Gotarut - გოტარუტი გელი 75მლ

განსაკუთრებული ფასი 15,12 GEL რეგულარული ფასი 21,30 GEL
მარაგშია
SKU
76066_3076
გოტარუტი გელი 75მლ

გოტარუტი გელი

ვენების მატონიზირებელი, ანგიოპროტექტორული საშუალება

 

შემადგენლობა:

ტროქსერუტინი, გინკგო ბილობას ფოთლის ექსტრაქტი, აზიური ცენტელას ფოთლის ექსტრაქტი, წვრილფოთლიანი ლავანდის ზეთი, წყალი, იზოპროპილის სპირტი,  პოლიაკრილამიდი, იზოპარაფინი C13-14, ლაურეტ-7, პეგ-20 მეთილგლუკოზას სესქვისტეარატი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი.

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

გოტარუტი გელი აუმჯობესებს კიდურების კანისა და სისხლძარღვების მდგომარეობას. კერძოდ, აძლიერებს სისხლძარღვის კედლის სიმტკიცეს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ტროქსერუტინი ზრდის სისხლძარღვის კედლის ელასტიურობას, ამცირებს მის სიმყიფეს და განვლადობას. გინკგო ბილობას ფოთლის ექსტრაქტი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხსნის ფეხების შეშუპებასა და დაღლილობას. აზიური ცენტელას ფოთლის ექსტრაქტი აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას და ამცირებს სისხლძარღვის კედლის განვლადობას. 

გოტარუტი გელი რეკომენდებულია კიდურებში ვენური სისხლის მიმოქცევის დარღვევებისა და რბილი ქსოვილების დაზიანებების დროს (სისხლჩაქცევები, დაჭიმულობა). ის ასევე ამსუბუქებს ტკივილს, შეშუპებას და "ფეხებში სიმძიმის" შეგრძნებას, რაც აადვილებს სიარულს.

გამოყენების წესი და დოზირება:

დაიტანეთ გელი თხელ და თანაბარ ფენად, დღეში 2-4 ჯერ, მტკივნეულ ადგილას, მსუბუქი მასაჟით, ქვემოდან ზემოთ.

მისი გამოყენება შესაძლებელია სახვევის, წინდების და ელასტიური წინდების ქვეშ.

გაფრთხილება:

გოტარუტი გელი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის, ინტაქტურ კანზე. არ შეიძლება მისი გამოყენება ლორწოვან გარსზე, ეგზემაზე და ღია ჭრილობებზე.

მოქმედების ვადა:

2 წელი (ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე).

შენახვა: არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

შეფუთვა:  75 მლ გელი, ტუბში.

 

მწარმოებელი: Pharmanova d.o.o. სერბეთის რესპუბლიკა, ორბენოვაკი, ინდუსტრისკას ქუჩა # 8.

 

 

 

 

 

 

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy