Dip rilif - დიპ რილიფი გელი 50გ

განსაკუთრებული ფასი 13,61 GEL რეგულარული ფასი 18,95 GEL
მარაგშია
SKU
8748_914

ჩვენება:კუნთების და სახსრების ტკივილის,მსუბუქი ტრავმული დაზიანებისას წარმოქმნილი შეშუპების:დაჟეჟილობის,სპორტული ტრავმების ადგილობრივი სიმპტომური მკურნალობა.

დიპ რილიფი

პრეპარატის სავაჭრო სახელწოდენა :  დიპ რილიფი 

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: იბუპროფენი/ლევომენთოლი.

სამკურნალწამლო ფორმა:  გელი გარეგანი გამოყენებისთვის.

აღწერა: გამჭვირვალე გელი მენთოლის სუნით 

შემადგენლობა:  

1 გ. გელი შეიცავს:

 აქტიური ნივთიერებები: 

 იბუპროფენი                    – 50 მგ

 ლევომენთოლი (მენთოლი)        – 30 მგ

დამხმარე ნივთიერებები          გასუფთავებული წყალი                                              – 445 მგ

                                                      ეთანოლი დენატურირებული 96%                           – 300 მგ

                                                      პროპილენგლიკოლი                                                    – 100 მგ

                                                      დიზოპროპანოლამინი                                                 –  55 მგ

                                                      კარბომერი                                                                      –  20 მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: 

სახსრებისა და კუნთების ტკივილის დროს ადგილობრივი გამოყენების სხვა საშუალებები. 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

იბუპროფენი თრგუნავს პროსტაგლანდინების სინთეზს, აქვს ანთებისსაწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. 

ადგილობრივად გამოყენებისას მენთოლი ავლენს გამაღიზიანებელ მოქმედებას და იწვევს კანის ჰიპერემიას. ის ხელს უწყობს ტკივილის გაყუჩებას  კუნთებში, მყესებსა და სახსრებში. მენთოლი ზემოქმედებს კანის ნერვულ დაბოლოებებზე.

გელის სახით იბუპროფენის ბიოშეღწევადობა პერორალურ მიღებასთან შედარებით, შეადგენს დაახლოებით 5%-ს.  

იბუპროფენის სისტემური კონცენტრაცია მაქსიმუმს - დაახლოებით 0.6მკგ/მლ-ს აღწევს პრეპარატის მიღებიდან ორი საათის შემდეგ. ლევომენთოლი, რომელიც შეიწოვება კანით, აღწევს ღვიძლში.  ლევომენთოლის მეტაბოლოზდება ღვიძლში  ჰიდროქსილირებით და შემდგომი კონიუგაციით გლუკურონიდთან. ლევომენთოლის მეტაბოლიზმის პროდუქტების გამოყოფა ხდება თირკმელებით. 

გამოყენების ჩვენება

კუნთების და სახსრების ტკივილის, მსუბუქი ტრავმული დაზიანებისას წარმოქმნილი შეშუპების: იოგების დაჭიმვის, დაჟეჟილობის, სპორტული ტრავმების ადგილობრივი სიმპტომური მკურნალობა.

გამოიყენება რევმატიზმის დროს ტკივილის სინდრომის კომლექსური მკურნალობისთვის. 

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა იბუპროფენისა ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ; აცეტილსალიცილის მჟავას ამ სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიღებით პროვოცირებული ბრონქული ასთმა; ექსუდაციური დერმატიტი, ეგზენა, კანის ინფიცირებული დაზიანებები, დამწვრობები; ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, ბავშვთა ასაკი (18 წლამდე), კანის საფარის მთლიანობის დარღვევა. 

უკუნაჩვენებია კანის ერთსა და იმავე უბანზე ადგილობრივი მოქმედების სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენება. 

სიფრთხილით: ღვიძლის პორფირია (გამწვავება), კუჭ-ნაწლავის სისტემის ეროზიულ წყლულოვანი დაზიანებები, ღვიძლისა და თირკმლის მძიმე დაზიანება, გულის ქრონიკული უკმარისობა, ბრონქული ასთმა, ხანდაზმული ასაკი.  

გამოყენების წესი და დოზები

გარეგანი გამოყენებისთვის. მოზრდილებისთვის. საჭიროა მცირე რაოდენობით გელის (3-5 სმ) წასმა თხელ ფენად მტკივნეულ არეზე და მისი მსუბუქად შეზელა. განმეორება შესაძლებელია საჭიროების მიხედვით დღე-ღამეში არაუმეტეს 3 ჯერ, გამოყენებებს შორის არანაკლებ 4-საათიანი ინტერვალის დაცვით. 

ექიმის კონსულტაციის გარეშე, პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს. უფრო ხანგრძლივად გამოყენების აუცილებლობისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. 

ყოველთვის დაიბანეთ ხელები დიფ რილიფის გამოყენების შემდეგ, თუკი თავად ხელები არ წარმოადგენს  მკურნალობის ობიექტი.  

გვერდითი მოქმედება

კანის მხრივ - ადგილობრივი რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, კანის სიმშრალე, სიწითლე, წვა, კონტაქტური დერმატიტი. 

იბუპროფენთან დაკავშირებული სისტემური გვერდითი გვერდითი რეაქციები: 

-არასპეციფიკური ალერგიული და ანაფილაქსიური რეაქციები; 

-სასუნთქი სისტემის მხრივ - მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის, ბრონქული ასთმა, ბრონქული ასთმის გამწვავება, ბრონქოსპაზმი და ქოშინი, რომელიც შესაძლოა განუვითარდეს იმ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ბრონქული ასთმა ან ალერგიული დაავადებები სამკურნალო საშუალების გამოყენების დროს, ან ანამნეზში; 

-კანის საფარის მხრივ -  სხვადასხვა სახის დაზიანება (გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, პურპურა, კვინკეს შეშუპება, უფრო იშვიათად: ბულოზური დერმატოზები (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მულტიმორფული ერითემა), ფოტოსენსიბილიზაცია. 

სხვა სისტემური გვერდითი რეაქციები დაკავშირებულია იბუპროფენის შეღწევასთან  კანიდან და დამოკიდებულია გამოყენებული გელის რაოდენობაზე, დამუშავებული უბნის  ფართობზე, კანის მთლიანობის ხარისხზე, მკურნალობის ხანგრძლივობასა და ოკლუზიური სახვევის გამოყენებაზე. ძალიან იშვიათად, იბუპროფენის ადგილობრივი გამოყენებისას ვითარდება მუცლის ტკივილი, დისპეფსია და თირკმლის უკმარისობა.   

დოზის გადაჭარბება

ადგილობრივი გამოყენებისას დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა. 

იბუპროფენით გამოწვეული სიმპტომები: გულისრევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, არტერიული ჰიპოტენზია. 

მკურნალობა სიმპტომურია. ნაჩვენებია ელექტროლიტური ბალანსის კორექცია. 

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება  

ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდებო საშუალებების მიღებამ შესაძლოა გაზარდოს გვერდითი რეაქციების განვითარების რისკი.  

პრეპარატმა შეიძლება გააძლიეროს ისეთი საშუალებების მოქმედება, რომლებიც იწვევენ ფოტოსენსიბილიზაციას. კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან აღწერილი არ არის. 

სიფრთხილის ზომები 

თუ თირკმელების დაავადებები გაქვთ, პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. გელის წასმა საჭიროა დაუზიანებელ კანზე, თავიდან უნდა იქნას აცილებული ღია ჭრილობებზე მოხვედრა.  გელის წასმის შემდეგ არ შეიძლება ოკლუზიური (ჰაერგაუმტარი) სახვევის დადება! 

არ შეიძლება პრეპარატის წასმა გაღიზიანებულ კანზე. თუკი სამკურნალო საშუალების გამოყენებისას ვითარდება გამონაყარი და კანის საფარის გაღიზიანება, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს. 

დაუშვებელია პრეპარატის მოხვედრა თვალებსა და ლორწოვან გარსებზე. პრეპარატის დიდი რაოდენობით და ხანგრძლივად გამოყენებისას არსებობს სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი. 

პერორალურად მიღების დროს იბუპროფენმა შეიძლება დაამძიმოს არსებული თირკმლის უკმარისობა ან გამოიწვიოს წყლულოვანი დაავადების გამწვავება. ანამნეზში თირკმლის ფუნქციის დარღვევის ან პეპტიური  წყლულის მქონე პაციენტებმა სამკურნალო საშუალება  დიპ რილიფის გამოყენებამდე უნდა მიმართონ ექიმს.  

დიპ რილიფი მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს იბუპროფენს, რომელიც წარმოადგენს ციკლოოქსიგენაზას ინჰიბიტორს და სისტემური შეღწევის შემთხვევაში, შესაძლოა გავლენა იქონიოს ფერტილობაზე. დიპ რილიფი არ არის რეკომენდებული ქალებისთვის, რომელთაც პრობლემები აქვთ ორსულობის დადგომასთან დაკავშირებით, ან ქალებისათვის, რომლებიც გადიან კვლევებს უშვილობასთან დაკავშირებით..

გვერდითი ეფექტების შემცირება შესაძლებელია მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენებით მაქსიმალურად მოკლე დროის განმავლობაში. 

თუ სამკურნალო საშუალების გამოყენების დროს ვითარდება რაიმე სახის გვერდითი მოვლენები,  არ ხდება მდგომარეობის გაუმჯობესება ან მდგომარეობა უარესდება, საჭიროა ექიმის კონსულტაცია..

სამკურნალო საშუალება შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. 

დიპ რილიფის გამოყენება არ შეიძლება 18 წლამდე ბავშვებში. 

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში

ორსულობის პერიოდში იბუპროფენის გამოყენების უსაფრთხოება საკმარისად შესწავლილი არ არის.  ცხოველებში იბუპროფენის პერორალურად მიღების კვლევებმა არ გამოავლინა ტერატოგენური ეფექტები.  იბუპროფენის საკმარისი სისტემური კონცენტრაციების მიღწევისას აღინიშნებოდა ღია არტერიული სადინარის (ბოტალოვის სადინარის) დახურვა,  მომატებული რისკი მშობიარობის შემდგომი სისხლდენისა  დედასა და ახალშობილში და ასევე შეშუპებების რისკი ორსულ ქალებში. პრეპარატ დიპ რილიფის გამოყენება ორსულობის დროს უკუნაჩვენებია.  იბუპროფენი და მისი მეტაბოლოტები გამოიყოფა დედის რძეში. პრეპარატ დიპ რილიფის გამოყენება უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების პერიოდში. 

გავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე 

ადგილობრივი გამოყენების იბუპროფენი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. 

გამოშვების ფორმა

გელი გარეგანი გამოყენებისთვის.

ალუმინის ტუბში 15 გ, 50 გ ან 100 გ.  

ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. 

შენახვის პირობები 

შეინახეთ არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა - 3 წელი. 

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი 

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy