Traumeel S- ტრაუმელ S მალამო ტუბი 50გ

განსაკუთრებული ფასი 31,40 GEL რეგულარული ფასი 33,05 GEL
მარაგშია
SKU
5302_626

ჩვენება: ყველა სახის დაზიანება (სპორტის, უბედური შემთხვევის შედეგად), როგორიცაა დაჭიმულობა, დისლოკაცია, კონტუზია, სისხლდენა და სისხლჩაქცევა სახსარში, მოტეხილობები და სხვა.

Traumeel S- ტრაუმელ S მალამო ტუბი 50გ 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური პრეპარატი

გამოშვების ფორმა: მალამო, გარეგანი მოხმარებისთვის

შემადგენლობა:

100 გრამი შეიცავს:

Arnica montana                                                          D 3                                 1.5 g

Calendula officinalis                                                   D 0                               0.45 g

Hamamelis virginiana                                                D 0                               0.45 g

Echinacea                                                                     D 0                               0.15 g

Echinacea purpurea                                                    D 0                               0.15 g

Chamomilla recutita                                                   D 0                               0.15 g

Symphytum officinale                                                 D 4                                 0.1 g

Bellis perennis                                                             D 0                                 0.1 g

Hypericum perforatum                                               D 6                               0.09 g

Achillea millefolium                                                    D 0                               0.09 g

Aconitum napellus                                                      D 1                               0.05 g

Atropa bella-donna                                                    D 1                               0.05 g

Mercurius solubilis Hahnemanni                             D 6                               0.04 g

Hepar sulfuris                                                             D 6                             0.025 g

შემავსებლები:

ცეტოსტეარილის სპირტი (ტიპი ა), ემულგირებადი     8.007 გ

პარაფინი თხევადი,                                                                 9.342 გ

თეთრი რბილი პარაფინი,                                                      9.342 გ

გამოხდილი წყალი,                                                                 60.579 გ

ეთანოლი (96 პროცენტი)                                                      9.335 გ

იხილეთ ბლოგი: ტრაუმელი — მალამო, წვეთები, საინიექციო ხსნარი და აბები მსუბუქი დაზიანებებისგან განსაკურნებლად

ჩვენება:

ყველა სახის დაზიანება (სპორტის, უბედური შემთხვევის შედეგად), როგორიცაა დაჭიმულობა, დისლოკაცია, კონტუზია, სისხლდენა და სისხლჩაქცევა სახსარში, მოტეხილობები და სხვა; ანთებითი პროცესები და დეგენერაციული პროცესები, დაკავშირებული სხვადასხვა ორგანოებისა და ქსოვილების ანთებასთან (მაგ. პერიოდონტიტი, ღრძილების დაჩირქება, პერიოდონტოზი), საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ჩათვლით (ტენოსინოვიტი, ბურსიტი, მხარ-ბეჭის პერიართრიტი); ბარძაყის, მუხლისა და მცირე სახსრების ართროზი;

ასევე, იხილეთ: ბურსიტი — დაავადების ფორმები და მკურნალობის გზები

უკუჩვენება:

გადამეტებული მგრძნობელობა ერთი ან მეტი ინგრედიენტის მიმართ, მაგ. არნიცა ჩჰამომილლა, აცჰილლეა მილლეფოლიუმ ან გვირილას ოჯახის სხვა მცენარეების (შემადგენელი) მიმართ.

განსაკუთრებული გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები:

ცეტილსტეარილის სპირტს შეუძლია გამოიწვიოს კანის ლოკალური რეაქციები (მაგ. კონტაქტური დერმატიტი).

არ წაისვათ მალამო ფართო უბნებზე.

მოერიდეთ კონტაქტს თვალთან, ლორწოვანთან, ღია ჭრილობებთან ან დაბზარულ კანთან.

თუ სიმპტომები გრძელდება ან უარესდება, უნდა დაუკაბშირდეთ თქვენს ექიმს ან პროფესიონალს ჯანდაცვის დარგში.

ორსულობა და ლაქტაცია:

ამ მედიკამენტში არსებული ჰომეოპათიურმა ხსნარებმა არ გამოავლინეს ტოქსიკურობა ორსულობის და ლაქტაციის დროს.

ისევე, როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ჯანდაცვის პროფესიონალს ორსულობის ან ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენებისას

გვერდითი ეეფქტი: 

იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოჩნდეს გადამეტებული მგრძნობელობის რეაქციები ან  ლოკალური ალერგიული რეაქციები (კანის ანთება, სიწითლე, გასიება და პრურიტი), რა შემთხვევაშიც პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

წამალთშორისი ურთიერთქმედება: 

არ არის ცნობილი.

დოზირება და მიღების წესი:

წაუსვით დაზიანების ადგილს და შეიზილეთ, დილით და საღამოს, აუცილებლობის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ მალამოსთვის განკუთვნილი სახვევი

შენიშვნა: არ გამოიყენოთ მალამო ფართო უბნებზე დიდი ხნის განმავლობაში ან უშუალოდ ღია ჭრილობებზე.

შეფუთვა: 

50 გრამის შემცველი ტუბი.

ვარგისიანობის ვადა:  

3 წელი

შენახვა:

განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მეტი ინფორაცია
Units1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy