Eleneon Plus - ელენეონ პლუსი კრემი 20გ

განსაკუთრებული ფასი 20,57 GEL რეგულარული ფასი 28,56 GEL
მარაგშია
SKU
51129_2251

ჩვენება: აკნეს ადგილობრივი მკურნალობისათვის და ასევე გამოიყენება კანის გასათეთრებლად ან გაახალგაზრდავებისათვის. 

შემადგენლობა: ტრეტინოინი UშP - 0.05% წ/წ; კრემის ფუძე - Q.შ.

აღწერილობა:

ელენეონ პლუსი (ტრეტინოინის კრემი UშP) არის კანის გამათეთრებელი და გამაახალგაზრდავებელ კრემი, რომელიც აუმჯობესებს კანის მდგომარეობას ამცირებს რა ხაზებს, ნაოჭებს, გაუხეშებულ ადგილებს და აუმჯობესებს კანის ფერს. იგი გამოიყენება აკნეს სამკურნალოდ, ამცირებს მუწუკების რაოდენობას და სიმწვავეს და ხელს უწყობს მათ სწრაფად შეხორცებას. მისი ეფექტი ვლინდება კანის უჯრედების ზრდაზე ზემოქმედებით. იგი ჩვეულებრივ 6-8 კვირაში აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. აქედან გამომდინარე საჭიროა მოთმინება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტრეტინოინი არის A ვიტამინის მეტაბოლიტი, რომელიც ძლიერი აფინურობით უკავშირდება რეტინის მჟავის სპეციფიკურ რეცეპტორებს, რომლებიც მდებარეობენ ციტოზოლსა და ბირთვში, მაგრამ ტრეტინოინის ფიზიოლოგიურზე მეტი კონცენტრაციები აღინიშნება ტრეტინოინის შემცველი ადგილობრივი პრეპარატის გამოყენების შემდეგ. მართალია ტრეტინოინი ააქტიურებს რეტინის მჟავის RARϒ ბირთვული რეცეპტორების სამ წევრს  (RARα, RARβ da RARϒ ),, რომელიც ცვლის გენის ექსპრესიას, ცილის შემდგომ სინთეზს და ეპითელიარული უჯრედის ზრდას და დიფერენციაციას, მაგრამ დაუდგენელია ტრეტინოინის კლინიკური ეფექტები განპირობებულია თუ არა რეტინის მჟავის რეცეპტორების აქტივაციით ან სხვა მექანიზმით ან ორივეთი ერთად.

ჩვენება:

ელენეონ პლუსის კრემი ნაჩვენებია აკნეს ადგილობრივი მკურნალობისათვის და ასევე გამოიყენება კანის გასათეთრებლად ან გაახალგაზრდავებისათვის. იგი არ გამოიყენება ქარით ან მზით დაზიანებულ კანზე ან ღია ჭრილობაზე, ასევე თვალების ან ტუჩების მიმდებარედ ან ცხვირის ღრუში.

უკუჩვენებები:   

ელენეონ პლუსის კრემი უკუნაჩვენებია იმ სუბიექტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა ტრეტინოინის ან კრემის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

დოზები და გამოყენების წესი:

საუკეთესო შედეგის მისაღებად საჭიროა ელენეონ პლუსის კრემის სათანადოდ გამოყენება. დაუშვებელია მკურნალობის თვითნებურად დაწყება ან შეწყვეტა.

  • ელენეონ პლუსის კრემი წაისვით დღეში ერთჯერ ძილის წინ ან ექიმის მითითების მიხედვით. ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ, განსაკუთრებით კი მგრძნობიარე კანის შემთხვევაში კრემის ყოველ მეორე ღამეს გამოყენება. პირველ რიგში დაიბანეთ სახე რბილი საპნით და ნაზად გაიმშრალეთ კანი. 20-30 წუთის შემდეგ წაისვით კრემი; მნიშვნელოვანია, რომ კანი სრულიად მშრალი იყოს, რათა შემცირდეს შესაძლო გაღიზიანების ალბათობა.
  • არ არის სასურველი პრეპარატის იმაზე მეტი რაოდენობით ან მეტი სიხშირით გამოყენება ვიდრე ექიმი გირჩევთ. ზედმეტმა კრემმა შესაძლოა გააღიზიანოს კანი, იგი არამიზნობრივად იხარჯება და არ იძლევა უფრო სწრაფ ან უკეთეს შედეგს.
  • მოარიდეთ კრემი ცხვირის, პირის, თვალების ან ღია ჭრილობების სიახლოვეს. წასმის დროს კრემი გადაანაწილეთ ამ ადგილებიდან მოშორებით.
  • თითზე დაიტანეთ დაახლოებით ნახევარი ინჩის ან ნაკლები ოდენობის კრემი. მართალია ეს საკმარისი უნდა იყოს მთლიანი სახისათვის, მაგრამ შესაძლოა დაგჭირდეთ ოდნავ მეტი ან ნაკლები. კრემი თითქმის წასმისთანავე შეიწოვება და უხილავი ხდება. თუ იგი კვლავ ეტყობა კანს ეს ნიშნავს, რომ რაოდენობა ზედმეტია. ელენეონ პლუსის კრემი მსუბუქად დაიტანეთ დაზიანებულ ადგილზე შუბლზე, ნიკაპზე და ორივე ლოყაზე, შემდეგ გადაანაწილეთ მთლიან დაზიანებულ არეებში. ნაზად შეაზილეთ კანს.

მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები:

ელენეონ პლუსის კრემმა შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, მათ შორის კანის სიმშრალე, წვა, სიწითლე, ზედმეტად აქერცვლა. ასეთი სიმპტომების გამოვლენისას ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ პრეპარატის დროებით შეწყვეტა ან შესაძლოა შეამციროს კრემის გამოყენების სიხშირე ან საერთოდ შეწყვიტოს მკურნალობა.

განსაკუთრებული მითითებები:

  • მოერიდეთ სახის ძალიან ხშირად დაბანვას და გაწმენდას დაზიანებულ ადგილებში.
  • მკურნალობის პერიოდში მოერიდეთ ხელოვნურ სხივებს, სოლარიუმს და ულტრაიისფერ სხივებს.
  • მოერიდეთ მზის სხივებს.
  • თუ გიწევთ მზის ქვეშ ყოფნა ან მზის სხივების მიმართ მგრძნობიარე ხართ გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი, რომლის შPF (მზისგან დამცავი ფაქტორი) არის 15 ან მეტი, ატარეთ დამცავი ტანსაცმელი და ფართო ფარფლებიანი ქუდი, რათა დაიცვათ დაზიანებული ადგილები.
  • მზით დამწვრობის შემთხვევაში შეწყვიტეთ ტრეტინოინის კრემის მიღება სანამ კანი არ შეხორცდება და არ დაუბრუნდება ჩვეულ მდგომარეობას.
  • ცივმა ამინდმა და ქარმა შესაძლოა გააღიზიანოს ელენეონ პლუსის კრემით ნამკურნალები კანი. იგი შესაძლოა გამოშრეს ან აიქერცლოს უფრო ადვილად. კანის გაღიზიანებასთან დაკავშირებით გაესაუბრეთ ექიმს.

გაფრთხილებები:

ელენეონ პლუსის კრემი არ გამოიყენება თუ:

  • გაქვთ ალერგია რომელიმე კომპონენტის მიმართ
  • ოდესმე გქონდათ სიმსივნე კანის ზედა ფენაზე ან მსგავსი მიდრეკილება აღინიშნება ოჯახში. თუ აღინიშნება კანის ანთება, სიწითლე, სიმშრალე ან აქერცვლა (ეგზემა)
  • კანი დაზიანებულია
  • გაქვთ მზის დამწვრობა ან კანი გაღიზიანებულია, რასაც თან ახლავს სიწითლე, კანის აქერცვლა და ქავილი. კრემით მკურნალობის დაწყებამდე კანი უნდა აღდგეს, რასაც სჭირდება დრო.
  • იყენებდით კანის ასაქერცლ საშუალებს (რომელიც აშორებს კანის ზედა ფენას). კრემით მკურნალობის დაწყებამდე კანი უნდა აღდგეს, რასაც სჭირდება დრო.
  • არ გამოიყენოთ აღნიშნული სამკურნალო საშუალება, თუ არ ხართ დარწმუნებული გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს კრემის გამოყენებამდე.

ორსულობა და ლაქტაცია:

აღნიშნული პრეპარატი არ გამოიყენება თუ ორსულად ხართ ან ეჭვობთ ორსულობაზე, რადგან იგი ვნებს ნაყოფს. თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს პრეპარატის გამოყენებამდე გაესაუბრეთ ექიმს.

შენახვის პირობები:

ინახება გრილ და მშრალ ადგილას, მოარიდეთ სიცხეს და მზის პირდაპირ ზემოქმედებას. შემთხვევითი კონტაქტის დროს მაშინვე ჩამოიბანეთ წყლით. მოარიდეთ ბავშვებს. გამოყენების შემდეგ კარგად დაახურეთ თავსახური.

ვარგისობის ვადა:  3 წელი წარმოების თარიღიდან.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.  

გამოშვების ფორმა:

20გ კრემი ლამინირებულ ტუბში, მოთავსებულია კოლოფში პაციენტის საინფორმაციო ფურცელთან ერთად.

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy