Malachite green - ბრილიანტის მწვანე 1% 10მლ

0,70 GEL
მარაგშია
SKU
50771_412
ჩვენება: პრეპარატი გამოიყენება გარეგანად კანის დაზიანებების დროს. კანის მსუბუქი ანთებითი პროცესებისას (პიოდერმია, ფურუნკულოზი, კარბუნკულოზი) ასევე საოპერაციო არის, ოპერაციების და ტრამვების შემდეგ კანის საფარის დასამუშავებლად. თვალის დაავადების დროს ისმევენ ქუთუთოებზე.

გამოყენების ინსტრუქცია

ბრილიანტის მწვანე 1% სპირტიანი ხსნარი
შოლუტიონ ვირიდის ნიტენტის სპირიტუოსა 1%

წამლის ფორმა:
სპირტიანი ხსნარი

სინონიმი: ბრილიანტის მწვანე
Viride nitens

შედგენილობა:
ერთი ფლაკონი (10 მლ) შეიცავს ბრილიანტის მწვანე 0,1 გ, ეთანოლი 70 10 მლ ხსნარის მიღებამდე.

დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი სამედიცინო 70
აღწერილობა:
პრეპერატი წარმოადგენს ინტესიური მწვანე ფერის სითხეს ეთილის სპირიტს დამახასიათებელი სუნით.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტისეპტიკური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატს გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედება, არ გააჩნია გამაღიზიანებელი ეფექტი (არ იწვევს ქსოვილშიდა წნევის მომატებას.

ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება გარეგანად კანის დაზიანებების დროს. კანის მსუბუქი ანთებითი პროცესებისას (პიოდერმია, ფურუნკულოზი, კარბუნკულოზი) ასევე საოპერაციო არის, ოპერაციების და ტრამვების შემდეგ კანის საფარის დასამუშავებლად. თვალის დაავადების დროს ისმევენ ქუთუთოებზე.

უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

მიღების წესები: დაიტანება კანზე სხვადასხვა ანთებითი პროცესების დროს. თვალების დაავადებისას ისმევენ ქუთუთოების კიდეებზე.

სიფრთხილე:
ვიდრე პრეპარატის გამოყენებას დაიწყებდეთ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას. ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტის შემთხვევაში წამლის მიღება დაუშვებელია.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
გარეგანი გამოყენების სხვა ისეთ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც შეიცავს ორგანულ ნაერთებს, შეიძლება მოხდეს ცილოვანი კომპონენტების დენატურაცია.

განსაკუთრებული მითითებები:
ხსნარის დატანისას ლორწოვან გარსზე საჭიროა სიფრთხილე, რადგან პრეპარატი შეიცავს ეთილის სპირტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი გაღიზიანება.

ჭარბი დოზირება:
დიდხანს გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები (ქავილი) ხსნარის თვალის ლორწოვან გარსზე მოხვედრისას იწყება წვა, ცრემლდენა, შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობები.

ორსულობა და ლაქტაცია:
მონაცემები არ მოიპოვება

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმის მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრასპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გამოშვების ფორმა:
ბრილიანტის მწვანე 1% სპირტიანი ხსნარი, 1% 10 მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი მუქი ფერის პოლიმერული მასალის ფლაკონი #1 (პირველადი შეფუთვით)
შენახვის პირობები:
ბ სია, ინახება სინათლისგან მოფრთხილებით, ოთახის ტემპერატურაზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი ფირმა:
საქათველო შ.პ.ს. “დავათი”
ქ. თბილისი, გრ. ხანძთელის ქ. 10

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy