იმუნოკინდი A - Immunokind A 150 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 27,65 GEL რეგულარული ფასი 29,10 GEL
მარაგშია
SKU
93472_2002

ჩვენება: ზედა სასუნთქი გზების მორეციდივე ინფექციების მიმართ რეზისტენტობის ასამაღლებლად ძუძუთა და მცირე ასაკის ბავშვებში.

იმუნოკინდი

(IMMUNOKIND® А)

სავაჭრო დასახელება

იმუნოკინდი ა (IMMUNOKIND®А)

სამკურნალო ფორმა

ტაბლეტები

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: არ აქვს.

შემადგენლობა

1 ტაბლეტი (100 მგ) შეიცავს:

მოქმედინივთიერებები : Calcium carbonicum Hahnemanni trit. D6 20 მგ, Calcium fluoratum trit. D6 20 მგ, Calcium phosphoricum trit. D6 20 მგ, Sulfur jodatum trit.D12 20 მგ;

დამხმარენივთიერებები:მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.

აღწერილობა

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ბრტყელცილინდრული ფორმის ტაბლეტები ნაზოლით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ჰომეოპათიური თერაპია მნიშვნელოვნად განსხვავდება ტრადიციული მედიცინისაგან დაავადების შეცნობის და სამკურნალო ნივთიერებების გამოყენების თვალსაზრისით. ჰომეოპათიური საშუალებები ასტიმულირებენ ორგანიზმის დამცავ მექანიზმებს და, ამრიგად, ააქტიურებენ მისი თვითაღდგენის უნარს. ჰომეოპათიურ სამკურნალო საშუალებაზე ორგანიზმის პასუხი ძალიან ინდივიდუალურია. ამ მიზეზით დოზასპეციფიკური ფარმაკოლოგიური ეფექტების, ფარმაკოდინამიკური ან ფარმაკოკინეტიკური მონაცემების განსაზღვრა არ არის შესაძლებელი.

გამოყენების ჩვენებები

ზედა სასუნთქი გზების მორეციდივე ინფექციების მიმართ რეზისტენტობის ასამაღლებლად ძუძუთა და მცირე ასაკის ბავშვებში.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერებების ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

არ არის რეკომენდებული პრეპარატის საკვებთან ერთად მიღება.

ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ.

თუ თქვენს ექიმს უთქვამს, რომ თქვენ გაქვთ რომელიმე შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ მასთან კონსულტაცია.

სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზას. სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება გალაქტოზას იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემის მქონე პაციენტებში, ლაპას ლაქტაზას დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცის დროს.

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან:

- თუ ბავშვი ცუდად რეაგირებს პრეპარატზე;

- დამატებითი ჩივილების განვითარების შემთხვევაში.

მშობლებს ურჩევენ პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე გაიარონ კონსულტაცია ექიმთან, თუ მათ ბავშვს აქვს ფარისებრი ჯირკვლს დაავადება.

ექიმთან კონსულტაციის გარეშე პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება არ არის რეკომენდებული.

გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში.

პრეპარატი განკუთვნილია ბავშვებისთვის.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალების ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

პრეპარატი განკუთვნილია ბავშვებისთვის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

სხვა სამკურნალო საშუალებებთანურთიერთქმედება არ აღინიშნება.

ამ ჰომეოპათიური პრეპარატის გამოყენება არ გამორიცხავს სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.

მშობლებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან, თუ ბავშვს აძლევენ, ცოტა ხნის წინ აძლევდნენ ან შეიძლება მისცენ სხვა სამკურნალო საშუალებები.

დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი

ყოველთვის შეასრულეთ მოცემული ინსტრუქციის, თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებები. თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული პრეპარატის გამოყენების სისწორეში, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

დოზირების რეჟიმი

6 წლამდე ასაკის ბავშვები: 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

გამოყენების წესი

ტაბლეტები ნელა უნდა გაიწუწნოს პირში. აუცილებლობისას შესაძლებელია ტაბლეტების მცირე რაოდენობის წყალში გახსნა.

ტაბლეტები მიიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ.

არ მისცეთ ბავშვს გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.

ჭარბი დოზირებისას შემთხვევაში მავნე ზემოქმედება არ არის მოსალოდნელი.

პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემთხვევაში მავნე ზემოქმედება არ არის მოსალოდნელი.

გვერდითი რეაქციები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.

გვერდითი ეფექტები ცნობილი არ არის.

თუ თქვენ თვლით, რომ თქვენს შვილს განუვითარდა რომელიმე გვერდითი ეფექტი, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ყველა შესაძლო გვერდით ეფექტს, მათ შორის ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.

შენიშვნა: ჰომეოპათიური პრეპარატების მიღების დროს დროებით შესაძლებელია არსებული ჩივილების გაუარესება (საწყისი ჰომეოპათიური გამწვავება). ასეთ შემთხვევებში პაციენტებს ურჩევენ შეწყვიტონ პრეპარატების მიღება და გაიარონ კონსულტაცია ექიმთან.

ჭარბი დოზირება

დადგენილი არ არის.

შეფუთვა

150 ტაბლეტი ფლაკონში. 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთვაში.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტს 25 °C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

5 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი:III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
Units150
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy