Reparcol - რეპარკოლი გელი 10მლ

განსაკუთრებული ფასი 33,44 GEL რეგულარული ფასი 35,20 GEL
მარაგშია
SKU
60468_2230

ჩვენება: ასტიმულირებს კანის რეგენერაციას აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას ამცირებს ტკივილს, შეშუპებას და კანის სიწითლეს ხელს უშლის ინფექციის გავრცელებას თავიდან აცილებს ნაწიბურების წარმოქმნას

გამოყენების ინსტრუქცია

გელი და გელი-სპრეი გარეგენი გამოყენებისთვის

ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ხშირია არასასიამოვნო მომენტები, როდესაც ჩვენ, ან ჩვენს ახლობლებს შეუძლია კანის ზედას შრის ტრავმირება.

დაზიანებული ეპიდერმისის აღდგენაში ერთ-ერთ საკვანძო როლს თამაშობს დერმის საკუთარი კოლაგენი, რომელიც კანის ძირითად საყრდენ ცილას წარმოადგენს და მოიცავს კანის ცილოვანი მასის 1/3-ს. კოლაგენს ახასიათებს გაგლეჯვის მიმართ სიმტკიცის მაღალი მაჩვენებელი, რაც უზრუნველყოფს კანის სიმტკიცეს.  კოლაგენის ბოჭკოები, უერთთებიან ერთმანეთს და ძაფების მსგავსად, ქმნიან ფუძეს, რომელზეც იზრდებიან უჯრედები. დაზიანებული ეპიდერმისის შეხორცების პროცესების დაჩქარებისთვის სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები მრავალი წლები ცდილობდნენ ისეთი კოლაგენის  შექმნას, რომელიც კანის საკუთარი კოლაგენის შემადგენლობას მაქსიმალურად უახლოვდებოდა. მრავალი წლის წინ დაწყებული იყო უნიკალური, კანის კოლაგენის მსგავსი კოლაგენის შექმა. მრავალი კვლევების წყალობით მეცნიერებმა შეძლეს ნატურალური კოლაგენის გამოყოფა ჯანმრთელი ცხოველების კანიდან  ქიმიური ნაერთების დამატების გარეშე.

ამ კოლაგენის შემცველ პროდუქტს ეწოდება რეპარკოლი®

რეპარკოლი® შეიცავს ნატურალურ კოლაგენს.

რეპარკოლი®- პროდუქტებში შემავალი კოლაგენი- გასუფთავებულია, ნეიტრალურია, ფიბრილური სტრუქტურის ბიოლოგიური მახასიათებლების შენარჩუნებით, შესაბამისად უზრუნველყოფს თქვენი კანის სწრაფ და დამზოგველ აღდგენას.

რეპარკოლი გელი და გელი-სპრეი® ქმნის კანის ზედაპირზე ჰაერგაუმტარ, ნოტიოს შემანარჩუნებელ აფქს, სველი კომპრესის მახასიათებლებით, რაც კანის აღდგენის საუკეთესო პირობებს ქმნის.

კოლაგენი წარმოადგენს შემაერთებელი ქსოვილების ზრდის მატრიცას, ააქტიურებს ყველა უჯრედოვან ელემენტს და აძლიერებს კოლაგენოგენეზს. 

 რეპარკოლი გელი და გელი-სპრეი® - თვისებები :

  • ასტიმულირებს კანის რეგენერაციას
  • აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას
  • ამცირებს ტკივილს, შეშუპებას და კანის სიწითლეს
  • ხელს უშლის ინფექციის გავრცელებას
  • თავიდან აცილებს ნაწიბურების წარმოქმნას, ხსნის ქავილს და კანის აქერცლებას.
  • ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს.

 რეპარკოლი გელი და გელი-სპრეი® - დოზირება და  გამოყენების წესი:

1. გაასუფთავეთ დაზიანებული ზედაპირი:

  • ახალი ჭრილობა;
  • ჭრილობა სველი გამონადენით;
  • სველი წყლულები.

2. დაიტანეთ დაზიანებულ ზედაპირზე რეპარკოლი გელი ან გელი-სპრეი® ჭარბი რაოდენობით, არ შეაზილოთ.

3. დატოვეთ გელის ფენა ჭრილობაზე კანის რეგენერაციის დაჩქარების მიზნით.

4. გაიმეორეთ ეს პროცედურა დღეში 2-3 ჯერ.

განაგრძეთ გელის ან გელ-სპრეის გამოყენება სრული ეპიტელიზაციის დასრულამდე ან/და ელასტიური ნაწიბუროვანი ქსოვილის წარმოქმნამდე.

 რეპარკოლი გელი და გელი-სპრეი® - ფორმა და შეფუთვა:

5% კოსმეტიკური გელი გარეგანი გამოყენებისთვის, გამჭვირვალე, წებოვან-ელასტიური, სუნის გარეშე. ტუბებში ან ფლაკონებში დისპენსერით, ასევე თხელი გელი-სპრეი ბოთლებში ან ფლაკონებში პულვერიზატორით, პირველადი გახსნის კონტროლით და პლასტიკური სახურავით. მოთავსებულია შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.   

 რეპარკოლი გელი და გელი-სპრეი® - აქტიური ნივთიერება:

გასუთავებული ნეიტრალური კოლაგენი, ფიბრილური სტრუქტურის ბიოლოგიური მახასიათებლების შენარჩუნებით. გამოიყოფა ჯანმრთელი ცხოველების კანიდან ЕАЭС სტანდარტების დაცვით.

დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, გასუფთავებული წყალი.

 რეპარკოლი გელი და გელი-სპრეი® -  განსაკუთრებული მითითებანი:

  • გამოყენების წინ საჭიროა გელის გაგრილება.
  • შეფუთვის გახსნიდან გამოყენება შესაძლებელია 30 დღის განმავლობაში.
  • არ გამოიყენოთ პრეპერატი შეფუთვის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში.
  • არ გამოიყენოთ პრეპერატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

რეპარკოლი გელი და გელი-სპრეი® -  შენახვის პირობები:

ინახება  +5 °C-დან  +25 °С-მდე ტემპერატურის პირობებში ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.  

ვარგისიანობის ვადა 3 წელი.

გამოყენების ჩვენებები:

რეპარკოლი გელი და გელი-სპრეი® — სწრაფი და ეფექტური დახმარება კანის სხვადასხვა სახის დაზიანების შემთხვევაში, რომლებიც არ ითხოვებ ფარმაკოლოგიურ მკურნალობას: დაჟეჟილობები, დამწვრობები, ჭრილობები, ნაკაწრები, ხელების და ფეხების მშრალი, აქერცლილი კანი, აკნე, გამონაყარი, ფსორიაზი.

რეპარკოლის გელი იდეალურია გამოსაყენებლად კოსმეტიკური პროცედურების ( მეზოთერაპია, დერმაბრაზია, პილინგი, ეპილაცია, ნაკეცების, ნაოჭების კორექცია, ტატუაჟი) შემდეგ კანის ნორმალური ფუნქციური მდგომარეობის  სწრაფი აღდგენის მიზნით.

 უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპაფრატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy