Streptocide - სტრეპტოციდი 10% მალამო 25გ ტუბი

1,55 GEL
მარაგშია
SKU
1684_121

ჩვენება: ანტიმიკრობული სულფანილამიდური საშუალება. პრეპარატი ანტიმიკრობულ ზემოქმედებას ავლენს სტრეპტოკოკებსა და სხვა მიკროორგანიზმებზე.

სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: სტრეპტოციდი;
მალამოს 1 გრ შეიცავს 0,1 გრ სულფანილამიდს (სტრეპტოციდს);
დამხმარე ნივთიერება: ვაზელინი.

აქტიური ნივთიერება: სტრეპტოციდი;მალამოს 1 გრ შეიცავს 0,1 გრ სულფანილამიდს (სტრეპტოციდს);დამხმარე ნივთიერება: ვაზელინი.

სამკურნალო ფორმა. მალამო.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.  ანტიმიკრობული სულფანილამიდური საშუალება. პრეპარატი ანტიმიკრობულ ზემოქმედებას ავლენს სტრეპტოკოკებსა და სხვა მიკროორგანიზმებზე.

ჩვენებები. სტრეპტოციდის მალამო გამოიყენება წყლულების, დამწვრობების, ნახეთქების, ჭრილობების, პიოდერმიისა და სხვა პათოლოგიური პროცესების მკურნალობაში, რომელთაც თან ახლავს მიკროორგანიზმების არსებობა ან გამოწვეულია უკანასკნელთა მიერ.
 
უკუჩვენებები. პრეპარატი უკუნაჩვენებია სულფანილამიდური საშუალებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის, თირკმლის უკმარისობის, მწვავე პორფირიის, ბაზედოვის დაავადების დროს, ასევე ორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვების დროს.

განსაკუთრებული მითითებანი.
კანზე ალერგიული რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში მალამოს გამოყენება უნდა შეწყდეს.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება. სტრეპტოციდის მალამოს გამოყენების დროს არასასურველია ისეთი პრეპარატების გამოყენება, როგორებიცაა დიგიტოქსინი, იზადრინი, ქლორწყალბადმჟავა, კოფეინი, მეზატონი, ფენობარბიტალი, ადრენალინ ჰიდროქლორიდი.

გამოყენების მეთოდები და დოზები. სტრეპტოციდის მალამო იდება თხელი ფენით დაზიანებულ უბანზე, მათ შორის დოლბანდის სახვევის ქვეშ. გამოყენების ჯერადობა და ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და მიღწეულ თერაპიულ ეფექტზე და ექიმის მიერ დგინდება.
სტრეპტოციდის მალამოთი ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

გვერდითი მოვლენები. სულფანილამიდური საშუალებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს შესაძლებელია ადგილობრივი ალერგიული რეაქციები, რომელთა განვითარება პრეპარატის დაუყოვნებლივ მოხსნას საჭიროებს. 

ვარგისიანობა:მალამო არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, გრილ (8 - 15°C) სინათლისაგან დაცულ ადგილას.

შეფუთვა. 25 გრ ტუბებში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები. რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy