობა, ძილიანობა, გონების დაბინდვა, კომა); თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში შესაძლოა განვითარდეს მეტაბოლური ალკალოზი.
მკურნალობა: დოზის მნიშვნელოვანი გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა. 
ელექტროლიტებისა და სითხის ბალანსის კორექცია საჭიროა ჩატარდეს ლაბორატორიული გამოკვლევების მონაცემების საფუძველზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აისოლის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის შესწავლილი. 
აისოლის ხსნარს გააჩნია სუსტი ტუტე რეაქცია, აქედან გამომდინარე შესაძლოა იმოქმედოს იმ პრეპარატების ეფექტურობაზე, რომელთა შეწოვა დამოკიდებულია ნაწლავის შიგთავსის pH-ზე.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება 15 _ 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მომზადებული ხსნარი ინახება 2 - 8ºჩ ტემპერატურაზე, არა უმეტეს 24 სთ-ის განმავლობაში!
ვარგისიანობის ვადა :
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy