Atacand - ატაკანდი 32მგ 28 ტაბლეტი
ჩვენება: არტერიული ჰიპერტენზია, გულის ქრონიკული უკმარისობა და მარცხენა პარკუჭის სისტოლური ფუნქციის დარღვევა
სავაჭრო დასახელება: ატაკანდი
საერთაშორისო არაპატენტური დასახელება: კანდესარტანი
სამკურნალწამლო ფორმა: ტაბლეტები
შემადგენლობა
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 8მგ, 16მგ ან 32მგ კანდესარტან ცილექსეტილს
ფარმაცევტული ფორმა
ატაკანდი 32მგ არის მრგვალი (დიამეტრი 9მმ), ვარდისფერი ტაბლეტი, ნაპრალით და აღნიშნული A/CL ერთ მხარეს, აღნიშნული 032 მეორე მხარეს.
თერაპიული ჩვენება
პირველადი ჰიპერტენზია
პაციენტების მკურნალობა რომლებსაც აღენიშნებათ გულის უკმარისობა და მარცხენა პარკუჭის სისტოლური ფუნქციის დაზიანება (მარცხენა პარკუჭს განდევნის ფრაქცია ≤40%) აგფ ინჰიბიტორების აუტანლობის შემთხვევაში ან აგფ ინჰიბიტორებზე დამატებით თერაპიის სახით გულის სიმპტომური უკმარისობით დაავადებულ პაციეტნებში ოპტიმალური თერაპიის მიუხედავად, მინერალკორტიკოიდის რეცეპტირების ანტაგონისტების აუტანლობისას. (იხ. პარაგრაფები დოზირება და გამოყენების მეთოდი, განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის, ურთიერთქემდება და ფარმაკოდინამიური მახასიათებლები).
დოზირება და გამოყენების მეთოდი
დოზირება ჰიპერტენზიის დროს
რეკომენდებული საწყისი დოზა და ჩვეულებრივ შემანარჩუნებელი დოზაა 8მგ დღე-ღამეში ერთხელ. დოზა შეიძლება გაიზარდოს დღე-ღამეში 16მგ-მდე. თუ სისხლის წნევა საკმარისად არ კონტროლდება დღე-ღამეში ერთხელ 16მგ-ს 4 კვირის განმავლობაში გამოყენებისას, დოზა შეიძლება გაიზარდოს დღე-ღამეში მაქსიმალურ 32მგ-მდე. თერაპიის ცვლილება უნდა მოხდეს სისხლის წნევის პასუხის მიხედვით. ატაკანდი აგრეთვე შეიძლება გამოიყენონ სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად (იხ. პარაგრაფები უკუჩვენება, განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის, ურთიერთქმედება და ფარმაკოდინამიური მახასიათებლები). ჰიდროქლორთიაზიდის დამატებას ადიტიური ანტიჰიპერტენზიური ეფექტი ქონდა ატაკანდის სხვადასხვა დოზასთან ერთად.
ხანდაზმულებში გამოყენება
ხანდაზმულ პაციენტებში საწყისი დოზირების ცვლილება აუცილებელი არ არის.
გამოყენება თირკმლის ფუნქციის დაზიანების დროს
საწყისი დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის თირკმლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი >30-80 მლ/წთ/1.73 მ2 BSA). თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ/1.73 მ2 BSA), კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია და უნდა გაითვალისწინონ უფრო მცირე საწყისი დოზა-4მგ.
გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დაზიანების დროს
პაციენტები ღვიძლის დაზიანებით: დოზის ტიტრაცია რეკომენდებულია ღვიძლის მსუბუქი და საშუალო დაავადების მქონე პაციენტებში, უნდა გაითვალისწინონ უფრო დაბალი საწყისი დოზა-4მგ. ატაკანდი არ უნდა გამოიყენონ ღვიძლის მწვავე უკმარისობით და/ან ქოლესტაზით დაავადებულ პაციენტებში (იხ. პარაგრაფი უკუჩვენებები).
თანმხლები თერაპია
თიაზიდური ტიპის დიურეტიკის-ჰიდროქლორთიაზიდის დამატებას ადიტიური ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ქონდა ატაკანდთან ერთად.
გამოყენება შავკანიან პაციენტებში
კანდესარტანის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ნაკლებია შავკანიან პაციენტებში. შესაბამისად შავკანიან პაციენტებში შეიძლება უფრო ხშირად იყოს საჭირო ატაკანდის დოზის მომატება და თანმხლები თერაპია (იხ. ფარმაკოდინამიური მახასიათებლები).
დოზირება გულის უკმარისობის დროს
ატაკანდის ჩვეული რეკომენდებული დოზაა 4მგ დღე-ღამეში ერთხელ. სამიზნე დოზამდე დღე-ღამეში 32მგ-მდე ან უმაღლეს ასატან დოზამდე გაზრდა ხდება დოზის გაორმაგებით მინიმუმ 2 კვირაში ერთხელ (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის). ატაკანდის გამოყენება შესაძლებელია აგფ-ინჰიბიტორებთან ერთად გულის სიმპტომური უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში, გულის უკმარისობის ოპტიმალური სტანდარტული თერაპიის მიუხედავად, მინერალკორტიკოიდის რეცეპტორის ანტაგონისტები აუტანლობის შემთხვევაში.
პაციენტების განსაკუთრებული პოპულაციები
საწყისი დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის ხანდაზმულებში ან თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში.
თანმხლები თერაპია
ატაკანდის გამოყენება შეიძლება გულის უკმარისობის სამკურნალო სხვა საშუალებებთან ერთად აგფ ინჰიბიტორების, ბეტა-ბლოკერების, დიურეტიკების და დიგიტალისის პრეპარატების ან ამ სამედიცინო პროდუქტების კომბინაციის ჩათვლით იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის, ფარმაკოდინამიური მახასიათებლები).
მიღება
ატაკანდის მიღება საჭიროა დღე-ღამეში ერთხელ, საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე ასაკი) გულის უკმარისობის მკურნალობისთვის ატაკანდის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა ატაკანდის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია (იხ. ორსულობა და ლაქტაცია)
ღვიძლის მწვავე უკმარისობა და/ან ქოლესტაზი.
ატაკანდის გამოყენება ალისკირენის შემცველ პროდუქტებთან ერთად უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტით (ტიპი I ან II) ან თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (გფს <60მლ/წთ/1.73მ2) (იხ. ურთიერთქმედება და ფარმაკოდინამიური მახასიათებლები).
განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) 0ორმაგი ბლოკადა
არსებობს მტკიცებულება რომ აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერების ან ალისკირენის ერთად გამოყენება ზრდის ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიის და თირკმლის ფუნქციის დაქვეითების რისკს (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით). აქედან გამომდინარე რაას ორმაგი ბლოკადა აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერების ან ალისკირენის ერთად გამოყენებით რეკომენდებული არ არის (იხ. პარაგრაფები ურთიერთქმედება და ფარმაკოდინამიური მახასიათებლები).
თუ ორმაგი ბლოკადით თერაპია აბსოლუტურად აუცილებელია, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ სპეციალისტის ზედამხედველობსი ქვეშ და თირკმლის ფუნქციის, ელექტროლიტების, სისხლის წნევის ხშირი ინტენსიური მონიტორინგით. აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერები ერთად არ უნდა გამოიყენონ დიაბეტური ნეფროპათიით დაავადებულ პაციენტებში.
თირკმლის დაზიანება
როგორც რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბიტორი სხვა აგენტის შემთხვევაში, თირკმლის ფუნქციის ცვლილებები შეიძლება მოსალოდნელი იყოს ატაკანდით ნამკურნალებ მგრძნობიარე პაციენტებში. ატაკანდის გამოყენებისას ჰიპერტენზიით და თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში, რეკომენდებულია შრატში კალიუმის და კრეატინინის დონის პერიოდული მონიტორინგი.
არსებობს შეზღუდული გამოცდილება თირკმლის ძალიან მწვავე უკმარისობის ან უკმარისობის ტერმინალური სტადიის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <15მლ/წთ). ამ პაციენტებში ატაკანდის ტიტრაცია უნდა მოხდეს ფრთხილად სისხლის წნევის მონიტორინგით.
გულის უკმარისობით დაავადებული პაციენტების შეფასება უნდა მოიცავდეს თირკმლის ფუნქციის პერიოდულ შემოწმებას, განსაკუთრებით 75 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში და თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირებში. ატაკანდის დოზის ტიტრაციისას რეკომენდებულია შრატში კრეატინინის და კალიუმის დონის მონიტორინგი. გულის უკმარისობით დაავადებული პაციენტების კლინიკურ კვლევებში ჩართული არ იყვნენ ის პირები, რომელთა კრეატინინის კლირენსიც შეადგენდა >265 მმოლ/ლ (>3 მგ/დლ)-ს.
აგფ-ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენება გულის უკმარისობის დროს
გვერდითი მოვლენების, განსაკუთრებით ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიის და თირკმლის ფუნქციის დაქვეითების (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით) რისკი შეიძლება გაიზარდოს კანდესარტანის აგჰ ინჰიბიტორთან კომბინაციაში გამოყენებისას. აგფ ინჰიბიტორის, მინერალკორტიკოიდული რეცეპტორის ანტაგონისტის და კანდესარტანის სამმაგი კომბინაციის გამოყენება აგრეთვე რეკომენდებული არ არის. ამ კომბინაციების გამოყენება უნდა მოხდეს სპეციალისტის ზედამხედველობით და თირკმლის ფუნქციის. ელექტროლიტების და სისხლის წნევის ხშირი ინტენსიური მონიტორინგით.
აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერები არ უნდა გამოიყენონ დიაბეტური ნეფროპათიით დაავადებულ პაციენტებში.
თირკმლის არტერიის სტენოზი
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მოქმედი სხვა საშუალებები, მაგ ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები შეიძლება ზრდიდეს სისხლში შარდოვანას და შრატში კრეატინინის დონეს იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის არტერიების ბილატერალური სტენოზი ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზი. მსგავსი ეფექტი შეიძლება მოსალოდნელი იყოს ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების გამოყენებისას.
თირკმლის ტრანსპლანტაცია
არსებობს ატაკანდის გამოყენების შეზღუდული გამოცდილება იმ პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ თირკმლის ტრანსპლანტაცია.
ჰიპოტენზია
გულის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში ატაკანდით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს ჰიპოტენზია. როგორც აღწერილია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მოქმედი სხვა აგენტების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში რომლებსაც აღენიშნებათ ინტრავასკულური მოცულობის დაქვეითება (ის პირები რომლებიც იღებენ დიურეტიკების მაღალ დოზებს). სიფრთხილეა საჭირო თერაპიის დასაწყისში და უნდა ეცადონ ჰიპოვოლემიის კორექციას.
ანესთეზია და ოპერაცია
ანესთეზიის და ოპერაციის დროს ინ-ანგიოტენზინის სისტემის ბლოკადის გამო ჰიპოტენზია შეიძლება განვითარდეს პაციენტებში რომლებიც ანგიოტენზინ II-ს რეცეპტორების ანტაგონისტებს იღებენ. ძალიან იშვიათად ჰიპოტენზია შეიძლება იყოს მწვავე და შეიძლება საჭირო გახდეს ინტრავენური სითხეების და/ან ვაზოპრეორების გამოყენება.
აორტის და მიტრალური სარქვლის სტენოზი (ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია)
როგორც სხვა ვაზოდილატატორების გამოყენებისას, სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ აორტის ან მიტრალური სარქვლის ჰემოდინამიურად მნიშვნელოვანი სტენოზი ან ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია.
პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი
პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმით დაავადებული პაციენტები ჩვეულებრივ არ რეაგირებენ ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებზე, რომლებიც მოქმედებს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბირებით. აქედან გამომდინარე ამ პაციენტებისთვის ატაკანდი რეკომენდებული არ არის.
ჰიპერკალიემია
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მოქმედი სხვა პრეპარატების გამოყენების გამოცდილების საფუძველზე, ატაკანდის გამოყენებამ კალიუმის დამზოგველ დიურეტიკებთან, კალიუმის დანამატებთან, მარილის კალიუმის შემცველ შემცვლელებთან ან სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც შეიძლება ზრდიდეს კალიუმის დონეს (მაგ. ჰეპარინი და ტრიმეტოპრიმის/სულფამეტოქსაზოლის კომბინაცია) შეიძლება გამოიწვიოს შრატში კალიუმის დონის მომატება ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში.
გულის უკმარისობით დაავადებული პაციენტების ატაკანდით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია. გულის უკმარისობით დაავადებული პაციენტების ატაკანდით მკურნალობისას რეკომენდებულია შრატში კალიუმის დონის პერიოდული მონიტორინგი, განსაკუთრებით აგფ ინჰიბიტორებთან და კალიუმდამზოგველ დიურეტიკებთან ერთად გამოყენებისას როგორიცაა სპირონოლაქტონი.
ზოგადი
პაციენტებში, რომელთა სისხლძარღვოვანი ტონუსი და თირკმლის ფუნქცია ძირითადად დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე (მაგ. პაციენტები რომლებსაც აღენიშნებათ გულის შეგუბებითი უკმარისობა ან თირკმლის დაავადება თრკმლის არტერიის სტენოზის ჩათვლით), ამ სისტემაზე მოქმედი სხვა პრეპარატებით მკურნალობა დაკავშრებულია მწვავე ჰიპოტენზიასთან, აზოტემიასთან, ოლიგურიასთნ ან იშვიათად თირკმლის მწვავე უკმარისობასთნ. მსგავსი ეფექტების შესაძლებლობა გამორიცხული არ არის ანგიოტენზინ II რეცეპტორებით მკურნალობისას.
როგორც სხვა ანტიჰიპერტენზიული აგენტების შემთხვევაში, სისხლის წნევის ჭარბად დაქვეითებამ იშემიური კარდიომიოპათიის ან იშემიური ცერებროვასკულური დაავადების მქონე პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი.
პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ იშვიათი მემკვიდრული პრობლემები როგორიცა აგალაქტოზას აუტანლობა, ლაპპ ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია ეს სამედიცინო პროდუქტი არ უნდა მიიღონ.
ურთიერთქმედება
კანდესარტან ცილექსეტილის გამოყენება ალისკირენის შემცველ მედიკამენტებთან ერთად უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტით (ტიპი I ან II) ან თირკმლის საშუალო ან მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (გფს <60მლ/წთ/1.73მ2) და რეკომენდებული არ არის სხვა პაციენტებისთვის (იხ.პარაგრაფები უკუჩვენება და განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის).
შენაერთები, რომლებიც გამოკვლეულია კლინიკურ ფარმაკოკინეტიკურ კვლევებში მოიცავს ჰიდროქლორთიაზიდს, ვარფარინს, დიგოქსინს, ორალურ კონტრაცეპტივებს (მაგ. ეთინილესტრადიოლი/ლევონორგესტრელი), გლიბენკლამიდს, ნიფედიპინს და ენალაპრილს. ამ კვლევებში იდენტიფიცირებული არ იყო კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება. კანდესარტანი მხოლოდ მცირე რაოდენობით გამოიყოფა ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმით (CYP2C9). ურთიერთქმედების ხელმისაწვდომი კვლევები არ მიუთითებს CYP2C9 და CYP3A4-ზე გავლენაზე, მაგრამ ამ დროისთვის უცნობია გავლენა ციტოქრომ P450 სხვა იზოენზიმებზე.
კანდესარტანის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებებით. სხვა პრეპარატების გამოყენების გამოცდილების საფუძველზე, რომლებიც მოქმედებს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონს სისტემაზე,
კალიუმდამზოგველი დიურეტიკების, კალიუმის დანამატების,
კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების ან სხვა პრეპარატების გამოყენებამ რომელბიც შესაძლოა ზრდიდეს კალიუმის დონეს (მაგ. ჰეპარინი) შეიძლება გამოიწვიოს შრატში კალიუმის დონის მომატება.
ლითიუმის და აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას აღწერილია შრატში ლითიუმის კონცენტრაციის შექცევადი ზრდა და ტოქსიურობა. მსგავსი ეფექტი შეიძლება განვითარდეს ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების (AIIRAs) გამოყენებისას და თანმხლები მიღების დროს რეკომენდებულია შრატში ლითიუმის დონის მონიტორინგი.
ანტიჰიპერტენზიური ეფექტის დასუსტება შეიძლება აღინიშნოს AIIRAs და ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების (აასს. მაგ ცოგ-2 სელექციური ინჰიბიტორები, აცეტილსალიცილის მჟავა (>3გ/დღე-ღამეში) და არასელექციური აასს) ერთად გამოყენებისას.
როგორც აგფ ინჰიბიტორებმა, AIIRAs და აასს-ს ერთად გამოყენებამ შეძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის გაუარესების რისკის ზრდა, თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით და შრატში კალიუმის დონის ზრდა განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებში. ამ კომბინაციის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით, განსაკუთრებით ხანდაზმულებში და იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მოცირკულირე სისხლის მოცულობის დაქვეითება. საჭიროა პაციენტების ადექვატური ჰიდრატაცია და უნდა გაითვალსიწინონ თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი თერაპიის დასაწყისში და შემდგომში პერიოდულად.
კლინიკური კვლევის მონაცემებმა აჩვენა რომ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერების ან ალისკირენის კომბინაციით დაკავშირებულია გვერდითი მოვლენების უფრო მაღალ სიხშირესთან როგორიცაა ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია და თირკმლის ფუნქციის დაქვეითება (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით) მხოლოდ რაას-მოქმედი აგენტის გამოყენებასთან შედარებით (იხ. პარაგრაფები უკუჩვენება, განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის და ფარმაკოდინამიური მახასიათებლები). კანდესარტანის ბიომისაწვდომლობაზე საკვები არ მოქმედებს.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ორსულობის დროს ატაკანდის გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი უკუჩვენება). პაციენტებს, რომლებიც ატაკანდს იღებენ ამის შესახებ უნდა აცნობონ ორსულობამდე, რომ მოხდეს ალტერნატიული მკურნალობის განხილვა მკურნალ ექიმთან. ორსულობის დაიგნოსტირებისას ატაკანდით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და შეძლებისდაგვარად უნდა დაიწყოს ალტერნატიული თერაპია.
ორსულობის დროს გამოყენებისას პრეპარატებმა რომლებიც პირდაპირ მოქმედებენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე, შეიძლება გამოიწვიონ ნაყოფის და ახალშობილის დაზიანება და სიკვდილი. ცნობილია, რომ ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტით თერაპია იწვევს ადამიანის ფეტოტოქსიურობას (თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, ოლიგოჰიდრამნიონი, ქალას ოსიფიკაციის შეფერხება) და ახალშობილთა ტოქსიურობა (თირკმლის უკმარისობა, ჰიპოტენზია და ჰიპერკალიემია).
ძუძუთი კვება
უცნობია გამოიყოფა თუ არა კანდესარტანი რძეში. თუმცა კანდესარტანი გამოიყოფა რძეში ვირთხებში. მეძუძურ ჩვილზე პოტენციური გვერდითი ეფექტების გამო ატაკანდი ძუძუთი კვების დროს არ უნდა გამოიყენონ (იხ. პარაგრაფი უკუჩვენებები).
გავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე
ატაკანდის გავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე შესწავლილი არ არის, მაგრამ მისი ფარმაკოდინამიური მახასიათებლების საფუძველზე, ნაკლებსავარაუდოა კანდესარტანის ამ უნარზე მოქმედება. ტრანსპორტის მართვის ან მექნაიზმებთან მუშაობისას უნდა გაითვალისწინონ რომ მკურნალობის პერიოდში შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა ან სისუსტე.
არასასურველი ეფექტები
ჰიპერტენზიის მკურნალობა
კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში გვერდით მოვლენები იყო მსუბუქი და ტრანზიტორული და პლაცებოსთან შედარებადი. გვერდითი მოვლენების საერთო სიხშირემ არ გამოავლინა დოზასთან ან ასაკთან კავშირი. მკურნალობის მოხსნა გვერდითი მოვლენების გამო მსგავსი იყო კანდესარტან ცილექსეტილის (3.1%) და პლაცებოს (3.2%) შემთხვევაში.
კლინიკური კვლევის მონაცემების შეჯამებულ ანალიზში აღწერილი იყო კანდესარტან ცილექსეტილის შემდეგი ხშირი (>1/100) გვერდითი რეაქციები კანდესარტან ცილექსეტილის გვერდით მოვლენების მინიმუმ 1%-იანი სიხშირით, რომელიც აღემატება პლაცებოს.
ნერვული სისტემის დარღვევები:
თავბრუსხვევა, ვერტიგო, თავის ტკივილი.
ინფექციები და ინვაზიები:
რესპირატორული ინფექციები
ლაბორატორიული აღმოჩენები
ზოგადად, არ აღინიშნა ატაკანდის კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა რუტინულ ლაბორატორიულ ცვლადებზე. როგორც რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის სხვა ინჰიბიტორების შემთხვევაში, აღინიშნა ჰემოგლობინის მცირე დაქვეითება. S-ALAT (S-GPT) მომატება აღწერილი იყო გვერდითი მოვლენის სახით ოდნავ უფრო ხშირად ვიდრე პლაცებოს გამოყენებისას (1.3% vs 0.5%). პაციენტებში რომლებიც ატაკანდს იღებენ ჩვეულებრივ აუცილებელი არ არის ლაბორატორიული ცვლადების რუტინული მონიტორინგი. თუმცა თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში რეკომენდებულია შრატში კალიუმის და კრეატინინის დონის მონიტორინგი.
გულის უკმარისობის მკურნალობა
ატაკანდის უსაფრთხოების პროფილი გულის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში შეთავსებადი იყო პრეპარატის ფარმაკოლოგიასთან და პაციენტების ჯანმრთელობის სტატუსთან. CHARM კლინიკურ პროგრამაში, როდესაც ატაკანდი 32მგ-მდე დოზით (n=3,803) შეადარეს პლაცებოს (n=3,796), კანდესარტან ცილექსეტილის ჯგუფში 21%-მა და პლაცებოს ჯგუფში 16.1%-მა მკურნალობა შეწყვიტა გვერდითი მოვლენების გამო. ხშირად აღწერილი გვერდითი რეაქციები (≥1/100, <1/10) იყო:
ვასკულური დარღვევები:
ჰიპოტენზია
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები
ჰიპერკალიემია
თირკმლის და შარდის დარღვევები:
თირკმლის უკმარისობა
ლაბორატორიული აღმოჩენები:
კრეატინინის, შარდოვანას და კალიუმის მომატება. რეკომენდებულია შრატში კრეატინინის და კალიუმის დონის პერიოდული მონიტორინგი (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის).
პოსტ-მარკეტინგული
შემდეგი გვერდითი რეაქციები აღწერილია ძალიან იშვიათად (<1/10.000) პოსტ-მარკეტინგული გამოცდილებისას:
სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები:
ლეიკოპენია, ნეიტროპენია და აგრანულოციტოზი.
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები:
ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია
ნერვული სისტემის დარღვევები:
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.
გასტროინტესტინური დარღვევები
გულისრევა.
ჰეპატო-ბილიარული დარღვევები;
ღვიძლის ენზიმების მომატება, ღვიძლის ანომალური ფუნქციები ან ჰეპატიტი.
რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის დარღვევები
ხველა
კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები:
ანგიოედემა, გამონაყარი, ურტიკარია, ქავილი.
ძვალკუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილის და ძვლის დარღვევები:
ზურგის ტკივილი, ართრალგია, მიალგია
თირკმლის და შარდის დარღვევები
თირკმლის უკმარისობა თირკმლის უკმარისობის ჩათვლით მიდრეკილების მქონე პაციენტებში (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის)
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები
ფარმაკოლოგიური მახასიათებლების საფუძველზე, დოზის გადაჭარბების მთავარი გამოვლინება სავარაუდოდ იქნება სიმპტომური ჰიპოტენზია და თავბრუსხვევა. დოზის გადაჭარბების ინდივიდუალურ შემთხვევებში (674მგ კანდესარტან ცილექსეტილი) პაციენტის გამოჯანმრთელება მოხდა მოვლენების გარეშე.
მენეჯმენტი
სიმპტომური ჰიპოტენზიის შემთხვევაში საჭიროა სიმპტომური მკურნალობა და სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი. პაციენტი უნდა მოთავსდეს ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში, ფეხები უნდა აწიოს. თუ ეს საკმარისი არ არის პლაზმის მოცულობა უნდა გაიზარდოს ინფუზიით, მაგალითად მარილის იზოტონური ხსნარით. თუ ზემოაღნიშნული ზომები საკმარისი არ არის შეიძლება გამოიყენონ სიმპათომიმეტიკები. კანდესარტანი ჰემოდიალიზით არ გამოიყოფა.
ფარმაკოდინამიური მახასიათებლები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები (კანდესარტანი)
ათქ კოდი C09C A06.
ანგიოტენზინ II არის რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ძირითადი ვაზოაქტიური ჰორმონი და მონაწილეობს ჰიპერტენზიის, გულის უკმარისობის და სხვა კარდიოვასკულური დარღვევების პათფიზიოლოგიაში. აგრეთვე მონაწილეობს ორგანოს საბოლოო ჰიპერტროფიის და დაზიანების პათოგენეზში. ანგიოტენზინ II-ს მთავარი ფიზიოლოგიური ეფექტები როგორიცაა ვაზოკონსტრიქცია, ალდოსტერონის სტიმულაცია, მარილების და წყლის ჰომეოსტაზის რეგულაცია და უჯრედების ზრდის სტიმულაცია, განპირობებულია 1 (AT1) ტიპის რეცეპტორით.
კანდესარტან ცილექსეტილი არის პროწამალი, რომელიც განკუთვნილია ორალური გამოყენებისთვის. სწრაფად გარდაიქმნება აქტიურ პრეპარატად კანდესარტანად ეთერით ჰიდროლიზით გასტროინტესტინური ტრაქტიდან შეწოვის დროს. კანდესარტანი არის ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტი, სელექციური AT1 რეცეპტორებისთვის, მჭიდროდ უკავშირდება და ნელა დისოცირდება რეცეპტორიდან. კარდესარტანს არ გააჩნია აგონისტური მოქმედება.
კანდესარტანი არ აინჰიბირებს აგფ-ს, რომელიც ანგიოტენზინ I-ს გარდაქმნის ანგიოტენზინ II-ად და იწვევს ბრადიკინინის დეგრადაციას. კანდესარტანი არ მოქმედებს აგფ—ზე და არ იწვევს ბრადიკინინის ან P სუბსტრატის გაძლიერებას. კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც შეადარეს კანდესარტანი და აგფ ინჰიბიტორები, ხველის სიხშირე უფრო დაბალი იყო იმ პაციენტებში, რომლებიც კანდესარტან ცილექსეტილს იღებდნენ.
კანდესარტანი არ უკავშირდება და არ ბლოკავს სხვა ჰორმონების რეცეპტორებს ან იონურ არხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია კარდიოვასკულური რეგულაციისთვის. ანგიოტენზინ II (AT1) რეცეპტორების ანტაგონიზმი იწვევს პლაზმაში რენინის, ანგიოტენზინ I და ანგიოტენზინ II-ს დონის დოზადამოკიდებულ მატებას და ალდოსტერონის კონცენტრაციის დაქვეითებას.
ჰიპერტენზია
ჰიპერეტნზიის დროს კანდესარტანი იწვევს არტერიული წნევის დოზა დამოკიდებულ, ხანგრძლივ დაქვეითებას. ანტიჰიპერტენზიული მოქმედება ხორციელდება დაქვეითებული სისტემური პერიფერიული წინააღმდეგობის გამო, გულის შეკუმშვათა სიხშირის რეფლექსური მომატების გარეშე.
კანდესარტანი ერთნაირად ეფექტურია პაციენტებში ასაკის და სქესის მიუხედავად.
კანდესარტანი ზრდის თირკმლის სისხლის მიმოქცევას. გავლენას არ ახდენს გორგლოვანი ფილტრაციის სისწრაფერზე, ხოლო თირკმლის სისხლძარღვოვანი რეზისტენტობა და ფილტრაციის ფრაქცია მცირდება.
გულის უკმარისობა
კანდესარტან ცილექსეტილით მკურნალობა ამცირებს სიკვდილიანობას, გულის უკმარისობით გამოწვეულ ჰოსპიტალიზაციას და აუმჯობესებს სიმპტომებს მარცხენა პარკუჭის სისტოლური დისფუნქციის მქონე პაციენტებში რაც ნაჩვენებია - კანდესარტანის გულის უკმარისობის დროს, სიკვდილიანობის და ავადობის შემცირების (CHARM) პროგრამის ფარგლებში.
ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
აბსორბცია და განაწილება
ორალური მიღების შემდეგ კანდესარტან ცილექსეტილი გარდაიქმნება აქტიურ პრეპარატად კანდესარტანად. კანდესარტანის აბსოლუტური ბიომისაწვდომლობა დაახლოებით 40%-ს შეადგენს კანდესარტან ცილექსეტილის ორალური ხსნარის მიღების შემდეგ. ტაბლეტის შედარებითი ბიომისაწვდომლობა იგივე ორალურ ხსნართან შედარებით დაახლოებით 34%-ია, ძალიან მცირე ვარიაბელობით. აქედან გამომდინარე ტაბლეტის აბსოლუტური ბიომისაწვდომლობა შეადგენს 14%-ს. შრატში კონცენტრაცია ხაზოვნად იზრდება თერაპიული დოზირების ფარგლებში. არ აღინიშნა კანდესარტანის ფარმაკოკინეტიკის სქესთან დაკავშირებული განსხვავება. კანდესარტანის კონცენტრაცია დროის მრუდზე (AUC) მნიშვნელოვნად არ მოქმედებს საკვები.
კანდესარტანი მაღალი სიხშირით უკავშირდება პლაზმის ცილებს (99%-ზე მეტად). კანდესარტანის განაწილების მოცულობა შეადგენს 0.1 ლ/კგ-ს.
მეტაბოლიზმი და ელიმინაცია
კანდესარტანი ძირითადად გამოიყოფა შარდით და ნაღვლით, მხოლოდ მცირე რაოდენობა გამოიყოფა ღვიძლის მეტაბოლიზმით. კანდესარტანის ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 9 საათს. მრავლობითი დოზების მიღების შემდეგ აკუმულაცია არ აღინიშნება.
პლაზმიდან კანდესარტანის კლირენსი დაახლოებით 0.37მლ/წთ/კგ-ს შეადგენს, თირკმლით კლირენსი დაახლოებით 0.19მლ/წთ/კგ-ს. კანდესარტანის თირკმლით გამოყოფა ხდება გორგლოვანი ფილტრაციით და აქტიური მილაკოვანი სეკრეციით.
რადიოაქტიურად დანიშნული კანდესარტან ცილექსეტილის ორალური მიღების შემდეგ დოზის დაახლოებით 26% გამოიყოფა შარდში კანდესარტანის და 7% არაქტიური მეტაბოლიტის სახით, დოზის 56% ფეკალურ მასებში ისაზღვრება კანდესარტანის სახით, 10% არააქტიური მეტაბოლიტის სახით.
პაციენტის ფაქტორები
ხანდაზმულებში (65 წელზე უფროსი ასაკის) კანდესარტანის Cmax და AUC იზრდება დაახლოებით 50%-ით და 80%-ით, ახალგაზრდა სუბიექტებთან შედარებით. თუმცა სისხლის წნევის პასუხი და გვერდითი მოვლენების სიხშირე მსგავსია ატაკანდის დოზიების შემდეგ ახალგაზრდა და ხანდაზმულ პაციენტებში.
თირკმლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში კანდესარტანის Cmax და AUC გაიზარდა განმეორებითი დოზირებისას დაახლოებით 50 და 70%-ით, მაგრამ ნახევარგამოყოფის პერიოდი არ შეცვლილა თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით. თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში შესაბამისი ცვლილებები შეადგენდა დაახლოებით 50 და 110%-ს. კანდესარტანის ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით გაორმაგდა თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში. ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტების ფარმაკოკინეტიკა თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებული პაციენტების მსგავსი იყო .
ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში აღინიშნა კანდესარტანის AUC -ს 23%-ის ზრდა.
შემავსებლების ჩამონათვალი:
კალციუმის კარმელოზა, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, რკინის ოქსიდი E 172 ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი და მაკროგოლი.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი. გამოყენება არ შეიძლება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
ასტრაზენეკა აგ, შვეიცარია
რაოდენობა | 28 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account