Forderm - ფორდერმი კრემი 30მგ

განსაკუთრებული ფასი 22,17 GEL რეგულარული ფასი 23,34 GEL
მარაგშია
SKU
76088_3113

აღწერა: ფორდერმი კრემი ნაჩვენებია მიკოზების, დერმატიტის, ეგზემის,ვაგინალური კანდიდოზი, კანის პიოგენური დაავადება.

შემადგენლობა:

ბლეკომეტაზონი დიპროპიონატი BP 0.025%    w/w

გენტამიცინის სულფატი BP  0,1%  w/w

კლოტრიმაზოლი BP   1.0% w / w

იოდქლორჰიდროქსიქინოლინი 1.0 % w/w

კრემის ფუძე

აღწერა:

ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი (INN მოდიფიცირებული) ან ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი (USAN, ყოფილი BAN) არის ძლიერი გლუკოკორტიკოსტეროიდი. ეს არის ბეკლომეტაზონის (INN) პროწამალი თავისუფალი სახით. საინჰალაციო ფორმით (მაგ. Clenil, Qvar), არსებობს უამრავი ბრენდი, რომელიც გამოიყენება ასთმის პროფილაქტიკისთვის. როგორც ცხვირის სპრეი (მაგალითად, ბექონაზა, ალანაზა, ვანცენაზა) გამოიყენება რინიტის (მაგ. თივის ცხელება) და სინუსიტის სამკურნალოდ. ზოგიერთ შემთხვევაში, მას იყენებენ ორალური პათოლოგების შემთხვევაში უჩვეულო აფტოზური წყლულის სამკურნალოდ.

გენტამიცინი არის ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი, გამოიყენება მრავალი სახის ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, განსაკუთრებით გრამუარყოფითი ორგანიზმების მიერ გამოწვეული ინფექციების შემთხვევაში.

კლოტრიმაზოლი წარმოადგენს სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტს, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება სოკოვანი ინფექციების (როგორც ადამიანის, ისე სხვა ცხოველების) სამკურნალოდ, მაგალითად, ვაგინალური საფუარის ინფექციები, ოროფარინგეალური კანდიდოზი და ტრიქოფიტია.

ჩვენებები:

ფორდერმი კრემი ნაჩვენებია მიკოზების, დერმატიტის, ეგზემის, ნეიროდერმატიტის, ეპიდრმატოფიტოზის, საზარდულის თიქარის, ოტომოკოზის, შერეული ვაგინიტის, ვულვიტის და კოლპიტის თითებსშორის და კანის სხვა სოკოვანი ინფექციების შემთხვევაში, ვაგინალური კანდიდოზი, კანის პიოგენური დაავადება.

წაისვით კანზე, როგორც კრემი. წაისვით დაზიანებულ  ადგილას  დღეში ორჯერ ან სამჯერ.

უკუჩვენებები:

ფორდერმი კრემი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გადაჭარბებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, აქვს კანის ტუბერკულარული და ვირუსული დაავადება. არ უნდა გამოიყენოთ თვალში.

დოზირება და გამოყენების წესი:

დერმატოფიტის ინფექციები: მკურნალობა მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში.

კანდიდოზის ინფექციები: მკურნალობა მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში.

მიღების გზა: უშუალოდ დაიტანეთ დაზიანებულ  ადგილას. დატანის შემდეგ დაიბანეთ ხელები.

სიფრთხილის ზომები და გაფრთხილება:

სიფრთხილის ზომები

სისტემური კორტიკოსტეროიდული ეფექტები

კუშინგის სინდრომის შესაძლო ნიშნების და სიმპტომების განვითარება  (მაგალითად, ჰიპერტენზია, გლუკოზის აუტანლობა, კუშინგოიდური თავისებურებები) პაციენტებში, რომლებიც განსაკუთრებით მგრძნობიარეა კორტიკოსტეროიდების ზემოქმედების მიმართ, ან როდესაც გამოყენებული პრეპარატი აღემატება ჩვეულებრივ დოზებს.

ყურადღებით დააკვირდით ახალშობილებს, რომლებიც განიცდიან პრენატალურ კორტიკოსტეროიდებით  ჰიპოადრენალიზმის გამოვლენას.

ეფექტები თვალის მხრივ:

იშვიათად არის ცნობები გლაუკომის, ინტრაოკულური წნევის მომატების და კატარაქტის განვითარების შესახებ.

სხვა ეფექტები:

უცნობია ადამიანებში პრეპარატის გრძელვადიანი სისტემური და ადგილობრივი ეფექტების შესახებ, განსაკუთრებით  პირის ღრუში, ყელში, ტრაქეასა და ფილტვებში იმუნოლოგიური პროცესების განვითარების შესახებ.

გაფრთხილებები:

კორტიკოსტეროიდული მკურნალობის სისტემური მოხსნა: შესაძლოა განვითარდეს კორტიკოსტეროიდული მკურნალობის სისტემური მოხსნის სიმპტომები(მაგ., სახსრის ტკივილი, კუნთების ტკივილი, სიმსუბუქე, დეპრესია);

თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობა; ასთმის სიცოცხლისათვის საშიში გამწვავება; ფილტვის ინფილტრაცია ეოზინოფილიით; ან ალერგიული მდგომარეობის სიმპტომური გამწვავება, თუ  კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი სისტემური თერაპია შეიცვლება  კორტიკოსტეროიდების ინჰალაციური მკურნალობით. ასეთი სიმპტომები შეიძლება შეინიშნებოდეს განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც იყენებენ 20 მგ-ზე მეტ პრედნიზონს დღე-ღამეში (ან მისი ექვივალენტს), განსაკუთრებით ჩანაცვლების ბოლო პერიოდში.

ზოგადად, რაც უფრო მეტია დოზა და სისტემური კორტიკოსტეროიდული მკურნალობის ხანგრძლივობა, მით უფრო მეტი დროა საჭირო სისტემური კორტიკოსტეროიდების მოხსნისათვის და ორალური საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით ჩანაცვლებისათვის.

შეაამცირეთ სისტემური კორტიკოსტეროიდის დოზა და ყურადღებით დააკვირდით პაციენტებს დოზის შემცირების დროს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის ობიექტურ ნიშნებზე (მაგ., ჰიპოტენზია, წონის დაკლება).

იმუნოსუპრესიული პაციენტები: ჯანმრთელ პირებთან შედარებით ინფექციებისადმი გაზრდილი მგრძნობელობაა პაციენტებში, რომლებიც იღებენ იმუნოსუპრესანტებს. ასეთ პაციენტებში გარკვეულ ინფექციების შემთხვევაში (მაგ., ჩუტყვავილა, წითელა) შესაძლოა დადგეს უფრო სერიოზული ან ფატალური შედეგიც, განსაკუთრებით ბავშვებში.

უნდა მოხდეს გამოყენების თავიდან აცილება ჩუტყვავილას და წითელას შემთხევაში პაციენტებში, რომლებსაც ადრე არ ქონდათ პრეპარატი გამოყენებული, თუკი მოხდება გამოყენება პაციენტებში ჩუტყვავილას  ან წითელას შემთხვევაში, განიხილება ვარიცელა ზოსტერის  იმუნოგლობულინის (VZIG) ან იმუნოგლობულინის (IG) დანიშვნა. განიხილეთ ანტივირუსული  საშუალებებით მკურნალობა თუ ვითარდება ჩუტყვავილა.

ერთდროული მკურნალობა: სიფრთხილით გამოიყენეთ პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს სისტემური პრედნიზონი ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში. პრედნიზონთან ერთდროულმა გამოყენებამ რეჟიმით დღე გამოშვებით ან ყოველდღიურად შესაძლოა გაზარდოს ჰიპოთალამურ – ჰიპოფიზი – თირკმელზედა ღერძის დათრგუნვის ალბათობა, ნებისმიერი მედიკამენტების თერაპიულ დოზებთან ან მხოლოდ პრეპარატთან შედარებით.

განაახლეთ სისტემური კორტიკოსტეროიდის გამოყენება სტრესის პერიოდებში (მაგალითად, ინფექცია, ტრავმა, ოპერაცია) ან მძიმე ასთმის გამწვავების შემთხვევაში იმ პაციენტებში, რომლებსაც ქონდათ სისტემურიდან ოარალური საინჰალაციო კორტიკოსტეროიდულ მკურნალობაზე გადასვლის მცდელობა.

ბრონქოსპაზმის განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაიწყეთ მკურნალობა ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორებით,  შეწყვიტეთ მკურნალობა ბეკლომეტაზონის დიპროპიონატით და დაიწყეთ ალტერნატიული თერაპია.

ქვემოთ მოყვანილია გვერდითი ეფექტები ორგანულ-სისტემური კლასების და მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით. სიხშირე აღწერილია, როგორც: ძალიან ხშირი (1/10); ხშირი (1/100- <1/10); ნაკლებად ხშირი (1/1000 - <1/100); იშვიათი (1/10,000 - <1/1000) და ძალიან იშვიათი (<1/10,000), ცალკეული შემთხვევების ჩათვლით. ძალიან ხშირი, ხშირი და ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტები ძირითადად განისაზღვრა კლინიკური კვლევებიდან. სიხშირესთან დაკავშირებით მხედველობაში არ იქნა მიღებულ პლაცებო და შესადარებელ ჯგუფში მიღებული მონაცემები. იშვიათი და ძალიან იშვიათი მოვლენები ძირითადად განისაზღვრა სპონტანური შემთხვევების საფუძველზე.

რადგან ჩამოთვლილი არასასურველი ეფექტები დაფუძნებულია სპონტანურ ანგარიშებზე, თითოეული მათგანისთვის შემთხვევის ზუსტი სიხშირეების განსაზღვრა შეუძლებელია

იმუნური სისტემის დარღვევა: ალერგიული რეაქცია (სინკოპე, ჰიპოტენზია, დისპნოე, ჭინჭრის ციება).

კანისა და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები: ბუშტუკები, დისკომფორტი / ტკივილი, შეშუპება, გაღიზიანება, კანის განშრევება/ აშრევება, ქავილი, გამონაყარი, გაცხელება/ წვა.

 

შენახვა: შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას  არაუმეტეს 30 ° C ტემპერატურაზე.

 

შეფუთვა: 30 გრამი კრემი დაბეჭდილ ალუმინის ტუბში.

 

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

 

მწარმოებელი:

გლოფარმ ლაბორატორიეს პვტ ლტდ. (GLOPHARM LABORATORIES PVT LTD)

შრი კრიშნას კომერციული ცენტრი,

ოფისი # 004, კამათის კლუბთან ახლოს,

ს.ვ. როად. გორგაონი (W)

მუმბაი - 400 062.

ინდოეთი.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy