Hepastrong Amino - ჰეპასტრონგი ამინო 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 25,31 GEL რეგულარული ფასი 35,15 GEL
მარაგშია
SKU
76052_1922

 ჩვენებები: გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესებისა და შენარჩუნებისთვის სხვადასხვა ფაქტორით გამოწვეული დისფუნქციის დროს.

ჰეპასტრონგი ამინო

30 კაფსულა

ამინომჟავების ფორმულა ღვიძლის ფუნქციისთვის.

შარდოვანას ციკლში მონაწილე 4 ამინომჟავის კომპლექსი უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას აზოტის ექსკრეციის გაუმჯობესების გზით; არეგულირებს ლიპიდებისა და ჰომოცისტეინის მეტაბოლიზმს; ხელს უშლის სტეატოზს; ავლენს ჰეპატოციტების ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებას; აძლიერებს რეგენერაციას.

შემადგენლობა                                              რეკომენდებული დღიური დოზა

  1 კაფსულა შეცავს                                                                                                                                             

L-ორნითინის ჰიდროქლორიდი                                       250 მგ

ქოლინის ბიტარტრატი (ქოლინი 41,3%)              200 მგ (ქოლინი 82,6 მგ)

L-მეთიონინი                                                                        25მგ
L-არგინინის ჰიდროქლორიდი

1 კაფსულა შეცავს                                                                25მგ


შემადგენლობა

მყარი ჟელატინის კაფსულების შემადგენლობაში შედის:

L-ორნითინის ჰიდროქლორიდი, ქოლინის ბიტარტრატი, L-მეთიონინი, L-არგინინის ჰიდროქლორიდი,

მაგნიუმის სტეარატი (შეწებების საწინააღმდეგო აგენტი), ინულინი (ბოჭკო).

გამოყენება

ჰეპასტრონგი ამინო გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესებისა და შენარჩუნებისთვის სხვადასხვა ფაქტორით გამოწვეული დისფუნქციის დროს.

ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადებების, ალკოჰოლის მოხმარების, მედიკამენტების ხანგრძლივი მიღების, დაუბალანსებელი კვების, ქიმიკატებთან ხანგრძლივი კონტაქტის შემთხვევაში.

• ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება
• ღვიძლის ალკოჰოლური დაავადება
• ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია
• ღვიძლის ტოქსიური დაზიანება
• მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი
• პრე- და პოსტოპერაციული მხარდაჭერა
• ქიმიო- და რადიოთერაპიის შემდგომი მხარდაჭერა
 გამოყენების წესი და დოზირება

ჰეპასთრონგ ამინო მიიღება 1 კაფსულა ერთხელ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა ექიმის რეკომენდაციით.

ოპტიმალური შედეგისთვის რეკომენდებულია მინიმუმ 2 თვიანი კურსი.

შესაძლებელია მკურნალობის კურსის გამეორება 2-3-ჯერ წლის განმავლობაში.

გაფრთხილება

ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის კომპონენტების მიმართ;

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებულია გამოყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით;

არ გამოიყენება დაბალანსებული კვების ჩანაცვლების მიზნით;

არ არის რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება;

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ინახება მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ მდგომარეობაში ორიგინალურ შეფუთვაში  ოთახის ტემპერატურის პირობებში.

მასა ნეტო 18,15 გ

მწარმოებელი Solepharm Ltd, Alksnu 4, Jaunmarupe, district of Marupe, LV-2166, Latvia. წარმომავლობა: ევროკავშირი.

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy