ბიქსტონიმი ქსილო - Bixtonim XYLO სპრეი 1მგ/მლ 10მლ
ჩვენება: ცხვირის ლორწოვანი გარსის დეკონსესისთვის ვაზომოტორული რინიტისა და ალერგიული რინიტის დროს.
ბიქსტონიმი ქსილო ,1 მგ/მლ ცხვირის სპრეი, ხსნარი
ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი
ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი სრულად, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ.
- შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
- ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ გჭირდებათ მეტი ინფორმაცია ან რჩევა.
- თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.
- თუ 5 დღის შემდეგ თავს უკეთ არ გრძნობთ ან თავს უფრო ცუდად გრძნობთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
რა არის ამ ფურცელში
1. რა არის ბიქსტონიმი ქსილო და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ ბიქსტონიმი ქსილოს გამოყენებამდე
3. როგორ გამოიყენება ბიქსტონიმი ქსილო
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება ბიქსტონიმი ქსილო
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
1. რა არის ბიქსტონიმი ქსილო და რისთვის გამოიყენება
ბიქსტონიმი ქსილო არის ცხვირის დეკონგესანტი, რომელიც სწრაფად ხსნის ცხვირის გაჭედვას, ისე რომ თქვენ უფრო ადვილად შეძლებთ სუნთქვას.
ბიქსტონიმი ქსილო გამოიყენება მოზრდილებში და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ცხვირის ლორწოვანი გარსის დეკონსესისთვის ვაზომოტორული რინიტისა და ალერგიული რინიტის დროს. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ყურის ინფექციების სამკურნალოდ ნაზოფარინქსის ლორწოვანი გარსის დეკონგესტის დასახმარებლად. ის შეიძლება დაგინიშნოთ ექიმმა ცხვირის გამოკვლევის ჩასატარებლად.
2. რა უნდა იცოდეთ ბიქსტონიმი ქსილოს გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ბიქსტონიმი ქსილო
- თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ქსილომეტაზოლინის ან რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში);
- თუ გაქვთ ცხვირის ლორწოვანი გარსის მშრალი ქრონიკული ანთება, რომელსაც არ ახლავს სეკრეცია (rhinitis sicca);
- თუ გაქვთ ცერებრალური ინსულტის ისტორია ან რისკ-ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუწყონ ცერებრალური ინსულტის განვითარებას ალფა-სიმპატომიმეტური აქტივობით: მკურნალობა ვაზოკონსტრიქტორებით, კრუნჩხვების ისტორია, ურეთროპროსტატული დაავადებები შარდის შეკავებასთან, კავშირი პირდაპირი მოქმედების სიმპათომიმეტიკებთან;
- თუ ცოტა ხნის წინ გქონდათ ნეიროქირურგია (ტრანსსფენოიდული ჰიპოფიზექტომია ან ქირურგიული ჩარევის შემდეგ ტვინის გარსის ექსპოზიცია)
- 10 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
გთხოვთ ჰკითხეთ თქვენს ექიმს, თუ:
- თქვენ მკურნალობთ დეპრესიის სამკურნალო პრეპარატებით - მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებით (MAO ინჰიბიტორები) ან სხვა პრეპარატებით, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს მაღალი წნევა;
- თუ გაქვთ მომატებული თვალშიდა წნევა, განსაკუთრებით ვიწროკუთხოვანი გლაუკომა;
- თუ გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ფეოქრომოციტომა);
- თუ გაქვთ გადიდებული პროსტატის ჯირკვალი (პროსტატის ადენომა/პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერტროფია);
- თუ გაწუხებთ მძიმე გულ-სისხლძარღვთა დაავადება (მაგ. გახანგრძლივებული QT სინდრომი, გულის კორონარული დაავადება, მაღალი წნევა)
- თუ გაწუხებთ მეტაბოლური დარღვევები (მაგ. ჰიპერთირეოზი, შაქრიანი დიაბეტი).
ბიქსტონიმი ქსილოს განმეორებითი და/ან გახანგრძლივებული მიღების შემთხვევაში, არსებობს ტაქიფილაქსიისა და იატროგენული რინიტის (ქრონიკული შეშუპება და ცხვირის ლორწოვანის ატროფია) განვითარების რისკი.
ბიქსტონიმი ქსილოს განმეორებითი და/ან გახანგრძლივებული მიღების შემთხვევაში, არსებობს ქსილომეტაზოლინის სისტემური შეწოვის რისკი იმ რაოდენობით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისტემური გვერდითი რეაქციები.
სხვა მედიკამენტები და ბიქსტონიმი ქსილო
გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შეიძლება გამოიყენოთ სხვა პრეპარატები.
ბიქსტონიმი ქსილოს ერთდროულმა გამოყენებამ მონოამინ-ოქსიდაზას ინჰიბიტორებთან (MAO ინჰიბიტორებთან) ან ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან ან ტეტრაციკლურ ანტიდეპრესანტებთან შეიძლება გამოიწვიოს მაღალი წნევა (ქსილომეტაზოლინის მიერ გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა ეფექტების გამო).
არ არის რეკომენდებული სიმპათომიმეტიკების შემცველი ცხვირის სხვა პრეპარატების ერთდროული მიღება.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ ბიქსტონიმი ქსილო ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში, ან თუ ხართ რეპროდუქციული ასაკისა და არ იყენებთ კონტრაცეფციას.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
ბიქსტონიმი ქსილოს ხანგრძლივი გამოყენების ან მაღალი დოზების გამოყენების შემთხვევაში, არ მართოთ მანქანები და არ გამოიყენოთ მექანიზმები, რადგან აქტიური ნივთიერების სისტემური შეწოვა არ არის გამორიცხული და შესაძლოა გავლენა იქონიოს მანქანის მართვისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
ბიქსტონიმი ქსილო შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს.
ის იწვევს გაღიზიანებას. შეუძლია გამოიწვიოს კანის გვერდითი რექაციები.
ბიქსტონიმი ქსილო შეიცავს სორბიტოლს .
თუ თქვენმა ექიმმა გაგაფრთხილათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი კატეგორიის ნახშირწყლების მიმართ, გთხოვთ, ჰკითხოთ მას ამ პრეპარატის გამოყენებამდე.
3. როგორ გამოიყენება ბიქსტონიმი ქსილო
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზარდები და მოზრდილები 10 წელზე ზემოთ
- 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში, საჭიროების მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს 3-ჯერ დღეში.
რეკომენდებულიზე მაღალი დოზების გამოყენება არ შეიძლება.
10 წლამდე ასაკის ბავშვები
ბიქსტონიმი ქსილო1 მგ/მლ ცხვირის სპრეი ხსნარი უკუნაჩვენებია 10 წლამდე ასაკის ბავშვებში.
2-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებულია ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდის სხვა კონცენტრაცია, როგორიცაა ბიქსტონიმი ქსილო 0.5 მგ/მლ ცხვირის სპრეი, ხსნარი.
ხანდაზმულები
ბიქსტონიმი ქსილო ინიშნება იმავე დოზებით, როგორც მოზრდილებში.
მიღების ხანგრძლივობა
ბიქსტონიმი ქსილო არ უნდა იქნას გამოყენებული 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, თუ ექიმი სხვაგვარად არ გირჩევთ.
გამოყენების მეთოდი
გამოყენებისთვის, უნდა მოიხსნას დამცავი თავსახური . პირველად მიღების წინ , ჰაერში სპრეის ტუმბოზე 2-3-ჯერ დაჭერით გააფრქვიეთ სპრეი ჰაერში სწორი დოზების უზრუნველსაყოფად. ამგვარად, ტუმბო მზადაა გამოსაყენებლად.
ცხვირის სპრეის გამოყენებამდე ცხვირი ნაზად გამოირეცხეთ. ბოლო დოზის მიღება რეკომენდებულია ძილის წინ.
გამოსაყენებლად, დამცავი თავსახურის მოხსნის შემდეგ, სპრეის გამფრქვევი მოათავსეთ ნესტოში და ტუმბოზე ერთხელ დაჭერით ნაზად ჩაისუნთქეთ ცხვირით.
შეყვანისას ბოთლი რჩება ვერტიკალურ მდგომარეობაში, ტუმბო ზემოთაწეული. პროდუქტი არ გამოიყენება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ან ქვედამიმართულებით.
გამოყენების შემდეგ იგი დაფარულია დამცავი თავსახურით.
ჰიგიენური მიზეზების გამო და ინფექციების თავიდან აცილების მიზნით, თითოეული ბოთლი პულვერიზერით უნდა გამოიყენოს მხოლოდ ერთი და იმავე პირმა.
თუ იყენებთ იმაზე მეტ ბიქსტონიმი ქსილოს ვიდრე საჭიროა
თუ თქვენ გამოიყენეთ რეკომენდებულზე მაღალი დოზა ან შემთხვევით გადაყლაპეთ ხსნარი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან წადით საავადმყოფოში. შეიძლება განვითარდეს შემდეგი: გუგის გაფართოება (მიდრიაზი), გულისრევა, ღებინება, ტუჩების ლურჯი შეფერილობა (ციანოზი), ცხელება, კრუნჩხვები, გულ-სისხლძარღვთა დარღვევები (ტაქიკარდია/ბრადიკარდია, სხვა არითმიები, კოლაფსი, გულის გაჩერება, მაღალი წნევა), სუნთქვის დარღვევები (ფილტვის შეშუპება, ქოშინი და ა.შ.), ფსიქიკური დარღვევები, ძილიანობა, სხეულის დაბალი ტემპერატურა, დაბალი გულისცემა, დაბალი წნევა, სუნთქვის გაჩერება და კომა.
თუ დაგავიწყდათ ბიქსტონიმი ქსილოსგამოყენება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
თუ შეწყვეტთ ბიქსტონიმი ქსილოს გამოყენებას
განმეორებითი და/ან გახანგრძლივებული მიღების შემთხვევაში და/ან მაღალი დოზებით, ბიქსტონიმი ქსილოს შეწყვეტის შემდეგ შეიძლება განვითარდეს შეგუბებითი რებაუნდის სინდრომი (რეაქტიული ჰიპერემია).
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს .
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ აღენიშნება.
გვერდითი რეაქციები კლასიფიცირდება შემდეგი სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (რაც აღენიშნება 10-დან 1 პაციენტზე მეტს), ხშირი (რაც აღენიშნება 10-დან 1 პაციენტზე ნაკლებს), არახშირი (რომელიც მოქმედებს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში), იშვიათი (რომელიც უვითარდება 1000 პაციენტში 1-ზე ნაკლებს), ძალიან იშვიათად (რაც აღენიშნება 1-ზე ნაკლებ პაციენტს 10000-დან), უცნობი სიხშირით (რაც არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).
იშვიათი გვერდითი ეფექტები
- ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში: ადგილობრივი ზომიერი და გარდამავალი გაღიზიანება (ცხვირის ლორწოვანი გარსის წვის ან სიმშრალის შეგრძნება).
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები
- შეგუბებითი რებაუნდის სინდრომი (რეაქტიული ჰიპერემია) მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ;
- ხანგრძლივმა მკურნალობამ, ქსილომეტაზოლინის ხშირმა და/ან მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება (ცხვირის ლორწოვანი გარსის წვა ან სიმშრალე), ასევე რეაქტიული შეშუპება წამლით გამოწვეული რინიტით. ეს ეფექტი შეიძლება გაქრეს მკურნალობის დაწყებიდან მხოლოდ 5 დღის შემდეგ და, თუ მიღება გაგრძელდა, შეიძლება განვითარდეს ცხვირის ლორწოვანი გარსის ქრონიკული დაზიანება ქერქის გამოყოფით;
- თავის ტკივილი;
- უძილობა;
- ასთენია;
- მხედველობის დარღვევები;
- არანორმალური გულისცემა;
- სწრაფი გულისცემა;
- მაღალი არტერიული წნევა.
გვერდითი მოვლენები უცნობი სიხშირით
- გულისრევა.
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება
თუ თქვენ გაქვთ რომელიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ დამატებითი ინფორმაციის მოწოდებას ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ.
5. როგორ ინახება ბიქსტონიმი ქსილო
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, „ვადის გასვლის თარიღის“ შემდეგ. ვარგისიანობის ვადა არის შესაბამისი თვის ბოლო დღე.
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში.
გამოიყენეთ ბოთლის პირველი გახსნიდან მაქსიმუმ 30 დღის განმავლობაში.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომელბსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ბიქსტონიმი ქსილო
- აქტიური ნივთიერება არის ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი. ცხვირის სპრეის ხსნარის ერთი მილილიტრი შეიცავს 1 მგ ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს.
- სხვა კომპონენტებია ბენზალკონიუმის ქლორიდი, კალიუმის დიჰიდროფოსფატი, დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, სორბიტოლი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, გაწმენდილი წყალი.
ბიქსტონიმი ქსილოს გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
ბიქსტონიმი ქსილო არის გამჭვირვალე, უფერო და უსუნო ხსნარი, ხილული ნაწილაკების გარეშე.
მუყაოს კოლოფში ერთი ქარვისფერი შუშის ბოთლი სპრეი ტუმბოთი, რომელიც შეიცავს 10 მლ ცხვირის სპრეის ხსნარს.
ასევე, იხილეთ :
რაოდენობა | 1 |
---|---|
Form | კაფ TEMP |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account