Rosamet - როზამეტი 1%-იანი 25გ კრემი
საერთაშორისო დასახელება:
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ნიტროიმიდაზოლის წარმოებული.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
მალამო 1%: ტუბში 25 გ
1 გ
მეტრონიდაზოლი ........ 10 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი გამოიყენება დერმატოლოგიაში. იგი არღვევს დნმ-ს სინთეზს და ახდენს ნუკლეინის მჟავების წარმოქმნის ინჰიბირებას. პრეპარატი ზემოქმედებას ახდენს მრავალ ანაერობულ ბაქტერიასა და უმარტივესებზე, რის შედეგადაც უზრუნველყოფს ეფექტურ და მიმართულ თერაპიას.
ჩვენებები:
- რეკომენდებულია ადგილობრივი გამოყენებისათვის ანთებადი პაპულების, პუსტულების და ერითემის სამკურნალოდ (acnae rozacea,acnae vulgaris).
მიღების წესი და დოზირება:
მალამო დაიტანება თხელი ფენის სახით 1-2-ჯერ დღე-ღამეში კანის თბილი წყლით ან გვირილის ნახარშით დაბანის შემდეგ;
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია 1-2 თვის განმავლობაში. კლინიკური გაუმჯობესება მოსალოდნელია მკურნალობის პირველი სამი კვირის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად გარდამავალი სიწითლე, კანის უმნიშვნელო სიმშრალე, ქავილი და დაჭიმულობის შეგრძნება ადგილობრივად. სისტემური გვერდითი რეაქციები არ აღინიშნება.
უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა მეტრონიდაზოლის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის მოხმარების შემდეგ არ დაუშვათ კონტაქტი თვალის ლორწოვანთან, კანი მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არსებობს თეორიული შესაძლებლობა პერორალური ანტიკოაგულანტების მოქმედების გაძლიერებისა.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი..
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account