Intestine - ინტესტინი ფორტე 15 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 32,67 GEL რეგულარული ფასი 40,75 GEL
მარაგშია
SKU
81045_2190

ჩვენება:ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის დარღვევა,მწვავე ინფექციური დიარეა.

ინტესტინი ფორტე/INTESTINI FORTE

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნაწლავური მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალება

1 კაფსულის შემადგენლობა:

10 მლრდ ცოცხალი ბაქტერია 

1. L. acidophilus 1,0x10*9

2. L. plantarum 1,0x10*9

3. L. rhamnosus GG 1,0x10*9

4. L. salivarius 1,0x10*9

5. L. casei 1,0x10*9

6. L. paracasei 1,0x10*9

7. L. gasseri 1,0x10*9

8. B. longum 1,0x10*9

9. B. lactis 1,0x10*9

10. B. breve 1,0x10*9

11. ინულინი 200 მგ

შემავსებლები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, გამჭვირვალე მცენარეული კაფსულა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ინტესტინი ფორტე  ახდენს ნაწლავური მიკროფლორის ნორმალიზებას: ინარჩუნებს და არეგულირებს ნაწლავური მიკროფლორის ფიზიოლოგიურ წონასწორობას (მიკრობიოცენოზი) და უზრუნველყოფს მის ნორმალურ ფუნქციონირებას. თერაპიულ ეფექტს განსაზღვრავს ბიფიდო - და ლაქტობაქტერიები, რომელთაც გააჩნიათ ანტაგონისტური მოქმედება ნაწლავში არსებული პათოგენური მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის მიმართ.ინტესტინი ფორტეს შემადგენლობაში შემავალი რძემჟავა ბაქტერიები ავლენენ მდგრადობას კუჭის PH მიმართ. ახდენენ რძემჟავის და მცირე რაოდენობით ძმარმჟავის და პროპილენმჟავის პროდუქცირებას. ნაწლავში წარმოქმნილი მჟავა გარემო არახელსაყრელ პირობებს ქმნის პათოგენური და პირობით პათოგენური მიკროორგანიზმების განვითარებისათვის. რძემჟავა ბაქტერიები მონაწილეობს მონოსაქარიდების შეწოვაში, ნაღვლის მჟავების მეტაბოლიზმში, ახდენს ნაწლავის კედლის ეპითელიუმის უჯრედების მემბრანების სტაბილიზირებას, არეგულირებს ელექტროლიტების შეწოვას და ვიტამინების სინთეზს (ვიტამინები B1, B2, B6, B12, K, E, PP, ასკორბინის მჟავა, ბიოტინი), ქმნის ხელსაყრელ პირობებს რკინის, კალციუმის და ვიტამინ D-ს შეწოვისათვის.
 ინულინი  არის მცენარეული პოლისაქარიდი, რომლისგანაც კუჭში ნაწილობრივი ფერმენტული ჰიდროლიზის  გზით, წარმოიქმნება, ფრუქტოოლიგოსაქარიდები. ისინი წარმოადგენენ ბიფიდო და ლაქტობაქტერიების ზრდის იდეალურ საკვებ გარემოს. (პრებიოტიკს) ინულინს  ახასიათებს პროკინეტიკური, დეტოქსიკაციური, ანტიქოლესტერინული მოქმედება.

გამოყენების სფერო:

- მწვავე ინფექციური დიარეა;

- ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის დარღვევა;

- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;

- დისბიოზი ბავშვებსა და მოზრდილებში (მათ შორის ანტიბიოტიკებითა და            ქიმიოთერაპიული საშუალებებით მკურნალობის დროს);

- მეტეორიზმი, ყაბზობა;

- კოლიტი, გასტროენტერეოკოლიტი (მწვავე და ქრონიკული);

- სხვადასხვა ეტიოლოგიის დიარეა, მოგზაურთა დიარეა.

- ატოპიური დაავადებები (ატოპიური დერმატიტი, ნეიროდერმიტი);
- ალერგიული პროცესები (მათ შორის ალიმენტარული ალერგია).

მიღების წესი და დოზირება:

ბავშვები 2 წლამდე - მიიღება 1 კაფსულა  დღეში ჭამამდე (შესაძლებელია შიგთავსის გახსნა მცირეოდენ სითხეში); 

ბავშვები 2-12 წლამდე და მოზრდილები - 1- 2 კაფსულა დღეში უზმოდ. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დისბიოზის მიზეზებზე, სიმძიმეზე და ორგანიზმის თავისებურებებზე

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
ინტესტინი ფორტეს გამოყენება ორსულობის და  ლაქტაციის პერიოდში შეიძლება  მხოლოდ ექიმის კონსულტაციით.

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ ანაცვლებს მრავალფეროვან და ბალანსირებულ  კვებას, ასევე ჯანსაღი ცხოვრების სტილს. შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას

გამოშვების ფორმა:

კაფსულა № 15

გაცემის რეჟიმი:

გაიცემა ურეცეპტოდ

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა15
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy