Ferrocomb- ფეროკომბი 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 17,54 GEL რეგულარული ფასი 29,24 GEL
მარაგშია
SKU
78075_1517

ჩვენებები: ანემიების პროფილაქტიკა რისკ ჯგუფის პაციენტებში.

ფეროკომბი

 

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი

ფეროკომბი  წარმოადგენს რკინის შემცველი დანამატს გამდიდრებული  ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი  ნუტრიენტებით სხვადასხვა ტიპის  ანემიების პროფილაქტიკისა და კომპლექსურ თერაპიაში.

კომბინაცია  თავდაპირველად შეიქმნა სისხლის დონორებისთვის, რათა ხელი შეუწყოს სისხლის უფრო სწრაფად აღდგენას დონაციის შემდეგ.

ფეროკომბის 1 აბი შეიცავს:

რკინა 20მგ Ferrous fumarate
 
60,85მგ
ფოლიუმისმჟავა 0,6მგ Pteroylmonoglutamic acid
 
0,6მგ
თუთია 5მგ Zinc gluconate
 
40მგ
სელენი 0,05მგ Selenium yeast 0.2% 25მგ
მაგნიუმი 100მგ Magnesium oxide 169,19მგ
ვიტამინი C 80მგ L‐ascorbic acid 82,47მგ
ვიტამინი B12 0.0075მგ Cyanocobalamin 1% 0,75მგ
ვიტამინი E 12მგ DL‐tocopheryl acetate 500 I.U./g 35,76მგ

დამხმარე ნივთიერებები: ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.

ფეროკომბის შემადგენლობაში შემავალი სამი მნიშვნელოვანი ნუტრიენტის შემცველობა ახდენს რკინადეფიციტური, B12 ვიტამინდეფიციტური და მეგალობლასტური ანემიების 
პრევენციას და  ზრდის კომპლექსური თერაპიის ეფექტიანობას.

რკინის ფუმარატი ახდენს ჰემოპოეზურ მოქმედებას, ავსებს ორგანიზმში რკინის დეფიციტს. რკინა წარმოადგენს ჰემოგლობინის, მიოგლობინისა და რკინის შემცველი ფერმენტების მნიშვნელოვან ნაწილს, ხელს უწყობს ორგანიზმში ჰემოგლობინის და ჟანგბადის ნორმალურ ფორმირებას.

ვიტამინი B12 აუმჯობესებს რკინის შეწოვას, მონაწილეობს ჰემოპოეზში, დნმ-ისა და რნმ-ის სინთეზში, აუმჯობესებს ქსოვილების რეგენერაციას.

ფოლიუმის მჟავა აუცილებელი წყალში ხსნადი ვიტამინია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს   სისხლწარმოქნაში. ორსულობის პერიოდში არეგულირებს ემბრიონის ნერვული უჯრედების ფორმირებას და ნაყოფის ნორმალურ განვითარებას, იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების დამაზიანებელი მოქმედებისაგან, ხელს უწყობს პლაცენტის ნორმალურ მომწიფებასა და განვითარებას.

რკინა, ვიტამინი B12 და ფოლიუმის მჟავას ერთობლივი გამოყენება ხელს უწყობს  სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებას .

ვიტამინი C ხელს უწყობს რკინის შეწოვას და ათვისებას.

მაგნიუმი აუცილებელი მინერალია ელექტროლიტების გამართული ბალანსისთვის. წარმოადგენს უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ელემენტს. ხოლო, რკინასთან და თუთიასთან ერთად მაგნიუმი მონაწილეობს უჯრედების დაყოფის პროცესში, ხელს უწყობს ცილების ნორმალურ სინთეზს.

სელენიუმი დადებით გავლენას ახდენს რეპროდუქციული სისტემის გამართულ ფუნციონირებაზე, ამცირებს თვითნებური აბორტის რისკს.

თუთია, რკინა, სელენიუმი, ვიტამინი C, ვიტამინი B12 და ფოლიუმის მჟავას ერთდროული გამოყენება უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციობაში.

აგრეთვე, თუთიას, სელენიუმს,  ვიტ. C და E-ს  ახასიათებთ  გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება, იცავენ უჯრედებს თავისუფალი რადიკალების არასასურველი ზემოქმედებისაგან.

ჩვენებები:

ü  ანემიების პროფილაქტიკა რისკ ჯგუფის პაციენტებში (ორსულობა და ლაქტაცია, პუბერტატული და ხანდაზმული ასაკი, დიეტა, ვეგეტარიანობა)

ü  რკინის დეფიციტი გამოწვეული: დონორობით, ჰემოდიალიზით, თირკმლის უკმარისობით, მწვავე და ქრონიკული სისხლდენებით, მენო და მეტრორაგიებით, ბარიატრიული ქირუგიით (მათ შორის კუჭის რეზექციით), კუჭ-ნაწლავის ტრაქტში რკინის დაქვეითებული შეწოვით

ü  სხვადასხვა ონკოლოგიური და ინფექციური დაავადებების დროს, ასევე, ქიმიო და სხივური თერაპიის შედეგად განვითარებული ანემიები

ü  გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება, ასთენია, დაღლილობა, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევა

ü  ინტენსიური ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა

ü  ჰორმონალური დარღვევები (ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია

ü  ჰიპო და ავიტამინოზები

მიღების წესი და სადღეღამისო დოზა: მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლიდან რეკომენდებულია დღეში 1 აბის მიღება, სასურველია უზმოზე.

გვერდითი მოვლენები: გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.

უკუჩვენება: ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

სიფრთხილის ზომები: ნუ გადააჭარბებთ დღიურ რეკომენდებულ დოზას.

შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.  

გამოშვების ფორმა: №30აბი.  ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.

ვარგისიანობის ვადა: იხილეთ შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: ,,Walmark,’’ ჩეხეთი.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy