დენტოკინდი A - Dentokind A 150 ტაბლეტი
ჩვენება: კბილების ამოჭრით გამოწვეული სიმპტომები.
დენტოკინდი ა
(DENTOKIND® А)
სავაჭრო დასახელება
დენტოკინდი ა (DENTOKIND®А)
სამკურნალო ფორმა
ტაბლეტები
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: არ აქვს.
შემადგენლობა
1 ტაბლეტი (100 მგ) შეიცავს:
მოქმედი ნივთიერებები: Belladonna trit. D6 15 მგ; Chamomilla D6 trit. 15 მგ, Ferrum phosphoricum trit. D6 15 მგ, Hepar sulphuris trit. D12 15 მგ, Pulsatilla D6 trit. 15 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.
აღწერილობა
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ბრტყელცილინდრული ფორმის ტაბლეტები ნაზოლით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ჰომეოპათიური თერაპია მნიშვნელოვნად განსხვავდება ტრადიციული მედიცინისაგან დაავადების შეცნობის და სამკურნალო ნივთიერებების გამოყენების თვალსაზრისით. ჰომეოპათიური საშუალებები ასტიმულირებენ ორგანიზმის დამცავ მექანიზმებს და, ამრიგად, ააქტიურებენ მისი თვითაღდგენის პოტენციალს. ჰომეოპათიურ სამკურნალო საშუალებაზე ორგანიზმის პასუხი ძალიან ინდივიდუალურია. ამ მიზეზით დოზასპეციფიკური ფარმაკოლოგიური ეფექტების, ფარმაკოდინამიკური ან ფარმაკოკინეტიკური მონაცემების განსაზღვრა არ არის შესაძლებელი.
გამოყენების ჩვენებები
კბილების ამოჭრით გამოწვეული სიმპტომები, მათ შორის გაღიზიანება, ყურების ტკივილი, ღრძილების ტკივილი, მსუბუქი ცხელება და თხევადი განავალი ძუძუზე მყოფი და მცირე ასაკის ბავშვებში.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერებების ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
არ არის რეკომენდებული პრეპარატის საკვებთან ერთად მიღება. უმჯობესია ტაბლეტების მიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ.
თუ თქვენს ექიმს უთქვამს, რომ თქვენ გაქვთ რომელიმე შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ მასთან კონსულტაცია.
სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზას. სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება გალაქტოზას იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემის მქონე პაციენტებში, ლაპას ლაქტაზას დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცის დროს.
გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან:
- თუ ბავშვი ცუდად რეაგირებს პრეპარატზე;
- დამატებითი ჩივილების განვითარების შემთხვევაში.
გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში.
პრეპარატი განკუთვნილია ბავშვებისთვის.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალების ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
პრეპარატი განკუთვნილია ბავშვებისთვის.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სხვა სამკურნალო საშუალებებთანურთიერთქმედება არ აღინიშნება.
ამ ჰომეოპათიური პრეპარატის გამოყენება არ გამორიცხავს სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.
მშობლებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან, თუ ბავშვს აძლევენ, ცოტა ხნის წინ აძლევდნენ ან შეიძლება მისცენ სხვა სამკურნალო საშუალებები.
დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი
ყოველთვის შეასრულეთ მოცემული ინსტრუქციის, თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებები. თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული პრეპარატის გამოყენების სისწორეში, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
დოზირების რეჟიმი
1 წლამდე ასაკის ბავშვები:
მწვავე სიმპტომების დროს ინიშნება 1 ტაბლეტი ყოველ ერთ საათში, მაგრამ არა უმეტეს 6 ტაბლეტი დღეში.
სიმპტომების შემცირებისას ინიშნება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
1 წლიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვები:
მწვავე სიმპტომების დროს ინიშნება 2 ტაბლეტი ყოველ ერთ საათში, მაგრამ არა უმეტეს 12 ტაბლეტი დღეში.
სიმპტომების შემცირებისას ინიშნება 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
გამოყენების წესი
ტაბლეტები ნელა უნდა გაიწუწნოს პირში. პატარა ბავშვებისთვის შესაძლებელია ტაბლეტების მცირე რაოდენობის წყალში გახსნა.
ტაბლეტები მიიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ.
არ მისცეთ ბავშვს გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
ჭარბი დოზირებისას შემთხვევაში მავნე ზემოქმედება არ არის მოსალოდნელი.
პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემთხვევაში მავნე ზემოქმედება არ არის მოსალოდნელი.
გვერდითი რეაქციები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.
გვერდითი ეფექტები ცნობილი არ არის.
თუ თქვენ თვლით, რომ თქვენს შვილს განუვითარდა რომელიმე გვერდითი ეფექტი, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ყველა შესაძლო გვერდით ეფექტს, მათ შორის ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.
შენიშვნა: ჰომეოპათიური პრეპარატების მიღების დროს დროებით შესაძლებელია არსებული ჩივილების გაუარესება (საწყისი ჰომეოპათიური გამწვავება). ასეთ შემთხვევებში პაციენტებს ურჩევენ შეწყვიტონ პრეპარატების მიღება და გაიარონ კონსულტაცია ექიმთან.
ჭარბი დოზირება
დადგენილი არ არის.
შეფუთვა
150 ტაბლეტი ფლაკონში. 1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტს 25 °C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
5 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი:III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Units | 150 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account