Microdacyn hydrogel - მიკროდაცინი 60 ჰიდროგელი 400გ
ჩვენება:მწვავე და ქრონიკული ჭრილობების დამუშავება, ყველა ხარისხის დამწვრობა, მოყინვები, ნაწოლები
მიკროდაცინის ხსნარი და ჰიდროგელი აღიარებულია: FDA, EMA და TGA-ს მიერ
შემადგენლობა:
- სუპერ ოქსიდირებული წყალი
- ნატრიუმის ქლორიდი - NaCI
- ჰიპოქლორიუმის მჟავა - HOCI
- ნატრიუმის ჰიპოქლორიტი - NaOCI
- ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალი >950 mV
- მაღალი ჰიპოტონურობა - 13 mOsml/L
ჰიპოქლორიუმის მჟავა და ნატრიუმის ჰიპოქლორიტი:
- გამოირჩევა ძლიერი ფუნგიციდური, ვიროციდული, ბაქტერიციდული (გრამ+, გრამ- და ანაერობებზე მოქმედების ფართო სპექტრი) მოქმედებით, ეფექტურია ანტიბიოტიკო-რეზისტენტული ფორმების მიმართ
- გააჩნია ძლიერი ანთების და ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება აუმჯობესებს ჭრილობის ოქსიგენაციას
- შლის ნეკროზულ ქსოვილს (გააჩნია ფიბრინოლიზური და კერატოლიზური აქტივობა)
- აუმჯობესებს ნაწიბურის სისხლმომარაგებას კოლატერალური კაპილარული სისხლმომარაგების გაძლიერების ხარჯზე
- მნიშვნელოვნად აჩქარებს გრანულაციისა და ეპითელიზაციის პროცესებს ჰიპერპლაზიის გარეშე
გამოიყენება:
- მწვავე და ქრონიკული ჭრილობების დასამუშავებლად:
- ნებისმიერი წარმოშობის და ყველა ხარისხის დამწვრობა (თერმული, მზით, ქიმიური, ელექტრო, სხივური)
- მოყინვები
- ნაწოლები
- კიდურების სხვადასხვა გენეზის ტროფიკული წყლულები (მათ შორის, ვენური უკმარისობა, მაობლიტირებელი ენდარტერიტი,
- დიაბეტური ტერფი, წითელი ქარი და ა.შ.)
- ჩირქოვანი ჭრილობები
- საყოფაცხოვრებო ტრავმები
- ინფიცირებული დერმატიტები
- მარტივი, კონტაქტური დერმატიტი
- მიკრობული ეგზემა
- სტრეპტო - სტაფილოდერმია
- მწვავე და ქრონიკული ანთებების დროს ღრუ ორგანოების საირიგაციოდ
- ქირურგიული ოპერაციების დროს შინაგანი ორგანოების ლავაჟისათვის (მაგ: სეფსისის დროს)
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიკროდაცინის გამოყენება ექსუდატით მიმდინარე მწვავე და ქრონიკული ჭრილობების დროს!
მიკროდაცინს გააჩნია:
- ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრი, როგორც გრამ+, ისე გრამ-ბაქტერიებზე, ანაერობებზე და რეზისტენტულ შტამებზე.
მათ შორის:
- MRSA - მეტიცილინ რესიზტენტული Staphylococcus aureus
- VRE - ვანკომიცინ რეზისტენტული Enterococcus faecalis
- ფსევდომონას მიმართ Pseudomonas Aeruginosa
- მულტირეზისტენტული Acinetobacter baumannii მიმართ
ასევე, გააჩნია:
- ანტივირუსული მოქმედება (მათ შორის, HIV-I-ის, HPV-ის და HSV-ის მიმართ)
- ანტიფუნგალური
- ანტიპროტოზოული
გამოყენება:
მიკროდაცინის ხსნარი გამოყენება შესაძლებელია ჭრილობაზე პირდაპირ დასხმით.
ასევე ძველ ნახვევზე დასხმა და ისე მოცილება. რაოდენობა დამოკიდებულია ჭრილობის ზომაზე, სიღრმეზე და მდებარეობაზე.
გამოიყენება მიკროდაცინით ჭრილობის დამუშავების შემდეგი რეჟიმები:
წითელი ჭრილობების შემთხვევაში - დღეში ერთხელ
ყვითელი ჭრილობების შემთხვევაში - 1-2-ჯერ დღეში
შავი (ნეკროზული) ჭრილობების შემთხვევაში - 2-3-ჯერ დღეში
ა. ჭრილობის ირიგაცია
ბ. ჭრილობის გასუფთავება და მკვდარი უჯრედების მოშორება საფენის დახმარებით
გ. ჭრილობის გასუფთავების შემდგომ მიკროდაცინის ჰიდროგელი უნდა დავიტანოთ ჭრილობაზე ისე, რომ ზედაპირი დაფაროს გელის 2-5 მმ-ით.
დ. ჭრილობას შეიძლება დაედოს ნებისმიერი ტიპის საფენი
მიკროდაცინი ხსნარი და ჰიდროგელი
- არ არის ტოქსიკური და არ აზიანებს ჯანმრთელ ქსოვილს
- გამოყენება შეიძლება კომბინაციაში ნებისმიერი სხვა ტიპის ჭრილობის სამკურნალო საშუალებასთან
- გამოიყენება ნებისმიერ ნახვევზე/სახვევზე
- მიკროდაცინის გამოყენება შესაძლებელია ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე
- ის ამცირებს ანტიბიოტიკების გამოყენების ხანგრძლივობას
ვარგისია გახსნიდან 2 თვის განმავლობაში
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account