ბისილვალოე - BisilvAloe სპრეი 125მლ

განსაკუთრებული ფასი 50,45 GEL რეგულარული ფასი 53,10 GEL
მარაგშია
SKU
95898_3752

ხელს უწყობს ბუნებრივ შეხორცებას: ჭრილობები, იარები, ნაკაწრები, მცირე დამწვრობები.

ბისილვალოე სპრეი

BiSilvAloe spray

50 მლ / 125 მლ 

აბსორბენტი ფხვნილის სპრეი იონური ვერცხლით 

ხელს უწყობს ბუნებრივ შეხორცებას: 

-        ჭრილობები

-        იარები

-        ნაკაწრები

-        მცირე დამწვრობები

შემადგენლობა:

მიკრონიზებული ცეოლიტი, სამკურნალო ალოე (aloe vera), იონური ვერცხლი, n-ბუტანი. 

ჩვენებები:

აბსორბენტი მინერალური ფხვნილი 2,5% იონური ვერცხლით და სამკურნალო ალოეთი. მისი გამოიყენება ჭრილობებზე, ნაკაწრებზე, მცირე დამწვრობებზე, კანის იარებზე და ა.შ. ქმნის სუფთა და ტენიან გარემოს და ამით იძლევა სისველის (გამონადენის) კონტროლის საშუალებას, რაც ხელს უწყობს ბუნებრივი შეხორცების პროცესს, იცავს არეს ეგზოგენური მიკრობული ზრდის გავრცელებისგან. ვერცხლის იონების არსებობა იცავს ფლაკონს მიკრობული დაბინძურებისაგან. პროდუქტი რჩება დამუშავებულ ადგილზე, არ იშლება და ადვილად შორდება მარილიანი სპრეის საშუალებით. საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტის ჭრილობაზე დასაფიქსირებლად შესაძლებელია სტერილური დოლბანდის ან ჰაერგამტარი სახვევის გამოყენება. არ შეიცავს ცხოველური ქსოვილისგან მიღებულ პროდუქტებს (კოლაგენი, კერატინი, ელასტინი და ა.შ.).

გამოყენების წესი:

გამოყენებამდე ჭრილობები უნდა გაიწმინდოს იზოტონური ხსნარით. გამოყენებამდე შეანჯღრიეთ აეროზოლის ფლაკონი, შეასხურეთ მოკლე ინტერვალებით, მსუბუქად დააჭირეთ დისპენსერის ღილაკს და მიმართეთ სპრეი დასამუშავებელი ადგილისკენ. არ გაასხუროთ ჰაერში, თავიდან აირიდეთ შესაძლო აალების რისკები. გაიმეორეთ პროცედურა საჭიროებისამებრ, დაფარეთ დამუშავებული ადგილი სტერილური სახვევით.

განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.

წმინდა წონა: 50 მლ / 125 მლ 

სამედიცინო დანიშნულების საგანი

გაფრთხილებები: აეროზოლი ძლიერ აალებადია. კონტეინერი დალუქულია წნევის ქვეშ: გაცხელების შემთხვევაში შეიძლება გასკდეს. მოარიდეთ სიცხეს, ნაპერწკლებს, ღია ცეცხლს, ცხელ ზედაპირებს. 

დაუშვებელია მოწევა. კონტეინერი დალუქულია წნევის ქვეშ: არ გახვრიტოთ ან დაწვათ, გამოყენების შემდეგაც კი. მოარიდეთ მზეს.

საფრთხე 

არ შეინახოთ 50°C/122°F-ზე მეტ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ შეასხუროთ ღია ცეცხლზე ან აალების სხვა წყაროზე. 

გვერდითი რეაქციები არ არის ცნობილი მოწყობილობის კომპონენტებთან მიმართებაში. 

არ გამოიყენოთ ზედიზედ ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში; თუ ამ დროის შემდეგ ჭრილობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, მიმართეთ ექიმს.

ასევე, იხილეთ: ბისილვალოე - BisilvAloe სპრეი 50მლ

მეტი ინფორაცია
Units1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy