Bienza - ბიენზა 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 39,56 GEL რეგულარული ფასი 54,95 GEL
მარაგშია
SKU
79511_2190

ჩვენებები: ანთების, შეშუპების საწინააღმდეგო საშუალება.

BIENZA

ბიენზა

ანთების, შეშუპების საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა:   ტრიფსინი 600 ერთეული (UPS ) ქიმოტრიფსინი  600 ერთეული (UPS ).

ფარმაკოლოგიურიმოქმედება:  მშიერ კუჭზე მიღებისთანავე ტრიფსინი და ქიმოტრიფსინი თავისუფლდება და შეიწოვება წვრილ ნაწლავში, მოქმედებს ანთების ექსუდაციურ ფაზაზე და შლის პეპტიდურ კავშირებს ანთების კერაში, ტრიფსინი და ქიმოტრიფსინი შთაინთქმება ფერმენტთა მოცირკულირე ინჰიბიტორების მიერ, რომელთა დონე გაზრდილია ტრავმის და სხვადასხვა ანთებითი პროცესების შედეგად, ამეტრიფსი ამცირებს შეშუპებას და გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. აძლიერებს ანტიბიოტიკების ბიოშეღწევადობას ანთებით კერაში.

ჩვენებები:

ანთება, შეშუპება და მისი თანმხლები ტკივილი წარმოშობისა და ლოკალიზაციის მიუხედავად.
ტრავმატოლოგია და ქირურგია:  პოსტტრავმული და პოსტოპერაციული შეშუპებისა და ჰემატომების მკურნალობა და პროფილაქტიკა, მოტეხილობები, კუნთების,  მყესების დაზიანება
მეან - გინეკოლოგია:  საკეისრო კვეთის შემდგომი პერიოდი, ჰისტერექტომია, მცირე მენჯის ანთებითი დაავადებები
მასტიტები, მასტოპათიები
ზედა და ქვედა სასუნთქი სისტემის ანთებითი დაავადებები: ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, სინუსიტი, ოტიტი, ევსტაქიტი, ტრაქეობრონქიტი, პნევმონია
საშარდე სისტემის ანთებითი დაავადებები
ანტიბიოტიკოთერაპია (აძლიერებს  ანტიბიოტიკების ბიოშეღწევადობას ანთებით კერაში) 
სტომატოლოგიაში: 
კბილის ამოღება, პერიოდონტიტი და ღრძილების ანთება, სტომატოლოგიური და ყბა-სახის ოპერაციები.
დამწვრობა და ჭრილობები
ორსულობა და ძუძუთი კვება:
პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის მიზანშეწონილი.

დოზირება:  1 კაფსულა სამჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე

გამოშვების ფორმა:  N30 კაფსულა

აფთიაქიდან გაცემის წესი: ექიმის რეცეპტის გარეშე

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას

მწარმოებელი:  Nature Pharma”, ესპანეთი

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy