Capsador - კაპსადორი კრემი 0.075% 45გ

განსაკუთრებული ფასი 15,18 GEL რეგულარული ფასი 21,08 GEL
მარაგშია
SKU
88773_1862

ჩვენება:ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელიც წარმოიქმნება კანის ზედაპირთან ახლოს მდებარე ნერვებიდან,დიაბეტით გამოწვეული ხელების ან ფეხების ნერვის დაზიანება.

კაპსადორი 0.075% კრემი

გარეგანი გამოყენებისთვის.

· მოქმედი ნივთიერება(ები): თითოეული 1 გრ კრემი შეიცავს 0.75 მგ კაპსაიცინს.

· დამხმარე ნივთიერება(ები): ბენზილის სპირტი, ცეტილის სპირტი, სორბიტოლის (70%) ხსნარი (E420), თეთრი პარაფინი, იზოპროპილ მირისტატი, გლიცერილის სტეარატი, PEG-100 სტეარატი და დეიონიზებული წყალი.

ამ პრეპარატის გამოყენებამდე, ყურადღებით გაეცანით წინამდებარე პაციენტის საინფორმაციო ფურცელი-ჩანართს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

· შეინახეთ წინამდებარე პაციენტის საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

· დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

· ეს სამკურნალო საშუალება გამოგეწერათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. 

· აღნიშული პრეპარატის გამოყენების პერიოდში, თუ გექნებათ ვიზიტი ექიმთან ან საავადმყოფოში, აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს.

· ზუსტად დაიცავით ფურცელ-ჩანართში მოცემული ინსტრუქციები. არ გამოიყენოთ თქვენთვის რეკომენდებულ დოზაზე მაღალი ან დაბალი დოზა.
 

მოცემული ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

1.რას წარმოადგენს კაპსადორი და რისთვის გამოიყენება

2.რა უნდა იცოდეთ კაპსადორის გამოყენებამდე

3.როგორ უნდა გამოიყენოთ კაპსადორი

4.შესაძლო გვერდითი მოვლენები

5.კაპსადორის შენახვის პირობები 

1. რას წარმოადგენს კაპსადორი და რისთვის გამოიყენება

· კაპსადორი იყიდება ეპოქსიფენოლური ალუმინის ტუბებში, რომელიც დალუქულია მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) მჭიდრო თავსახურით, რომელიც შეიცავს 45 გ კრემს. იგი შეიცავს კაპსაიცინს და განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის.

· კაპსადორი გამოიყენება:

- ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელიც წარმოიქმნება კანის ზედაპირთან ახლოს მდებარე ნერვებიდან სირსველის (სარტყლისებრი ლიქენი) შემდეგ;

-  ტკივილის შესამსუბუქებლად პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დიაბეტით გამოწვეული ხელების ან ფეხების ნერვის დაზიანება;

-  სახსრების ანთების, სახსრების კალციფიკაციის, კუნთებისა და სახსრების ტკივილის შესამსუბუქებლად.

2.რა უნდა იცოდეთ კაპსადორის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ კაპსადორი

·       თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობიარე) კაპსაიცინის ან კაპსადორია რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ;

·       დახეთქილ ან გაღიზიანებულ კანზე;

·       12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

·       მოარიდეთ თვალები, ცხვირი და პირი. თუ ის შემთხვევით მოხვდება თვალებში, ცხვირსა და პირში ან დახეთქილ ან გაღიზიანებულ კანზე, ჩამოიბანეთ ბევრი წყლით.

·       დაიბანეთ ხელები კაპსადორის წასმისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელები არის სამკურნალო ადგილები, ამ შემთხვევაში, ისინი უნდა დაიბანოთ წასმიდან 30 წუთის შემდეგ.

·       მოერიდეთ ცხელ აბაზანას ან შხაპს კაპსადორის გამოყენებამდე ან მის წასმის შემდეგ.

·       არ გამოიყენოთ მჭიდრო სახვევები წასმულ კაპსადორზე.

·       მოერიდეთ კაპსადორის ნებისმიერი ორთქლის სუნთქვას, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება და სუნთქვის გაძნელება (ასთმის გაუარესების ჩათვლით). 

თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ, ან გეხებოდათ წარსულში ნებისმიერ დროს, მიმართეთ თქვენს ექიმს.

კაფსიოლი საკვებთან და სასმელთან ერთად

მას არ აქვს ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან.

ორსულობა

ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

საჭიროების შემთხვევაში, ორსულობისას გამოიყენეთ თქვენი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ მკურნალობის დროს მიხვდებით, რომ ორსულად ხართ.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყენოთ კაპსადორი ძუძუთი კვების დროს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება

მას არ აქვს ცნობილი გვერდითი მოვლენები სატრანსპორტო საშუალებების მართვის  და მექანიზმების გამოყენების უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კაპსადორის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

კაპსადორმა შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი კანისმიერი რეაქციები (მაგ. კონტაქტური დერმატიტი) ცეტილის სპირტის შემცველობის გამო.

სხვა სამკურნალო საშუალებები და კაპსადორი

კაპსადორს არ აქვს ცნობილი ან მოსალოდნელი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან გარეგანი (ადგილობრივი) გამოყენების გამო.

თუ ამჟამად იღებდით ან ახლახანს იღებდით რაიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ პრეპარატს, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

3.როგორ უნდა გამოიყენოთ კაპსადორი

-       გამოყენების ინსტრუქცია და დოზირება/გამოყენების სიხშირე:

წაისვით კაპსადორი 3-4-ჯერ დღეში, თუ ექიმის მიერ სხვაგვარად არ გაქვთ დანიშნული. თითოეულ წასმას შორის უნდა იყოს მინიმუმ 4-საათიანი ინტერვალი. მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება 8 კვირა, როდესაც კაპსადორი გამოიყენება დიაბეტით გამოწვეული ნერვული დაზიანების ტკივილის შესამსუბუქებლად.

·       გამოყენების წესი და მეთოდი:

კაპსადორი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.

-       კრემის მცირე რაოდენობა (დაახლოებით ბარდის ზომის) თითებით უნდა შეიზილოთ მასაჟორის გამოყენებით სამკურნალო ადგილზე. გააგრძელეთ შეზელვა, სანამ კრემი უხილავი არ გახდება.

-       დაიბანეთ ხელები დაუყოვნებლივ კაპსადორია გამოყენების შემდეგ, თუ არ მკურნალობთ ხელების ნერვულ დაზიანებას, როდესაც ხელების დაბანამდე უნდა გავიდეს 30 წუთი.

-       კაპსადორის წასმის შემდეგ მან შეიძლება გამოიწვიოს ხანმოკლე წვის შეგრძნება ხელებზე.

·       სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

იგი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენება ხანდაზმულებში:

კაპსადორი იგივენაირად გამოიყენება ხანდაზმულ პაციენტებში, როგორც მოზრდილებში.

·   გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:

არ არის სპეციალური გამოყენება თირკმელებისა და ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს.

თუ გრძნობთ, რომ კაპსადორის   მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი კაპსადორი:

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი კაპსადორის, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ვინაიდან კაპსადორი გამოიყენება შეზღუდულ და ზედაპირულ ზონაზე, დოზის გადაჭარბებას არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები.

თუ დაგავიწყდათ კაპსადორის გამოყენება:

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ კაპსადორის გამოყენებას:

არაფერი. თუ მკურნალობის პერიოდის შემდეგ გაუმჯობესება არ შეინიშნება, დიაგნოზი და მკურნალობა უნდა გადაიხედოს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს. 

თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს, შეწყვიტეთ კაპსადორის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

·       სახის, ენის, ყელის შეშუპება;

·       ქოშინი, ხიხინი.

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ თქვენ აღგენიშნებათ რომელიმე მოცემული, თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია კაპსადორის მიმართ. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.

ყოველა აღნიშნული სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალიან იშვიათია.

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, აცნობეთ თქვენს ექიმს:

·       სურდო;

·       ხველა;

·       ცემინება;

·       თვალების, ცხვირისა და ყელის ხანმოკლე გაღიზიანება ქოშინის ან ასთმის გაუარესების სახით. 

კაპსადორმაა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება ან ხანმოკლე წვის შეგრძნება გამოყენებისას. ეს წვა უფრო ხშირია, როდესაც:

·       კრემი გამოიყენება დღეში 4-ზე მეტჯერ;

·       ხდება ძალიან ბევრი კრემი წასმა;

·       კრემი გამოიყენება ცხელი აბაზანის ან შხაპის მიღების წინ ან მის შემდეგ.

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

5. კაპსადორის შენახვის პირობები 

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალი შეფუთვით.

ინახება 25°C-ზე დაბალ (ოთახის) ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

გამოიყენეთ კაპსადორი ვარგისიანობის ვადის გასვლამდე, რომელიც მითითებულია ტუბსა ან შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შეამჩნევთ რაიმე დეფექტს პროდუქტსა და/ან შეფუთვაზე.

გაცემის წესი:                      

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy