Formula 176- ფორმულა 176 კრემი 125გრ

განსაკუთრებული ფასი 13,84 GEL რეგულარული ფასი 19,22 GEL
მარაგშია
SKU
69240_3004

გარეგანი გამოყენების ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

ჩვენებები:

  • ახალშობილებსა და ბავშვებში საფენით გამოწვეული კანის დაზიანება და მაცერაცია
  • გამოყელვა (დაოდვილობა)
  • ზედაპირული ჭრილობები
  • მსუბუქი დამწვრობა
  • ეგზემა გამწვავების სტადიაში
  • კანის წყლულოვანი დაზიანება
  • ნაწოლები
  • ნაოფლარი
  • აკნე

ფორმულა 176 კრემი 125გრ

სამკურნალო კრემი თუთიის შემცველობით

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გარეგანი გამოყენების ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა:

თუთიის ოქსიდი 15%

გვირილას ექსტრაქტი

ბისაბოლოლი

მაგნიუმის სულფატი

დამხმარე ნივთიერებები: წყალი, თხევადი პარაფინი (მინერალური ზეთი), ვაზელინი, გლიცერინი, მიკროკრისტალური ცვილი, სორბიტანის იზოსტეარატი, ბენზილის სპირტი, ტეტრასოდიუმ გლუტამატის დიაცეტატი, BHT (ბუტილჰიდროქსიტოლუოლი).

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ფორმულა 176 ხსნის სისველეს, ახასიათებს ადსორბციული, შემკვრელი და ანტისეპტიკური მოქმედება. დაზიანებულ ზედაპირზე დატანებისას მცირდება ექსუდაცია, ანთება და ქსოვილის გაღიზიანება, წარმოიქმნება გამაღიზიანებელი ფაქტორებისგან დამცავი ფიზიკური ბარიერი. ფორმულა 176 იცავს გაღიზიანებულ კანს და ასტიმულირებს რეგენერაციის პროცესს.

თუთიის ოქსიდი ამშვიდებს და იცავს გაღიზიანებულ კანს.

გლიცერინი - ამცირებს ტრანსეპიდერმული წყლის დანაკარგს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კანის გამოშრობა. ქმნის წყალგაუმტარი ტენიანობის ბარიერს, რაც იცავს კანს შემდგომი გაღიზიანებისგან.

გვირილა - ხელს უწყობს კანის სიმშრალის და ანთებითი პროცესის შემცირებას, გაღიზიანებული კანის დამშვიდებას.

ბისაბოლოლი - ბუნებრივი კომპონენტია, რომელიც ხელს უწყობს კრემებისა და მალამოს მოქმედი ნივთიერებების კანში ღრმად შეწოვასა და აძლიერებს მათ ეფექტს. იგი შეიცავს ვიტამინ B5-ს (პანთენოლს), რომელსაც გააჩნია დამამშვიდებელი და დამარბილებელი მოქმედება. ბისაბოლოლი აღადგენს კანის ლიპიდურ ბალანსსა და ხსნის ქავილს. მას ახასიათებს ბაქტერიოციდული და მარეგენერირებელი მოქმედება

 

მაგნიუმის სულფატ - გააჩნია ანტისეპტიკური, მთრიმლავი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. გამოირჩევა მაღალი ბიოთავსებადობით.

 

 

ჩვენებები:

  • ახალშობილებსა და ბავშვებში საფენით გამოწვეული კანის დაზიანება და მაცერაცია
  • გამოყელვა (დაოდვილობა)
  • ზედაპირული ჭრილობები
  • მსუბუქი დამწვრობა
  • ეგზემა გამწვავების სტადიაში
  • კანის წყლულოვანი დაზიანება
  • ნაწოლები
  • ნაოფლარი
  • აკნე

მიღების წესი და დოზირება:

დაზიანებული ადგილი წინასწარ უნდა გაიწმინდოს, სასურველია ნახეთქები და ნაწიბურები დამუშავდეს ანტისეპტიკური ხსნარით. ამის შემდეგ ფორმულა 176 დაიტანება კანის დაზიანებულ ადგილას თხელ ფენად. ხელის წრიული მოძრაობით ხდება კრემის შეზელვა მანამდე, სანამ კარგად არ შეიწოვება კანში. პრეპარატის გამოყენების სიხშირე განისაზღვრება საჭიროების მიხედვით.

დამწვრობის და ჭრილობების დროს გამოიყენება მალამოიანი ნახვევი.

 

უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

 

განსაკუთრებული მითითებები:

კრემი დასაშვებია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. არ დაუშვათ თვალში მოხვედრა.

 

არ შეიცავს: პარაბენს, სპირტს, საღებავებს, SLS/SLES, ლანოლინსარომატიზატორებს.

 

გამოშვების ფორმა: 125 გ ქილაში

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (გაიცემა ურეცეპტოდ).

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy