Eucarbon - ეუკარბონი 100 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 34,15 GEL რეგულარული ფასი 47,43 GEL
მარაგშია
SKU
82971_373

ჩვენებები: ყაბზობა და მისი სიმპტომები: ნაწლავების მოქმედების შენელება, ფერმენტაციის და ლპობის პროცესები ნაწლავში, მუცლის შებერილობა, მეტეორიზმი

1. სამკურნალო საშუალების დასახელება

ეუკარბონის ტაბლეტი.

2. რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს:
Folium Sennae (სენას ფოთოლი)
105 მგ
 Extractum Rhei (რევანდის ფესვის ექსტრაქტი)
25 მგ
 სტანდარტიზებული მთლიანი ანტრაქინონის შემცველობა ერთ ტაბლეტში 2.65-3.95 მგ (დაანგარიშებული დიოქსიანტრაქინონი კარბოქსილის მჟავის რაოდენობით).

Carbo Ligni (ხის ნახშირის ფხვნილი)
180 მგ
 გოგირდი
50 მგ
 სხვა კომპონენტები: 1 ტაბლეტში შეიცავს 43,3 მგ საქაროზას და 0,25-11,25 მგ ლაქტოზის მონოჰიდრატს. სხვა კომპონენტების სრული სია იხილეთ პუნქტში 6.1.

3. ფარმაცევტული ფორმა

შავი რუხი ფერის შემოუგარსავი ტაბლეტები, გამყოფი ხაზის გარეშე.

4. კლინიკური მახასიათებლები

4.1 თერაპიული ჩვენებები

ყაბზობა და მისი სიმპტომები: ნაწლავების მოქმედების შენელება, ფერმენტაციის და ლპობის პროცესები ნაწლავში, მუცლის შებერილობა, მეტეორიზმი (დიაფრაგმის რელაქსაცია).

საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგადი დარღვევები.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.

დეტოქსიკაცია.

ნაწლავების გაწმენდა რენტგენისა და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის წინ.

4.2. დოზირება და მიღების წესი:

ტაბლეტი უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად საკვების მიღების დროს ან მის შემდეგ.

ზრდასრულებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ზომიერი საფაღარათო ეფექტისთვის.

უფრო ძლიერი საფაღარათო ეფექტის მისაღებად, საღამოს დოზა შეიძლება გაიზარდოს 3-4 ტაბლეტამდე.

მაქსიმალური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 8 ტაბლეტს დღეში.

4.3 უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან სხვა კომპონენტების მიმართ.

ნაწლავის გაუვალობა, ნაწლავის მწვავე ანთებითი დაავადებები, უცნობი წარმოშობის მუცლის ტკივილი. წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის მძიმე ფორმის დარღვევები.

ორსულობა და ლაქტაცია.

12 წლამდე ასაკის ბავშვები.

4.4 განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

სასურველი ეფექტის მისაღწევად საჭირო დოზა შეიძლება განსხვავდებოდეს ინდივიდუალურად. დიარეა შეიძლება იყოს ჭარბი დოზირების ნიშანი.

არ უნდა მოხდეს მიღება ხანგრძლივად  - 1-2 კვირაზე მეტ ხანს - ექიმის დანიშნულების გარეშე.

არ გამოიყენება გასახდომად.

გახანგრძლივებული უწყვეტი მკურნალობისას, ეფექტურობამ შეიძლება იკლოს.

ერთი ტაბლეტი შეიცავს 43,3 მგ საქაროზას და 0,25 – 11,25 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს და მისი მიღება დაშვებულია დიაბეტით დაავადებული პირებისთვის.

იშვიათი მემკვიდრეობითი ფრუქტოზას/გალაქტოზას აუტანლობის, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის ან საქაროზა-იზომალტოზას  დეფიციტის მქონე პირებმა ეს მედიკამენტი არ უნდა მიიღონ.

4.5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ეუკარბონით გამოწვეული ჰიპოკალემიის შემთხვევაში, ძლიერდება საგულე გლიკოზიდების მოქმედება.

4.6 ორსულობა და ძუძუთი კვება

არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

4.7 ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე გავლენა

არ აქვს გავლენა

4.8 გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენების სიხშირის აღსაწერად გამოყენებულ იქნა შემდეგი კლასიფიკაცია:

ძალიან ხშირი:           > 1/10

ხშირი:                         > 1/100 და <1/10 0

ატიპიური:                  > 1/1 000 და <1/100

იშვიათი:                     > 1/10 0000 და <1/1 000

ძალიან იშვიათი:        ​​<1/10 000, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები

რეკომენდებული დოზის მიღების შემთხვევაში, გვერდითი მოვლენები (ტკივილები მუცელში და დიარეა) ძალიან იშვიათია.

ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული გულისრევა და ღებინება იშვიათად არის აღწერილი ანტრაქინონური საფაღარათო საშუალებების მიღებისას; ეს არ არის გამორიცხული არც სენას ან რევანდის შემთხვევაში.

ხანგრძლივად მაღალი დოზების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ელექტროლიტების, განსაკუთრებით კალიუმის დაკარგვა, რამაც შეიძლება კიდევ უფრო შეანელოს ნაწლავების მოქმედება (ნაწლავის ატონია და ყაბზობა).

თირკმელებისა და საშარდე გზების დარღვევები

იშვიათად შეიძლება აღინიშნოს შარდის მსუბუქი წითელი შეფერილობა, რაც გამოწვეულია ტუტოვანი რეაქციით და კლინიკური მნიშვნელობა არ აქვს.

4.9 ჭარბი დოზა

დიარეა შეიძლება იყოს ჭარბი დოზირების ნიშანი. ასეთ შემთხვევაში, სამედიცინო საშუალების დოზა უნდა შემცირდეს ან შეწყდეს მისი მიღება.

5. ფარმაკოლოგიური თვისებები.

5.1 ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კონტაქტური საფაღარათო საშუალებები, სენოზიდები.  ანატომიური, თერაპიული, ქიმიური კლასიფიკატორის სისტემის (ATC) კოდი: A06AB56

ეუკარბონი შეიცავს მხოლოდ აქტიურ მცენარეულ და მინერალურ ნივთიერებებს. ნახშირი ახდენს ადსორბციას შესაძლო ტოქსიკური ნივთიერებების, ხოლო სენას ფოთლისა და რევანდის ფესვის ინგრედიენტები აჩქარებს ნაწლავების მოქმედებას, ააქტიურებს წყლისა და ელექტროლიტების სეკრეციას ნაწლავის სანათურში და ამცირებს ნაწლავებიდან წყლისა და ელექტროლიტების რეზორბციას.

ეუკარბონს ასევე აქვს მსუბუქი სადეზინფექციო ეფექტი საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე.

საფაღარათო მოქმედება იწყება ეუკარბონის ტაბლეტების მიღებიდან დაახლოებით 8-10 საათის შემდეგ. პაციენტთა მცირე ჯგუფში, რომლებსაც ყაბზობა ნაწლავების გაღიზიანების სინდრომის გამო აწუხებთ, ეუკარბონმა გამოავლინა დადებითი შედეგები.

5.2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ეუკარბონის ტაბლეტებზე სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა.

5.3 პრეკლინიკური მონაცემები უსაფრთხოების შესახებ:

ეუკარბონის ტაბლეტებზე სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა.

6. ფარმაცევტული მახასიათებლები

6.1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

Aetherol. Menthae (პიტნის ეთერზეთი), Aetherol. Foeniculi (კამის ეთერზეთი), Saccharosum (საქაროზა), Amylum Maydis (სიმინდის სახამებელი), Gurnmi arabicum (გუმი არაბიკი), Bolus alba (თეთრი თიხა), Talcum (ტალკი)

6.2 შეუთავსებლობა:

არ არის ცნობილი

6.3 ვარგისიანობა:

60 თვე

6.4 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას:

ინახება ორიგინალ შეფუთვაში, სინათლის ზემოქმედებისგან დასაცავად.

არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. შეინახეთ მშრალად.

6.5 შეფუთვის ტიპი და შემადგენლობა:

პვქ/პვდქ - ალუმინის ბლისტერი (10, 30, 50, 500 და 1000 აბი)

6.6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციისა და სხვა სახის განკარგვისას

სპეციალური მოთხოვნები არ არის. გამოუყენებელი ან ნარჩენი მასალების უტილიზაცია უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მეტი ინფორაცია
რაოდენობა100
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy