Vietnamese ointment - ვიეტნამის ბალზამი (ოქროს *) 4გ
ჩვენება: პრეპარატს გაანია ადგილობრივი გამაღიზიანებელი და ანტისეპტიკური მოქმედება.
ბალზამი ,,ოქროს ვარსკვლავი”
სავაჭრო დასახელება: ბალზამი ,,ოქროს ვარსკვლავი”
საერთაშორისო არაპეტენტირებული დასახელება: არ გაააჩნია.
სამკურნალწამლო ფორმა: მოყავისფრო-ყვითელი ბალზამი ეთეზეთების სუნით.
შემადგენლობა 4,0გ-ზე:
აქტიური ნივთიერებები:
კრისტალური მენთოლი 0,455გ
ქაფური 0,910გ
ბაღის პიტნის ზეთი, 0,590მლ
ევკალიპტის ფოთლების ზეთი 0,140მლ
მიხაკის ყვავილის ზეთი 0,228მლ
ჩინური დარიჩინის ზეთი. 0,053მლ
დამხმარე ნივთიერებები:
ფუტკრის ცვილი 0,360გ
პარაფინი 0,750გ
უწყლო ლანოლინი 0,460გ
ვაზელინი 0,230გ
პარაფინის ზეთი 0,100მლ
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
პრეპარატს გაანია ადგილობრივი გამაღიზიანებელი და ანტისეპტიკური მოქმედება.
ათქ კოდი –Bღ05X
ფარმაკლოგიური ჯგუფი
პრეპარატს გააჩნია ადგილობრივი გამაღიზიანებელი, და ანტისეპტიკური მოქმედება.
მენთოლი ავლენს ადგილობრივი საანესთეზიო თვისებებს (განსაკუთრებით ქაფურთან კომბინაციაში) თავის ტკივილის მოსახსნელად, აგრეთვე დაჭიმულობებისას. მენთოლის გამაგრილებელი მოქმედება კანის რეცეპტორებზე, შესაძლებელს ხდის გაღიზიანების და ქავილის მოხსნას, მაგალითად, ალერგიისას და დამწვრობებისას.
ქაფური ავლენს ადგილობრივი გამაღიზიანებელი საშუალების და ანალგეტიკის მოქმედებას. გამოიყენება, როგორც ზედაპირული საანესთეზიო საშუალება, ქავილის საწინააღმდეგო ნივთიერება (ფიბროზიტისას და ნევრალგიისას)
მიხაკის ზეთი ავლენს ანტისეპტიკურ მოქმედებას და იცავს ინფექციისაგან ზემო სასუნთქ გზებს.
პიტნის ზეთს გააჩნია გამაგრილებელი, ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. როგორც ძლიერი ანტისეპტიკი გამოიყენება გაციების და გრიპის დროს, სასუნთქი გზების ანთებისას, ხველების, ბრონქიტის, სურდოს, სასუნთქი გზების გაღიზიანების, ასევე კანის ანთებითი მდგომარეობების და გაღიზიანების დროს. ხსნის თავის ტკივილს და აფრთხობს მწერების უმეტესობას. ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობის უნარს.
ევკალიპტის ზეთი ავლენს ანტისეპტიკურ მოქმედებას. პირველ რიგში ახასიათებს ანტიბაქტერიულ და ანტივირუსული მოქმედება. გამოიყენება სასუნთქი გზების ინფექციების, ხველების, ბრონქიტის, გარსების ანთების, სურდოს თერაპიაში. ავლენს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.
მიღების ჩვენება
გამოიყენება როგორც სიმპტომური საშუალება მწვავე რესპირატორული დაავადებების, გრიპის, თავის ტკივილის, თავბრუსხვევის, რინიტის, მწერთა ნაკბენების თერაპიაში.
გამოყენების მეთოდი
გარეგანი გამოყენებისათვის. თავის ტკივილის და თავბრუსხვევის დროს ბალზამი შეიზილება კანში, საფეთქლის და კეფის არეში. რინიტის და მწვავე რესპირატორული დაავადებებისას – ბალზამი შეიზილება ცხვირის ნესტოების ფრთების კანში, საფეთქლის არეში. მწერთა ნაკბენებისას ბალზამს ისვამენ ნაკბენის ადგილს.
გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტის მიმართ. კანის საფარველის დაზიანება. კანის დაავადებები პრეპარატის წასმის ადგილზე. ბავშვთა ასაკი 2 წლამდე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
აღწერილი არ არის.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევები დღემდე ცნობილი არ არის.
გამოშვების ფორმა
4გ ბალზამი თუნუქის ქილაში. ყოველი ქილა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა
5 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ურეცეპტოდ.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account